სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.12.2023 ბოლო ცვლილება 10.12.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№558
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.024391
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №558

2023 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული:

1. „სოციალური რეაბილიტაციის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა“.

2. „ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა“.

მუხლი 2
1. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ბიუჯეტი შეადგენს 76 350 000 ლარს.

2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ (პროგრამული კოდი: 27 02 03) პროგრამით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
1. „სოციალური რეაბილიტაციის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა“.

2. „ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა“.

მუხლი 2
1. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ბიუჯეტი შეადგენს 76 350 000 ლარს.
2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ (პროგრამული კოდი: 27 02 03) პროგრამით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

📎 დანართები (1)
danarti.docx

დანართი №1

სოციალური რეაბილიტაციის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა

მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ძირითადი ეთიკური პრინციპები

1. პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (შემდგომში – შშმ) პირთა და ხანდაზმულთა უფლებების (შემდგომ ორივე ერთად „მოსარგებლე“) დაცვა და რეალიზება ხარისხიანი სოციალური მომსახურების მიწოდების და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობით. ასევე, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა უფლებების დაცვის და რეალიზების უზრუნველყოფა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის, იურიდიულ და მოვლის მომსახურების მიწოდებით.

2. პროგრამის ამოცანაა უზრუნველყოს პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება პროგრამის მოსარგებლეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.

3. პროგრამით დადგენილ ღონისძიებათა აღსრულების პროცესი ეფუძნება შემდეგ ძირითად ეთიკურ პრინციპებსა და ღირებულებებს პროგრამის მოსარგებლეთა უფლებების დაცვის მიზნით, კერძოდ:

ა) ინდივიდუალური ავტონომიის, მათ შორის, თავისუფალი, ინფორმირებული არჩევანის გაკეთების ხელშეწყობას;

ბ) მოსარგებლის პირადი ცხოვრების პატივისცემას და კონფიდენციალობის დაცვას;

გ) დისკრიმინაციის აკრძალვას;

დ) შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და სხვებთან თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას, საზოგადოებაში სტიგმატიზაციის პრევენციასა და აღმოფხვრას;

ე) მომსახურების მიწოდებისას მოსარგებლის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

4. მომსახურების მიმწოდებლის მიერ პროგრამით განსაზღვრულ ღონისძიებათა აღსრულებისას პროგრამა ორიენტირებულია მიწოდებული მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, რაც ასევე მოიცავს:

ა) შესაბამისი ქვეპროგრამით და/ან სტანდარტით განსაზღვრული დოკუმენტაციის ხარისხიანად წარმოებას;

ბ) მომსახურებაში ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივ ზრუნვას.

მუხლი 2. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამები (კომპონენტები)

პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 22 800 000 ლარს. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამები და კომპონენტებია:

დანართის № ქვეპროგრამის/კომპონენტის დასახელება ლარი
1.1 დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (შშმ პირები) ქვეპროგრამა 3 200 000
1.2 დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა 6 500 000
1.2.1 ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი  1 999 310
1.2.2. აბაზანის/საპირფარეშოს დამხმარე სკამებით უზრუნველყოფის კომპონენტი  50 000
1.2.3 საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი  3 105 000
1.2.4 სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი  1 309 350
1.2.5 ყრუ და სმენის არმქონე შშმ პირთა ვიდეოკონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებით (სმარტფონი) უზრუნველყოფის კომპონენტი  21 000
1.2.6 ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტი  6 340
1.2.7 უსინათლოთა ხელჯოხებით უზრუნველყოფის კომპონენტი  9 000
1.3 ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა 80 000
1.4 სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა: 9 000 000
1.4.1 ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი  
1.4.2

შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობისთვის მცირე საოჯახო ტიპის მომსახურების უზრუნველყოფის კომპონენტი:

ა) შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ბ) ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტი;

გ) ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა მცირე საოჯახო ტიპის მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი.

 
1.4.3

18 წლის და მეტი ასაკის ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტი

 
1.4.4

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტი

 
1.5 ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა 20 000
1.6 პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა 2 000 000
1.7 შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა. 2 000 000
 ჯამი 22 800 000

მუხლი 3. პროგრამის განხორციელების პრინციპები

1. პროგრამის დაფინანსების წყარო და დაფინანსების მექანიზმები:

ა) „სოციალური რეაბილიტაციის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში – „რეაბილიტაციის პროგრამა“) დაფინანსების წყაროს წარმოადგენს „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი – 27 02 03) განსაზღვრული ასიგნება;

ბ) პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (შემდგომში – ზრუნვის სააგენტო);

გ) პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამების (და კომპონენტების) დაფინანსება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან სამინისტროს მიერ დამტკიცებული და ზრუნვის სააგენტოს მიერ გაცემული ვაუჩერის მეშვეობით, რომელიც შეიძლება იყოს არამატერიალიზებული ან მატერიალიზებული ამასთან:

გ.ა) მატერიალიზებული ვაუჩერი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, შესაბამისი ქვეპროგრამების ფარგლებში არის ფინანსური ანგარიშსწორების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი;

გ.ბ) ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში გამოყენებული მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმა მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

დ) „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №69 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის (შემდგომში – 2023 წლის პროგრამა) ანალოგიური ქვეპროგრამების (კომპონენტების) ფარგლებში 2023 წელს მოქმედი მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმები, აგრეთვე ამ პროგრამის ამოქმედებამდე გაცემული მატერიალიზებული ვაუჩერები (მოპოვებული უფლებები) ძალაშია 2024 წელს, თუ რეაბილიტაციის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამებით (კომპონენტებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ე) სოციალური დაცვის სისტემის რეფორმის ფარგლებში და განსაკუთრებული საჭიროებიდან გამომდინარე, რეაბილიტაციის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამებით (კომპონენტებით) განსაზღვრული გასაცემი ვაუჩერის ლიმიტების (მათ შორის, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით) ზემოთ მოსარგებლეთა ჩართვისა და დაფინანსების საკითხს განსაზღვრავს სამინისტრო, ზრუნვის სააგენტოს მიერ წარდგენილი წერილობითი დასაბუთების საფუძველზე;

ვ) ზრუნვის სააგენტომ უზრუნველყოს 2024 წლის პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში 2023 წლის პროგრამით განსაზღვრული იმ ღონისძიებების ღირებულების ანაზღაურება, რომლის ანაზღაურება 2023 წლის პროგრამის დაფინანსების პირობათა გათვალისწინებით ვერ განხორციელდება 2023 წლის ამოწურვამდე.

2. მომსახურების მიმწოდებლის რეგისტრაციის პროცედურა და მოთხოვნები:

ა) ინდივიდუალური ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, რომლის დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად (შემდგომში „მომსახურების მიმწოდებელი“) რეგისტრაციისათვის მსურველი პირი მარეგისტრირებელ ორგანოს – სამინისტროს წარუდგენს განაცხადს და ინფორმაციას შეთავაზებული მომსახურების (საქონლის) შესახებ, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან:

ა.ა) მარეგისტრირებელი ორგანო ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში პირის მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია;

ა.ბ) მარეგისტრირებელი ორგანო განიხილავს მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველი პირის განაცხადს და წარდგენილ ინფორმაციას კომისიური წესით და იღებს გადაწყვეტილებას ქვეპროგრამით (კომპონენტით) გათვალისწინებული მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად პირის რეგისტრაციის შესახებ რეგისტრაციის წესით დადგენილ ვადებში;

ა.გ) პირს, რომელიც ამ პროგრამის ამოქმედებამდე რეგისტრირებული იყო შესაბამისი წლის სახელმწიფო პროგრამის სხვადასხვა ქვეპროგრამის (კომპონენტის) მომსახურების მიმწოდებლად, რეგისტრაცია უგრძელდება ავტომატურად, თუ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ა.დ) რეგისტრირებული მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდება რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართვის თვის ამოწურვამდე, ასევე, მოსარგებლეთა გაფრთხილება შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების შეწყვეტის დაგეგმილი თარიღის თაობაზე, მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადების წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში;

ა.ე) მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია, გააუქმოს რეგისტრირებული მიმწოდებლის რეგისტრაცია ამ მიმწოდებლის მიერ რეგისტრაციის ან/და შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების პირობათა არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ან მომსახურების მიმწოდებლის მოთხოვნის/განაცხადის საფუძველზე რეგისტრაციის წესის და ამ დანართის მე-6 მუხლის შესაბამისად;

ა.ვ) რეგისტრაციის გაუქმება არ ათავისუფლებს მიმწოდებელს შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიწოდების პერიოდში აღებული ვალდებულებების შესრულებისაგან;

ა.ზ) მარეგისტრირებელი ორგანო მიმწოდებლის რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინფორმაციას აწვდის ქვეპროგრამის განმახორციელებელს, არაუგვიანეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღისა;

ბ) რეგისტრირებული მიმწოდებელი მის მიერ მიწოდებული მომსახურების (საქონლის) მახასიათებლების დაგეგმილი ცვლილების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს ცვლილების განხორციელებამდე სულ მცირე ერთი კალენდარული თვით ადრე, თუ 2024 წლის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამით (კომპონენტით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

გ) იმ ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, რომელშიც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, ეს დადგენილება, აგრეთვე შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტები და მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას ქვეპროგრამის (კომპონენტის) განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და, შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან (მათ შორის, ვაუჩერის ღირებულების ანაზღაურების კუთხით);

დ) შესაბამისი ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროდ განისაზღვროს „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“ (პროგრამული კოდი – 27 02 03) პროგრამა;

ე) იმ ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, რომლის განხორციელება დელეგირებულია მუნიციპალიტეტზე და რომელშიც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრაციის წესი მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ვ) პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამებით (კომპონენტებით) განსაზღვრული გასაცემი ვაუჩერის ლიმიტების (მათ შორის, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით) საკითხს განსაზღვრავს სამინისტრო, ზრუნვის სააგენტოს მიერ წარდგენილი წერილობითი დასაბუთების საფუძველზე.

მუხლი 4. პროგრამის მოსარგებლეები

1. ამ დადგენილებით დამტკიცებული ქვეპროგრამების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, თუ ცალკეული ქვეპროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ქვეპროგრამების მიზნებისათვის საქართველოს მოქალაქეში იგულისხმება საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მქონე მიუსაფარი/ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.

მუხლი 5. პროგრამის მონიტორინგი და შეფასება

1. მიზანი:

ა) პროგრამის მოსარგებლის უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად, მიმწოდებელის მიერ მომსახურების (საქონლის) მიწოდებისთვის განსაზღვრული პირობების შესრულებაზე მონიტორინგს (მათ შორის, სწრაფ ინსპექტირებას) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ზრუნვის სააგენტო;

ბ) მონიტორინგის მიზანია პროგრამის მოსარგებლის უფლებების დაცვას, რისთვისაც ზრუნვის სააგენტო ატარებს მომსახურების მიმწოდებლის მონიტორინგის შემდეგ ღონისძიებებს, დადგენილი წესით, სტანდარტით და მეთოდოლოგიით:

ბ.ა) გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასება (მოქმედ შიდა რეგულაციებთან) და პროგრამის მოსარგებლის უფლებრივი მდგომარეობის ანალიზი;

ბ.ბ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ ინდივიდუალური პროგრამის და პროგრამის სტანდარტის შესრულების შესაბამისობის დადგენა.

გ) საჭიროების შემთხვევაში, სწრაფი ინსპექტირება, რომლითაც ამოწმებს მომსახურების რაოდენობრივი ინდიკატორების შესრულებას (როგორიც არის მოსარგებლეთა მომსახურებაში დასწრება/მონაწილეობა და საქმიანობების განხორციელება წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად);

დ) პროგრამის ეფექტურობისა და ზეგავლენის შეფასებას, მომსახურების მიწოდების შეფასების გზით, ახორციელებს სამინისტრო.

2. ჩატარების ვადები:

ა) მონიტორინგი ხორციელდება შერჩევითი შემოწმების გზით და საჭირო პერიოდულობით. ამასთან, აქტივობის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ქვეპროგრამის (კომპონენტის) დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ წელს;

ბ) „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტის“ მიმწოდებელი ორგანიზაციების მონიტორინგი ხორციელდება როგორც გამოვლენილი საჭიროების, ასევე გეგმური შემოწმების გზით. გეგმური შემოწმება უნდა განხორციელდეს არანაკლებ 6 თვეში ერთხელ;

გ) მომსახურების მიწოდების შეფასება სამინისტროს მიერ ხორციელდება არანაკლებ წელიწადში ერთხელ სამინისტროს მიერ დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად.

3. დოკუმენტაციის შესწავლა:

ა) მონიტორინგი და შეფასება ხორციელდება მომსახურების დოკუმენტაციის წარმოების ხარისხის შემოწმების გზით;

ბ) სამინისტრო და ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილი არიან, მოითხოვონ მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასევე ახსნა-განმარტებები. საჭიროებისამებრ, განახორციელონ ქვეპროგრამის (კომპონენტის) მოსარგებლესთან, მის კანონიერ წარმომადგენელთან, ოჯახის წევრებთან (გარდა „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტის“ მოსარგებლის ოჯახის წევრებისა) და მიმწოდებლის პერსონალთან გასაუბრება.

4. მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები:

ა) მიმწოდებელი ვალდებულია:

ა.ა) პროგრამის განხორციელების დროს ითანამშრომლოს სამინისტროსთან და ზრუნვის სააგენტოსთან, მათ შორის მონიტორინგისა და შეფასების პროცესში, ასევე გარე შემოწმების ჩატარების დროს;

ა.ბ) მოთხოვნისთანავე წარუდგინოს (ადგილზე იქონიოს) კანონონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია;

ა.გ) გაეცნოს, გააანალიზოს მონიტორინგისა და შეფასების შედეგების საფუძველზე მომზადებული ოფიციალური დოკუმენტი (ანგარიში/დასკვნა), უზრუნველყოს ყველა საჭირო რეკომენდაციის შესაბამისი პრევენციული და მაკორექტირებელი ღონისძიებები. რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, მითითებულ ვადაში წარმოადგინოს წერილობითი უკუკავშირი მონიტორინგის, შეფასების განმახორციელებელ სუბიექტთან.

5. მონიტორინგის და შეფასების ჩატარების წესი:

ა) შეფასება ტარდება სამინისტროს მიერ და გულისხმობს მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიის მიხედვით, წინამდებარე პროგრამის ეფექტურობისა და გავლენის დადგენას;

ბ) მონიტორინგი ტარდება ზრუნვის სააგენტოს მიერ და გულისხმობს მომსახურების მიმწოდებლის მიერ წინამდებარე პროგრამებით და მისი კომპონენტებით განსაზღვრულ ღონისძიებათა შესაბამისობისა და ეფექტიანობის დადგენას სტანდარტით და პროგრამით დადგენილ ღონისძიებებთან;

გ) მონიტორინგის (მათ შორის, ინსპექტირების) განხორციელებისას უფლებამოსილი წარმომადგენელი ადგენს მონიტორინგის აქტს სამინისტროს და/ან ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერენ აქტის შემდგენელი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა;

დ) მონიტორინგის (მათ შორის, ინსპექტირების) აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს;

ე) მონიტორინგის ღონისძიებების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად სამინისტრო და ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილი არიან:

ე.ა) საჭიროების შემთხვევაში დაამტკიცონ პროგრამების მონიტორინგისა და შეფასებისათვის საჭირო დამატებითი წესები, მეთოდოლოგია და პირობები;

ე.ბ) კოორდინირებულად და საჭიროების შემთხვევაში ერთად ჩაატარონ მონიტორინგის ღონისძიებები;

ე.გ) გაცვალონ მონიტორინგისა და შეფასების შედეგები და რეკომენდაციები ზეპირსიტყვიერად და წერილობით, საქართველოს კანონდებლობით დადგენილი პერსონალური მონაცემების დაცვის პრინციპების შესაბამისად;

ე.დ) საჭიროებისამებრ, ჩაატარონ მონიტორინგის საკოორდინაციო შეხვედრები გატარებული ღონისძიებების შედეგების განხილვის მიზნით;

ე.ე) საჭიროებისამებრ, დადგენილ ვადებში, გააკეთონ მომსახურების მიმწოდებლისთვის გაგზავნილი რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგი.

მუხლი 6. სამინისტროსა და ზრუნვის სააგენტოს უფლებამოსილებები და ვალდებულებები

1. სამინისტრო უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებების შეფასება ეფექტურობისა და გავლენის შესწავლის მიზნით;

ბ) ზრუნვის სააგენტოდან გამოითხოვოს, მიიღოს და დაამუშაოს პროგრამის მოსარგებლეთა პერსონალური მონაცემები და შესაბამისი დოკუმენტაცია;

გ) ველზე მუშაობის დროს გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, რომლებიც საჭიროებს გადაუდებელ რეაგირებას და შემთხვევის შესწავლას, მიაწოდოს ინფორმაცია ზრუნვის სააგენტოს.

2. ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული პროგრამის ქვეპროგრამების და/ან მისი კომპონენტების მონიტორინგი;

ბ) დაადგინოს დარღვევა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და განსაზღვროს საჯარიმო სანქციები თანაზომიერების პრინციპის დაცვით;

გ) ჩაატაროს მომსახურების მიმწოდებლის, მათ შორის, მაღალი რისკის მქონე ორგანიზაციების მიერ გაწეული მომსახურების ბოლო 3 წლის შემოწმება. მომსახურების მიმწოდებელთა რისკები განისაზღვრება სააგენტოს მიერ ჩატარებული მონიტორინგის და მომსახურებების მიწოდებისას მიღებული მონაცემების საფუძველზე.

3. სამინისტრო და ზრუნვის სააგენტო ვალდებული არიან:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევების გარდა, არ გაამჟღავნონ ფიზიკური პირის შესახებ მათთან დაცული პერსონალური მონაცემები;

ბ) საჭიროების შემთხვევაში გაცვალონ/მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია მონიტორინგისა და შეფასების შედეგების შესახებ.

მუხლი 7. მონიტორინგისა და შეფასების ჩატარების ეთიკური პრინციპები

1. მონიტორინგისა და შეფასების ჩატარების პროცესი:

ა) ემსახურება მომსახურებების მუდმივი გაუმჯობესების პრინციპს;

ბ) არის მიუკერძოებელი და არადისკრიმინაციული. ინტერესთან შეუთავსებლობის ფაქტი დეკლარირებულია პროცესში მონაწილე ყველა მხარის მიერ;

გ) ტარდება გამჭვირვალედ და თანამშრომლობის პრინციპის დაცვით;

დ) ეფუძნება ხარვეზების გამოვლენას, მაკორექტირებელი ზომების განსაზღვრასა და პროცესების მუდმივ გაუმჯობესებას;

ე) მოპოვებული ინფორმაცია დაცულია კონფიდენციალურად, მოსარგებლისა და მომსახურების სპეციფიკური საკითხების შესახებ კანონით დადგენილი წესით;

ვ) საველე ვიზიტების დროს დაცულია მოსარგებლის პირადი ცხოვრება და კონფიდენციალობა.

2. მონიტორინგისას გამოვლენილი დარღვევების სანქცირება განისაზღვრება დარღვევის თანაზომიერად მე-8 მუხლით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად.

მუხლი 8. მონიტორინგისას გამოვლენილი დარღვევების საჯარიმო სანქციები

1. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო მიმწოდებელს ზრუნვის სააგენტოს მიერ დაეკისრება საჯარიმო სანქცია გამოვლენილი დარღვევის პროპორციულად.

2. განსაზღვრული ქვეპროგრამის და შესაბამისი სტანდარტის მიხედვით მონიტორინგის ინსტრუმენტი მტკიცდება ზრუნვის სააგენტოს მიერ.

3. მონიტორინგის ინსტრუმენტის (რომელიც ამოქმედდება სამინისტროს მიერ შესაბამისი ქვეპროგრამების/კომპონენტებისთვის ინდივიდუალურად შემუშავებული მონიტორინგის ინსტრუმენტის დამტკიცების თვის, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან) არარსებობის შემთხვევაში მოქმედებს ამ პროგრამით დადგენილი შემდეგი საჯარიმო სანქციები:

ა) 81% > შესრულება – მიეცემა ხარვეზების გამოსწორებაზე სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციები და რეკომენდაციების შესრულების ვადა ხარვეზების გამოვლენიდან და შეტყობინებიდან გონივრულ ვადაში;

ბ) 51%-დან 80%-ის ჩათვლით შესრულება – მიეცემა ხარვეზების გამოსწორებაზე სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციები და რეკომენდაციების შესრულების ვადა ხარვეზების გამოვლენიდან და შეტყობინებიდან გონივრულ ვადაში. შეუსრულებლობის შემთხვევაში ფინანსური ჯარიმა გამოიწერება რემონიტორინგის თვის გადასარიცხი ჯამური თანხის დარღვევის პროპორციული ოდენობით;

გ) 30%-დან 51% – მდე შესრულება – დარღვევის პროპორციული ოდენობით განსაზღვრულ საჯარიმო სანქციასთან ერთად (თანხის დაკავება გაწეულ მომსახურებაზე და ან ანაზღაურებული თანხის დაბრუნება) ეძლევა გაფრთხილება მომსახურების რეგისტრაციის გაუქმების და სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციები ხარვეზების გამოსწორების შესახებ, ასევე, რეკომენდაციების შესრულების ვადა ხარვეზების გამოვლენიდან და შეტყობინებიდან გონივრულ ვადაში;

დ) 30 % < შესრულება – დარღვევის პროპორციული ოდენობით გამოვლენილი ხარვეზების სიმძიმის მიხედვით, განსაზღვრულ საჯარიმო სანქციასთან ერთად (თანხის დაკავება გაწეულ მომსახურებაზე და/ან ანაზღაურებული თანხის დაბრუნება) განიხილება მომსახურების რეგისტრაციის გაუქმების საკითხი;

ე) მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს გაცემული რეკომენდაციის შესრულება განსაზღვრულ ვადაში. შემდგომი ვიზიტებისას, ერთგვაროვანი ხარვეზების/ნაკლოვანებების იდენტიფიცირების შემთხვევაში, ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია სანქციის სახით გამოიყენოს ბოლო შემოწმების თვის მდგომარეობით დარღვევის პროპორციული ოდენობით განსაზღვრული საჯარიმო სანქცია;

ვ) მოსარგებლეთა მომსახურებაში მოსარგებლთა დასწრების შესახებ ვიზიტების დროს ადგილზე არსებულ მდომარეობასთან შეუსაბამო აღრიცხვის შემთხვევაში, ზრუნვის სააგენტო უფლებამოსია დააჯარიმოს მომსახურების მიმწოდებელი. აღნიშნულ შემთხვევაში უკავდება დარღვევის აღმოჩენის თვის კონკრეტული ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში ორგანიზაციისთვის თვის განმავლობაში ასანაზღურებელი თანხის სრული ოდენობა;

ზ) გამოვლენილი ხარვეზების და განსაზღვრული სანქციების შესახებ ოფიციალური შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია ზრუნვის სააგენტოს და/ან სამინისტროს მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია მიღებულ რეკომენდაციებთან და სანქციებთან დაკავშირებით;

თ) ინსპეექტირებისა და მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო მომსახაურების მიმწოდებელს, საჯარიმო სანქციის სახით, დაეკისრება გამოვლენილი კონკრეტული ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში შესაბამის თვე(ებ)ში ზედმეტად/არასწორად ანაზღაურებული მომსახურების (საქონლის) თანხის უკან დაბრუნება, რომლის ვადა აითვლება შესაბამისი საჯარიმო სანქციის დაკისრებაზე ან/და თანხის დაკავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების (როგორც ქმედების) შესახებ მიმწოდებლისთვის ოფიციალურად ჩაბარების მომენტიდან;

ი) ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია საჯარიმო სანქციის სახით განსაზღვრული თანხა გამოაკლოს ვაუჩერით დასაფინანსებელი მომსახურების ასანაზღაურებელ თანხას;

კ) პროგრამიდან გასვლა, ან პროგრამაში მონაწილეობაზე უარი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს საჯარიმო სანქციის შესრულებისაგან;

ლ) პროგრამის (ქვეპროგრამის/კომპონენტის) პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ პირობების შესრულების შეფერხება ან ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორსმაჟორული გარემოების შედეგი. „ფორსმაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მხარეების შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც აქვთ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იყოს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, პანდემიით, კარანტინით, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით და სხვ. „ფორსმაჟორი“ დადასტურებული უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოს მიერ;

მ) როდესაც ადგილი აქვს წინა წლების ქვეპროგრამ(ებ)ის (კომპონენტ(ებ)ის) მიმწოდებლის (ყოფილი მიმწოდებელი) მიერ გაწეულ მომსახურებაზე გამოვლენილ დარღვევებს, განმახორციელებლის მიერ განხორციელდება კონკრეტული ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში შესაბამის თვე(ებ)ში ზედმეტად/არასწორად ანაზღაურებული მომსახურების (საქონლის) თანხის უკან დაბრუნება და გამოიწერება დამატებითი ფინანსური ჯარიმა – ზედმეტად/არასწორად ანაზღაურებული თანხის სამმაგი ოდენობით;

ნ) მხარეთა შეთანხმებით თანხის დაბრუნების ვადა აითვლება შესაბამისი აქტის გამოცემის მომენტიდან ან უფლებამოსილი პირის მიერ მსგავსი ქმედების განხორციელებიდან და დაბრუნდება ყოველ თვეში დასაბრუნებელი თანხის არანაკლებ 20%-ის ოდენობით, მის სრულ დაბრუნებამდე.

მუხლი 9. პროგრამის განხორციელების ვადა

პროგრამით განსაზღვრული ქვეპროგრამების განხორციელების ვადაა 2024 წლის პროგრამის ამოქმედებიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

დანართი №1.1

დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (შშმ პირები) ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამის ამოცანაა შშმ პირთა, მათ შორის ფსიქიკური შეზღუდვის მქონე პირთა უფლებების რეალიზების ხელშეწყობა მომსახურების მიწოდების, მხარდაჭერისა და სოციალური ინკლუზიის გზით.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებების შესრულების ინდიკატორები

1. ქვეპროგრამის ფარგლებში:

ა) მომსახურება მიეწოდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომლის სავალდებულო შემადგენლობაშია შესაბამისი გადამზადების და კვალიფიკაციის მქონე დღის ცენტრის კოორდინატორი, დღის ცენტრის სპეციალისტი, ასისტენტი, საჭიროების შემთხვევაში მომსახურების მიწოდებაში ჩართულია სხვა სპეციალისტები;

ბ) მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომლის შედგენაში ჩართული არიან ასევე ფსიქოლოგი ან/და ოკუპაციური თერაპევტი, ასისტენტი და მოსარგებლე/მისი კანონიერი წარმომადგენელი (მიუხედავად მომსახურების მიმწოდებლის შესაძლო ცვლილებისა), მოსარგებლის ჩართულობით და თანხმობით, მომზადებულია ერთწლიანი ინდივიდუალური მომსახურების გეგმა. გეგმის გადახედვა ხორციელდება ექვს თვეში ერთხელ;

გ) იდენტიფიცირებულია მოსარგებლეთა საჭიროებები და მოსარგებლის ძლიერი მხარეებისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით ასისტენტი უზრუნველყოფს შემეცნებით, ემოციურ, ფსიქიკურ, ფიზიკურ, პროფესიულ და დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების შეძენა-განვითარება-შენარჩუნებას და გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად დაგეგმილია და ხორციელდება შესაბამისი ინტერვენციები;

დ) მოსარგებლეთა ასაკის გათვალისწინებით, დღის ცენტრი უზრუნველყოფს:

დ.ა) 18-დან 45 წლამდე და 45 წლის ზემოთ ასაკის მოსარგებლეების შესაძლებლობების, ინდივიდუალური საჭიროებების, პროფესიული ინტერესების გამოვლენასა და საყოფაცხოვრებო თუ სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას, დასაქმების შესაძლებლობების გაცნობას;

დ.ბ) 18-დან 45 წლამდე ასაკის მოსარგებლეების პიროვნული განვითარების, გარემოსთან ადაპტაციის, სოციალური ინტეგრაციის, წინარე და პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა-განვითარებას;

დ.გ) 45 წელს ზემოთ ასაკის მოსარგებლეების დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევების განვითარებასა და შენარჩუნებას;

დ.დ) 18 წლისა და მეტი ასაკის ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე პირთა დღის ცენტრის მომსახურება დამატებით მოიცავს:

დ.დ.ა) მოსარგებლის ფსიქოსოციალური ფუნქციონირების ამაღლების ხელშეწყობას;

დ.დ.ბ) ფსიქიკური დარღვევების პრევენციასა და მართვას, ასევე ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიის გამოყენებით, ინტელექტუალური და პიროვნული განვითარების ხელშეწყობას.

ე) მომსახურება ხელს უწყობს მოსარგებლეთა ინფორმირებას საკუთარი უფლებების შესახებ და უწევს მხარდაჭერას უფლებების რეალიზების კუთხით, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული არჩევანის გაკეთებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის ჩათვლით;

ვ) მოსარგებლეთა სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის მიზნით და მოსარგებლის სურვილის და თანხმობის შემთხვევაში, მომსახურება ხელს უწყობს მათ დასაქმებას ან ჩართვას მოხალისეობრივ საქმიანობაში. ამისათვის, არსებული პროგრამების ფარგლებში, თანამშრომლობს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან, თანხმობის შემთხვევაში აწვდის ინფორმაციას მოსარგებლეთა საჭიროებების შესახებ და კვარტალურად იწვევს დასაქმების კონსულტანტს;

ზ) მომსახურების მიწოდების პროცესში დღის ცენტრი ხელს უწყობს მოსარგებლეების ჩართვას კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში;

თ) მოსარგებლების საჭიროებებისა და სიმძიმის გათვალისწინებით, იცავს პერსონალისა და მოსარგებლეების თანაფარდობას დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;

ი) საჭიროების შემთხვევაში აორგანიზებს პირველად გადაუდებელ, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ მომსახურებას;

კ) უზრუნველყოფილია ფიზიკური გარემოს ადაპტირება და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით (მათ შორის, ადაპტური ავეჯი/ნივთები) აღჭურვა;

ლ) უზრუნველყოფილია ყოველდღიური (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა), 6-საათიანი მომსახურება. ამასთან, მოსარგებლის ცენტრში გატარებული მინიმალური დრო არ არის 3 საათზე ნაკლები;

მ) 6 საათამდე მომსახურებისას მოსარგებლე უზრუნველყოფილია ორჯერადი საკვებით (შესაბამისი სპეციალისტების მიერ შედგენილი მენიუს მიხედვით), რომელთაგან ერთ-ერთი არის სამკომპონენტიანი სადილი, ხოლო 3 საათამდე მომსახურებისას – ერთჯერადი სამკომპონენტიანი სადილით;

ნ) გადაადგილების შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილია მოსარგებლეთა მოსახურებაში მიყვანისა და შინ დაბრუნების ორგანიზება.

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება:

ა) შშმ პირი, მათ შორის ფსიქიკური შეზღუდვის მქონე პირი (ქვეპროგრამის დელეგირების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მიერ ჩარიცხვისათვის განსაზღვრული პრიორიტეტული ჯგუფი);

ბ) ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1122-ს.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეთა შერჩევასა და შესაბამის გადაწყვეტილებას სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე იღებს ზრუნვის სააგენტო.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 200 000 ლარით.

2. ქვეპროგრამის დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებით.

3. დღის ცენტრების მომსახურების მისაღებად მოსარგებლისთვის განკუთვნილი ვაუჩერის ტალონები გაიცემა მომსახურების მიღების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან 12 თვეზე ან, საჭიროებიდან გამომდინარე, შშმ პირებზე, შშმ სტატუსის მოქმედების ვადით. ამასთან, დღის ცენტრში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომსახურების მისაღებად მოსარგებლისათვის განკუთვნილი ვაუჩერი გადაეცემა მოსარგებელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.

4. ვაუჩერის ერთ ტალონზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა შშმ პირთა დღის ცენტრში შეადგენს 420 ლარს, (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გამოკლებით) რაოდენობაზე. ამასთან:

ა) თუ მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ (გარდა არდადეგებისა) დღეთა რაოდენობა 12 ან მეტია, ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გამოიანგარიშება მოსარგებლის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით 20 ლარზე – შშმ პირთა დღის ცენტრის შემთხვევაში;

ბ) მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მოსარგებლის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რაც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით. ასევე, ზრუნვის სააგენტოს უნდა წარუდგინოს მომსახურების გაწევის წინა თვის ტალონები. ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ბოლომდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით არაუმეტეს 5 სამუშაო დღით დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ანაზღაურებისას, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება;

გ) დღის ცენტრის მომსახურება მოსარგებლეებს სტაბილურად მიეწოდებათ ყოველდღიურად, შაბათ – კვირისა და უქმე დღეების გარდა. ასევე, დასაშვებია მუშაობის დროებითი წყვეტა არდადეგების სახით – წლის განმავლობაში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა. მიმწოდებლის მიერ გამოცხადებული არდადეგების დღეები არ ანაზღაურდება;

დ) ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით;

ე) ზედიზედ 2 თვის ვაუჩერის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურად გაუქმებას, გარდა შესაბამისი დაწესებულების ფუნქციონირების დროებით შეჩერების შემთხვევებისა, რაზეც მიმწოდებელი მინიმუმ ერთი თვით ადრე ან ფორსმაჟორის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს მოსარგებლის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, ზრუნვის სააგენტოსა და სამინისტროს. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტო.

5. ვაუჩერის გაცემა წარმოებს არაუმეტეს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებულ მიმწოდებელთა მომსახურების შესაძლებლობის ჯამური ლიმიტისა და ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული, ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, რომელთა ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს ზრუნვის სააგენტო. ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ (მუნიციპალურ) ერთეულში, რომელშიც იქნა იგი გაცემული. ამასთანავე, მოსარგებლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია ვაუჩერის გაცემა იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისთვის, რომლისთვისაც იქნა იგი მოთხოვნილი. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ვაუჩერის გაცემის დროს პრიორიტეტი ენიჭებათ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ მოსარგებლეებს, რომელშიც ხორციელდება დღის ცენტრებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რაოდენობა
1 თბილისი ქ. თბილისი 506
2 იმერეთი ქ. ქუთაისი 82
ხარაგაული -
ზესტაფონი 36
ჭიათურა -
ტყიბული -
თერჯოლა -
ბაღდათი 15
სამტრედია -
ხონი 14
ვანი -
საჩხერე 35
წყალტუბო -
3 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი ქ. ამბროლაური 18
ონი -
ცაგერი -
ლენტეხი -
4 გურია ქ. ოზურგეთი 40
ლანჩხუთი -
ჩოხატაური -
5 სამეგრელო-ზემო სვანეთი ქ. ზუგდიდი 15
აბაშა -
წალენჯიხა -
სენაკი 30
ხობი -
მარტვილი -
ჩხოროწყუ -
მესტია -
ქ. ფოთი 15
6 კახეთი ქ. თელავი 39
ახმეტა 15
ყვარელი -
გურჯაანი 38
სიღნაღის 15
დედოფლისწყარო -
ლაგოდეხი 20
საგარეჯო -
7 სამცხე-ჯავახეთი ქ. ახალციხე 20
ახალქალაქი -
ასპინძა -
ადიგენი -
ბორჯომი 15
ნინოწმინდა -
8 მცხეთა-მთიანეთი ქ. მცხეთა 40
თიანეთი -
დუშეთი 15
ყაზბეგი -
9 შიდა ქართლი ქ. გორი 30
ხაშური -
ქარელი -
კასპი -
10 ქვემო ქართლი ქ. რუსთავი 54
დმანისი -
თეთრიწყარო -
წალკა -
ბოლნისი -
გარდაბანი -
მარნეული 15
11 აჭარის ა/რ ქ. ბათუმი -
ქობულეთი -
ქედა -
შუახევი -
ხულო -
ხელვაჩაური -
  ჯამი   1122

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

დანართი №1.2

დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამის ამოცანაა შშმ პირთა და ხანდაზმულთა (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) უფლებების რეალიზების ხელშეწყობა მათი ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის გზით.

მუხლი 2. ქვეპროგრამის კომპონენტები

ქვეპროგრამით გათვალისწინებული კომპონენტებია:

ა) ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი;

ბ) აბაზანის/საპირფარეშოს დამხმარე სკამებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

გ) საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

დ) სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ე) ყრუ და სმენის არმქონე შშმ პირთა ვიდეოკონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებით (სმარტფონი) უზრუნველყოფის კომპონენტი;

ვ) ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ზ) უსინათლოთა ხელჯოხებით უზრუნველყოფის კომპონენტი.

მუხლი 3. დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში შეძენილი ან დაფინანსებული დამხმარე საშუალებების განაწილების წესი

1. ამ დადგენილების 1.2.1, 1.2.2, 1.2.3, 1.2.4, 1.2.5 1.2.6 (გარდა 1.2.6.1-ისა) და 1.2.7 დანართებით გათვალისწინებული კომპონენტების ფარგლებში, ასევე წინა წლებში შესყიდული და/ან ვაუჩერით დაფინანსებული, აგრეთვე დონორული ან სხვა წყაროებიდან მიღებული დამხმარე საშუალებების მოსარგებლეებისათვის განაწილების ან შესაბამისი ვაუჩერების გაცემის მიზნით, ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით ზრუნვის სააგენტოში იქმნება სპეციალური კომისია (შემდგომში – კომისია).

2. კომისია განიხილავს ამ დადგენილების 1.2.1, 1.2.2, 1.2.3, 1.2.4, 1.2.5 და 1.2.7 დანართებით გათვალისწინებული დამხმარე საშუალებებით დაკმაყოფილების თაობაზე მოქალაქეთა განცხადებებს მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად და იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლის დაკმაყოფილების ან მისთვის უარის თქმის შესახებ, ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. ამ დადგენილების 1.2.1, 1.2.3 (გარდა ორთეზისა) და 1.2.4 დანართებით გათვალისწინებული დამხმარე საშუალებებით დაკმაყოფილების განხილვა განხორციელდება წინა წლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიღებული ანალოგიური დამხმარე საშუალებების საგარანტიო ვადის ამოწურვის შემდგომ, ხოლო 1.2.5, 1.2.6 და 1.2.7 დანართებით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მოთხოვნის შემთხვევაში – დამხმარე საშუალების მოსარგებლეზე გაცემიდან სამი წლის გასვლის შემდგომ.

4. კომისიის გადაწყვეტილება შეიტანება ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე, დამსწრე წევრები და კომისიის სამდივანო.

5. კომისიის სამდივნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე წერილობით ან ელექტრონული ფორმით აცნობებს შესაბამის განმცხადებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, კომისიის მიერ დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დროს შეტყობინებაში აგრეთვე მიეთითება:

ა) მატერიალიზებული ვაუჩერით დაფინანსების შემთხვევაში – ვაუჩერის მისაღებად ზრუნვის სააგენტოსადმი მიმართვის ვადა, შესაბამისი საქონლის (მომსახურების) ყველა მიმწოდებელი პირის რეკვიზიტები და ამ პირისადმი მიმართვის ვადა;

ბ) დამხმარე საშუალების შესყიდვის/მიღების შემთხვევაში – შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი პირის რეკვიზიტები და ამ პირისადმი მიმართვის ვადა.

6. თუ განმცხადებელი კომისიის სამდივნოს მიერ გაგზავნილ წერილობით ან ელექტრონულ შეტყობინებაში მითითებულ ვადაში არ მიმართავს ზრუნვის სააგენტოს და/ ან შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელს, დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების თაობაზე კომისიის მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ითვლება გაუქმებულად.

7. დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების უპირატესი უფლებით სარგებლობენ შესაბამისი დამხმარე საშუალების მიღების უფლების მქონე პირები, შემდეგი რიგითობით:

ა) სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში მცხოვრები მოსარგებლეები. ამ შემთხვევაში, დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს მოსარგებლის კანონიერი წარმომადგენლის ან შესაბამისი სპეციალიზებული დაწესებულების მიერ ზრუნვის სააგენტოსადმი მიმართვა. დამხმარე საშუალების (გარდა მექანიკური ეტლისა, ორთეზის, საპენსიო ასაკის პირებისათვის ელექტრო- ეტლის და პროთეზის, ასევე, ყავარჯნის, ხელჯოხ-ყავარჯნის, თვალის პროთეზის, გადასაადგილებელი ჩარჩოს; 5 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ხანდაზმული მოსარგებლეებისთვის – სმენის აპარატისა) მოთხოვნის შესახებ მიმართვას თან უნდა ერთოდეს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV- 50/2, რომელშიც მითითებული იქნება შესაბამისი დამხმარე საშუალების საჭიროება ან შშმ პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემიდან ამონაწერი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის მოწმობის ან 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონისას – დაბადების მოწმობის ასლი). განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც არსებობს პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის ან/და სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის – ფორმა №IV-50/2 წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოება, ამ პირის სასარგებლოდ, დასაშვებია დამხმარე საშუალების მოთხოვნის შესახებ მოსარგებლის კანონიერი წარმომადგენლის ან სპეციალიზებული დაწესებულების მიმართვის დაკმაყოფილება სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა-ს საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება შესაბამისი დამხმარე საშუალების საჭიროება;

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ბრალდებული და მსჯავრდებული პირები (გარდა ელექტროეტლის მოთხოვნის შემთხვევისა). დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ზრუნვის სააგენტოსადმი მიმართვა. დამხმარე საშუალების (გარდა მექანიკური ეტლის, ყავარჯნის, ხელჯოხ-ყავარჯნისა და გადასაადგილებელი ჩარჩოს) მოთხოვნის შესახებ მიმართვას თან უნდა ერთოდეს სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი − ფორმა №IV-50/2 ან შშმ პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემიდან ამონაწერი, აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, გამონაკლის შემთხვევებში (დაბადების მოწმობისა და პირადობის მოწმობის არქონისას) პირის იდენტიფიცირებისათვის გამოიყენება შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ამ პენიტენციურ დაწესებულებაში პირის იდენტიფიკაციისათვის გამოყენებული ნომრის (ან სხვა რეკვიზიტების) მითითებით;

გ) „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები;

დ) 18 წლამდე ასაკის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრი შშმ ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 -ს;

ე) 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვები;

ვ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრი შშმ პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს, შემდეგი თანმიმდევრობით:

ვ.ა) მკვეთრად გამოხატული შშმ პირები;

ვ.ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები;

ვ.გ) ზომიერად გამოხატული შშმ პირები;

ვ.დ) ასაკით პენსიონერები.

ზ) მკვეთრად გამოხატული შშმ პირები;

თ) მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები;

ი) ზომიერად გამოხატული შშმ პირები;

კ) ასაკით პენსიონერები;

ლ) საპროთეზო-ორთოპედიული დამხმარე საშუალების მოთხოვნის შემთხვევაში, 25 წლამდე ასაკის პირები;

მ) ამ პუნქტის ქვეპუნქტებში არსებული ერთი და იმავე პრიორიტეტული კატეგორიების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმავე ქვეპუნქტში ჩამოთვლილ მომდევნო ქვეპუნქტს;

ნ) აბაზანისა და საპირფარეშოს ეტლის შემთხვევაში პრიორიტეტი ენიჭება შინმოვლის ან პერსონალური ასისტირების მომსახურების მოსარგებლებს.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 6 500 000 ლარით.

დანართი №1.2.1

 

ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის ინდივიდუალურად ადაპტირებადი მექანიკური (მათ შორის, საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული), ელექტროეტლებით უზრუნველყოფა, შშმ პირების დასაქმებისა და ეტლების ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებების შესრულების ინდიკატორები

1. კომპონენტის ფარგლებში:

ა) ეტლები გაიცემა მოსარგებლეზე, მისი მოთხოვნისა და საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი უზრუნველყოფს ადგილზე ტრანსპორტირებასა და ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით მორგებას საჯდომის სიგანის, საზურგის სიმაღლის, ფეხის დასადების მიხედვით;

ბ) ეტლთან ერთად გაცემულია ზეწოლის შემამსუბუქებელი სპეციალური ბალიში (ყველა ტიპის ეტლს აუცილებლად უნდა მოყვებოდეს კომფორტის ტიპისა და ზეწოლის შემამსუბუქებელი ბალიში);

გ) საჭიროების შემთხვევაში მექანიკურ ეტლთან ერთად მიწოდებულია ხელმოსაჭიდი ძელები;

დ) მიწოდებულია ეტლების გამოყენებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურება.

2. საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული ეტლის შემთხვევაში დამატებით ხორციელდება:

ა) შესაბამისი ტიპის, მოდელისა და ზომის ეტლის შერჩევა;

ბ) პოზის დამჭერი საშუალებების განსაზღვრა, შერჩევა და ფორმირება/დამზადება, ეტლზე მონტაჟი, მორგება;

გ) შესაბამისი ფორმის ბალიშის განსაზღვრა, ფორმირება, მორგება;

დ) ეტლის მომხმარებლისთვის მიწოდება საცხოვრებელ ადგილზე, ან განსაკუთრებულ შემთხვევაში – სახლთან ახლოს, მორგება პირისპირ შეხვედრის საფუძველზე;

ე) ეტლის მომხმარებლის და/ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ტრენინგი ეტლის მოხმარების და მოვლის საკითებში.

3. ელექტროეტლის შემთხვევაში დამატებით ხორციელდება:

ა) ელექტროეტლის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით მორგება და გადაცემა მოსარგებლის საცხოვრებელ ადგილზე;

ბ) მენჯისა და გვერდითა დამჭერების, მხრების ქამრის, ფეხის დამჭერი ქამრის, თავის დამჭერის, ტერფის კორექტორის, მაგიდისა და ხელის დასადების დამონტაჟება. მართვის პულტი უნდა მონტაჟდებოდეს მოსარგებლის შესაძლებლობისა და საჭიროებების მიხედვით. ასევე, ეტლების გამოყენებასთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარება;

გ) ელექტროეტლი უნდა იყოს დასაკეცი და მისი მასა არ უნდა აღემატებოდეს 45 კგ-ს;

დ) ძრავის სიმძლავრე არანაკლებ 180 W;

ე) დატვირთვის მასა არანაკლებ 110 კგ;

ვ) ელექტროეტლის სახელმძღვანელოს მოსარგებლისთვის გადაცემა;

ზ) რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ერთ პირზე გაიცემა მხოლოდ ერთი მექანიკური ან ელექტროეტლი;

თ) გაცემული ეტლების საგარანტიო მომსახურება შეადგენს 36 თვეს, ხოლო ელექტროეტლის აკუმულატორის საგარანტიო ვადა შეადგენს 24 თვეს, პედიატრიული ეტლის შემთხვევაში – 36 თვეს;

ი) საგარანტიო მომსახურების ვადის ამოწურვამდე გაცემული ეტლის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში (რაც არ არის გამოწვეული მოსარგებლის მიზეზით), თუ მისი შეკეთება ვერ ხერხდება საგარანტიო მომსახურების მოთხოვნიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, მისი შეცვლა უფასოა.

მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან ეტლის საჭიროების მქონე პირები: შშმ პირები და შშმ ბავშვები.

2. მექანიკური ეტლის მოსარგებლეზე გაცემის საფუძველია შემდეგი ნოზოლოგიები:

ა) გულის ქრონიკული უკმარისობა – III ხარისხის;

ბ) ფილტვ-გულის ქრონიკული უკმარისობა – III ხარისხის;

გ) ჰემიპლეგია, მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზი, ქვედა პარაპლეგია, მკვეთრად გამოხატული ქვედა პარაპარეზი, ტრიპლეგია, მკვეთრად გამოხატული ტრიპარეზი, ტეტრაპლეგია, მკვეთრად გამოხატული ტეტრაპარეზი, მიოპათიები, მოძრაობის მკვეთრად გამოხატული მოშლით;

დ) მკვეთრად გამოხატული ატაქსია, ჰიპერკინეზული ან ამიოსტატიკური სინდრომი;

ე) ორივე წვივის ტაკვი ან უფრო მაღალი დონის ამპუტაციები;

ვ) ორივე ქვედა კიდურის მსხვილი სახსრების (ორი ან მეტი) ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა;

ზ) წვივის ტაკვი, შერწყმული მეორე ქვედა კიდურის ფუნქციის მნიშვნელოვნად გამოხატულ დარღვევასთან;

თ) ინკურაბელური ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები – IV კლინიკური ჯგუფი;

ი) ლიმფოგრანულომატოზი (ჰოჯკინის ლიმფომა), ლიმფოსარკომა (არაჰოჯკინის ლიმფომა) IIIA-IVA სტადია (პროგრესირებადი, გენერალიზირებული), IB -IIB -IIIB -IVB სტადია;

კ) ქრონიკული ლეიკემიების _ გაშლილი სტადია, ბლასტური კრიზი, III-IV სტადია გართულებებით.

3. 18 წლამდე ასაკის მოსარგებლისთვის საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული ეტლის გაცემის საფუძველია შემდეგი მდგომარეობები:

ა) საშუალო მორგების პედიატრიული ეტლის შემთხვევაში:

ა.ა) მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის პოზის დეფორმაციები ან დეფორმაციის ტენდენციები;

ა.ბ) ჯდომისას წონასწორობის შენარჩუნების გამოხატული სირთულეები;

ა.გ) ტანისა და მენჯის მსუბუქი ან საშუალო დონის დინამიური ან მსუბუქი ფიქსირებული დევიაცია (მოძრაობის სიფართის შეზღუდვა 25%-ზე ნაკლები ხარისხით), რომელიც სწორდება პოზის დამხმარე საშუალებებით;

ა.დ) ფეხის მენჯ-ბარძაყის სახსარში 60 გრადუსით მოხრის შესაძლებლობა (მაგ., ტანსა და ბარძაყს შორის კუთხე არ უნდა აღემატებოდეს 120 გრადუსს);

ა.ე) „ქარწაღებული პოზის” არსებობა, რომელიც არ აღემატება სხეულის სიგანის 50%-ს;

ა.ვ) არ არის გიბუსი (გულ-მკერდისა და ზურგის დეფორმაცია);

ა.ზ) მხოლოდ ერთი დევიაციის არსებობა, მაგ: ხერხემლის, მენჯის ან ბარძაყის დევიაცია და არა მათი კომბინაცია, თუმცა რომელიმე მათგანი შესაძლოა კომბინირებულად იყოს „ქარწაღებულის პოზასთან”;

ა.თ) უნებლიე მოძრაობები, სპაზმი, სახსრების დაჭიმულობა და კუნთთა მაღალი ტონუსი;

ა.ი) არ არის: როტაციის/ათეტოზის მძიმე ფორმა; სენსორული სირთულეებისა და ნაწოლების გაჩენის მაღალი რისკი დამატებით საყრდენების საჭიროება/პოზის დამჭერი საშუალებების ზედა ტანის ამართულ მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის;

ა.კ) სხეულის ნეიტრალური პოზის მისაღებად, მისაახლოებლად და შესანარჩუნებლად;

ა.ლ) ჩივილების არსებობა: სისუსტე, დაღლილობა, ტკივილი ან დისკომფორტი დამატებით საყრდენის გარეშე ჯდომისას;

ა.მ) შესაძლოა საჭიროებდეს დამხმარე საშუალებას წოლის დროს.

