1.დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
2.პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ მარტოხელა მშობლების მატერიალურ დახმარების გაცემას:
ა)სოციალურად დაუცველ მარტოხელა მშობელზე, რომლის სარეიტინგო ქულაა 1000-დან 120 000 ქულის ჩათვლით - 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
ბ) მარტოხელა მშობელზე, რომელიც არ იმყოფება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობი