პროგრამა ითვალისწინებს პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის საჩუქრების გადაცემას სადღესასწაულო დღეებში, კერძოდ:
1. 3 მარტს (დედის დღეს) - მრავალშვილიან ოჯახებს;
2. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე - სოციალურად დაუცველი მარტოხელა პენსიონერებს;
3. 9 მაისს - დიდი სამამულო ომის ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს;
4. 26 მაისს (საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს) - ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ შშმ ვეტერანებს;
5. 1 ივნისს - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს:
ა) შშმ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებს (ეტლს მიჯაჭვული, ცერებრალური დამბლა, დაუნის სინდრომი);
ბ) სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებულ ბავშვებს;
გ) ა(ა)იპ „თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“ ცენტრის ბენეფიციარებს.
6. ახალ წელს - ა) სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
ბ) შშმ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებს (ეტლს მიჯაჭვული, ცერებრალური დამბლა, დაუნის სინდრომი);
გ) სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებულ ბავშვებს;
დ) ა(ა)იპ „თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“ ცენტრის ბენეფიციარებ