ბ) მაღალი მორგების პედიატრიული ეტლის შემთხვევაში:

ბ.ა) პოზის კომპლექსური, ფიქსირებული დეფორმაციების არსებობა (ტანისა და მენჯის მოძრაობის შეზღუდვა 25%-დან 75%-მდე), მიუხედავად მხარდაჭერისა, ჯდომის გაძნელება;

ბ.ბ) ფეხის მენჯ-ბარძაყის სახსარში 30 გრადუსით მოხრის შესაძლებლობა (მაგ., ტანსა და ბარძაყს შორის კუთხე არ აღემატება 150 გრადუსს);

ბ.გ) ძირითადად გამოხატული ხერხემლის და მენჯ-ბარძაყის კომბინირებული დევიაციები ან კიფოზ-სკოლიოზი გიბუსით ან გიბუსის გარეშე, ასევე რომელიმე მათგანის კომბინაცია „ქარწაღებულის პოზასთან”;

ბ.დ) შესაძლოა საჭიროებდეს დამხმარე საშუალებებს წოლისას.

გ) პედიატრიული ეტლის გაცემა შესაძლებელია ზრდასრულ პირზე იმ შემთხვევაში, თუ პირს ამ ქვეპროგრამის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მდგომარეობასთან ერთად აღენიშნება სხეულის ასაკისთვის შეუსაბამო წონა და წონის დეფიციტი შეადგენს არანაკლებ 35-40%-ს.

4. მოსარგებლეები, რომლებიც 18 წლამდე სარგებლობდნენ მაღალი და საშუალო მორგების ეტლებით, მომსახურების მიწოდება უგრძელდებათ სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემდგომაც პროგრამით გათვალისწინებული პირობებით.

5. ელექტროეტლის გაცემის საფუძველია შემდეგი ნოზოლოგიები და მდგომარეობები:

ა) ქრონიკული დაავადებები, რომელთა არსებობისას გამოხატულია სამი კიდურის მნიშვნელოვნად გამოხატული ფუნქციური უკმარისობა (პლეგია; პარეზი; ტაკვი; მკვეთრი კონტრაქტურა; ართრიტი; ართროზი და სხვა დაავადებები და მდგომარეობები, რომლებიც იწვევენ კიდურების ფუნქციურ შეზღუდვებს) და ერთი ზედა კიდურის ფუნქციური მდგომარეობა. ამ კიდურის მაქსიმალური ფუნქციიდან მტევნის მინიმალური ფუნქციის შენარჩუნებით;

ბ) ჰემიპლეგია;

გ) მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზი;

დ) VIII ფაქტორის დეფიციტი (ფუნქციურ ნაკლოვანებასთან ერთად) – ჰემოფილია D 66 (მძიმე ფორმა).

6. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი ან პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;

გ) მექანიკური ეტლის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული ეტლისა) − დამხმარე საშუალების გაცემა შესაძლებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის – ფორმა № IV-100/ა-ის საფუძველზეც, რომლის მიხედვით აღნიშნული დამხმარე საშუალების მაძიებლის სამედიცინო დიაგნოზი უნდა შეესაბამებოდეს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ჩამონათვალს და მითითებული უნდა იყოს ამ კომპონენტით გათვალისწინებული მექანიკური ეტლის საჭიროება. შესაბამისად, მექანიკური ეტლის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა არ არის საჭირო;

დ) ხანდაზმული პირის მიერ ელექტროეტლის მოთხოვნის შემთხვევაში, დამხმარე საშუალების გაცემა შესაძლებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის – ფორმა № IV-100/ა-ის საფუძველზეც, რომლის მიხედვით აღნიშნული დამხმარე საშუალების მაძიებლის სამედიცინო დიაგნოზი შეესაბამება მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ჩამონათვალს და მითითებულია ამ კომპონენტით გათვალისწინებული ელექტროეტლის საჭიროება. შესაბამისად, ხანდაზმული პირის მიერ ელექტროეტლის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა არ არის საჭირო;

ე) ელექტროეტლის განმეორებით მოთხოვნისას, თუ პირზე უკვე გაცემული ელექტროეტლის შესახებ ინფორმაცია დაფიქსირებულია ზრუნვის სააგენტოს შესაბამის მონაცემთა ბაზაში, შესაბამისი დოკუმენტაციის ხელახლა წარდგენა საჭირო არ არის;

ვ) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:

ვ.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

ვ.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი;

ზ) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

7. „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები რეგისტრირებული უნდა იყვნენ სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში.

მუხლი 4. კომპონენტის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 999 310 ლარით.

2. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის/მომსახურების დაფინანსებისათვის.

3. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) – ეტლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ ზრუნვის სააგენტოსთვის არაუგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), წარდგენილი ვაუჩერი. მექანიკური ეტლის შემთხვევაში, ვაუჩერთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს ზრუნვის სააგენტოს მიერ დამტკიცებული ეტლის ადგილზე მიტანისა და მოსარგებლეზე ხელმოსაჭიდი ძელების გაცემის ანაზღაურების ფორმა, წარდგენილი ვაუჩერი ექვემდებარება ანაზღაურებას არაუგვიანეს მომდევნო თვის ამოწურვამდე. ამასთან, წარდგენილი ვაუჩერის ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

4. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტი მექანიკური ეტლის შემთხვევაში შეადგენს 760 ლარს, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე ტრანსპორტირება შეადგენს 50 ლარს, ხელმოსაჭიდი ძელებით უზრუნველყოფა – 70 ლარს, საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული ეტლის შემთხვევაში – 2650 ლარს (აქ დასამატებელია 18 წელს ზემოთ პირებზე მაღალი მორგების ეტლის ღირებულება), ხოლო ელექტროეტლის შემთხვევაში – 4316 ლარს. 

6. ეტლის, მათ შორის პედიატრიული ეტლის ვაუჩერი ფინანსდება კომპონენტით განსაზღვრული საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების შესაბამისად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ამასთან:

ა) ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში საქონლის (მომსახურების) – მექანიკური ეტლის ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით ფინანსდებიან:

ა.ა) სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მცხოვრები მოსარგებლეები;

ა.ბ) „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები;

ა.გ) პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები;

ა.დ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა კომისიის მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აღემატება 120 000-ს;

ა.ე) 18 წლამდე შშმ ბავშვები.

ბ) დანარჩენი მოსარგებლეები დაფინანსდებიან ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 90%-ის ფარგლებში, საქონლის (მომსახურების) – მექანიკური ეტლის ფაქტობრივი ღირებულების 90%-ით;

გ) ელექტროეტლის საჭიროების მქონე მოსარგებლეები დაფინანსდებიან ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში საქონლის (მომსახურების) – ელექტროეტლის ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით.

7. საქონლის (მომსახურების) მიწოდების ასანაზღაურებლად წარდგენილი ფაქტობრივი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლად რეგისტრაციისას წარდგენილი საქონლის (მომსახურების) განფასებაში დაფიქსირებულ ღირებულებას.

მუხლი 5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი

კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) – ეტლის მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი, რომელიც დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) საქართველოში აწარმოებს ეტლს, სადაც დასაქმებულ შშმ პირთა პროცენტული წილი შეადგენს დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50%-ს, ხოლო საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული ეტლის წარმოების შემთხვევაში – 30%-ს და მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგენს შესაბამის ინფორმაციას ამ ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფორმატით;

ბ) მოსარგებლის საჭიროების განსაზღვრისათვის, ეტლის მორგებისა და შესაბამისი ტრენინგის ჩატარებისთვის ჰყავს სერტიფიცირებული თანამშრომელი და წარადგენს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს და ტრენინგის შინაარსს;

გ) სარგებლობაში/საკუთრებაში გააჩნია მომსახურების გაწევის შესაბამისი ტექნიკური ბაზა და მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგენს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტებს.

დანართი №1.2.2

 

აბაზანის/საპირფარეშოს დამხმარე სკამებით უზრუნველყოფის კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტის ამოცანაა ამ პროგრამის მოსარგებლე ზრდასრულ შშმ პირთა, შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფისა და პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის მოსარგებლეთა უზრუნველყოფა აბაზანის/საპირფარეშოს დამხმარე სკამებით.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებების შესრულების ინდიკატორები

კომპონენტით უზრუნველყოფილია:

ა) უჟანგავი ან ელექტროსტატიკურად დამუშავებული გამძლე, წყალგაუმტარი და ჭუჭყისადმი მდგრადი მასალისაგან დამზადებული აბაზანის/საპირფარეშოს დამხმარე სკამის გაცემა: 

ა.ა) საჭიროების შემთხვევაში, საზურგის სიმაღლის სამ პოზიციაზე რეგულირების შესაძლებლობით და სიგანე მოსარგებლის საჭიროებისამებრ 40სმ, 45სმ, 50სმ, 55სმ არჩევის შესაძლებლობით, რომელიც იკეცება მოსახერხებელი ტრანსპორტირებისათვის;

ა.ბ) მოსახსნელი კოლექციური კონტეინერით, თვლები აღჭურვილი დამოუკიდებელი მუხრუჭ(ებ)ით;

ა.გ) ბარიატრიული დიაპაზონი 120 კგ-მდე მომხმარებლისთვის.

მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან ზრდასრული შშმ პირები, ასევე, შინმოვლის ან პერსონალური ასისტირების მომსახურების მოსარგებლეები.

2. აბაზანის/საპირფარეშოს დამხმარე სკამი გაიცემა ეტლით მოსარგებლე ზრდასრულ შშმ პირზე, რომელსაც აღნიშნული სტატუსი დადგენილი აქვს გასული 3 წლის განმავლობაში და ამ ხნის განმავლობაში ამ ქვეპროგრამის ფარგლებში ზრუნვის სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული აქვს მექანიკური ან ელექტროეტლი, რის თაობაზეც ინფორმაცია დაფიქსირებულია/დასტურდება შესაბამის ელექტრონულ ბაზაში, ასევე, აღნიშნული დამხმარე საშუალება, საჭიროების შემთხვევაში, გაიცემა პერსონალური ასისტენტით უზრუნველყოფისა (ეტლით მოსარგებლე შშმ პირზე) და შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამების მომსახურების მიმღებ მოსარგებლეებზე.

3. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი ან პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) აბაზანის/საპირფარეშოს დამხმარე სკამის მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაციის (სს ექსპერტიზის აქტის ამონაწერი – ფორმა №IV – 50/4 (ასლი)) გაცემის თარიღი უნდა იყოს განცხადების წარდგენის მომენტისთვის არაუმეტეს გასული 3 წლისა (გარდა შინმოვლით უზრუნველყოფისა და პერსონალური ასისტენტის მომსახურების ქვეპროგრამის მოსარგებლეებისა) ან მონაცემები უნდა გადამოწმდეს შშმ პირთა რეგისტრის ელექტრონულ სისტემაში;

გ) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:

გ.ა) კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

გ.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი.

დ) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები რეგისტრირებული უნდა იყვნენ სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში.

მუხლი 4. კომპონენტის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 50 000 ლარით.

2. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის/მომსახურების დაფინანსებისათვის.

3. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) – აბაზანის/საპირფარეშოს სკამის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ ზრუნვის სააგენტოსთვის არაუგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), წარდგენილი ვაუჩერი. წარდგენილი ვაუჩერი ექვემდებარება ანაზღაურებას არაუგვიანეს მომდევნო თვის ამოწურვამდე. ამასთან, წარდგენილი ვაუჩერის ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

4. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტი შეადგენს – 500 ლარს.

6. აბაზანის/საპირფარეშოს დამხმარე სკამის საჭიროების მქონე მოსარგებლეები დაფინანსდებიან ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში საქონლის (მომსახურების) – სკამის ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით.

მუხლი 5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი

კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

დანართი №1.2.3

 

საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტის ამოცანაა საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის სამიზნე ჯგუფის ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება და მისი საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებების შესრულების ინდიკატორები

1. კომპონენტის ღონისძიებებში შედის:

ა) ქვედა კიდურის ყველა დონის ამპუტირების შემთხვევაში – ქვედა კიდურების პროთეზების შერჩევა, დამზადება და მორგება;

ბ) ზედა კიდურის ყველა დონის ამპუტირების შემთხვევაში – პროთეზის შერჩევა, დამზადება და მორგება;

გ) ორთეზების შერჩევა, დამზადება და მორგება;

დ) თვალის პროთეზის (სტანდარტული ან ინდივიდუალური) შერჩევა და მორგება (თვალის ღრუს ეგზოპროთეზირება);

ე) საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის მიღებიდან 12 თვის განმავლობაში (თუ ამ დანართის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) საგარანტიო მომსახურება მისი გამოცვლის ჩათვლით, თუ შესაბამისი ნაწარმის მწყობრიდან გამოსვლა არ უკავშირდება ფიზიოლოგიურ ცვლილებას, დაავადებას ან ტრავმით გამოწვეულ ცვლილებას, წინასწარ განზრახულ დაზიანებას ან არადანიშნულებისამებრ გამოყენებას, ხოლო თვალის პროთეზის შემთხვევაში – 24 თვის განმავლობაში საგარანტიო მომსახურება მისი გამოცვლის ჩათვლით, თუ შესაბამისი ნაწარმის მწყობრიდან გამოსვლა არ უკავშირდება ტრავმით გამოწვეულ ცვლილებას, წინასწარ განზრახულ დაზიანებას ან გაუფრთხილებლობას. 18 წლამდე ასაკის ბავშვების პროთეზირების შემთხვევაში, როდესაც ფიზიოლოგიური (კიდურის ზრდა), ან დაავადების ან ტრავმით გამოწვეული ცვლილებების გამო, შეუძლებელია და უკუნაჩვენებია უკვე მიღებული პროთეზით სარგებლობა, საგარანტიო ვადა განისაზღვროს საჭიროების მიხედვით;

ვ) მოსარგებლეთათვის გადაცემული საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის უსაფრთხო და შეძლებისდაგვარად ხანგრძლივი ექსპლუატაციის მიზნით, ინდივიდუალური ტრენინგებისა და სპეციალური სწავლების ჩატარება ;

ზ) ქვედა კიდურის პროთეზირების საჭიროების მქონე პირთათვის აუცილებლობისა და ასეთი მომსახურების შესაძლებლობის შემთხვევაში, მომხმარებელთა სადღეღამისო 5 დღით განთავსების უზრუნველყოფა (განცალკევებული განყოფილება ადაპტირებული ტუალეტითა და აბაზანით, საჭირო ინვენტარითა და შშმ პირთათვის ადაპტაციის საშუალებებით).

მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება:

ა) საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის საჭიროების მქონე შშმ პირები (მათ შორის შშმ ბავშვები);

ბ) ანოფთალმიის (ICD კოდი-10-Q11.1) – (სხვა ანოფთალმი) და მიკროფთალმიის (ICD-10კოდი-Q11.2) მქონე პირები.

2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე პირი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს. ამასთანავე, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) პროთეზის საჭიროების შემთხვევაში – შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (გარდა საპენსიო ასაკის პირისა):

ბ.ა) იმ შემთხვევაში, თუ შშმ პირს აღნიშნული სტატუსი მუდმივად გადამოწმების გარეშე დადგენილი აქვს გასულ წლებში (გარდა მიმდინარე წლისა) და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტში − ფორმა №IV-50/2-ში არსებული ჩანაწერი დიაგნოზისა და დამხმარე საშუალების საჭიროების დასაბუთების შესახებ არ არის საკმარისი, ამ კომპონენტით განსაზღვრული დამხმარე საშუალების მისაღებად, აღნიშნული ფორმის ნაცვლად შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), გაცემული კიდურის ამპუტაციის შემდგომ პერიოდში ნებისმიერ დროს და რომელშიც მითითებული იქნება შესაბამისი დიაგნოზი და პროთეზის საჭიროება ან შშმ პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემიდან ამონაწერი;

ბ.ბ) პროთეზის განმეორებით მოთხოვნისას, იმ შემთხვევაში, თუ პირზე უკვე გაცემული პროთეზის შესახებ ინფორმაცია დაფიქსირებული იქნება ზრუნვის სააგენტოს შესაბამის მონაცემთა ბაზაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) წარდგენა საჭირო არ არის.

