„საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის „საქართველო 2030“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 მარტის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№604
სარეგისტრაციო კოდი
010220020.10.003.023815
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №604

2022 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის „საქართველო 2030“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 მარტის №89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სივრცითი მოწყობის გენერალური სქემის „საქართველო 2030“ შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 მარტის №89 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/03/2015, 010220020.10.003.018474) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის შემუშავების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“.

2. პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-15, მე-16, მე-18 და მე-19 მუხლების შესაბამისად, საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის − „საქართველო 2030“-ის“ კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავებისა და დამტკიცების ხელშეწყობის/კოორდინაციის მიზნით, შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

1. საქართველოს პრემიერ-მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე;

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი,  საქართველოს ვიცე-პრემიერი − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

3. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი საქართველოს ვიცე-პრემიერი;

4. საქართველოს იუსტიციის მინისტრი;

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

6. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი;

7. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;

8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;

9. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;

10. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

11. საქართველოს თავდაცვის მინისტრი;

12. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

13. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;

14. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;

15. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;

16. ყოფილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელი;

17. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი;

18. სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი.

მუხლი 2. კომისიამ უზრუნველყოს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავებისა და დამტკიცების ხელშეწყობა/კოორდინაცია. 

მუხლი 3. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030“ შემუშავების სამთავრობო კომისიის დებულება“.“.

3. დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030“ შემუშავების სამთავრობო კომისიის დებულება“.

4. დანართის:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს  სივრცის დაგეგმარების გეგმის „საქართველო 2030-ის“ (შემდგომში – გეგმა) შემუშავების კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;

ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. კომისიის მიზანი, ფუნქციები და ამოცანები

1. კომისიის მიზანია, უზრუნველყოს გეგმის კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავებისა და დამტკიცების ხელშეწყობა/კოორდინაცია. 

2. კომისიის ფუნქციები და ამოცანებია:

ა)  გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ხელშეწყობა/კოორდინაცია;

ბ) გეგმის შემუშავების მიზნით, სამდივნოსა და სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული წინადადებებისა და რეკომენდაციების განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება.“;

გ) მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განახორციელოს დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, გეგმის შექმნისა და განვითარების საკითხებზე სახელმწიფო ორგანოებში პროექტების ინიციირებისა და იმპლემენტაციისას;

გ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ორგანიზაციებიდან გამოითხოვოს და მიიღოს მისი საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია.“;

დ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის სამდივნო, რომლის ფუნქციას ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი