„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017538
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/02/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №9

2025 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/13, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016241) დამტკიცებული №12 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული ნიმუშის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის გამოყენება დასაშვებია მარაგების ამოწურვამდე.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
📎 დანართები (1)
9-1.docx

დანართი №12

სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი, ატრიბუტიკა და ემბლემა

პლანშეტი №1

სააგენტოს ემბლემა

C:\Users\akhvlediani.a\Desktop\სააგენტო - ემბლემა2024.png

აღწერილობა: ვერცხლის (თეთრ) მრგვალ ფარზე დატანილი ორ ტოლ მეწამულ (წითელ) და ლურჯ (ლაჟვარდოვან) ველად გაკვეთილი ჰერალდიკური ფარი, რომლის მეწამულ ველზეც დატანილია ოქროს (ყვითელი) გრაგნილზე ჯვარედინად გადადებული ოქროს ნაკრტენის საწერი კალამი, ლაჟვარდოვან ველზე ოქროს ზეაღმართული ლომი. ვერცხლის მრგვალ ფარს გარს ევლება ოქროს ზოლებით შემოსაზღვრული ლაჟვარდის არშია ოქროს მთავრული ასო-ნიშნების წარწერით: „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“. არშიის წარწერას ქვედა მხარეს გამაშუალებელ ნიშნად დასმული აქვს ოქროს ბოლნურ-კაცხური ჯვარი.

სააგენტოს დროშა

C:\Users\akhvlediani.a\Desktop\სააგენტო - დროშა 2024.png

მართკუთხა, თეთრი ფერის ქსოვილი, პროპორციით 2/3, რომლის ცენტრალურ ნაწილში თეთრ ველზე გამოსახულია ამ დანართით განსაზღვრული სააგენტოს ემბლემა, რომლის ზომაა დროშის სიმაღლის 2/3.

პლანშეტი №2

სააგენტოს დირექტორის/დირექტორის მოადგილის სააღლუმე/გამოსასვლელი ფორმა

(მამაკაცი)

ლურჯი პიჯაკი კლასიკური საყელოთი, რომლის მარჯვენა მკლავზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკლავურის ემბლემა (შევრონი); მარცხენა მკლავზე – უწყების სამკლავური ემბლემა, ლურჯი შარვალი; ლურჯი წინაფრიანი ქუდი შავი ფერის ფარით და სააგენტოს ემბლემით (კოკარდა); თეთრი პერანგი გრძელი სახელოთი, ჰალსტუხი, წოდების აღმნიშვნელი ატრიბუტიკა.

პლანშეტი №3

სააგენტოს დირექტორის/დირექტორის მოადგილის სააღლუმე/გამოსასვლელი ფორმა

(ქალი)

ლურჯი პიჯაკი კლასიკური საყელოთი, რომლის მარჯვენა მკლავზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკლავურის ემბლემა (შევრონი); მარცხენა მკლავზე – უწყების სამკლავური ემბლემა, ლურჯი შარვალი ან ქვედაბოლო; ლურჯი წინაფრიანი ქუდი შავი ფერის ფარით და სააგენტოს ემბლემით (კოკარდა); თეთრი პერანგი გრძელი სახელოთი, ჰალსტუხი, წოდების აღმნიშვნელი ატრიბუტიკა.

პლანშეტი №4

მამაკაცის გამოსასვლელი ფორმა

მუქი ლურჯი ჟილეტი, მუქი ლურჯი კლასიკური სტილის შარვალი, თეთრი ფერის კლასიკური პერანგი, მუქი ლურჯი ჰალსტუხი, მუქი ლურჯი კეპი. ფორმაზე დატანილია: წოდების შესაბამისი აღმნიშვნელი (სპეციალური წოდების მქონე პირის შემთხვევაში) ატრიბუტიკა და ფურნიტურა, სააგენტოს სამკლავური ემბლემა, საქართველოს სახელმწიფო დროშა და ქუდის ემბლემა (კოკარდა).

