1. მატერიალური დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში. „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ ბენეფიციარების შემთხვევაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება წერილობით მიმართავს სამსახურს.
2. პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ (მერის დავალებით ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ორჯერ) ერთჯერად მატერიალურ დახმარებას. დახმარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი „სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის“ ოქმის საფუძველზე და გასცემს მას 300 (სამასი) ლარის ფარგლებში, სახელმწიფო მზრუნველობიდან გამოსულ და ფენილკეტონურიით დაავადებულ პირებზე 1000 (ათასი) ლარის ფარგლებშ