ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური ამოწმებს შემოსულ განცხადებებს და სრულყოფილ დოკუმენტაციას განსახილველად გადასცემს მერის მიერ შექმნილ „სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიას“. სამსახური სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის ოქმის საფუძველზე ამზადებს ბრძანების პროექტს ან ადმინისტრაციულ დაპირებას (საჭიროების შემთხვევაში) მუნიციპალიტეტის მერთან წარსადგენად.
განცხადებაში ან დაწესებულებიდან შემოსული შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმართავს განმცხადებელს ან სამუშაოს შემსრულებელს ხარვეზის აღმოსაფხვრელა