„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017332
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/02/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №4

2023 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 31/12/2013; 140130000.22.034.016241) დამტკიცებული დანართი №8 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2

დანართი №8

სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ემბლემა და დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორების მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი

qqwqwqwqwqw

პლანშეტი №1

სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ემბლემა

მრგვალი ფარის შუაში, ოქროსფერი კანტით შემოვლებულ ლურჯ, მრგვალ ველზე გამოსახულია უკანა ფეხებზე დამდგარი ოქროს ლომი. ველის ზედა და ქვედა მხრიდან გადმოფენილია ვერცხლისფერი სადევიზე ბაფთები, რომლებზეც შავი ფერის დიდი ქართული ასოებით აწერია „საქართველოს პოლიცია“. ვერცხლისფერი ველის გარშემო, ოქროსფერკანტიან ლურჯ ფონზე გამოსახულია ოქროსფერი დაფნის ფოთლების გვირგვინი და მთელი წრის გარშემო ოქროსფერი დიდი ქართული ასოებით მითითებულია „შსს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი“. ლურჯი ფონის ქვედა მხარეს მოთავსებულია შვიდქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი.

პლანშეტი №2

ყოველდღიური საზაფხულო ფორმა

მუქი ლურჯი ფერის კეპი, მუქი ლურჯი ფერის მაისური სამ ღილზე, მუქი ლურჯი ფერის შარვალი, ტყავის ქამარი. კეპსა და მაისურზე გამოსახულია დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ემბლემა.

პლანშეტი №3

ყოველდღიური საშემოდგომო-საგაზაფხულო ფორმა

მუქი ლურჯი ფერის კეპი, ცისფერი პერანგი გრძელი სახელოთი, მუქი ლურჯი ფერის შარვალი, ტყავის ქამარი. კეპსა და პერანგზე გამოსახულია დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ემბლემა.

პლანშეტი №4

ყოველდღიური საშემოდგომო-საგაზაფხულო ფორმა

მუქი ლურჯი ფერის კეპი, ცისფერი პერანგი გრძელი სახელოთი, მუქი ლურჯი ფერის პულოვერი, მუქი ლურჯი ფერის შარვალი, ტყავის ქამარი. კეპზე, პერანგსა და პულოვერზე გამოსახულია დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ემბლემა.

პლანშეტი №5

ყოველდღიური ზამთრის ფორმა

მუქი ლურჯი ფერის კეპი, ცისფერი პერანგი გრძელი სახელოთი, მუქი ლურჯი ფერის პულოვერი, შავი ფერის ქურთუკი, მუქი ლურჯი ფერის შარვალი, ტყავის ქამარი. კეპზე, პერანგზე, პულოვერსა და ქურთუკზე გამოსახულია დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ემბლემა.