1. სოციალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და შესაბამის

დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამისი ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს.

2. მუნიციპალიტეტში შემოსული დახმარების მთხოვნელთა განცხადებები თანდართული დოკუმენტაციით შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.

3. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციით ირკვევა სამედიცინო დახმარების სასწრაფო დაყოვნებული ან გადაუდებლად მიღების აუცილებლობა, დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას დროებითი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი.

4. კერძო დაზღვევის ან/და საყოველთაო ჯანდაცვის ან/და სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ მოქალაქეებს თანხა აუნაზღაურდება პაციენტის გადასახდელი თანხის 50% არაუმეტეს 3000 (ათასი) ლარისა.

5. 3000 (სამიათასი) ლარის ზევით დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

6. მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ვადად განისაზღვრება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.

7. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს პროგრამის დასახელება და დოკუმენტაცია წარმოდგენილ იქნას სრულყოფილა