პლანშეტი №5

ქალის გამოსასვლელი ფორმა

მუქი ლურჯი ჟილეტი, მუქი ლურჯი ქვედაბოლო, თეთრი ფერის პერანგი, მუქი ლურჯი ჰალსტუხი, მუქი ლურჯი პილოტური ქუდი. ფორმაზე დატანილია: წოდების შესაბამისი აღმნიშვნელი (სპეციალური წოდების მქონე პირის შემთხვევაში) ატრიბუტიკა და ფურნიტურა, სააგენტოს სამკლავური ემბლემა, საქართველოს სახელმწიფო დროშა და ქუდის ემბლემა (კოკარდა).

პლანშეტი №6

მამაკაცის ყოველდღიური საზაფხულო ფორმა

კლასიკური პერანგი მოკ.სახელოთიკაცი მოკლესახელოიანი პერ + ჟილ შიდა სივრცე

კლასიკური პერანგი თეთრი ფერის, მოკლე სახელოთი, მუქი ლურჯი ჟილეტი, მუქი ლურჯი კლასიკური სტილის შარვალი. ფორმაზე დატანილია: წოდების შესაბამისი აღმნიშვნელი (სპეციალური წოდების მქონე პირის შემთხვევაში) ატრიბუტიკა და ფურნიტურა, სააგენტოს სამკლავური ემბლემა, საქართველოს სახელმწიფო დროშა.

პლანშეტი №7

ქალის ყოველდღიური საზაფხულო ფორმა

ქალი მოკლესახელოიანი პერ + ჟილეტითპერანგი მოკლე სახელოთი+კლასიკური შარვალი1g2g

კლასიკური პერანგი თეთრი ფერის, მოკლე სახელოთი, მუქი ლურჯი ჟილეტი, მუქი ლურჯი შარვალი/ქვედაბოლო. ფორმაზე დატანილია: წოდების შესაბამისი აღმნიშვნელი (სპეციალური წოდების მქონე პირის შემთხვევაში) ატრიბუტიკა და ფურნიტურა, სააგენტოს სამკლავური ემბლემა, საქართველოს სახელმწიფო დროშა.

პლანშეტი №8

მამაკაცის ყოველდღიური საგაზაფხულო - საშემოდგომო ფორმა

პერანგი კლასიკური ტსილის გეძ.სახელოთი

კლასიკური პერანგი თეთრი ფერის, გრძელი სახელოთი, მუქი ლურჯი ჟილეტი, მუქი ლურჯი ჰალსტუხი, მუქი ლურჯი კლასიკური სტილის შარვალი. ფორმაზე დატანილია: წოდების შესაბამისი აღმნიშვნელი (სპეციალური წოდების მქონე პირის შემთხვევაში) ატრიბუტიკა და ფურნიტურა, სააგენტოს სამკლავური ემბლემა, საქართველოს სახელმწიფო დროშა.

პლანშეტი №9

ქალის ყოველდღიური საგაზაფხულო - საშემოდგომო ფორმა

პერანგი გრძელი სახელოთი+ქვედაბოლოქალის ჟილეტი3g4g

კლასიკური პერანგი თეთრი ფერის, გრძელი სახელოთი, მუქი ლურჯი ჟილეტი, მუქი ლურჯი ჰალსტუხი, მუქი ლურჯი კლასიკური სტილის შარვალი/ქვედაბოლო. ფორმაზე დატანილია: წოდების შესაბამისი აღმნიშვნელი (სპეციალური წოდების მქონე პირის შემთხვევაში) ატრიბუტიკა და ფურნიტურა, სააგენტოს სამკლავური ემბლემა, საქართველოს სახელმწიფო დროშა.

პლანშეტი №10

მამაკაცის ყოველდღიური ზამთრის ფორმა

პერანგი კლასიკური ტსილის გეძ.სახელოთინაქსოვი ჯაკეტი კაცის

კლასიკური პერანგი თეთრი ფერის, გრძელი სახელოთი, მუქი ლურჯი ჟილეტი, მუქი ლურჯი ნაქსოვი ჟაკეტი, მუქი ლურჯი ჰალსტუხი, მუქი ლურჯი კლასიკური სტილის შარვალი. ფორმაზე დატანილია: წოდების შესაბამისი აღმნიშვნელი (სპეციალური წოდების მქონე პირის შემთხვევაში) ატრიბუტიკა და ფურნიტურა, სააგენტოს სამკლავური ემბლემა, საქართველოს სახელმწიფო დროშა.

