„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№83
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.017508
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/11/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №83

2024 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016241) დამტკიცებული №63 დანართის №6 და №7 პლანშეტები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 ⬇

სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა

(მამაკაცი) სააღლუმე ფორმა

პლანშეტი №6

პიჯაკი – მუქი ლურჯი ფერის; პიჯაკის მარჯვენა მკლავზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, მარცხენა მკლავზე – სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამკლავური ემბლემა; პიჯაკზე გამოსახულია სპეციალური წოდების განმასხვავებელი ნიშნები; საყელოებზე გამოსახულია სამინისტროს ემბლემა; პიჯაკი გაფორმებულია ოქროსფერ წნულზე შესრულებული აქსელბანდით; ღილებზე გამოსახულია სამინისტროს ემბლემა.

ქუდი წინაფრიანი – მუქი ლურჯი ფერის; საშუბლე ნაწილში გამოსახულია სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის კოკარდა და ოქროსფერი წნული.

შარვალი – მუქი ლურჯი ფერის.

პერანგი – მოკლე და გრძელი მკლავით; თეთრი ფერის; მარცხენა მკლავზე გამოსახულია სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამკლავური ემბლემა; პერანგზე გამოსახულია სპეციალური წოდების განმასხვავებელი ნიშნები.

ჰალსტუხი – მუქი ლურჯი ფერის.

მანტო (მოკლე პალტო) – შავი ფერის; მარცხენა მკლავზე გამოსახულია სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამკლავური ემბლემა; მანტოზე გამოსახულია სპეციალური წოდების განმასხვავებელი ნიშნები; ღილებზე გამოსახულია სამინისტროს ემბლემა.

ბერეტი – შავი ფერის; ბერეტის მარცხენა მხარეს გამოსახულია სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის კოკარდა.

სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა

(ქალი) სააღლუმე ფორმა

პლანშეტი №7

პიჯაკი – მუქი ლურჯი ფერის; პიჯაკის მარჯვენა მკლავზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, მარცხენა მკლავზე – სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამკლავური ემბლემა; პიჯაკზე გამოსახულია სპეციალური წოდების განმასხვავებელი ნიშნები; საყელოებზე გამოსახულია სამინისტროს ემბლემა; პიჯაკი გაფორმებულია ოქროსფერ წნულზე შესრულებული აქსელბანდით; ღილებზე გამოსახულია სამინისტროს ემბლემა.

ქვედაბოლო – მუქი ლურჯი ფერის.

პერანგი – მოკლე და გრძელი მკლავით; თეთრი ფერის; მარცხენა მკლავზე გამოსახულია სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამკლავური ემბლემა; პერანგზე გამოსახულია სპეციალური წოდების განმასხვავებელი ნიშნები.

ჰალსტუხი – მუქი ლურჯი ფერის.

მანტო (მოკლე პალტო) – შავი ფერის; მარცხენა მკლავზე გამოსახულია სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამკლავური ემბლემა; მანტოზე გამოსახულია სპეციალური წოდების განმასხვავებელი ნიშნები; ღილებზე გამოსახულია სამინისტროს ემბლემა.

ბერეტი – მუქი ლურჯი ფერის და შავი ფერის; ბერეტის მარცხენა მხარეს გამოსახულია სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის კოკარდა.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.11.2024.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.11.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №83. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.017508.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.11.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №83, 01.11.2024, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017508 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.11.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6301276/