მოსახლეობისათვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა.
დანართი 2
სადღესასწაულო საჩუქრების პროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 06 02 03)
პროგრამა განსაზღვრავს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების, შშმ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების, ა(ა)იპ „თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“ ცენტრის ბენეფიციარების, ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შშმ ვეტერანების, დიდი სამამულო ომის ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების, სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების, სოციალურად დაუცველი ოჯახების, სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერების სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა ნივთებით, ტკბილეულითა და სურსათით დასაჩუქრების პირობებსა და პროცედურებ