„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცებამდე „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის“ უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების, დაფინანსების წყაროსა და პირობების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 30.12.2022
ძალაში შესვლა 01.01.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №611
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.023822
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2022
matsne.gov.ge 387 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2022 მიღება
01.01.2023 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 29.12.2023 სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 31.12.2020 „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და ამ პროგრამით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად შესაბამისი მიმწოდებლის გამოვლენამდე, 2016 წლის შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული ზოგიერთი ქვეპროგრამის (კომპონენტის, ღონისძიების) უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების წყაროსა და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 29.12.2016 სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული 83% 31.12.2019 სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ 83% 31.12.2018

დოკუმენტის ტექსტი

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცებამდე „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის“ უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების, დაფინანსების წყაროსა და პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №611 2022 წლის 30 დეკემბერი  ქ. თბილისი „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცებამდე „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის“ უწყვეტი განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების, დაფინანსების წყაროსა და პირობების განსაზღვრის შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად: 1. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის“ დამტკიცებამდე გაგრძელდეს „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №634 დადგენილებით (შემდგომში – საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №634 დადგენილება) დამტკიცებული, 2022 წლის შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამები (კომპონენტი, ღონისძიება). 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ (შემდგომში – ზრუნვის სააგენტო)  უზრუნველყოს 2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №634 დადგენილებით დამტკიცებული 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის ქვეპროგრამების (კომპონენტი, ღონისძიება) უწყვეტად განხორციელება, ხელშეკრულების გაფორმება ან მოქმედების ვადის გაგრძელება იმავე მიმწოდებლებთან, რომლებიც ახორციელებდნენ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №634 დადგენილებით დამტკიცებული 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამის ქვეპროგრამებს (კომპონენტს, ღონისძიებებს), ხოლო ახალი მიმწოდებლების რეგისტრაცია გაგრძელდეს საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №634 დადგენილებით დამტკიცებული 2022 წლის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ამასთან, შესაბამისი ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროდ განისაზღვროს „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“ პროგრამის (პროგრამული კოდი:  27 02 03) ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ასიგნებები, მაგრამ არა უმეტეს ამავე ქვეპროგრამით დამტკიცებული ასიგნებების 1/12-ისა. 3. ზრუნვის სააგენტომ უზრუნველყოს, 2023 წლის პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 31 დეკემბრის №634 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული იმ ღონისძიებების ღირებულების ანაზღაურება, რომელთა ანაზღაურება 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების პირობათა გათვალისწინებით ვერ განხორცილდება 2022 წლის ამოწურვამდე. 4. „განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით“ მოსარგებლე სრულწლოვანი ბენეფიციარების მომსახურება გაგრძელდეს 18 წლის შესრულების თვიდან არა უმეტეს 14 თვის განმავლობაში. მუხლი 2🔗 დაევალოს ზრუნვის სააგენტოს, უზრუნველყოს „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი