„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№137
სარეგისტრაციო კოდი
140030000.22.034.017322
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/12/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №137

2022 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140030000.22.034.016264) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტში საფრენ აპარატებზე საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ იმ თანამდებობებზე, რომლებზეც მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით გათვალისწინებულია უფროსი სპეციალური წოდება, სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანხმობით, შესაძლებელია დაინიშნოს საფრენოსნო მიმართულებით პროფესიული განათლების და საფრენ აპარატებზე არანაკლებ 1500 ნაფრენი საათის გამოცდილების მქონე პირი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური