დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა  და მხარდაჭერის განყოფილება  წერილობით მიმართავს სამსახურს.

პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახების მატერიალურ დახმარებას:

ა) 1 000 ქულიდან 65 000 ქულის ჩათვლით - 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

ბ) 65 001 ქულიდან 100 000 ქულის ჩათვლით -  250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობი