„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№61
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017163
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/10/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №61

2021 წლის 15 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/13, 140130000.22.034.016241) დამტკიცებული №6 დანართის №1, №2, №3, №4, №7, №11 და №12 პლანშეტები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული ნიმუშის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის გამოყენება დასაშვებია მარაგების ამოწურვამდე.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
📎 დანართები (1)
61 danarti.docx

პლანშეტი №1

ყოველდღიური ზაფხულის ფორმა მამაკაცებისათვის

კეპი (მუქი ლურჯი, საპატრულო პოლიციის ემბლემით, ყვითელი წარწერით „POLICE“ და შუქამრეკლი ლენტით), გარედან ჩასაცმელი მაისური (მოკლე მკლავებით, მუქი ლურჯი, ორი ყვითელი ზოლით, ყვითელი წარწერით „POLICE“ და საპატრულო პოლიციის ემბლემით), ჟილეტი (მუქი ლურჯი, შუქამრეკლი ლენტით, ორი ყვითელი ზოლით და წარწერით „POLICE“), საზაფხულო შარვალი (მუქი ლურჯი), დაბალყელიანი ფეხსაცმელი, აღჭურვილობის ქამარი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №2

ყოველდღიური ზაფხულის ფორმა ქალებისთვის

კეპი (მუქი ლურჯი, საპატრულო პოლიციის ემბლემით, ყვითელი წარწერით „POLICE“ და შუქამრეკლი ლენტით), გარედან ჩასაცმელი მაისური (მოკლე მკლავებით, მუქი ლურჯი, ორი ყვითელი ზოლით, ყვითელი წარწერით „POLICE“ და საპატრულო პოლიციის ემბლემით), ჟილეტი (მუქი ლურჯი, შუქამრეკლი ლენტით, ორი ყვითელი ზოლით და წარწერით „POLICE“), საზაფხულო შარვალი (მუქი ლურჯი), ქვედაბოლო (მუქი ლურჯი), დაბალყელიანი ფეხსაცმელი, აღჭურვილობის ქამარი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №3

ყოველდღიური საშემოდგომო-საგაზაფხულო ფორმა მამაკაცებისთვის

კეპი (მუქი ლურჯი, საპატრულო პოლიციის ემბლემით, ყვითელი წარწერით „POLICE“ და შუქამრეკლი ლენტით), წინაფრიანი ქუდი (მუქი ლურჯი), პერანგი (გრძელი მკლავებით, მუქი ლურჯი, საპატრულო პოლიციის ემბლემით), საშემოდგომო შარვალი (მუქი ლურჯი), ჰალსტუხი (მუქი ლურჯი), დაბალყელიანი ფეხსაცმელი, აღჭურვილობის ქამარი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №4

ყოველდღიური საშემოდგომო-საგაზაფხულო ფორმა ქალებისთვის

კეპი (მუქი ლურჯი, საპატრულო პოლიციის ემბლემით, ყვითელი წარწერით „POLICE“ და შუქამრეკლი ლენტით), წინაფრიანი ქუდი (მუქი ლურჯი), პერანგი (გრძელი მკლავებით, მუქი ლურჯი, საპატრულო პოლიციის ემბლემით), საშემოდგომო შარვალი (მუქი ლურჯი), ქვედაბოლო (მუქი ლურჯი), ჰალსტუხი (მუქი ლურჯი), დაბალყელიანი ფეხსაცმელი, აღჭურვილობის ქამარი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

ნიმუში N 1 ნიმუში N2

ნიმუში N3 ნიმუში N4

პლანშეტი № 7

ნიმუში №1 - საწვიმარი ლაბადა (მუქი ლურჯი), ნიმუში №2 - მაისური (მოკლე მკლავებით, მუქი ლურჯი), ნიმუში №3 - ხელთათმანი (ნაქსოვი, მუქი ლურჯი), ნიმუში №4 - შუქამრეკლი ჟილეტი (წინ წარწერით საპატრულო პოლიცია, უკან წარწერით „POLICE“).

პლანშეტი №11

მოტოპატრულის ყოველდღიური საშემოდგომო-საგაზაფხულო ფორმა

მოტოპატრულის ჩაფხუტი, გარედან ჩასაცმელი მაისური (გრძელი მკლავებით, მუქი ლურჯი, ორი ყვითელი ზოლით, ყვითელი წარწერით „POLICE“ და საპატრულო პოლიციის ემბლემით), ჟილეტი (მუქი ლურჯი, შუქამრეკლი ლენტით, ორი ყვითელი ზოლით და წარწერით „POLICE“), საშემოდგომო შარვალი (მუქი ლურჯი), დაბალყელიანი ფეხსაცმელი, აღჭურვილობის ქამარი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი №12

მოტოპატრულის სააღლუმე ფორმა

მოტოპატრულის ჩაფხუტი, პერანგი (გრძელი ან/და მოკლე მკლავებით, მუქი ლურჯი, საპატრულო პოლიციის ემბლემით), საშემოდგომო შარვალი (მუქი ლურჯი), საზაფხულო შარვალი (მუქი ლურჯი), მოტოპატრულის ჩექმა, აღჭურვილობის ქამარი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.