„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017210
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/02/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №21

2022 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/13, 140130000.22.034.016241) დამტკიცებული დანართი № 62  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული ნიმუშის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის გამოყენება დასაშვებია მარაგების ამოწურვამდე.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
📎 დანართები (1)
Shss danarTi_6_2.docx

დანართი №62

სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა

პლანშეტი №1

სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ემბლემა – მრგვალ ჰერალდიკურ ფარზე, ლაჟვარდოვან ველზე, გამოსახულია ორი გადაჯვარედინებული, ზემოდან ქვემოთ მიმართული ოქროსფერი ხმალი და შსს სტილიზებული სიმბოლო – მრგვალი ჰერალდიკური ფარის გარშემო გამოსახულია მეწამული ვერცხლისკანტებიანი არშია ვერცხლისფერი წარწერებით – ,,ობიექტების დაცვის დეპარტამენტი“ და ,,შსს“, რომლებიც ერთმანეთისგან გამოიყოფა ორი ვერცხლისფერი შვიდქიმიანი ვარსკვლავით.

დეპარტამენტის ემბლემა ახალი.jpg

სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ემბლემა

პლანშეტი №2

სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დროშა – დროშის ველი ვერტიკალურად არის გაყოფილი, პირველი და მესამე ნაწილი ლურჯი (ლაჟვარდის) ფერის. დროშის ველის შუა ნაწილი თეთრი (ვერცხლის) ფერის, რომლის ცენტრში გამოსახულია სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სტილიზებული ემბლემა. დროშის პროპორცია არის 2/3.

samkerde.jpg

სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დროშა

პლანშეტი №3

სამკერდე ემბლემა – ოქროსფერი, სამკერდეზე ცენტრში გამოსახულია დეპარტამენტის ემბლემა, ფარის ზემოდან – წარწერა ,,შსს'', ხოლო ფარის ქვემოთ წარწერა – „პირადი დაცვა“.

სამკერდე.jpg

სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის პირადი დაცვის სპეციალური სამმართველოს სამკერდე ემბლემა

პლანშეტი №4

სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილის სააღლუმე/გამოსასვლელი ფორმა (მამაკაცი)

p.jpg 88.jpg 1.jpg

მამაკაცის პიჯაკი – მუქი ლურჯი ფერის პიჯაკი, ვერცხლისფერი კანტებით. სახელოზე გამოსახულია დეპარტამენტის ემბლემა. მხრებზე – წოდების აღმნიშვნელი.

1 რანგი პიჯაკი.jpg

მამაკაცის პერანგი – თეთრი ფერის პერანგი, გრძელი სახელოთი. სახელოზე გამოსახულია დეპარტამენტის ემბლემა.

მამაკაცის პერანგი – თეთრი ფერის პერანგი, მოკლე სახელოთი. სახელოზე გამოსახულია დეპარტამენტის ემბლემა.

პერანგი 1 და 2 რანგი.jpg

მამაკაცის შარვალი – მუქი ლურჯი ფერის, კლასიკური, ვერცხლისფერი ლამპასით.

მამაკაცის ქუდი – მუქი ლურჯი ფერის, წინაფრიანი.

D:\Users\lapachi-kh\Desktop\qudi 1.jpg

პლანშეტი №5

სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების სააღლუმე-გამოსასვლელი ფორმა (მამაკაცი)

1010.jpg 99.jpg 2.jpg

მამაკაცის პიჯაკი – მუქი ლურჯი ფერის, ვერცხლისფერი კანტებით. სახელოზე გამოსახულია დეპარტამენტის ემბლემა. მხრებზე – წოდების აღმნიშვნელი.

2 რანგი პიჯაკი.jpg

მამაკაცის პერანგი – თეთრი ფერის პერანგი, გრძელი სახელოთი. სახელოზე გამოსახულია დეპარტამენტის ემბლემა.

2 რანგი პერანგი.jpg

მამაკაცის პერანგი – თეთრი ფერის პერანგი, მოკლე სახელოთი. სახელოზე გამოსახულია დეპარტამენტის ემბლემა.

პერანგი 1 და 2 რანგი.jpg

მამაკაცის შარვალი – მუქი ლურჯი ფერის, ვერცხლისფერი ლამპასით.

შარვალი კლასიკური სტილის 1 და 2 რანგი.jpg

მამაკაცის ქუდი – მუქი ლურჯი ფერის, წინაფრიანი.

პლანშეტი №6

სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის/დირექტორის მოადგილის სააღლუმე/გამოსასვლელი ფორმა (ქალი)

6.jpg 4.jpg

3.jpg 2.jpg

3.jpg 5.jpg

ქალის პიჯაკი – მუქი ლურჯი ფერის, გაფორმებული ვერცხლისფერი კანტებით. სახელოზე გამოსახულია დეპარტამენტის ემბლემა. მხრებზე – წოდების აღმნიშვნელი.

პიჯაკი ქალის 1 რანგი.jpg

ქალის ქვედაბოლო – მუქი ლურჯი ფერის, გაფორმებული ვერცხლისფერი ლამპასით.

ქვედაბოლო.jpg

ქალის შარვალი – მუქი ლურჯი ფერის, კლასიკური სტილის, გაფორმებული ვერცხლისფერი ლამპასით.

შარვალი კლასიკური სტილის.jpg

ქალის ჰალსტუხი – მუქი ლურჯი ფერის.

ჰალსტუხი ქალის.jpg

ქალის პერანგი – თეთრი ფერის პერანგი, გრძელი სახელოთი. სახელოზე გამოსახულია დეპარტამენტის ემბლემა.

პერანგი გრძელი სახელოთი.jpg

ქალის პერანგი – თეთრი ფერის პერანგი, მოკლე სახელოთი. სახელოზე გამოსახულია დეპარტამენტის ემბლემა.

პერანგი მოკლე სახელოთი.jpg

ქალის ქუდი – მუქი ლურჯი ფერის, პილოტური სტილის, ვერცხლისფერი კანტით გაფორმებული. ქუდზე გამოსახულია კოკარდა.

ქუდი.jpg

პლანშეტი №7

სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების სააღლუმე/გამოსასვლელი ფორმა (ქალი)

შემოდგომა-ზამთარი 1.jpg

2222.jpg

ქალის პიჯაკი – მუქი ლურჯი ფერის, ვერცხლისფერი კანტებით. სახელოზე გამოსახულია დეპარტამენტის ემბლემა. მხრებზე – წოდების აღმნიშვნელი.

ქალის ქვედაბოლო – მუქი ლურჯი ფერის, ვერცხლისფერი ლამპასით.

ქალის შარვალი – მუქი ლურჯი ფერის, ვერცხლისფერი ლამპასით.

ქალის ჰალსტუხი – მუქი ლურჯი ფერის.

ჰალსტუხი ქალის.jpg

ქალის პერანგი – თეთრი ფერის პერანგი, გრძელი სახელოთი. სახელოზე გამოსახულია დეპარტამენტის ემბლემა.

პერანგი გრძელი სახელოთი.jpg

ქალის პერანგი – თეთრი ფერის პერანგი, მოკლე სახელოთი. სახელოზე გამოსახულია დეპარტამენტის ემბლემა.

პერანგი მოკლე სახელოთი.jpg

ქალის ქუდი – მუქი ლურჯი ფერის, პილოტური სტილის, ვერცხლისფერი კანტით, ქუდზე გამოსახულია კოკარდა.

33.jpg


პლანშეტი №8

სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების ყოველდღიური ფორმა (მამაკაცი)

კეპი – მუქი ლურჯი ფერის, ქუდზე გამოსახულია კოკარდა.

5.jpg

მამაკაცის პერანგი – თეთრი ფერის პერანგი, მოკლე სახელოთი. სახელოზე გამოსახულია დეპარტამენტის ემბლემა.

მამაკაცის პერანგი – თეთრი ფერის პერანგი, გრძელი სახელოთი. სახელოზე გამოსახულია დეპარტამენტის ემბლემა.

მამაკაცის მაისური –მუქი ლურჯი ფერის, პოლო სამ ღილზე.


პლანშეტი №9

სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების ყოველდღიური ფორმა (ქალი)

კეპი – მუქი ლურჯი ფერის, ქუდზე გამოსახულია კოკარდა.

ქალის პერანგი –თეთრი ფერის პერანგი, გრძელი სახელოთი. სახელოზე გამოსახულია დეპარტამენტის ემბლემა.

ქალის პერანგი – თეთრი ფერის პერანგი, მოკლე სახელოთი. სახელოზე გამოსახულია დეპარტამენტის ემბლემა.

ქალის მაისური – მუქი ლურჯი ფერის, პოლო სამ ღილზე.

ქალის მაისური.jpg


პლანშეტი №10

ობიექტების დაცვის დეპარტამენტის სააღლუმე/გამოსასვლელი ფორმის ატრიბუტიკა

დეპარტამენტის ემბლემა ახალი.jpg კოკარდა.jpg სამკერდე.jpgძირითადი ემბლემა–

სამკლაური ემბლემა ქუდის ემბლემა სამკერდე ემბლემა

პიჯაკის საყელოს ნაქარგი 1 რანგი.jpg

ღილი ვერცხლისფერი მეტალი.jpgწოდების აღმნიშვნელის ზომა.jpg

საყელოს ნაქარგი მეტალის ღილი1 რანგი-წინაფრა.jpg სამხრე

ქუდის ნაქარგი ქამარი ლითონის ბალთით და ,,შსს'' გრავირებით

გვარის აღმნიშვნელი


პლანშეტი №11

სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა საველე-ოპერატიული ფორმა

საველე-ოპერატიული ფორმა (საზაფხულო) – ხალათი აკეცილი ან ჩამოშვებული სახელოებით, ხალათი ჩატანებული ან ამოტანებული სახით, შარვალი და კეპი, დაფერვა კომუფლირებული (ლურჯი ციფრული); შავი ბერეტი; შავი ფერის მაისური; მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ფერი – შავი ან კოიოტი; ამავე დანართის პლანშეტი №10-ით დამტკიცებული ატრიბუტიკა; ამავე დანართის პლანშეტი №15-ით დამტკიცებული წოდების აღმნიშვნელი.

საველე-ოპერატიული ფორმა (საზაფხულო) – ლურჯი მოკლემკლავიანი მაისური სამ ღილზე, რომლის წინა მარცხენა მხარეს გამოსახულია ამავე დანართის პლანშეტი №10-ით დამტკიცებული სამკლავურის ემბლემა, პლანშეტი №15-ით დამტკიცებული წოდების აღმნიშვნელი და მარჯვენა მკლავზე გამოსახულია პლანშეტი №13-ით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო დროშა; კომუფლირებული (ლურჯი ციფრული) შარვალი და კეპი; მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ფერი – შავი ან კოიოტი.

საველე-ოპერატიული ფორმა (ზამთრის) – ქურთუკი და შარვალი (მათბუნებლით), კომუფლირებული (ლურჯი ციფრული); ნაქსოვი ქუდი, ფერი – შავი, ხელთათმანი ნაქსოვი, ფერი – შავი; შავი ფერის პულოვერი; შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი; ფეხსაცმელი; ამავე დანართის პლანშეტი № 15-ით დამტკიცებული წოდების აღმნიშვნელი და პლანშეტი №13-ით დამტკიცებული საქართველოს დროშა.


პლანშეტი №12

სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მომზადების და გადამზადების სამმართველოსა და პირადი დაცვის სპეციალური სამმართველოს მოსამსახურეთა საველე - ოპერატიული ფორმა

Description: D:\Users\safarashvili-l\My Documents\My Received Files\3(2).jpg

საველე-ოპერატიული ფორმა (ზაფხული) – დამცავი (კომუფლირებული – მულტიკამი) ფერის ხალათი, შარვალი და კეპი (ან/და პანამა); მაისური – ფერი: კოიოტი ან მულტიკამი; მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ფერი – შავი ან კოიოტი. საწვიმარი ლაბადა – მულტიკამი. წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა (კომუფლირებული დაფერვით).

საველე-ოპერატიული ფორმა (ზამთარი) – დამცავი (კომუფლირებული – მულტიკამი) ფერის ქურთუკი და შარვალი (მათბუნებლით); ნაქსოვი ქუდი, ფერი მწვანე ან კოიოტი; ხელთათმანი – ნაქსოვი, ფერი – მწვანე ან კოიოტი; მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ფერი – შავი ან კოიოტი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა; (კომუფლირებული დაფერვით).


პლანშეტი №13

საველე-ოპერატიული ფორმის ტანსაცმლის განმასხვავებელი ატრიბუტიკა – დეპარტამენტის შევრონი: სამკლავე დანაკერი, რომელზეც გამოსახულია ორი გადაჯვარედინებული, ზემოდან ქვემოთ მიმართული ხმალი და ლომი, ზემოთ – ქართული ასოებით „ობიექტების დაცვის დეპარტამენტი“, ქვემოთ კი – „შსს“; შევრონი: სამკლავე დანაკერი, რომელზეც გამოსახულია სამინისტროს ემბლემა; წარწერა სამკლავე – ლათინურ ენაზე „FACILITIES PROTECTION DEPARTMENT“; ქუდის კოკარდა, რომელზეც გამოსახულია ორი გადაჯვარედინებული, ზემოდან ქვემოთ მიმართული ხმალი და ლომი, ზემოთ – ქართული ასოებით „ობიექტების დაცვის დეპარტამენტი“, ქვემოთ კი – „შსს“; საქართველოს დროშა; დანაკერი სამკერდე წარწერა „საქართველო“; სამკერდე წარწერა ქართულ ენაზე: მოსამსახურის გვარი. საველე-ოპერატიული ფორმის ტანსაცმლის განმასხვავებელი ატრიბუტიკა არის ნაცრისფერი.

საველე-ოპერატიული ფორმის ტანსაცმლის განმასხვავებელი ატრიბუტიკა

პლანშეტი №14

განმასხვავებელი ჟილეტი – ჰორიზონტალურად განლაგებული (ზედნადები) ყვითელი ფერის ლამინირებული შუქამრეკლი – წარწერებით „POLICE“ და „პოლიცია“.

jileti

განმასხვავებელი ჟილეტი

პლანშეტი №15

წოდების აღმნიშვნელი

3