„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017118
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/03/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №11

2021 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/13, 140130000.22.034.016241) დამტკიცებული დანართი №52 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცერთა ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული ნიმუშის ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის გამოყენება დასაშვებია მარაგების ამოწურვამდე.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 DOC ⬇

დანართი №5²

მართლწესრიგის ოფიცრის ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა

[pic]

პლანშეტი №1

კაცის ყოველდღიური საგაზაფხულო-საზაფხულო უნიფორმა: ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი მაისური სამ ღილზე მოკლე მკლავით, სწორი სილუეტის მუქი ლურჯი ფერის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №2

კაცის ყოველდღიური საგაზაფხულო-საზაფხულო უნიფორმა: ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი მაისური სამ ღილზე გრძელი მკლავით, სწორი სილუეტის მუქი ლურჯი ფერის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №3

კაცის ყოველდღიური საგაზაფხულო - საზაფხულო უნიფორმა: ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი პერანგი მოკლე მკლავით, სწორი სილუეტის მუქი ლურჯი ფერის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №4

კაცის ყოველდღიური საგაზაფხულო - საზაფხულო უნიფორმა: ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი პერანგი გრძელი მკლავით, სწორი სილუეტის მუქი ლურჯი ფერის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №5

კაცის ყოველდღიური საშემოდგომო-ზამთრის უნიფორმა: ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის პულოვერი, სწორი სილუეტის მუქი ლურჯი ფერის შარვალი, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №6

კაცის ყოველდღიური საშემოდგომო-ზამთრის უნიფორმა: ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი ჟილეტი, მუქი ლურჯი ფერის პულოვერი, სწორი სილუეტის მუქი ლურჯი ფერის შარვალი, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №7

კაცის ყოველდღიური საშემოდგომო-ზამთრის უნიფორმა: ლურჯი ფერის ნაქსოვი ქუდი, მუქი ლურჯი ქურთუკი, მუქი ლურჯი ფერის პულოვერი, სწორი სილუეტის მუქი ლურჯი ფერის შარვალი, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №8

ქალის ყოველდღიური საგაზაფხულო-საზაფხულო უნიფორმა: ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი მაისური სამ ღილზე მოკლე მკლავით, მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო, შავი ფერის ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №9

ქალის ყოველდღიური საგაზაფხულო-საზაფხულო უნიფორმა: ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი მაისური სამ ღილზე მოკლე მკლავით, მუქი ლურჯი ფერის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №10

ქალის ყოველდღიური საგაზაფხულო-საზაფხულო უნიფორმა: ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი მაისური სამ ღილზე გრძელი მკლავით, მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო, შავი ფერის ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №11

ქალის ყოველდღიური საგაზაფხულო-საზაფხულო უნიფორმა: ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი მაისური სამ ღილზე გრძელი მკლავით, მუქი ლურჯი ფერის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №12

ქალის ყოველდღიური საგაზაფხულო - საზაფხულო უნიფორმა: ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი პერანგი მოკლე მკლავით, მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო, შავი ფერის ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №13

ქალის ყოველდღიური საგაზაფხულო - საზაფხულო უნიფორმა: ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი პერანგი მოკლე მკლავით, მუქი ლურჯი ფერის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №14

ქალის ყოველდღიური საგაზაფხულო - საზაფხულო უნიფორმა: ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი პერანგი გრძელი მკლავით, მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო, შავი ფერის ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №15

ქალის ყოველდღიური საგაზაფხულო - საზაფხულო უნიფორმა: ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი პერანგი გრძელი მკლავით, მუქი ლურჯი ფერის შარვალი, შავი ფერის ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №16

ქალის ყოველდღიური საშემოდგომო-ზამთრის უნიფორმა: ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის პულოვერი, მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №17

ქალის ყოველდღიური საშემოდგომო-ზამთრის უნიფორმა: ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი ფერის პულოვერი, მუქი ლურჯი ფერის შარვალი, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №18

ქალის ყოველდღიური საშემოდგომო-ზამთრის უნიფორმა: ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი ჟილეტი, მუქი ლურჯი ფერის პულოვერი, მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №19

ქალის ყოველდღიური საშემოდგომო-ზამთრის უნიფორმა: ლურჯი ფერის კეპიანი ქუდი, მუქი ლურჯი ჟილეტი, მუქი ლურჯი ფერის პულოვერი, მუქი ლურჯი ფერის შარვალი, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №20

ქალის ყოველდღიური საშემოდგომო-ზამთრის უნიფორმა: ლურჯი ფერის ნაქსოვი ქუდი, მუქი ლურჯი ქურთუკი, მუქი ლურჯი ფერის პულოვერი, მუქი ლურჯი ფერის ქვედაბოლო, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №21

ქალის ყოველდღიური საშემოდგომო-ზამთრის უნიფორმა: ლურჯი ფერის ნაქსოვი ქუდი, მუქი ლურჯი ქურთუკი, მუქი ლურჯი ფერის პულოვერი, მუქი ლურჯი ფერის შარვალი, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

[pic]

პლანშეტი №22

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სატარებელი ატრიბუტიკა

[pic]

პლანშეტი №23

სამკლავური ემბლემა (შევრონი) წარმოადგენს ჰერალდიკურ ფარს. ფარის შავ ველზე, ცენტრში გამოსახულია ჰერალდიკური ფარი, წითელ ველზე ვერცხლისფერი ლომის გამოსახულებით (სახელმწიფო გერბის დეტალი-ფარისმტვირთველი) და შემკულია სტილიზებული ვაზის ფოთლების გვირგვინით. მთავარი ფარის ზედა ნაწილში არის წარწერა ლათინური ასოებით „POLIСE“, ხოლო სადევიზო ლენტზე წარწერა მართლწესრიგის ოფიცერი. ფარის ქვედა ნაწილს, შიდა კონტურზე გასდევს დაფნის გვირგვინის ვერცხლისფერი გამოსახულება.

[pic]

პლანშეტი №24

ემბლემა/სამკლავური ემბლემა/კოკარდა

სტილიზებული ფარის ფორმის, შესრულებული ლაინ არტის მეთოდით

[pic]

პლანშეტი №25

წოდებრივი განმასხვავებელი ნიშნები (სამხრე)

-----------------------

tansacmlis danakeri

[pic]

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.03.2021.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.03.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.017118.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.03.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №11, 02.03.2021, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017118 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.03.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5111007/