„თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 11 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება №43 |
|
2023 წლის 10 იანვარი ქ.თბილისი |
„გ.ა) დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ (დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ; დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ, გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 126-126 1 მუხლებისა); დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ, გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლისა; ეკონომიკური დანაშაული (დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ; დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ; დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში); დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ; ნარკოტიკული დანაშაული); დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ (დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ; სამოხელეო დანაშაული; დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ);
გ.ბ) დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ (დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ – სისხლის სამართლის კოდექსის 126-1261 მუხლები; ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა; დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ); დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ – სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი; ეკონომიკური დანაშაული (დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში); დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა; დანაშაული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ); დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ; დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ (ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევა); დანაშაული სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ; ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განსახილველი საქმეები;
გ.გ) დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ (დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ); არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაული; ეკონომიკური დანაშაული (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ); დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ (სატრანსპორტო დანაშაული; დანაშაული კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ; საერთაშორისო ხასიათის დანაშაულები კულტურული მემკვიდრეობის სფეროში; კიბერდანაშაული); დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ (ტერორიზმი); დანაშაული სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ; დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.
2. დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება მის ამოქმედებამდე არსებული სპეციალიზაციების მიხედვით უკვე განაწილებულ საქმეებზე.
|