პლანშეტი №11

ქალის ყოველდღიური ზამთრის ფორმა

პერანგი გრძელი სახელოთი+ქვედაბოლოქალის ჟილეტი4g

კლასიკური პერანგი თეთრი ფერის, გრძელი სახელოთი, მუქი ლურჯი ჟილეტი, მუქი ლურჯი ნაქსოვი ჟაკეტი, მუქი ლურჯი ჰალსტუხი, მუქი ლურჯი ფერის კლასიკური სტილის შარვალი/ქვედაბოლო. ფორმაზე დატანილია: წოდების შესაბამისი აღმნიშვნელი (სპეციალური წოდების მქონე პირის შემთხვევაში) ატრიბუტიკა და ფურნიტურა, სააგენტოს სამკლავური ემბლემა, საქართველოს სახელმწიფო დროშა.

პლანშეტი №12

ყოველდღიური საზაფხულო ფორმა

(მხოლოდ მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის გამომცდელებისთვის)

35

მაისური ლურჯი ფერის მოკლე სახელოთი, მუქი ლურჯი კლასიკური შარვალი, ქუდი ან მის გარეშე. ფორმაზე დატანილია: წოდების შესაბამისი აღმნიშვნელი (სპეციალური წოდების მქონე პირის შემთხვევაში) ატრიბუტიკა და ფურნიტურა, სააგენტოს სამკლავური ემბლემა, საქართველოს სახელმწიფო დროშა.

პლანშეტი №13

ყოველდღიური საგაზაფხულო - საშემოდგომო ფორმა

(მხოლოდ მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის გამომცდელებისთვის)

46 2022ანიჟილეტი კლ შარვალი

მაისური ლურჯი ფერის, გრძელი სახელოთი, მუქი ლურჯი ჟილეტი, მუქი ლურჯი თხელი ქურთუკი ნაცრისფერი ჩანართებით, მუქი ლურჯი კლასიკური შარვალი, ქუდი ან მის გარეშე. ფორმაზე დატანილია: წოდების შესაბამისი აღმნიშვნელი (სპეციალური წოდების მქონე პირის შემთხვევაში) ატრიბუტიკა და ფურნიტურა, სამსახურის სააგენტოს ემბლემა, საქართველოს სახელმწიფო დროშა.

პლანშეტი №14

ყოველდღიური ზამთრის ფორმა

(მხოლოდ მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის გამომცდელებისთვის)

417618

მაისური ლურჯი ფერის, გრძელი სახელოთი, მუქი ლურჯი დათბილული ქურთუკი კაპიუშონით, მუქი ლურჯი კლასიკური შარვალი, ქუდი ან მის გარეშე. ფორმაზე დატანილია: წოდების შესაბამისი აღმნიშვნელი (სპეციალური წოდების მქონე პირის შემთხვევაში) ატრიბუტიკა და ფურნიტურა, სააგენტოს სამკლავური ემბლემა, საქართველოს სახელმწიფო დროშა.

პლანშეტი №15

ყოველდღიური საზაფხულო ფორმა

(მხოლოდ საექსპერტო/დათვალიერების და შიდა უსაფრთხოების უფლებამოსილების განმახორციელებელი მოსამსახურეებისთვის)

7C:\Users\akhvlediani.a\Desktop\ფორმები 2024\რუსთავის სააგენტო უნიფორმა 2024 - Copy\ახლები\უქუდო მაკეტები\RUSTAVI 2024\9.jpg

მაისური ლურჯი ფერის, მოკლე სახელოთი, მუქი ლურჯი ტაქტიკური შარვალი, ქუდი ან მის გარეშე. ფორმაზე დატანილია: წოდების შესაბამისი აღმნიშვნელი (სპეციალური წოდების მქონე პირის შემთხვევაში) ატრიბუტიკა და ფურნიტურა, სააგენტოს სამკლავური ემბლემა, საქართველოს სახელმწიფო დროშა.

