1. პროგრამის მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურსა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. მოსარგებლეებს საჩუქრები გადაეცემათ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მიერ. გადაცემის ფაქტი დასტურდება მოსარგებლეთა სიაში მოსარგებლის ხელმოწერით, რომელსაც მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში წარუდგენს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს.
2. პროგრამის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის შემთხვევაში ცენტრის ბენეფიციარებისთვის საჩუქრების გადაცემის მიზნით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურსა და დაწესებულების წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. მოსარგებლეებს საჩუქრები გადაეცემათ შესაბამისი დაწესებულების წარმომადგენლის მიერ. გადაცემის ფაქტი დასტურდება მოსარგებლეთა სიაში მოსარგებლის ხელმოწერით, რომელსაც შესაბამისი დაწესებულების წარმომადგენელი წარუდგენს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურ