„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№27
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017214
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/03/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №27

2022 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016241) დამტკიცებული №1 დანართის პლანშეტი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეთა ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული ნიმუშის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის გამოყენება დასაშვებია მარაგების ამოწურვამდე.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
📎 დანართები (1)
27 danarti.doс

პლანშეტი №2

მუქი ლურჯი ფერის ჟილეტი ელვა შესაკრავზე, ორი ჯიბით, ჟილეტის წინა მარცხენა მხარეს გამოსახულია სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ემბლემა, ხოლო მარჯვენა მხარეს ოქროსფერში გამოსახულია წარწერა „შსს გენერალური ინსპექცია“, ჟილეტის უკანა მხარეს კი − „შინაგან საქმეთა სამინისტრო გენერალური ინსპექცია“.