„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№37
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016969
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/04/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №37

2020 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/13, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016241) დამტკიცებული №3 დანართის №1, №2 და №3 პლანშეტები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით, ასევე პლანშეტი №4-ის შემდეგ დაემატოს პლანშეტი №41.

 

მუხლი 2
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მოსამსახურეთა ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული ნიმუშის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის გამოყენება დასაშვებია მარაგების ამოწურვამდე.

 

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
📎 დანართები (1)
37. doc.doc DOC ⬇

[pic]

პლანშეტი №1

ზაფხულის ყოველდღიური ფორმა

მუქი ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, რომლის წინა მხარეს გამოსახულია წარწერა „საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი, ხოლო შუაში კი – „შსს“; მუქი ლურჯი ფერის ჩაღილული მაისური, რომლის წინა მარცხენა მხარეს გამოსახულია სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ემბლემა, ხოლო მარჯვენა მხარეს თეთრ ფერში ლათინური ასოებით გამოსახულია წარწერა „POLICE“, მაისურის უკანა მხარეს კი იმავე ფერში – „ექსპერტი“; მუქი ლურჯი ფერის ყელიანი მაისური; ნაცრისფერი შარვალი შავი ფერის ქამრით; უნივერსალური ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №2

საგაზაფხულო-საშემოდგომო ყოველდღიური ფორმა

მუქი ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, რომლის წინა მხარეს გამოსახულია წარწერა „საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი, ხოლო შუაში კი – „შსს“; შავი ფერის პულოვერი, რომლის წინა მარცხენა მხარეს გამოსახულია სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ემბლემა, ხოლო მარჯვენა მხარეს თეთრ ფერში ლათინური ასოებით გამოსახულია წარწერა „POLICE“, პულოვერის უკანა მხარეს კი იმავე ფერში – „ექსპერტი“; მუქი ლურჯი ფერის ყელიანი მაისური; ნაცრისფერი შარვალი, შავი ფერის ქამრით; უნივერსალური ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №3

ზამთრის ყოველდღიური ფორმა

შავი ფერის ქურთუკი მათბუნებლით, რომლის წინა მარჯვენა მხარეს თეთრ ფერში ლათინური ასოებით გამოსახულია წარწერა „POLICE“, ქურთუკის უკანა მხარეს კი იმავე ფერში – „ექსპერტი“; შავი ფერის პულოვერი და მუქი ლურჯი ფერის ყელიანი მაისური; მუქი ლურჯი ფერის კეპი, რომლის წინა მხარეს გამოსახულია წარწერა „საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი, ხოლო შუაში კი – „შსს“; ნაცრისფერი შარვალი, შავი ფერის ქამრით; უნივერსალური ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №41

ემბლემა წარმოადგენს დანართი №3-ის №4 პლანშეტის ანალოგს ერთ ფერში, ფერთა გრაფიკული გამოსახვის ხერხის გამოყენებით.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.04.2020.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.04.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №37. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.016969.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.04.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №37, 15.04.2020, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016969 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.04.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4799447/