„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№42
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017370
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/07/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №42

2023 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016241) დამტკიცებული №71 დანართის:

1. №66 პლანშეტის შემდეგ დაემატოს №661, №662 და №663 პლანშეტები თანდართული რედაქციით.

2. №68 და №70 პლანშეტები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
📎 დანართები (1)
sss42.doc

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის (გენერალი) ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა

პლანშეტი №661

საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა მამაკაცებისთვის

ლურჯი პიჯაკი კლასიკური საყელოთი, საყელოზე ოქროსფერი ორნამენტებით, რომლის მარჯვენა მკლავზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამკლავური; ლურჯი შარვალი ორი წითელი ლამპასით; ლურჯი წინაფრიანი ქუდი შავი ფერის ფარით, ოქროსფერი ორნამენტებით, რომელზეც გამოსახულია სამინისტროს ემბლემა; თეთრი პერანგი გრძელი სახელოთი; ლურჯი ჰალსტუხი; წოდების აღმნიშვნელი ატრიბუტიკა.

პლანშეტი №662

საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა ქალბატონებისთვის

ლურჯი პიჯაკი კლასიკური საყელოთი, საყელოზე ოქროსფერი ორნამენტებით, რომლის მარჯვენა მკლავზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამკლავური; ლურჯი ქვედაბოლო ორი წითელი ლამპასით; ლურჯი წინაფრიანი ქუდი შავი ფერის ფარით, ოქროსფერი ორნამენტებით, რომელზეც გამოსახულია სამინისტროს ემბლემა; თეთრი პერანგი გრძელი სახელოთი; ლურჯი ჰალსტუხი; წოდების აღმნიშვნელი ატრიბუტიკა.

სამკლავური წოდების განმასხვავებელი ნიშნები

პლანშეტი №663

გენერლის ფორმატანსაცმლის ატრიბუტიკა

პლანშეტი №68 – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ემბლემა

ვერცხლის ზეაღმართული ლომი დატანილია მრგვალი ემბლემის ლაჟვარდის ველზე, მეწამული სამი სტილიზებული სამკუთხედით შედგენილი ელვისებრი სამკუთხა ლაჟვარდის ველის შუაგულში. ემბლემას გარშემოვლებული აქვს ვერცხლის წრიული არშია, რომლის ვერცხლის ველზე ლაჟვარდის მთავრული ასო-ნიშნებით გარშემოწერილია „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“ – „შსს“. წარწერებს შუა ზღუდედ უზის ვერცხლის ორი ჰერალდიკური ჯვარი.

პლანშეტი №70 – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამკლავური

მომრგვალებული ვერცხლის ტოლი გვერდების მქონე წვერით დაშვებული სამკუთხა სამკლავურის ლაჟვარდის ველზე დატანილია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სიმბოლო. სამკლავურის ზედა გვერდთან დატანილია ვერცხლის მთავრული ასო-ნიშნებით შედგენილი ზედ წარწერა „საქართველო“, დაშვებულ წვეროსთან ვერცხლის შვიდქიმიანი ვარსკვლავი. სამკლავურს გარშემოვლებული აქვს ვერცხლის კანტი.