„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№97
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017626
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/09/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №97

2025 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/13, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016241) დამტკიცებული დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მოსამსახურეთა ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული ნიმუშის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის გამოყენება დასაშვებია მარაგების ამოწურვამდე.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2

დანართი №3

სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა

D:\Users\bardavelidze-s\Desktop\ფორმა ბრძანებისთვის\პლანშეტი\96345db2-fcf1-42a9-82cc-626165f4705d.JPG

პლანშეტი №1

ზაფხულის ყოველდღიური ფორმა

მუქი ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, რომლის წინა მხარეს გამოსახულია შუქამრეკლი წარწერა „შსს“, ხოლო უკანა მხარეს ლათინური ასოებით გამოსახულია შუქამრეკლი წარწერა „POLICE“; მუქი ლურჯი ფერის ჩაღილული მაისური მკლავებზე შუქამრეკლი ზოლებით, მარჯვენა მკლავზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო მარცხენა მკლავზე სპეციალური წოდების განმასხვავებელი ნიშანი. მაისურის წინა მარცხენა მხარეს გამოსახულია სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ემბლემა, ხოლო მარჯვენა მხარეს ლათინური ასოებით გამოსახულია შუქამრეკლი წარწერა „POLICE“, მაისურის ზურგზე კი გამოსახულია შუქამრეკლი წარწერა – „შსს“ და „ექსპერტი“; მუქი ლურჯი ფერის ყელიანი მაისური; ნაცრისფერი ზაფხულის შარვალი შავი ფერის ქამრით; უნივერსალური ფეხსაცმელი.

D:\Users\bardavelidze-s\Desktop\ფორმა ბრძანებისთვის\პლანშეტი\2.JPG

პლანშეტი №2

საგაზაფხულო-საშემოდგომო ყოველდღიური ფორმა

მუქი ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, რომლის წინა მხარეს გამოსახულია შუქამრეკლი წარწერა „შსს“, ხოლო უკანა მხარეს ლათინური ასოებით გამოსახულია შუქამრეკლი წარწერა „POLICE“;

ლურჯი ფერის პულოვერი, რომლის მარჯვენა მკლავზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა და სპეციალური წოდების განმასხვავებელი ნიშანი. პულოვერის წინა მარცხენა მხარეს გამოსახულია სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ემბლემა, ხოლო წინა მარჯვენა მხარეს ლათინური ასოებით გამოსახულია შუქამრეკლი წარწერა „POLICE“, პულოვერის ზურგზე გამოსახულია შუქამრეკლი წარწერა – „შსს“ და „ექსპერტი“; პულოვერს წინა და უკანა მხარეს წარწერას ქვემოთ გასდევს შუქამრეკლი ზოლი; მუქი ლურჯი ფერის ყელიანი მაისური; ნაცრისფერი შარვალი შავი ფერის ქამრით; უნივერსალური ფეხსაცმელი.

D:\Users\bardavelidze-s\Desktop\ფორმა ბრძანებისთვის\პლანშეტი\1.JPG

პლანშეტი №3

ზამთრის ყოველდღიური ფორმა

ლურჯი ფერის ქურთუკი, რომლის წინა მარცხენა მხარეს გამოსახულია საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ემბლემა, მარჯვენა მხარეს კი გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა და ლათინური ასოებით შუქამრეკლი წარწერა „POLICE“ , ხოლო ზურგზე გამოსახულია შუქამრეკლი წარწერა „შსს“ და „ექსპერტი“, ქურთუკის წინა მხარეს ცენტრში – გამოსახულია სპეციალური წოდების განმასხვავებელი ნიშანი. ქურთუკს მკლავებზე, წინა მხარეს და ზურგზე გასდევს შუქამრეკლი ზოლი; ლურჯი ფერის პულოვერი და მუქი ლურჯი ფერის ყელიანი მაისური; ლურჯი ფერის ნაქსოვი ქუდი, რომლის წინა მხარეს შუაში დატანილია შუქამრეკლი წარწერა „შსს“, ხოლო უკანა მხარეს ლათინური ასოებით შუქამრეკლი წარწერა „POLICE“; ნაცრისფერი ზამთრის შარვალი შავი ფერის ქამრით; უნივერსალური ფეხსაცმელი.

პლანშეტი №4

ემბლემა წარმოადგენს ჰერალდიკურ მრგვალ ფარს, რომლის გარშემო წრიულად ლურჯ ფონზე გამოსახულია წარწერა: „საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი“ და ორი შვიდქიმიანი ვარსკვლავი. ფარის შიდა თეთრ ველზე, ცენტრში მოთავსებულია ჰერალდიკური ფარი წითელ ველზე ლომის გამოსახულებით. ფარის გარშემო გამოსახულია: სასწორი, მიკროსკოპი კოლბით, ძაღლი, ვაზნები, თითის ანაბეჭდი ლუპით, ხოლო ქვედა ნაწილში – ბაფთა წარწერით: „შსს“.

logo

პლანშეტი №5

ემბლემა წარმოადგენს დანართი №3-ის №4 პლანშეტის ანალოგს ერთ ფერში, ფერთა გრაფიკული გამოსახვის ხერხის გამოყენებით.

პლანშეტი №6

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დროშა

დროშა − ოთხკუთხა, თეთრი ფერის ქსოვილი, პროპორციით 1/1.5, რომლის ცენტრალურ ნაწილში თეთრ ველზე გამოსახულია დანართი №3-ის №5 პლანშეტით განსაზღვრული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ემბლემა.


D:\Users\bardavelidze-s\Desktop\ფორმა ბრძანებისთვის\პლანშეტი\864c75bc-72c8-410d-a238-d29ac08f9580.JPG

პლანშეტი №7

ლურჯი ფერის ჟილეტი

ლურჯი ფერის ჟილეტი, რომლის წინა მარცხენა მხარეს გამოსახულია საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ემბლემა, მარჯვენა მხარეს კი გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა და ლათინური ასოებით შუქამრეკლი წარწერა „POLICE“, ხოლო ზურგზე გამოსახულია შუქამრეკლი წარწერა „შსს“ და „ექსპერტი“, ჟილეტს წინა და უკანა მხარეს წარწერის ქვემოთ გასდევს შუქამრეკლი ზოლი.

D:\Users\bardavelidze-s\Desktop\ფორმა ბრძანებისთვის\პლანშეტი\fbd4b1c6-8c33-4fcb-9076-618a84158ffd.JPG

პლანშეტი №8

ლურჯი ფერის საწვიმარი ლაბადა

ლურჯი ფერის საწვიმარი ლაბადა, რომლის წინა მარცხენა მხარეს გამოსახულია საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ემბლემა, მარჯვენა მხარეს კი გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა და ლათინური ასოებით შუქამრეკლი წარწერა „POLICE“, ხოლო ზურგზე გამოსახულია შუქამრეკლი წარწერა „შსს“ და „ექსპერტი“, საწვიმარ ლაბადას მკლავებზე, წინა მხარეს და ზურგზე, წარწერის ქვემოთ გასდევს შუქამრეკლი ორი ზოლით.


drosha

პლანშეტი №9

ფორმის ტანსაცმელზე გამოყენებული სიმბოლო

საქართველოს სახელმწიფო დროშა.

პლანშეტი №10

ფორმის ტანსაცმელზე გამოყენებული ემბლემა

ემბლემა წარმოადგენს დანართი №3-ის №4 პლანშეტის ანალოგის შემცირებულ გამოსახულებას.