1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია პროგრამით მოსარგებლე პირებისთვის საჩუქრების შესყიდვას ახორციელებს  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად;

2. პროგრამის მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახური სასაჩუქრე ნობათებს მიღება-ჩაბარების აქტით აბარებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს  მოსარგებლეებზე გადასაცემად;

3. პროგრამის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შემთხვევაში ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური სასაჩუქრე ნობათებს მიღება-ჩაბარების აქტით აბარებს ა(ა)იპ „თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“ წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს მოსარგებლეებზე გადასაცემად;

4. პროგრამის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის შემთხვევაში ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახური სასაჩუქრე ნობათებს მიღება-ჩაბარების აქტით აბარებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის ადმინისტრაცია