სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა  და მხარდაჭერის განყოფილება  წერილობით მიმართავს სამსახურს.

პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების ყოველთვიურ დახმარებას თითოეულ ბავშვზე 200 (ორასი) ლარის ოდენობი