პლანშეტი №16

ყოველდღიური საგაზაფხულო - საშემოდგომო ფორმა

(მხოლოდ საექსპერტო/დათვალიერების და შიდა უსაფრთხოების უფლებამოსილების განმახორციელებელი მოსამსახურეებისთვის)

108 6g5k1921

მაისური ლურჯი ფერის, გრძელი სახელოთი, მუქი ლურჯი ჟილეტი, მუქი ლურჯი თხელი ქურთუკი ნაცრისფერი ჩანართებით, მუქი ლურჯი ტაქტიკური შარვალი, ქუდი ან მის გარეშე. ფორმაზე დატანილია: წოდების შესაბამისი აღმნიშვნელი (სპეციალური წოდების მქონე პირის შემთხვევაში) ატრიბუტიკა და ფურნიტურა, სააგენტოს სამკლავური ემბლემა, საქართველოს სახელმწიფო დროშა.

პლანშეტი №17

ყოველდღიური ზამთრის ფორმა

(მხოლოდ საექსპერტო/დათვალიერების და შიდა უსაფრთხოების უფლებამოსილების განმახორციელებელი მოსამსახურეებისთვის)

8151016 (2)

მაისური ლურჯი ფერის, გრძელი სახელოთი, მუქი ლურჯი დათბილული ქურთუკი კაპიუშონით, მუქი ლურჯი ტაქტიკური შარვალი, ქუდი ან მის გარეშე. ფორმაზე დატანილია: წოდების შესაბამისი აღმნიშვნელი (სპეციალური წოდების მქონე პირის შემთხვევაში) ატრიბუტიკა და ფურნიტურა, სააგენტოს სამკლავური ემბლემა, საქართველოს სახელმწიფო დროშა.

პლანშეტი №18

საწვიმარი ლაბადა

1C:\Users\akhvlediani.a\Desktop\ფორმები 2024\რუსთავის სააგენტო უნიფორმა 2024 - Copy\ახლები\უქუდო მაკეტები\RUSTAVI 2024\2.jpg

მუქი ლურჯი გრძელი ლაბადა კაპიუშონით. ფორმაზე დატანილია შუქამრეკლი წარწერები.

პლანშეტი №19

ქუდი/ქამარი

C:\Users\akhvlediani.a\Desktop\30.01 ახალი\5.jpgC:\Users\akhvlediani.a\Desktop\30.01 ახალი\1.jpgC:\Users\akhvlediani.a\Desktop\30.01 ახალი\2.jpgC:\Users\akhvlediani.a\Desktop\30.01 ახალი\3.jpgC:\Users\akhvlediani.a\Desktop\30.01 ახალი\4.jpg

მუქი ლურჯი  პილოტური ქუდი – ქუდზე დატანილია სააგენტოს ქუდის 

ემბლემა (კოკარდა). 

მუქი ლურჯი კეპი – ბეისბოლის სტილის. ქუდზე დატანილია სააგენტოს ქუდის 

ემბლემა (კოკარდა). 

შავი ფერის – ნაქსოვი ქუდი. ქუდზე დატანილია სააგენტოს ქუდის ემბლემა (კოკარდა).

1.ქამარი 2.

1. ვერცხლისფერი ქამარი  ლითონის ბალთით,  ქრომირებული, ვერტიკალური წარწერით “POLICE”. 

2. შავი, ტაქტიკური სტილის ქამარი.

პლანშეტი №20

ფორმის ტანსაცმელზე გამოყენებული სიმბოლოები და წარწერები

1. C:\Users\akhvlediani.a\Desktop\30.01 ახალი\heraldika saagento.jpg

2. C:\Users\akhvlediani.a\Desktop\30.01 ახალი\heraldika saagento kokarda.jpg 3.

  1. სააგენტოს სამკლავური ემბლემა.

  2. სააგენტოს ქუდის ემბლემა (კოკარდა).

  3. საქართველოს სახელმწიფო დროშა.

ფორმის ტანსაცმელზე გამოყენებული შუქამრეკლი წარწერა

პლანშეტი №21

წოდების აღმნიშვნელის ზომები

წოდება

შენიშვნა: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა) სპეციალური წოდების განმასხვავებელი ნიშნები“ დამტკიცებულია ამ ბრძანების №17 დანართით.

პლანშეტი №22

სააგენტოს ემბლემა და სააგენტოს შემოკლებული დასახელება/ინგლისურენოვანი დასახელება

წარწერა, რომელიც შესრულებულია ფონტით FiraGO.