სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა  და მხარდაჭერის განყოფილება  წერილობით მიმართავს სამსახურს.

პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ შშს მქონე ბავშვების (18 წლამდე) მატერიალურ დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით:

ა) შშსმ  ბავშვები (დაუნის სინდრომი, ცერებრალური დამბლა)  - 21 მარტი;

ბ) შშსმ ბავშვები (აუტიზმი) - 2 აპრილი;

გ) შშსმ ბავშვები (ლეიკემია, ეტლსმიჯაჭვული, მხედველობა, მეტყველება და სმენადაქვეითებული) და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახის შშსმ ბავშვები (18წლამდე ) - 1 ივნისი.

პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ (3 დეკემბერი) შშმ პირების (18 წლის ზემოთ) მატერიალურ დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით:

ა) შშმ პირი (ეტლს მიჯაჭვული, მხედველობა, მეტყველება და სმენადაქვეითებული);

ბ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების შშმ მშობელ