„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№93
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017421
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №93

2023 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016241) დამტკიცებული №6 დანართის №1-№7 და №12 პლანშეტები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული ნიმუშის ფორმის ტანსაცმლის გამოყენება დასაშვებია მარაგების ამოწურვამდე.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 ⬇

პლანშეტი №1

ყოველდღიური ზაფხულის ფორმა მამაკაცებისათვის

კეპი (მუქი ლურჯი, კეპიანი ქუდის ემბლემით, ყვითელი წარწერით ,,POLICE“ და შუქამრეკლი ლენტით), მაისური (მოკლე მკლავებით, მუქი ლურჯი, ორი ყვითელი ზოლით, ყვითელი წარწერით ,,POLICE’’ და სამკლავურის ემბლემით), მოკლემკლავიანი მაისური (მუქი ლურჯი), საზაფხულო შარვალი (მუქი ლურჯი), დაბალყელიანი ფეხსაცმელი (შავი), აღჭურვილობის ქამარი (შავი), წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №2

ყოველდღიური ზაფხულის ფორმა ქალებისთვის

კეპი (მუქი ლურჯი, კეპიანი ქუდის ემბლემით, ყვითელი წარწერით ,,POLICE“ და შუქამრეკლი ლენტით), მაისური (მოკლე მკლავებით, მუქი ლურჯი, ორი ყვითელი ზოლით, ყვითელი წარწერით „POLICE“ და სამკლავურის ემბლემით), მოკლემკლავიანი მაისური (მუქი ლურჯი), საზაფხულო შარვალი (მუქი ლურჯი), ქვედაბოლო (მუქი ლურჯი), დაბალყელიანი ფეხსაცმელი (შავი), აღჭურვილობის ქამარი (შავი), წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

D:\Users\modebadze-s\Desktop\yvela eskizi aq\New folder (3)\P-0002.jpg

პლანშეტი №3

ყოველდღიური საშემოდგომო - საგაზაფხულო ფორმა მამაკაცებისთვის

კეპი (მუქი ლურჯი, კეპიანი ქუდის ემბლემით, ყვითელი წარწერით ,,POLICE“ და შუქამრეკლი ლენტით), პერანგი (გრძელი მკლავებით, მუქი ლურჯი, სამკლავური ემბლემით), მოკლემკლავიანი მაისური (მუქი ლურჯი), ჟილეტი (მუქი ლურჯი, შუქამრეკლი ლენტით, ორი ყვითელი ზოლით და წარწერით „POLICE“), საშემოდგომო შარვალი (მუქი ლურჯი), დაბალყელიანი ფეხსაცმელი (შავი), აღჭურვილობის ქამარი (შავი), წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

D:\Users\modebadze-s\Desktop\yvela eskizi aq\New folder (3)\P-0002.jpg

პლანშეტი №4

ყოველდღიური საშემოდგომო - საგაზაფხულო ფორმა ქალებისთვის

კეპი (მუქი ლურჯი, კეპიანი ქუდის ემბლემით, ყვითელი წარწერით ,,POLICE“ და შუქამრეკლი ლენტით), პერანგი (გრძელი მკლავებით, მუქი ლურჯი, სამკლავური ემბლემით), მოკლემკლავიანი მაისური (მუქი ლურჯი), ჟილეტი (მუქი ლურჯი, შუქამრეკლი ლენტით, ორი ყვითელი ზოლით და წარწერით „POLICE“), საშემოდგომო შარვალი (მუქი ლურჯი), ქვედაბოლო (მუქი ლურჯი), დაბალყელიანი ფეხსაცმელი (შავი), აღჭურვილობის ქამარი (შავი), წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №5

ყოველდღიური ზამთრის ფორმა მამაკაცებისთვის

ქუდი (თბილი, მუქი ლურჯი, კეპიანი ქუდის ემბლემით), პულოვერი (ელვა შესაკრავით, მუქი ლურჯი, მარჯვენა მხარეს წარწერით „POLICE“, მარცხენა მხარეს საპატრულო პოლიციის ჟეტონის იმიტირებული გამოსახულებით), საშემოდგომო შარვალი (მუქი ლურჯი), მოკლემკლავიანი მაისური (მუქი ლურჯი), ნაქსოვი ხელთათმანი (მუქი ლურჯი), მაღალყელიანი ფეხსაცმელი (შავი), ქურთუკი (მუქი ლურჯი, ორი ყვითელი ზოლით და წარწერით „POLICE“, სამკლავური ემბლემით), აღჭურვილობის ქამარი (შავი), წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

D:\Users\modebadze-s\Desktop\3.jpg

პლანშეტი №6

ყოველდღიური ზამთრის ფორმა ქალებისთვის

ქუდი (თბილი, მუქი ლურჯი, კეპიანი ქუდის ემბლემით), პულოვერი (ელვა შესაკრავით, მუქი ლურჯი, მარჯვენა მხარეს წარწერით „POLICE“, მარცხენა მხარეს საპატრულო პოლიციის ჟეტონის იმიტირებული გამოსახულებით), საშემოდგომო შარვალი (მუქი ლურჯი), ქვედაბოლო (მუქი ლურჯი), მოკლემკლავიანი მაისური (მუქი ლურჯი), ნაქსოვი ხელთათმანი (მუქი ლურჯი), მაღალყელიანი ფეხსაცმელი (შავი), ქურთუკი (მუქი ლურჯი, ორი ყვითელი ზოლით და წარწერით „POLICE“, სამკლავური ემბლემით), აღჭურვილობის ქამარი (შავი), წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი № 7

საწვიმარი ლაბადა

საწვიმარი ლაბადა (მუქი ლურჯი, შუქამრეკლი ვერცხლისფერი ზოლით და წარწერით „POLICE“).

პლანშეტი №12

მოტოპატრულის სააღლუმე ფორმა

მოტოპატრულის ჩაფხუტი, პერანგი (მუქი ლურჯი, გრძელი მკლავებით, საპატრულო პოლიციის ემბლემით), საშემოდგომო შარვალი (მუქი ლურჯი), საზაფხულო შარვალი (მუქი ლურჯი), მოტოპატრულის ჩექმა, აღჭურვილობის ქამარი (შავი), წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.12.2023.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.12.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №93. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.017421.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.12.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №93, 06.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017421 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5991176/