სამედიცინო დაფინანსების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ (ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ) საოპერაციო, სამკურნალო, თერაპიულ (18 წლამდე) და სხვა სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებას გარდა სტომატოლოგიური მომსახურებისა, ესთეტიკური ქირურგიისა, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობისა, ლაზერული კორექციისა, არჩეული ექიმის ჰონორარისა (დავალიანების არსებობის შემთხვევაშიც) და მოქალაქის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით მომსახურებაზე უარის თქმის შემთხვევისა.
3. კერძო დაზღვევის, საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების (ან/და დაფინანსებაზე უარის თქმის) გათვალისწინებით მოქალაქეთა დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი „სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის“ ოქმის საფუძველზე: არაუმეტეს 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა; მედიკამენტების შეძენის შემთხვევაში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა და შშსმ პირის შემთხვევაში არაუმეტეს 800 (რვაასი) ლარისა; თერაპიული მომსახურების საჭიროების მქონე ბავშვების შემთხვევაში (მათ შორის მომლოდინეც) არა უმეტეს 1200 (ათას ორასი) ლარისა, მშობიარობის შემთხვევაში არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა, თვალის ინექციის შემთხვევაში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.
4. მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ამოქმედების ვადად განისაზღვრება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე. ადმინისტრაციული დაპირების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ერთჯერადად, 30 კალენდარული დღი