„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№36
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016968
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/04/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №36

2020 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013წ; სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016241) დამტკიცებული №62 დანართის №61, №131, №20, №22 და №23 პლანშეტები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული ნიმუშის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის გამოყენება დასაშვებია მარაგების ამოწურვამდე.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
📎 დანართები (1)
36-dan.doc DOC

[pic]

პლანშეტი №61

მამაკაცის ყოველდღიური ფორმა – ლურჯი მაისური (სამ ღილზე) მოკლე მკლავით, რომლის წინა მარცხენა მხარეს გამოსახულია ამავე დანართის №18 პლანშეტით დამტკიცებული ემბლემა; ამავე დანართის პლანშეტი №19-ით დამტკიცებული წოდების აღნიშვნები.

[pic]

პლანშეტი №131

ქალბატონის ყოველდღიური ფორმა – ლურჯი მაისური (სამ ღილზე) მოკლე მკლავით, რომლის წინა მარცხენა მხარეს გამოსახულია ამავე დანართის №18 პლანშეტით დამტკიცებული ემბლემა; ამავე დანართის პლანშეტი №19-ით დამტკიცებული წოდების აღნიშვნები.

.

[pic]

სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა საველე - ოპერატიული ფორმა

პლანშეტი №20

საველე-ოპერატიული ფორმა (საზაფხულო) – ხალათი აკეცილი ან ჩამოშვებული სახელოებით, ხალათი ჩატანებული ან ამოტანებული სახით, შარვალი და კეპი, დაფერვა კომუფლირებული (ლურჯი ციფრული); შავი ბერეტი; შავი ფერის მაისური; მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ფერი – შავი ან კოიოტი; ამავე დანართის პლანშეტი №22-ით დამტკიცებული ატრიბუტიკა; ამავე დანართის პლანშეტი №19-ით დამტკიცებული წოდების აღნიშვნები.

საველე-ოპერატიული ფორმა (საზაფხულო) – ლურჯი მოკლემკლავიანი მაისური სამ ღილზე, რომლის წინა მარცხენა მხარეს გამოსახულია ამავე დანართის №18 პლანშეტით დამტკიცებული ემბლემა და №19 პლანშეტით დამტკიცებული წოდების აღნიშვნები; კომუფლირებული (ლურჯი ციფრული) შარვალი და კეპი; მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ფერი – შავი ან კოიოტი;

საველე-ოპერატიული ფორმა (ზამთრის) – ქურთუკი და შარვალი (მათბუნებლით), კომუფლირებული (ლურჯი ციფრული); ნაქსოვი ქუდი, ფერი – შავი ხელთათმანი ნაქსოვი, ფერი – შავი; შავი ფერის პულოვერი; შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი; ამავე დანართის პლანშეტი №19-ით დამტკიცებული წოდების აღნიშვნები და საქართველოს დროშა.

[pic]

პლანშეტი №22

საველე-ოპერატიული უნიფორმის განმასხვავებელი ატრიბუტიკა – სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის შევრონი: სამკლავე დანაკერი, რომელზეც გამოსახულია ორი გადაჯვარედინებული, ზევიდან ქვევით მიმართული ოქროსფერი ხმალი და ლომი; ზემოთ, ქართული ასოებით „ობიექტების დაცვის დეპარტამენტი“, ქვემოთ კი „შსს“; შევრონი: სამკლავე დანაკერი, რომელზეც გამოსახულია სამინისტროს ემბლემა; წარწერა სამკლავე ლათინურ ენაზე „FACILITIES PROTECTION DEPARTMENT“; ქუდის კოკარდა, რომელზეც გამოსახულია ორი გადაჯვარედინებული, ზევიდან ქვევით მიმართული ოქროსფერი ხმალი და ლომი; ზემოთ, ქართული ასოებით „ობიექტების დაცვის დეპარტამენტი“, ქვემოთ კი „შსს“; საქართველოს დროშა; დანაკერი სამკერდე წარწერა „საქართველო“; სამკერდე წარწერა ქართულ ენაზე: მოსამსახურის გვარი.

[pic]

პლანშეტი №23

განმასხვავებელი ჟილეტი – ჰორიზონტალურად განლაგებული (ზედნადები) ყვითელი ფერის ლამინირებული შუქამრეკლი – წარწერებით „POLICE“ და „პოლიცია“.