1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია პროგრამით მოსარგებლე პირებისთვის საჩუქრების შესყიდვას ახორციელებს  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად;

2. პროგრამის მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახური სასაჩუქრე ნობათებს მოსარგებლეებზე გადასაცემად მიღება-ჩაბარების აქტით აბარებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს;

3. პროგრამის მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის შემთხვევაში ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახური სასაჩუქრე ნობათებს მიღება-ჩაბარების აქტით აბარებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის ადმინისტრაცია