პროგრამაში ჩართულ მოსარგებლეთა რაოდენობა.

მუხლი11. პროგრამის შედეგი

მოსახლეობისათვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.

დანართი №2

სადღესასწაულო საჩუქრების პროგრამა

(ქვეპროგრამის კოდი 06 02 03)

სადღესასწაულო საჩუქრების პროგრამა (შემდგომში-პროგრამა) განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები სოციალური ჯგუფების, „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“  ბენეფიციარების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლების სადღესასწაულო დღეებში ნობათების  (ტკბილეული, სურსათი და სხვა) გადაცემის პირობებსა და პროცედურებ