1. ამ პროგრამის თანახმად შემოსულ განცხადებებს განიხილავს „სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისია“, რომელსაც ქმნის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).
2. კომისია იკრიბება არანაკლებ თვეში 2-ჯერ ან საჭიროებისამებრ.
3. „სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის“ სხდომის შემდეგ ყველა გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი და კომისიის მდივანი.
4. „სამედიცინო და სოციალური დახმარების კომისიის“ ოქმის სათანადო წესით შეკერვასა და შენახვას უზრუნველყოფს კომისიის მდივან