„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№93
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016917
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/11/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №93

2019 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/13, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016241) დამტკიცებული დანართი №1-ის პლანშეტი №8  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
📎 დანართები (1)
93.doc DOC

[pic]

პლანშეტი №8

სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ემბლემა

მრგვალი ფარის, ოქროსფერი კანტით შემოვლებულ ლურჯი ფერის ველზე, ცენტრში გამოსახულია ჰერალდიკური ფარი, მეწამულ (წითელი) ველზე ლომის ოქროსფერი გამოსახულებით, ფარის გარშემო სტილიზებული ვაზის ორნამენტით, რომელიც ბოლოვდება სადევიზე თეთრი ბაფთით - წარწერით „შსს“, ფარის უკან ჩანს ორლესული ხმალი, მთელი წრის გარშემო მეწამულ (წითელი) ფონზე თეთრი ფერის ქართული ასოებით გამოსახულია წარწერა: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“ და „გენერალური ინსპექცია“, რომელიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ორი თეთრი ვარსკვლავით.