გ) ნებისმიერი დონის ორთეზის საჭირობის შემთხვევაში – ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებული იქნება შესაბამისი დიაგნოზი და ორთეზის საჭიროება;

დ) თვალის პროთეზის საჭიროების შემთხვევაში – პირზე გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა №IV-100/ა, რომელშიც მითითებული იქნება შესაბამისი დიაგნოზი (ანოფთალმია – ICD-10 კოდი-Q11.1 – (სხვა ანოფთალმი) ან მიკროფთალმია – ICD-10 კოდი-Q11.2) და თვალის პროთეზის საჭიროება;

ე) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:

ე.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

ე.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი;

ე.გ) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები რეგისტრირებული უნდა იყვნენ სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში.

მუხლი 4. კომპონენტის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 105 000 ლარით.

2. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის/მომსახურების დაფინანსებისათვის.

3. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ ზრუნვის სააგენტოსთვის, არაუგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), წარდგენილი ვაუჩერი. ზრუნვის სააგენტოს მიერ დამტკიცებული მოსარგებლის სადღეღამისო განთავსების ანაზღაურების ფორმა, წარდგენილი ვაუჩერი და მოსარგებლის სადღეღამისო განთავსების ანაზღაურების ფორმა ექვემდებარება ანაზღაურებას არაუგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის ამოწურვამდე. ამასთან, წარდგენილი ვაუჩერის ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი და მოსარგებლის სადღეღამისო განთავსების ანაზღაურების ფორმა, დაფინანსებას არ ექვემდებარება.

4. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

5. კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ანაზღაურებისათვის განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტები საქონლის (მომსახურების) შესაბამისი სახეობების მიხედვით განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად: 

კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის

(მომსახურების) სახეობა

დაფინანსების

ლიმიტი

I. პროთეზირება
1. ქვედა კიდურის პროთეზირება
1.1. პროთეზი ტერფის ნაწილობრივი ამპუტაციისას და კოჭ-წვივის სახსარში ამოსახსვრისას ლამინირებით 1300
1.2. პროთეზი ტერფის ნაწილობრივი ამპუტაციისას და კოჭ-წვივის სახსარში ამოსახსვრისას ლამინირებით, სილიკონ ლაინერით 3900
1.3. პროთეზი ტერფის კოჭ-წვივის სახსარში ამოსახსვრისას, სილიკონ ლაინერის გარეშე 1400
2. მუხლს ქვედა პროთეზი
2.1. მუხლს ქვედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით, 2 სილიკონ ლაინერით, საჭიროების შემთხვევაში – ჩამკეტით. 18-თვიანი გარანტიით 3770
2.2. მუხლს ქვედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით სილიკონ ლაინერის გარეშე 2327
2.3. მუხლს ქვედა პროტეზირება – სილიკონ ლაინერის შეცვლა (გაცემიდან 6 თვეში ერთხელ) 550
2.4. მუხლს ქვედა პროტეზირებისას – განმეორებითი ბუდის დამზადება და 2 სილიკონ ლაინერის შეცვლა (გაცემიდან 6 თვეში ერთხელ) 1600
2.5. მუხლს ქვედა პროტეზირებისას – განმეორებითი ბუდის დამზადება ლამინაციით (გაცემიდან 6 თვეში ერთხელ) 600
3. პროთეზი მენჯ-ბარძაყისა და მუხლის ამოსახსვრისას
3.1. მოდულური პროთეზი მენჯ-ბარძაყის ამოსახსვრისას ლამინაციური ბუდით 2-წლიანი გარანტიით 4290
4. მუხლს ზედა პროთეზი
4.1. მუხლს ზედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით, მუხლის სახსრით, 2 სილიკონ ლაინერით, საჭიროების შემთხვევაში, ჩამკეტით, 18-თვიანი გარანტიით 5135
4.2. მუხლს ზედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით სილიკონ ლაინერის გარეშე 3614
4.3. მუხლს ზედა პროთეზი ხის კვანძით – ხის მიმღებით, ტყავის ან ლითონის მიმღებითა და ლითონის კარკასით 1500
4.4. მოდულური პროთეზი მუხლის ამოსახსვრისას ლამინაციური ბუდით 4380
4.5. მოდულური პროთეზი მუხლის ამოსახსვრისას ეგზარტიკულაციის სახსრით ლამინაციური ბუდით, 2 სილიკონით 5900
4.6. მუხლს ზედა პროთეზირება – სილიკონ ლაინერის შეცვლა 690
4.7. მუხლს ზედა პროთეზირება პირველადი პროთეზირების შემთხვევაში – განმეორებითი ბუდის დამზადება და 2 სილიკონ ლაინერის შეცვლა 1800
4.8. მუხლს ზედა ამპუტაციისა და მუხლის ამოსახსვირის პირველადი პროტეზირებისას – განმეორებითი ბუდის დამზადება ლამინაციით 800
5. ზედაკიდურის პროთეზირება
5.1. იდაყვსზედა პროთეზი
5.2. იდაყვსზედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით 4342
5.2.1. იდაყვსზედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით, სილიკონ ლაინერით 7410
5.3. იდაყვსქვედა პროთეზი
5.3.1. იდაყვსქვედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით 3250
5.3.2. ხელის მტევნის (კოსმეტიკური) პროთეზი უცხოური წარმოების კვანძით 1690
5.3.3. იდაყვს ქვედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით, სილიკონ ლაინერით 6150
II. ორთეზირება
1. ტერფის ორთეზი კოჭ-წვივის სახსრის ჩართვით 182
1.1. ტერფის ორთეზი კოჭ-წვივის სახსრის ჩართვით, მოძრავი კოჭ-წვივის სახსრით 350
2. ორთეზი მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრის ჩართვით 1092
3. მუხლის ორთეზი 910
4. ორთეზი მენჯ-ბარძაყის, მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრების ჩართვით 1287
5. ორთეზი იდაყვსქვედა 130
6. ორთეზი იდაყვის სახსრის ჩართვით 234
7. ორთეზი კისრის დონეზე 195
8. ორთეზი გულ-მკერდ-წელის დონეზე 910
9. ორთეზი წელის დონეზე 747
III. თვალის პროთეზირება
თვალის სტანდარტული პროთეზი 500

6. ვაუჩერი ფინანსდება კომპონენტით განსაზღვრული საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების შესაბამისად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ამასთან:

ა) ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში, საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით ფინანსდებიან:

ა.ა) შშმ ბავშვები;

ა.ბ) სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მცხოვრები მოსარგებლეები;

ა.გ) „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები;

ა.დ) პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები;

ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა კომისიის მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აღემატება 120 000-ს;

ა.ვ) ასაკით პენსიონრები (ქალები 60 წლიდან, მამაკაცები 65 წლიდან);

ა.ზ) ორი და ორზე მეტი საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის (გარდა ორთეზისა) საჭიროების მქონე პირები.

ბ) დანარჩენი მოსარგებლეები დაფინანსდებიან ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 90%-ის ფარგლებში, საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 90 %-ით.

7. ქვედა კიდურის პროთეზირების საჭიროების მქონე პირის (30 პირი), ადგილზე, 1 დღის განმავლობაში სადღეღამისო მომსახურებისათვის ანაზღაურება შეადგენს 50 ლარს, ერთ პირზე 5 დღის განმავლობაში – 250 ლარს.

8. საქონლის (მომსახურების) მიწოდების ასანაზღაურებლად წარდგენილი ფაქტობრივი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლად რეგისტრაციისას წარდგენილი საქონლის (მომსახურების) განფასებაში დაფიქსირებულ ღირებულებას.

მუხლი 5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი

კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

 

დანართი №1.2.4

სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება და მისი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებების შესრულების ინდიკატორები

კომპონენტით უზრუნველყოფილია:

ა) არაუმეტეს 3 320 ციფრული სმენის აპარატის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პედიატრიული ციფრული სმენის აპარატის – 225 ერთეულის) გაცემას;

ბ) პედიატრიულ ციფრულ სმენის აპარატს უნდა ჰქონდეს:

ბ.ა) სიხშირული დიაპაზონის გამყოფი ზღურბლის ცვალებადობის შესაძლებლობა;

ბ.ბ) ტელეფონთან კავშირის რეჟიმი, ინდუქციურ დენზე რეაგირების შესაძლებლობა;

ბ.გ) პროგრამების ავტომატური გადართვის ფუნქცია/შესაძლებლობა;

ბ.დ) უსაფრთხოების დამატებითი ზომები;

ბ.ე) რეზისტენტობა მსუბუქი ვარდნის, წყლისა და მტვრის მიმართ;

ბ.ვ) დამუხტვის ინდიკატორი.

გ) მოსარგებლის აუდიომეტრიული მონაცემების და ფუნქციური საჭიროებების შესაბამისად, ციფრული აპარატის მორგებას მოსარგებლეთათვის გეოგრაფიულად ხელმისაწვდომ ადგილებზე. თბილისის გარდა, დასავლეთ საქართველოში არანაკლებ ორ ქალაქში. საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში – არანაკლებ ორ ქალაქში (გარდა ობიექტური აუდიომეტრიისა და სედაციის პროცედურებისა, რომელიც მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საჭიროების შესაბამისად);

დ) ციფრული სმენის აპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევას;

ე) გაცემული ციფრული სმენის აპარატის უფასო საგარანტიო და შემდგომ მომსახურებას არაუმეტეს 2 წლის განმავლობაში;

ვ) პედიატრიული ციფრული სმენის აპარატი საჭიროების დასაბუთების შემთხვევაში, შესაძლებელია ერთ პირზე გაიცეს 2 ცალი (ორივე ყურისთვის) ერთდროულად ან ცალ-ცალკე წლის განმავლობაში.

მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან სმენის აპარატის საჭიროების მქონე სმენადაქვეითებული შშმ პირები (მათ შორის, შშმ ბავშვები) და ხანდაზმული (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) პირები.

2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);

ბ) შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთის დოკუმენტის ასლი, გარდა ხანდაზმული პირისა და 5 წლამდე ასაკის სმენადაქვეითებული ბავშვებისა, რომლებიც აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგენენ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა). ამასთან, ხანდაზმული პირის შემთხვევაში, აღნიშნულ ცნობაში დიაგნოზი მითითებული უნდა იყოს „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანების შესაბამისად: ორმხრივი თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუე ან სმენაჩლუნგობა II-III ხარისხის. (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის ICD-10-ით განსაზღვრული კოდების შესაბამისად: H90.0; H90.3; H90.5; H90.6);

გ) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:

გ.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

გ.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი.

მუხლი 4. კომპონენტის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 309 350 ლარით.

2. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსებისათვის.

3. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) – სმენის აპატარის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ ზრუნვის სააგენტოსთვის არაუგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) წარდგენილი ვაუჩერი. წარდგენილი ვაუჩერი ექვემდებარება ანაზღაურებას არაუგვიანეს მომდევნო თვის ამოწურვამდე. ამასთან, წარდგენილი ვაუჩერის ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

4. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტი სმენის აპარატის შემთხვევაში შეადგენს 330 ლარს, პედიატრიული სმენის აპარატის შემთხვევაში – 950 ლარს.

6. საქონლის (მომსახურების) მიწოდების ასანაზღაურებლად წარდგენილი ფაქტობრივი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლად რეგისტრაციისას წარდგენილი საქონლის (მომსახურების) განფასებაში დაფიქსირებულ ღირებულებას.

მუხლი 5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი

კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი. 

 

დანართი №1.2.5

 

ყრუ და სმენისარმქონე შშმ პირთა ვიდეოკონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებით (სმარტფონი) უზრუნველყოფის კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება და მისი საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებების შესრულების ინდიკატორები

კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს ვიდეოკონფერენციის ფუნქციის მქონე არანაკლებ 70 ტექნიკური საშუალების (სმარტფონის) შეძენასა და გაცემას.

მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან ორმხრივი თანდაყოლილი სიყრუის ან სმენაჩლუნგობის მე-4 ხარისხის მქონე შშმ პირები. სმარტფონის გაცემის დროს უპირატესია პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვთ 120 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა და გასული 3 წლის განმავლობაში არ მიუღიათ აღნიშნული დამხმარე საშუალება.

2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთოდეს პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის აღნიშნული დიაგნოზი – ორმხრივი თანდაყოლილი სიყრუე ან სმენაჩლუნგობა მე-4 ხარისხის.

3. იმ შემთხვევაში, თუ შშმ პირს აღნიშნული სტატუსი მუდმივად გადამოწმების გარეშე დადგენილი აქვს წელიწადზე მეტი ხანგრძლივობის ვადით ადრე და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტში − ფორმა №IV-50/2 არსებული ჩანაწერი დიაგნოზისა და დამხმარე საშუალების საჭიროების დასაბუთების შესახებ არ არის საკმარისი ამ კომპონენტით განსაზღვრული დამხმარე საშუალების მისაღებად, აღნიშნული ფორმის ნაცვლად შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებული იქნება ყველა ის მოთხოვნა, რაც განსაზღვრულია სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის − ფორმა №IV-50/2-ისთვის, ამავე ქვეპუნქტის შესაბამისად, ან შშმ პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემიდან ამონაწერი.

მუხლი 4. კომპონენტის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 21 000 ლარით.

2. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსებისათვის.

3. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) – სმარტფონის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ ზრუნვის სააგენტოსთვის არაუგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ვაუჩერი (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა). წარდგენილი ვაუჩერი ექვემდებარება ანაზღაურებას არაუგვიანეს მომდევნო თვის ამოწურვამდე. ამასთან, წარდგენილი ვაუჩერის ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

4. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტი სმარტფონის შემთხვევაში შეადგენს 300 ლარს.

6. საქონლის (მომსახურების) მიწოდების ასანაზღაურებლად წარდგენილი ფაქტობრივი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლად რეგისტრაციისას წარდგენილი საქონლის (მომსახურების) განფასებაში დაფიქსირებულ ღირებულებას.

მუხლი 5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი

კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) სმარტფონის მიმწოდებელია ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით სამინისტროში რეგისტრირებული პირი.

 

 დანართი №1.2.6

 

ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებების შესრულების ინდიკატორები

კომპონენტის ღონისძიებებში შედის წინა წლებში კომპონენტის ფარგლებში შესყიდული დამხმარე საშუალებების გაცემა. ამასთან, სხვადასხვა პარამეტრების (ზომის ან სხვა მახასიათებლების) მქონე ერთი და იგივე სახეობის დამხმარე საშუალების შემთხვევაში, მოსარგებლის/მის კანონიერ წარმომადგენლს შეუძლია თავად მოირგოს/აირჩიოს სასურველი პარამეტრების დამხმარე საშუალება.

მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება:

ა) ყავარჯნის, ხელჯოხ-ყავარჯნის ან გადასაადგილებელი ჩარჩოს საჭიროების მქონე შშმ პირები და ხანდაზმულები (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან);

ბ) უსინათლოთა ხელჯოხის საჭიროების მქონე მხვედველობადაქვეითებული შშმ პირები.

2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე, პირი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) შშმ პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემიდან ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ პირი არის შშმ;

გ) პირზე გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია – ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების საჭიროება შესაბამისი სახეობის მითითებით (გარდა, უსინათლოთა ხელჯოხის საჭიროების მქონე მხედველობადაქვეითებული შშმ იმ პირებისა, რომელთა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით მოთხოვნილ დოკუმენტში მითითებულია, რომ ეს პირები არიან უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული მკვეთრად გამოხატული შშმ პირები ან შშმ ბავშვები);

დ) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:

დ.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

დ.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი.

მუხლი 4. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი

კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი. 

მუხლი 5. კომპონენტის ბიუჯეტი

1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 6 340 ლარით.

2. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსებისათვის.

3. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ ზრუნვის სააგენტოსთვის არაუგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი, გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა). წარდგენილი მომსახურება ექვემდებარება ანაზღაურებას არაუგვიანეს მომდევნო თვის ამოწურვამდე. ამასთან, ანაზღაურებისას შესრულებული სამუშაოს წარდგენის ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

4. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტი ყავარჯნის შემთხვევაში შეადგენს არაუმეტეს 60 ლარს, იდაყვის ყავარჯნის შემთხვევაში – არაუმეტეს 40 ლარს, გადასაადგილებელი ჩარჩოების შემთხვევაში არაუმეტეს 100 ლარს.

5. საქონლის (მომსახურების) მიწოდების ასანაზღაურებლად წარდგენილი ფაქტობრივი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლად რეგისტრაციისას წარდგენილი საქონლის (მომსახურების) განფასებაში დაფიქსირებულ ღირებულებას.

დანართი №1.2.6.1

 

ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის ქვეკომპონენტი

მუხლი 1. ქვეკომპონენტის ამოცანა

ქვეკომპონენტის ამოცანაა საპილოტე პროექტის ფარგლებში გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით სამიზნე ჯგუფის ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.

