„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა, სისხლის სამართლის საქმეთა და საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება №40 |
|
2022 წლის 29 დეკემბერი ქ.თბილისი |
1. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ და ა.ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა) სანივთო (ქონებრივი) სამართლებრივი დავები, გარდა საკუთრების, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების (გირავნობა, იპოთეკა) გამოყენებასთან დაკავშირებული დავებისა;
ა.ვ) კომერციული დავები (ამ დადგენილების მიზნებისთვის, კომერციულ დავას წარმოადგენს და მხოლოდ ამ ქვეპუნქტს განეკუთვნება ნებისმიერი სამოქალაქო-სამართლებრივი კატეგორიის ქონებრივ-სამართლებრივი დავა, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500 000 ლარს); სამეწარმეო-სამართლებრივი დავები; სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული დავები; პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული დავები; ინტელექტუალურ-სამართლებრივი დავები;იურიდიული პირების რეგისტრაცია-მართვასთან დაკავშირებული დავები; გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოება;“
2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა-გ.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ა) დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ (დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ; დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ, გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 126-1261 მუხლებისა); დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ, გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლისა); ეკონომიკური დანაშაული (დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ; დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ); დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ; ნარკოტიკული დანაშაული); დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ;
გ.ბ) დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ (დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ – სისხლის სამართლის კოდექსის 126-1261 მუხლები; ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა); დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ (სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი); ეკონომიკური დანაშაული (დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში; დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში); დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა; დანაშაული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ; სატრანსპორტო დანაშაული); დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ; ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განსახილველი საქმეები; წინასასამართლო სხდომამდე არანაკლებ 15 დღით ადრე შესული შუამდგომლობები საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე;
გ.გ) დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ (დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ; დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ); არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაული; ეკონომიკური დანაშაული (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ); დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (დანაშაული კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ; საერთაშორისო ხასიათის დანაშაულები კულტურული მემკვიდრეობის სფეროში; კიბერდანაშაული); დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ; დანაშაული სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ; დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ“.
2. დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება მის ამოქმედებამდე არსებული სპეციალიზაციების მიხედვით უკვე განაწილებულ საქმეებზე.
|