მუხლი 2. ქვეკომპონენტის ღონისძიებების შესრულების ინდიკატორები

1. ქვეკომპონენტის ღონისძიებებში შედის:

ა) „ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტის“ (№1.2.6 დანართი) ფარგლებში შესყიდული, ზრუნვის სააგენტოს ბალანსზე რიცხული დამხმარე საშუალებების გადაცემა სამეგრელო-ზემო-სვანეთის და ქუთაისის მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის შემდგომი განკარგვის მიზნით შერჩეული სამედიცინო დაწესებულებებისა და დამხმარე საშუალებების სახეობებისა და რაოდენობების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია ზრუნვის სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით;

ბ) ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სასწავლო კურსის შესაბამისი სერტიფიკატის მქონე პერსონალის მიერ ამ ქვეკომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების ადგილზე შერჩევა, მორგება, სწავლება და გაცემა.

2. სხვადასხვა პარამეტრების (ზომის ან სხვა მახასიათებლების) მქონე ერთი და იმავე სახეობის დამხმარე საშუალების შემთხვევაში, მოსარგებლის/მის კანონიერ წარმომადგენლს შეუძლია თავად აირჩიოს სასურველი პარამეტრების დამხმარე საშუალება.

მუხლი 3. ქვეკომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეკომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან ყავარჯნის, ხელჯოხ-ყავარჯნის ან გადასაადგილებელი ჩარჩოს საჭიროების მქონე პირები.

2. ამ ქვეკომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე პირი განცხადებით მიმართავს საპილოტე პროექტში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებას.

3. სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი სერტიფიკატის მქონე პერსონალი სამედიცინო დოკუმენტაციაში (ამბულატორიული ბარათი) აკეთებს ჩანაწერს, რომელშიც აღნიშნული იქნება ამ ქვეკომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების საჭიროება შესაბამისი სახეობის მითითებით.

მუხლი 4. ქვეკომპონენტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების მიმწოდებელი

1. 1.2.6 დანართში რეგისტრირებული ორგანიზაცი(ებ)ი ზრუნვის სააგენტოს აწვდის ამავე დანართის მე-2 მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ დამხმარე საშუალებებს შესაბამისი რაოდენობით. მომსახურების ანაზღაურება მოხდება, ზრუნვის სააგენტოსა და 1.2.6 დანართში რეგისტრირებულ ორგანიზაციას შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, არაუგვიანეს აქტს გაფორმებიდან 15 სამუშაო დღისა.

2. მომსახურების მიმწოდებელია ამავე დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულებები, რომლებსაც დამხმარე საშუალებებს გადასცემს ზრუნვის სააგენტო.

 დანართი №1.2.7

 

უსინათლოთა ხელჯოხებით უზრუნველყოფის კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის უსინათლოთა თეთრი ხელჯოხებით უზრუნველყოფა და მათი ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებების შესრულების ინდიკატორები

კომპონენტით უზრუნველყოფილია:

ა) თეთრი ხელჯოხების მოსარგებლეზე საჭიროებისამებრ ინდივიდუალური მორგება და გაცემა;

ბ) თეთრი ხელჯოხის გამოყენებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევა. ასევე, შესაბამისი ტრენინგების ჩატარება.

მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება უსინათლოთა ხელჯოხის საჭიროების მქონე მკვეთრად გამოხატული შშმ უსინათლო და მხვედველობადაქვეითებული შშმ პირები, ასევე, მხედველობის პრობლემების მქონე შშმ ბავშვები.

2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე, პირი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) შშპ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან შშმ პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემიდან ამონაწერი, რომელშიც მითითებული იქნება შესაბამისი დიაგნოზი (უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული) და ამ კომპონენტით გათვალისწინებული თეთრი ხელჯოხის საჭიროება. აღნიშნული სტატუსი ფიქსირდება შშმ პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემაში;

გ) იმ შემთხვევაში, თუ შშმ პირს აღნიშნული სტატუსი მუდმივად გადამოწმების გარეშე დადგენილი აქვს გასულ წლებში (გარდა მიმდინარე წლისა) და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტში არსებული ჩანაწერი დიაგნოზისა და დამხმარე საშუალების საჭიროების დასაბუთების შესახებ არ არის საკმარისი ამ კომპონენტით განსაზღვრული დამხმარე საშუალების მისაღებად, აღნიშნული ფორმის ნაცვლად შესაძლებელია, წარმოდგენილ იქნეს:

გ.ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებული იქნება შესაბამისი დიაგნოზი და თეთრი ხელჯოხის საჭიროება;

გ.ბ) საექიმო შრომითი საექსპერტო კომისიის (შემდგომში – სშსკ) მიერ საქართველოს უსინათლოთა კავშირიდან წინა წლებში მოსარგებლეებზე გაცემული უსინათლო და მცირე მხედველთა სააღრიცხვო ბარათი (ცნობა) შშმ პირის სტატუსის (უვადო) მინიჭების შესახებ;

გ.გ) სშსკ-ის მიერ ყოფილი საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს სხვადასხვა რაიონული განყოფილებებიდან წინა წლებში მოსარგებლეებზე გაცემული, შშმ სტატუსის (უვადოდ) დამადასტურებელი ფორმის ამონაწერი;

გ.დ) სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოსარგებლეზე გაცემული ცნობა შშმ პირის სტატუსის მხედველობის პრობლემების საფუძველზე (უვადოდ) მინიჭების თაობაზე;

დ) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:

დ.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

დ.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი.

მუხლი 4. კომპონენტის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 9 000 ლარით.

2. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის/მომსახურების დაფინანსებისათვის.

3. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) – თეთრი ხელჯოხის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ არაუგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მოსარგებლის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას არაუგვიანეს მომდევნო თვის ამოწურვამდე. ამასთან, ანაზღაურებისთვის საჭირო დოკუმენტის წარდგენისთვის განსაზღვრულ ვადაზე ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი დოკუმენტი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

4. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტი თეთრი ხელჯოხის შემთხვევაში შეადგენს 150 ლარს (ხელჯოხის ღირებულება და შესაბამისი ტრენინგის ანაზღაურება).

6. საქონლის (მომსახურების) მიწოდების ასანაზღაურებლად წარდგენილი ფაქტობრივი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლად რეგისტრაციისას წარდგენილი საქონლის (მომსახურების) განფასებაში დაფიქსირებულ ღირებულებას.

მუხლი 5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი

1. საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელია პირი, რომელთანაც ზრუნვის სააგენტოს დადებული აქვს ხელშეკრულება კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ და რომელიც რეგისტრირებულია სამინისტროს მიერ ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-3 მუხლის შესაბამისად.

2. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოსარგებლეებზე გასაცემი თეთრი ხელჯოხების ინდივიდუალური მორგება საერთაშორისო სტანდარტისა და ზოგადი დიზაინის მოთხოვნების შესაბამისად. 

დანართი №1.3

ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა

 მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებების შესრულების ინდიკატორები

ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:

ა) საქართველოს მინიმუმ რვა რეგიონში 10 ჟესტური ენის თარჯიმნის (თითოეულ ამ რეგიონში მინიმუმ ერთი ჟესტიკური ენის თარჯიმნისა), ხოლო ქ. თბილისში არანაკლებ 4 ჟესტური ენის თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფას;

ბ) ჟესტური ენის თარჯიმანთა შერჩევას და მათ მიერ გაწეული მომსახურების მონიტორინგს (რომელიც უნდა განახორციელოს ქვეპროგრამის მიმწოდებელი ორგანიზაციის სათანადოდ უფლებამოსილმა პირმა – კოორდინატორმა);

გ) ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული ჟესტიკური ენის თარჯიმნის მომსახურების შესახებ ინფორმაციის განთავსებას საჯარო დაწესებულებებში (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, სასამართლო სისტემაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სსიპ – სახელმწიფო მომსახურების განვითარების სააგენტო და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, აგრეთვე, ზრუნვის სააგენტოსა და სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულები);

დ) ჟესტური ენის თარჯიმნის მეშვეობით, ყრუთა ინფორმირებას სახელმწიფო მომსახურებების შესახებ, ასევე, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში: საყოფაცხოვრებო, საგანმანათლებლო (სკოლა, პროფესიული, უმაღლესი), სკოლამდელი აღზრდის, სამედიცინო და რელიგიურ დაწესებულებებში მომსახურების მისაღებად საჭირო კომუნიკაციის ხელშეწყობას;

ე) ქვეპროგრამის მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების გაწევისას მიღებული პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან საქართველოში მცხოვრები ყრუ პირები.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 80 000 ლარით.

2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება მიღებული მომსახურების საათების დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების საათების რაოდენობაზე. მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით, ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მოსარგებლის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა). ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

4. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება საათობრივად, ერთი საათის ღირებულება შეადგენს 13 ლარს, თვეში ანაზღაურდება არაუმეტეს 600 საათისა.

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით სამინისტროში რეგისტრირებული პირი.

დანართი №1.4

 

სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამის ამოცანაა დიდი ზომის პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერა, ინსტიტუციონალიზაციის პრევენცია, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და სოციალური ინტეგრაცია ალტერნატირული მომსახურების განვითარების გზით.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 9 000 000 ლარით.

2. ქვეპროგრამის დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებით.

მუხლი 3. ქვეპროგრამის კომპონენტები

1. ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი:

ა) 18 წლისა და უფროსი ასაკის შშმ პირები, ასევე აღნიშნული კატეგორიის მოსარგებლეთა 18 წლამდე ასაკის შვილები, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს;

ბ) ხანდაზმულები (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან).

2. შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისათვის მცირე საოჯახო ტიპის მომსახურების უზურუნველყოფის კომპონენტები;

ა) შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობის მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ბ) ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტი;

გ) ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა მცირე საოჯახო ტიპის მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი.

3. 18 წლის და მეტი ასაკის ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტი.

4. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტი.

მუხლი 4. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

მუხლი 5. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

  1. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ზრუნვის სააგენტო, რომელიც მულტიდისციპლინური გუნდის ფორმირების მიზნით განახორციელებს შტატგარეშე მოსამსახურეების აყვანას (არაუმეტეს 10 ერთეულისა), საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ლიმიტის ფარგლებში, სამინისტროსთან შეთანხმებული რაოდენობით.

  2. ზრუნვის სააგენტო ქმნის მულტიდისციპლინურ გუნდს (რომელიც შედგება სოციალური მუშაკისაგან, ფსიქიატრისაგან, ფსიქოლოგისაგან ან/და, გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად, ოკუპაციური თერაპევტისაგან, ექიმისაგან ან/და სხვა სპეციალისტისაგან) საჭიროების შემთხვევაში, ამ დანართის მე-3 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული სამიზნე ჯგუფის დამატებით შესაფასებლად. ამასთანავე, ზრუნვის სააგენტო ამტკიცებს მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის წესს და უფლებამოსილია, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მულტიდისციპლინურ გუნდს დაავალოს სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

დანართი №1.4.1

ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

ქვეპროგრამის ამოცანაა ხანდაზმულთა და შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და სოციალური ინტეგრაცია ალტერნატიული მომსახურების განვითარების გზით.

მუხლი 2. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება:

ა) 18 წლისა და უფროსი ასაკის შშმ პირები, ასევე აღნიშნული კატეგორიის მოსარგებლეთა 18 წლამდე ასაკის შვილები, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს;

ბ) ხანდაზმულები (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან).

მუხლი 3. კომპონენტის ღონისძიებების შესრულების ინდიკატორები

1. ხანდაზმულთა და შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტით ფარგლებში უზრუნველყოფილია:

ა) არაუმეტეს 24 მოსარგებლეზე გათვლილი საცხოვრებeლი, ყოველდღიური მომსახურებითა და სამჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;

ბ) საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარება, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების ორგანიზება, 2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებზე (შემდგომში – ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები) (მათ შორის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის და სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სხვადასხვა დაავადებათა სკრინინგის პროგრამების შესახებ) ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა, მედიკამენტების აბების გამანაწილებლი;

გ) დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლების მიზნით, მოსარგებლებისათვის ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენა და განხორციელება;

დ) პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, მოსარგებლების ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და სურვილის გათვალისწინებით – ხელობის შერჩევა, სწავლება და პრაქტიკული გამოყენების, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარებისა და გამოცდილების შეძენასა და დასაქმებაში ხელშეწყობა;

ე) სურვილის, ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფა;

ვ) საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 4. კომპონენტის დაფინანსება

1. მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომლის დღიური დაფინანსების ოდენობა ხანდაზმული მოსარგებლის შემთხვევაში შეადგენს 30 ლარს, შშმ პირის შემთხვევაში – 35 ლარს, „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – 40 ლარს.

2. ქვეპროგრამის დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილების შესაბამისად.

3. ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (ორგანიზაციაში მოსარგებლის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ მოსარგებლის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე), მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მოსარგებლის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

4. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

დანართი №1.4.2

შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის მცირე საოჯახო ტიპის მომსახურების უზრუნველყოფის კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

ქვეპროგრამის ამოცანაა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის უზრუნველყოფა, ინსტიტუციონალიზაციის პრევენცია, ზრდასრულ შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და სოციალური ინტეგრაცია მცირე საოჯახო ტიპის მომსახურების განვითარების გზით.

მუხლი 2 . კომპონენტის ქვეკომპონენტები

ა) შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი;

ბ) ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი;

გ) ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა მცირე საოჯახო ტიპის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი.

მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება 18 წლისა და უფროსი ასაკის ფსიქიკური აშლილობისა და ინტელექტუალური განვითარების შეფერხების მქონე, შშმ პირები, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ თავის მოვლისა და კომუნიკაციის ბაზისური უნარ-ჩვევები, შეფასებულნი არიან მულტიგუნდის მიერ; ასევე აღნიშნული კატეგორიის მოსარგებლთა 18 წლამდე ასაკის შვილები, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს, შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) მინდობით აღზრდიდან, ასევე სხვა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან გადასაყვანი მოსარგებლები;

ბ) ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მკურნალობაზე მყოფი პირები, რომლებიც აღარ საჭიროებენ სტაციონარულ მომსახურებას და ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფარში მყოფი პირები;

გ) პირები, რომლებსაც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში უფრო ადრე აქვთ წარდგენილი განაცხადი არაფულადი მომსახურების თაობაზე;

დ) ამ ქვეკომპონენტის სამიზნე ჯგუფს არ განეკუთვნებიან პირები მძიმე კოგნიტური დარღვევებით (F01F05, F73-F79).

2. ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტის სამიზნე ჯგუფია ზრუნვის სააგენტოს ფილიალების 18 წლისა და უფროსი ასაკის მქონე მოსარგებლები.

3. ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა 24-საათიანი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი, რომლის სამიზნე ჯგუფია 18 წლისა და უფროსი ასაკის ფსიქიკური აშლილობისა და ინტელექტუალური განვითარების შეფერხების მქონე, ასევე მძიმე კოგნიტური დარღვევებით (F73-F79, F84.0, F84.1) შშმ პირები, რომელთაც აღენიშნებათ ფსიქოსოციალური ფუნქციონირების ღრმა მოშლა და არ აქვთ შესაბამისი მხარდამჭერი გარემო და რომლებიც შეფასებულნი არიან მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) მინდობით აღზრდიდან, ასევე სხვა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან გადასაყვანი მოსარგებლეები;

ბ) ის პირები, რომლებსაც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში უფრო ადრე აქვთ წარდგენილი განაცხადი არაფულადი მომსახურების თაობაზე.

მუხლი 4. კომპონენტის ღონისძიებების შესრულების ინდიკატორები

1. კომპონენტის ღონისძიებებია:

ა) შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის შემთხვევაში უზრუნველყოფილია:

ა.ა) არაუმეტეს 6 მოსარგებლეზე გათვლილი 24-საათიანი ოჯახური ტიპის საცხოვრებლი;

ა.ბ) მომსახურების პიროვნებაზე ორიენტირებული (პერსონა – ცენტრული) გეგმის შედგენა და ამ გეგმის შესაბამისად, მოსარგებლთა მაქსიმალური ფუნქციური დამოუკიდებლობის ხელშემწყობი მომსახურებება;

ა.გ) მოსარგებლთა სურვილის გათვალისწინებით, სრულფასოვანი კვებიs ან საკვები პროდუქტებით, რომლის მომზადებაც შესაძლებელია ხორციელდებოდეს თავად მოსარგებლთა მიერ;

ა.დ) საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების ორგანიზება;

ა.ე) დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება-სწავლება და საჭიროებისამებრ მხარდაჭერა;

ა.ვ) წინაპროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა (მოსარგებლების ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და სურვილის გათვალისწინებით, ხელობის შერჩევას, სწავლებისა და პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა);

ა.ზ) მოსარგებლთა მომსახურებისგან დამოუკიდებლად ცხოვრების მხარდაჭერისთვის დასაქმებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობას, მათი შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით;

ა.თ) ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;

ა.ი) საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშემწყობი სხვადასხვა კულტურული, სპორტული, რეკრეაციული ღონისძიებების განხორციელებას.

ბ) ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის შემთხვევაში უზრუნველყოფილია:

ბ.ა) არაუმეტეს 6 მოსარგებლეზე გათვლილი 24-საათიანი ოჯახური ტიპის საცხოვრებლით უზრუნველყოფა;

ბ.ბ) მომსახურების პიროვნებაზე ორიენტირებული (პერსონა – ცენტრული) გეგმის შედგენა და ამ გეგმის შესაბამისად მოსარგებლთა მაქსიმალური ფუნქციური დამოუკიდებლობის ხელშემწყობი მომსახურებებით უზრუნველყოფა;

ბ.გ) მოსარგებლთა სურვილის გათვალისწინებით სრულფასოვანი კვებით ან საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა, რაც შესაძლებელია ხორციელდებოდეს თავად მოსარგებლთა მიერ;

ბ.დ) საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების ორგანიზება;

ბ.ე) საყოფაცხოვრებო (მ.შ. თვითმოვლის) უნარ-ჩვევების განვითარება-სწავლება და მხარდაჭერა საჭიროებისამებრ;

ბ.ვ) მოსარგებლთა მომსახურებისგან დამოუკიდებლად ცხოვრების მხარდაჭერისთვის დასაქმებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მათი შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით;

ბ.ზ) ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფა;

ბ.თ) მოსარგებლების საჭიროებიდან გამომდინარე, მათი ადაპტირებული, თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების შესაძლებლობით უზრუნველყოფა;

ბ.ი) ასისტენტის მომსახურება (არაუმეტეს 3 მოსარგებლზე 1 ასისტენტი მომსახურებაში არანაკლებ 1 ასისტენტი ღამის განმავლობაში):

ბ.კ) ასისტენტს პროფესიულ ზედამხედველობას უწევს შემთხვევის მართვის მენეჯერი (9 მოსარგებლეზე 1 შემთხვევის მართვის მენეჯერი), არის დამოუკიდებელი ქცევის თერაპევტი ან პროფესიული ზედამხედველი, რომელიც არის პროფესიით ფსიქოლოგი, აქვს დამოუკიდებელი პრაქტიკა:

ბ.კ.ა) პროფესიულ ზედამხედველობის ფარგლებში, შემთხვევის მართვის მენეჯერი უზრუნველყოფს:

ბ.კ.ბ) მოსარგებeლის ინტერესებისა და შესაძლებლობების შეფასებასა და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენას;

ბ.კ.გ) მოსარგებლთან მომუშავე სპეციალისტებისთვის რეკომენდაციების მიწოდებასა და მხარდაჭერას;

ბ.კ.დ) დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით საჭირო უნარების განვითარებასა და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერას;

ბ.კ.ე) საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას;

ბ.კ.ვ) ასისტენტის ჩართვის საჭიროების განსაზღვრას;

ბ.კ.ზ) ასისტენტის სამუშაო საათების დადგენას;

ბ.კ.თ) ასისტენტის პროფესიულ ზედამხედველობას;

ბ.კ.ი) ასისტენტისთვის სამუშაო რეკომენდაციების გაცემას;

ბ.ლ) საჭიროების შემთხვევაში, მომვლელის მომსახურებით უზრუნველყოფაა (2 მოსარგებლზე 1 მომვლელი);

ბ.მ) მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომელშიც შედიან ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი, ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკი და ექიმი (მოსარგებლის საჭიროებიდან გამომდინარე მოწვეული სპეციალისტიც; მეტყველების თერაპევტი, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირების შემთხვევაში – ფსიქიატრი, ფუნქციური მხედველობის შესაფასებლად – ორიენტაცია-მობილობის სპეციალისტი, სმენის პრობლემების შემთხვევაში – აუდიოლოგი და სხვ.) მოსარგებლის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავებასა და მისი შესრულებისა და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფას.

გ) ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა მცირე საოჯახო ტიპის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის შემთხვევაში უზრუნველყოფილია:

გ.ა) არაუმეტეს 3 მოსარგებლეზე გათვლილი 24-საათიანი ოჯახური ტიპის საცხოვრებლი უზრუნველყოფა შემდეგის გათვალისწინებით:

გ.ა.ა) მოსარგებლის საჭიროებიდან გამომდინარე, ფიზიკური გარემო მოსარგებლეთა თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების შესაძლებლობით;

გ.ა.ბ) თვითდაზიანების პრევენციისთვის, რისკის მინიმუმამდე შემცირების მიზნით საჭირო გარემოთი და აღჭურვილობით (საჭიროების გათვალისწინებით რბილი ოთახი, მულტისენსორული ოთახი);

გ.ა.გ) იზოლირებული სივრცე ინდივიდუალური თერაპიებისთვის;

გ.ა.დ) საძინებლი არაუმეტეს ორი მოსარგებლისთვის და ერთ მოსარგებლეზე არანაკლებ 8 მ² ფართობისა, ხოლო მძიმე და ღრმა ინტელექტუალური შეფერხების მქონე მოსარგებლის შემთხვევაში, ცალკე გამოყოფილი საძინებელი ოთახით.

გ.ბ) ასისტენტის მომსახურებებით უზრუნველყოფას (საჭიროების მქონე 1 მოსარგებლეზე 1 ასისტენტი დღის განმავლობაში და მომსახურებაში არანაკლებ 1 ასისტენტი ღამის განმავლობაში):

გ.ბ.ა) რომელსაც ზედამხედველობას უწევს შემთხვევის მართვის მენეჯერი, არის დამოუკიდებელი ქცევის თერაპევტი ან პროფესიული ზედამხედველი და კონსულტანტი რთული ქცევის მართვის საკითხებში, რომელიც არის პროფესიით ფსიქოლოგი, აქვს დამოუკიდებელი პრაქტიკა და შეუძლია რთული ქცევის მართვაზე პროფესიული ზედამხედველობის განხორციელება;

გ.ბ.ბ) შემთხვევის მართვის მენეჯერი უზრუნველყოფს (3 მოსარგებელზე 1 შემთხვევის მართვის მენეჯერი):

გ.ბ.ბ.ა) რთული ქცევის შეფასებას;

გ.ბ.ბ.ბ) მოსარგებლის განვითარების შეფასებასა და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენას;

გ.ბ.ბ.გ) მოსარგებლის ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობას;

გ.ბ.ბ.დ) მოსარგებლესთან მომუშავე სპეციალისტებისთვის რეკომენდაციების მიწოდებასა და მხარდაჭერას;

გ.ბ.ბ.ე) დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით საჭირო უნარების განვითარებასა და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერას;

გ.ბ.ბ.ვ) საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას;

გ.ბ.ბ.ზ) ასისტენსი საჭიროების განსაზღვრას;

გ.ბ.ბ.თ) სამუშაო საათების დადგენას;

გ.ბ.ბ.ი) პროფესიულ ზედამხედველობას;

გ.ბ.ბ.კ) სამუშაო რეკომენდაციების გაცემას;

გ.ბ.ბ.ლ) სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიისა და ტექნიკების მონიტორინგს;

გ.გ) მოსარგებლთა სურვილის გათვალისწინებით, სრულფასოვანი კვებით ან საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას;

გ.დ) საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების ორგანიზებას;

გ.ე) შესაძლებლობის გათვალისწინებით, საყოფაცხოვრებო (მათ შორის, თვითმოვლის) უნარ-ჩვევების განვითარება-სწავლებასა და მხარდაჭერას;

გ.ვ) წინაპროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობას (მოსარგებლების ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და სურვილის გათვალისწინებით, ხელობის შერჩევა, სწავლებისა და პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა);

გ.ზ) მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომელშიც შედიან ფსიქოლოგი (ქცევის თერაპევტი), ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქიატრი, სოციალური მუშაკი, მხარდამჭერი (ასევე საჭიროებების გათვალისწინებით, სხვა სპეციალისტები) მოსარგებლის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავებასა და მისი შესრულებისა და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფას;

გ.თ) სურვილის, ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;

გ.ი) საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშემწყობი სხვადასხვა კულტურული, სპორტული, რეკრეაციული ღონისძიების განხორციელებას;

გ.კ) საჭიროების შემთხვევაში მომვლელის მომსახურებით უზრუნველყოფას (2 მოსარგებლზე 1 მომვლელი).

2. მოსარგებლთა მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაში, მომსახურება უზრუნველყოფს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის ორგანიზებას, მეთვალყურეობასა და ზრუნვას, რაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება ზრუნვის სააგენტოს.

3. კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის სხვა საკითხები, რეგულირდება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად.

4. ამ კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურებით ერთდროულად მოსარგებლე პირთა რაოდენობა, ამ ქვეპროგრამის პირველი ქვეკომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში – 46-ს, მეორე ქვეკომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში – 55-ს, მესამე ქვეკომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში − 5 -ს.

მუხლი 5. კომპონენტის დაფინანსება

1. მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომლის დღიური დაფინანსების ოდენობა მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში შეადგენს – 40 ლარს, „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში – 70 ლარს, „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში − 100 ლარს.

2. ქვეპროგრამის დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილების შესაბამისად.

3. ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (ორგანიზაციაში მოსარგებლის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ მოსარგებლის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე), მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მოსარგებლის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

4. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

დანართი №1.4.3

18 წლის და მეტი ასაკის ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

ქვეპროგრამის ამოცანაა დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობა, ინსტიტუციონალიზაციის პრევენცია, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და სოციალური ინტეგრაცია ალტერნატირული მომსახურების განვითარების გზით.

მუხლი 2. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

18 წლის და მეტი ასაკის ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან ზრუნვის სააგენტოს ფილიალებისა და ამავე ქვეპროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული სათემო ორგანიზაციების მომსახურების მიმღები პირები, ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფარში მყოფი პირები და ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მკურნალობაზე მყოფი პირები, რომლებიც აღარ საჭიროებენ სტაციონარულ მომსახურებას და ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფარში მყოფი პირები შეფასებულ უნდა იყვნენ მომსახურების მიმწოდებელი შესაბამისი დაწესებულების სოციალური მუშაკისა და ფსიქიატრის მიერ და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციით − ფორმა №IV-100/ა-თი უნდა დგინდებოდეს ფსიქოსოციალური ფუნქციონირების ღრმა მოშლა, სოციალური მუშაკის დასკვნაში აღნიშნული უნდა იყოს, რომ პირს არ აქვს შესაბამისი მხარდამჭერი გარემო და მულტიდისციპლინური გუნდი რეკომენდაციას უწევს პირის მომსახურებაში ჩარიცხვას.

მუხლი 3. კომპონენტის ღონისძიებების შესრულების ინდიკატორები

  1. კოპონენტის ღონისძიებებია:

ა) არაუმეტეს 12 მოსარგებლეზე გათვლილი ოჯახური ტიპის საცხოვრებლით უზრუნველყოფას;

ბ) მომსახურების პიროვნებაზე ორიენტირებული (პერსონაცენტრული) გეგმის შედგენას პერიოდულად (არაუგვიანეს 6 თვეში ერთხელ) გადახედვას/შეფასებას და ამ გეგმის შესაბამისად მოსარგებლთა მაქსიმალური ფუნქციური დამოუკიდებლობის ხელშემწყობი მომსახურებებით უზრუნველყოფას;

გ) მოსარგებლთა სურვილის გათვალისწინებით, სრულფასოვანი კვებით ან საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას (მინიმუმ სამჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი), რაც შესაძლებელია ხორციელდებოდეს თავად მოსარგებლთა მიერ;

დ) საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების ორგანიზებას;

ე) საჭიროების მიხედვით, შესაბამისი ფსიქიატრიული მომსახურების ორგანიზების უზრუნველყოფას;

ვ) საყოფაცხოვრებო (მ. შ., თვითმოვლის) უნარ-ჩვევების განვითარება-სწავლება და მხარდაჭერა, საჭიროებისამებრ;

ზ) მოსარგებლთა მომსახურებისგან დამოუკიდებლად ცხოვრების მხარდაჭერისთვის დასაქმებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობას, მათი შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით;

თ) პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;

ი) მოსარგებლების საჭიროებიდან გამომდინარე, მათი ადაპტირებული, თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების შესაძლებლობით უზრუნველყოფას;

კ) ასისტეტნტის მომსახურებებით უზრუნველყოფას (არაუმეტეს 4 მოსარგებლზე 1 ასისტენტი დღე-ღამის განმავლობაში):

კ.ა) რომელსაც ზედამხედველობას უწევს შემთხვევის მართვის მენეჯერი (12 მოსარგებლზე 1 შემთხვევის მართვის მენეჯერი), არის დამოუკიდებელი ქცევის თერაპევტი ან პროფესიული ზედამხედველი, რომელიც პროფესიით შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების მედიკოსი, ფსიქოლოგი, ექთანი ან სოციალური მუშაკი და აქვს დამოუკიდებელი პრაქტიკა;

კ.ბ) შემთხვევის მართვის მენეჯერი უზრუნველყოფს:

კ.ბ.ა) მოსარგებელის ინტერესებისა და შესაძლებლობების შეფასებასა და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენას;

კ.ბ.ბ) მოსარგებლთან მომუშავე სპეციალისტებისთვის რეკომენდაციების მიწოდებასა და მხარდაჭერას;

კ.ბ.გ) დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით, საჭირო უნარების განვითარებასა და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერას;

კ.ბ.დ) საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას;

კ.ბ.ე) ასისტენტის საჭიროების განსაზღვრას;

კ.ბ.ვ) ასისტენტის სამუშაო საათების დადგენას;

კ.ბ.ზ) ასისტენტის პროფესიულ ზედამხედველობას;

კ.ბ.თ) ასისტენტისთვის სამუშაო რეკომენდაციების გაცემას.

ლ) მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომელშიც შედიან შემთხვევის მართვის მენეჯერი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, ფსიქიატრი, მოსარგებლის საჭიროებიდან გამომდინარე, მოწვეული სპეციალისტი, მოსარგებლის მომსახურების პიროვნებაზე ორიენტირებული (პერსონაცენტრული) გეგმის შემუშავებასა და მისი შესრულებისა და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფას.

მუხლი 4. კომპონენტის დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომლის დღიური დაფინანსება შეადგენს 100 ლარს.

2. ქვეპროგრამის დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილების შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (ორგანიზაციაში მოსარგებლის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ მოსარგებლის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე), მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მოსარგებლის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები (ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლის/დაზარალებულის (მასზე დამოკიდებული არასრულწლოვანი პირების) შემთხვევაში პერსონალური მონაცემების დაფარვით), რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

4. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით (ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლის/დაზარალებულის (მასზე დამოკიდებული არასრულწლოვანი პირების) შემთხვევაში პერსონალური მონაცემების დაფარვით).

5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის სხვა საკითხები რეგულირდება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად.

6. ამ კომპონენტის მომსახურებაში ჩარიცხვას ითანხმებს ზრუნვის სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია. კომპონენტით გათვალისწინებულ მომსახურებებში ჩარიცხვის/ამორიცხვის/შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობა-მზრუნველობის საბჭო/საბჭოს თავმჯდომარე.

7. ამ კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურებით ერთდროულად მოსარგებლე პირთა რაოდენობა შეადგენს 120-ს.

 

დანართი №1.4.4

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

 „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ და „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა თავშესაფრით უზრუნველყოფა.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებების შესრულების ინდიკატორები

1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს:

ა) 24-საათიანი საცხოვრისით უზრუნველყოფას, რაც გულისხმობს:

ა.ა) უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფას;

ა.ბ) დღის განმავლობაში არანაკლებ სამჯერად კვებას;

ა.გ) ჰიგიენის საშუალებებით უზრუნველყოფას;

ა.დ) საჭიროების შემთხვევაში, სეზონისა და ასაკის შესაბამისი ტანსაცმლით უზრუნველყოფას;

ბ) მოსარგებლის ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას/დახმარებას;

გ) მოსარგებლის სამედიცინო მომსახურების ორგანიზებასა და მიღებაში მხარდაჭერას;

დ) მოსარგებლის სამართლებრივი დახმარებით უზრუნველყოფას;

ე) მომსახურების განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა დამატებითი საჭიროებებით, მათ შორის, თარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფას;

ვ) მომსახურების ინდივიდუალური გეგმის/შემთხვევის მართვის გეგმის შემუშავებას თავშესაფარში მოთავსებიდან 30 დღის განმავლობაში და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფას არანაკლებ 6 თვეში ერთხელ.

მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება/განეკუთვნებიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ან/და სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლი/დაზარალებული მასზე დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად.

2. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მოსარგებლის თავშესაფარში მიღებისა და თავშესაფრიდან გაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მიმწოდებელი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების სფუძველზე.

3. ამ კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურებით ერთდროულად მოსარგებლე პირთა რაოდენობა არ აღემატება ქ. ბათუმში – 10 პირს, ქ. ქუთაისში – 15 პირს, ქ. გორში – 24 პირს, ქ. თბილისში – 24 პირს; ქ. სიღნაღში – 15 პირს.

მუხლი 4. კომპონენტის დაფინანსება

1. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომლის დღიური დაფინანსების ოდენობა ერთ პირზე შეადგენს – 35 ლარს, ხოლო შშმ პირის ან/და შშმ ბავშვის შემთხვევაში – 40 ლარს.

2. ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მოსარგებლის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები (ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლის/დაზარალებულის (მასზე დამოკიდებული არასრულწლოვანი პირების) შემთხვევაში პერსონალური მონაცემების დაფარვით), რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

3. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით. (ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლის/დაზარალებულის (მასზე დამოკიდებული არასრულწლოვანი პირების) შემთხვევაში პერსონალური მონაცემების დაფარვით).

მუხლი 5. კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

დანართი №1.5

ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის პირთა სამკურნალო-პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო მომსახურებების გაწევა.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებების შესრულების ინდიკატორები

ინდივიდუალური სამკურნალო-პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო კურსის (შემდგომში – ინდივიდუალური კურსი) ფარგლებში, ქვეპროგრამის ღონისძიებების ფარგლებში უზრუნველყოფილია:

ა) ექიმ-სპეციალისტ(ებ)თან კონსულტაცია;

ბ) ფიზიოთერაპიული და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩატარება;

გ) ბალნეოლოგიური პროცედურების ჩატარება;

დ) სამკურნალო ფიზკულტურისა და მანუალური თერაპიის პროცედურების ჩატარება.

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება შშმ ან ხანდაზმული (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) ომის მონაწილე.

2. ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი განცხადებით მიმართავს ამ დანართის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მიმწოდებელს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;

ბ) ზრუნვის სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პირს მიმდინარე წელს არ უსარგებლია ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით (ინდივიდუალური კურსით);

გ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი (შშმ პირის შემთხვევაში);

დ) ომის მონაწილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა.

3. ამ ქვეპროგრამის მომსახურების მაძიებლები რეგისტრირებული უნდა იყვნენ სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში.

4. პირის ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ დანართის მე-5 მუხლით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი. ამასთან, მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, ზრუნვის სააგენტოსგან გამოითხოვოს ინფორმაცია ქვეპროგრამის ბიუჯეტის ფარგლებში დარჩენილი ასათვისებელი რესურსის თაობაზე.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 20 000 ლარით.

2. 2024 წლის განმავლობაში ერთ პირზე გათვალისწინებულია არაუმეტეს ერთი ინდივიდუალური კურსის ღირებულების დაფინანსება.

3. ინდივიდუალური კურსით გათვალისწინებული მომსახურებების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი. ამასთან, ანაზღაურება ხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით.

4. დაფინანსების მისაღებად, მიმწოდებელი დასრულებული ინდივიდუალური კურსის შესახებ ზრუნვის სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმის ანგარიშს აწვდის ზრუნვის სააგენტოს, არაუგვიანეს ინდივიდუალური კურსის დასრულების თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), რომელიც უზრუნველყოფს ამავე თვის ამოწურვამდე შესაბამისი ვაუჩერის დაფინანსებას ამ მუხლის მე-3 პუნქტის პირობათა გათვალისწინებით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

5. დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარდგენა, ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნილი ფორმით.

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

დანართი №1.6

 

პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის მიზანი

ქვეპროგრამის მიზანია შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა, პერსონალური ასისტირების საშუალებით.

მუხლი 2. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება 18 წლის და მეტი ასაკის შშმ პირები, რომელთაც ესაჭიროებათ პერსონალური ასისტენტის მომსახურება.

2. მომსახურების მიღების მსურველი პირი ქვეპროგრამაში ერთვება სამინისტროს მიერ სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზის ჩატარებაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ მომზადებული პერსონალური ასისტირების საჭირობის შეფასების კითხვარის საფუძველზე.

3. ქვეპროგრამაში ვერ ჩაერთვება:

ა) პირი, რომელიც ცხოვრობს სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში დიდ ინსტიტუციაში, 24-საათიან სათემო და/ან მცირე საოჯახო მომსახურებაში;

ბ) არის ამ ქვეპროგრამის ღონისძიებების მსგავსი შინმოვლის ან პერსონალური ასისტენტის სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამის/მომსახურების მოსარგებლე.

მუხლი 3. პროგრამაში ჩართვის პროცედურა

1. მომსახურების მიღების მსურველი შშმ პირი/მხარდამჭერი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ერთეულს შემდეგი დოკუმენტაციით:

ა) განაცხადის ფორმა; 

ბ) ასისტირების საჭიროების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ პირს ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი;

დ) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერის ასლი (ფორმა №IV-50/4) ან შშმ პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემიდან ამონაწერი.

2. ზრუნვის სააგენტოში საბუთების წარდგენის შემდგომ პროგრამაში ჩასართავად (პერსონალური ასისტენტის მომსახურების მისაღებად), მომსახურების მიღების მსურველი შშმ პირი/მხარდამჭერი/კანონიერი წარმომადგენელი მიმართავს უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებას შეფასების პროცედურის გასავლელად, რომელიც სტანდარტიზებული კითხვარის საფუძველზე განსაზღვრავს მოსარგებლის პერსონალური ასისტირების საჭირობას (რეგულარული/სპეციალიზებული).

3. შეფასების შემდგომ უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულება გასცემს პერსონალური ასისტენტის საჭიროების შეფასების ფორმას/დასკვნას, რომელიც წარედგინება ზრუნვის სააგენტოს მომსახურებაში ჩარიცხვის მიზნით.

4. ზრუნვის სააგენტო განიხილავს პროგრამაში ჩართვის შესახებ მიღებულ განცხადებას და მიღებული დოკუმენტების საფუძველზე იღებს ქვეპროგრამაში ჩართვის გადაწყვეტილებას არაუგვიანეს განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, რასაც უგზავნის მომსახურების მიმღებ პირს საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმწოდებლად რეგისტრირებული ორგანიზაციების სიას და საკონტაქტო ინფორმაციას.

5. ზრუნვის სააგენტო ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირი;

ბ) ფუნქციური შეფასების დაბალი ქულა;

გ) მიმართვის თარიღი;

დ) სოციალურად დაუცველი.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ღონისძიებების შესრულების ინდიკატორები

1. მომსახურების მიმღები პირის ინდივიდუალური საჭიროებისა და სურვილის მიხედვით, შეფასებისას გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად, პერსონალური ასისტირება იყოფა ორ კატეგორიად: რეგულარული და სპეციალიზებული. რეგულარული ასისტირების საჭიროების მქონე პირის შემთხვევაში, მომსახურება ითვალისწინებს თვეში არაუმეტეს 60 საათს, ხოლო სპეციალიზებული ასისტირების საჭიროების მქონე პირის შემთხვევაში, თვეში არაუმეტეს 120 საათს. ასისტირების სახეობა განისაზღვრება მომსახურებაში ჩართვის დროს შეფასების პროცესში.

2. ქვეპროგრამის ღონისძიებების ფარგლებში უზრუნველყოფილია:

ა) ზრუნვის სააგენტოს მიერ მოსარგებლის მომსახურებაში ჩართვის გადაწყვეტილების და შესაბამისი არამატერიალიზებული ვაუჩერის გაცემიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში მომსახურების მიმწოდებლის ვიზიტი საცხოვრებელ ადგილზე და მოსარგებლის მონაწილეობით (საჭიროების შემთხვევაში მხარდამჭერის/მისი კანონიერი წარმომადგენლის დახმარებით) ასისტირების საჭიროებების დეტალური შეფასება. მოსარგებლეს შეუძლია მომსახურების მიმწოდებლის შერჩევა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

ბ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ მოსაგებლის ინდივიდუალური საჭიროებისა და სურვილის მიხედვით, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურის მართვის სტანდარტების“ შესაბამისად, შემდეგი მომსახურებების მიწოდება: კვებაში დახმარება, თავის მოვლა, ჩაცმაში დახმარება, საოჯახო საქმე საყიდლებზე სიარული, მობილობისა და კომუნიკაციის, ჯანმრთელობის დაცვის, რეაბილიტაციისა და განვითარების მხარდაჭერა, მუშაობისა და დასვენების დღის დაგეგმვასა ან/და სხვა აქტივობებში ასისტირება, რაც არ არღვევს ასისტენტის შრომით და სხვა უფლებებს. ამასთან, მომსახურების მიმღები პირი უზრუნველყოფილია მისთვის განკუთვნილი მომსახურების კომპონენტის შერჩევის შესაძლებლობით, რაც გულისხმობს როდის, სად, როგორ და რომელი აქტივობებისა და ამოცანების შესრულებაში გაუწევს დახმარებას პერსონალური ასისტენტი;

გ) შეფასების საფუძველზე მომსახურების მიმწოდებლისა და მომსახურების მიმღები პირის მიერ პერსონალური ასისტენტის შერჩევას (პერსონალურ ასისტენტ(ებ)ად არ შეიძლება შეირჩეს მომსახურების მიმღები პირის შვილები, მშობლები, მეუღლე, და-ძმები ან/და მომსახურების მიმღებ პირთან ერთად მუდმივად მცხოვრები პირები, ასევე სასამართლოს მიერ დანიშნული მხარდამჭერი). საბოლოო გადაწყვეტილებას პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიღების თაობაზე იღებს თავად მომსახურების მიმღები პირი (საჭიროების შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენელის/მხარდამჭერის დახმარებით). ერთი ასისტენტი შეიძლება ემსახურებოდეს რამდენიმე მომსახურების მიმღებ პირს, თუკი ეს ხელს არ უშლის რომელიმე მომსახურების მიმღები პირისთვის მომსახურების სრულად და ხარისხიანად განხორციელებას;

დ) საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების მიმღებ პირთან შეთანხმებით მასთან დაკავშირებულ სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო, სამედიცინო და სხვა სფეროს სპეციალისტთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანამშრომლობას და არსებული ინდივიდუალური მომსახურების გეგმების მიზნების შესაბამისად მომსახურების მიმღები პირის დანიშნული პროცედურების/დავალებების შესრულებაში, უნარების განვითარებაში დახმარებას.

მუხლი 5. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 000 000 ლარით.

2. მომსახურებისთვის გათვალისწინებული დაფინანსების ოდენობა რეგულარული ასისტირების შემთხვევაში შეადგენს თვეში არაუმეტეს 720 ლარს, ხოლო სპეციალიზებული ასისტირების შემთხვევაში – თვეში არაუმეტეს 1 560 ლარს.

3. მომსახურების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი.

4. არამატერიალიზებული ვაუჩერი ფინანსდება არაუგვიანეს მომსახურების გაწევის შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მომსახურების მიმღების (შესაბამის შემთხვევაში მხარდამჭერის/კანონიერი წარმომადგენლის) მიერ წინა თვეში გაწეული მომსახურების მონაცემები სახეობების, ჯერადობისა და მომსახურების ჩატარების ადგილის მითითებით, რაც დადასტურებული უნდა იყოს მომსახურების მიმღების (შესაბამის შემთხვევაში მხარდამჭერის/კანონიერი წარმომადგენლის) ხელმოწერით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი არამატერიალიზებული ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება. 

5. თუ მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ ვიზიტთა რაოდენობა ნახევარი ან მეტია, არამატერიალიზებული ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გამოიანგარიშება მოსარგებლის განხორციელებული ჩატარებული საათების რაოდენობის ნამრავლით რეგულარული ასისტირების შემთხვევაში 12 ლარზე, ხოლო სპეციალიზებული ასისტირების შემთვევაში 13 ლარზე.

6. არამატერიალიზებული ვაუჩერი განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის, არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში. მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ მომსახურების მიმღები პირის საჭიროებათა შეფასების და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის გადახედვის საფუძველზე არამატერიალიზებული ვაუჩერის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ავტომატურად, მათ შორის, წინა წელს ამავე ქვეპროგრამით მოსარგებლეებზე (მათ შორის, მუდმივი შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირის შემთხვევაში).

7. არამატერიალიზებული ვაუჩერი მოქმედებს საპილოტე ტერიტორიულ ერთეულებში შემდეგი ლიმიტების შესაბამისად:

რეგიონი რაოდენობა
თბილისი 50
ქვემო ქართლი 20
შიდა ქართლი 20
სამცხე-ჯავახეთი 10
მცხეთა-მთიანეთი 10
კახეთი 30
იმერეთი 40
გურია 20
სამეგრელო – ზემო სვანეთი 30
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი 10
აჭარა 60
სულ 300

8. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

9. არამატერიალიზებული ვაუჩერის გაუქმების საფუძველი:

ა) მომსახურების მიმღების მიერ მისი ზედიზედ 60 დღის მანძილზე გამოუყენებლობა;

ბ) საპილოტე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული ყველა რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციონირების შეწყვეტა ან ერთდროულად 2 თვეზე მეტი ხნით შეჩერება, რის შესახებ ინფორმაციას მიმწოდებელი ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებს მომსახურების მიმღებს/მხარდამჭერს/კანონიერ წარმომადგენელს, ზრუნვის სააგენტოს და სამინისტროს;

გ) მომსახურების მიმღების საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, როდესაც ახალი საცხოვრებელი ადგილი სცილდება მომსახურების საპილოტე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის არეალს.

10. არამატერიალიზებული ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტო. არამატერიალიზებული ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ავტომატურად იწვევს სამმხრივი ხელშეკრულების გაუქმებას.

11. მომსახურების მიმღების პროგრამაში ხელახლა ჩართვა მოხდება ყველა დადგენილი პროცედურის ხელახლა გავლით.

12. მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ პროგრამისა და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის მომსახურების მართვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის №01-13/ნ ბრძანების შესაბამისად.

13. პერსონალური ასისტირების საჭირობის შეფასების კითხვარის ერთ დადებით შეფასებაზე დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 25 ლარს. თანხის ანაზღაურება ხორციელდება შეფასებაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ ზრუნვის სააგენტოში წარდგენილი შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე.

მუხლი 6. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

 

დანართი №1.7

შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის მიზანი

1. ქვეპროგრამის მიზანია მოსარგებლეთა უფლებების უზრუნველყოფა შინმოვლის მომსახურების მიწოდებით.

2. შინმოვლის ამოცანაა მოვლის საჭიროების მქონე, მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, კერძოდ, მოსარგებლეთა დამოუკიდებლობის მაქსიმალურად ხელშეწყობა ყოველდღიურ ქმედებებში მათთვის ჩვეულ საცხოვრებელ პირობებში, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობითა და ეთიკური ნორმების დაცვით. ასევე მნიშვნელოვანი ამოცანაა რიგ შემთხვევებში ინსტიტუციონალიზაციის და (რე)ჰოსპიტალიზაციის პრევენცია, მოსარგებლის სახელმწიფო ზრუნვაში მოხვედრის ალბათობის შემცირება და ოჯახის მხარდაჭერა/გაძლიერება.

მუხლი 2. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება 18 წლის და მეტი ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომლიც სურვილს გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობაზე და აკმაყოფილებს ამ ქვეპროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ბართელის სკალით შეფასების შედეგად განსაზღვრულ რომელიმე კატეგორიას.

2. ქვეპროგრამაში ვერ ჩაერთვება:

ა) პირი, რომელიც ცხოვრობს სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში დიდ ინსტიტუციაში, 24-საათიან სათემო და/ან მცირე საოჯახო მომსახურებაში;

ბ) არის ამ ქვეპროგრამის ღონისძიებების მსგავსი შინმოვლის ან პერსონალური ასისტენტის სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამის/მომსახურების მოსარგებლე;

გ) აღენიშნა ქცევითი დარღვევები (დადასტურებული სამედიცინო დოკუმენტაციით ფორმა №IV-100/ა), რომელიც ხელს შეუშლის შინმოვლის განხორციელების პროცესს და/ან რისკის ქვეშ დააყენებს საკუთარ თავს ან სხვებს.

მუხლი 3. პროგრამაში ჩართვის პროცედურა

1. პროგრამაში ჩასართავად მომსახურების მიღების მსურველი პირი/მხარდამჭერი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს, რომელსაც უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) მაძიებლის/კანონიერი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლთან ერთად;

ბ) მაძიებლის შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა, სადაც მითითებულია, რომ მოსარგებლე მწოლიარე მდგომარეობაშია;

დ) მუნიციპალიტეტის წერილი (მუნიციპალური პროგრამით სარგებლობის შესახებ).

2. ზრუნვის სააგენტოში საბუთების წარდგენის შემდგომ პროგრამაში ჩასართავად მომსახურების მიღების მსურველი პირი/მხარდამჭერი/კანონიერი წარმომადგენელი მიმართავს უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებას შეფასების პროცედურის გასავლელად, რომელიც წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა-ს და ბართელის სკალის გამოყენებით აფასებს მოსარგებლის საჭიროებებს და კატეგორიას, საჭიროების შემთხვევაში ბინაზე ვიზიტის დროს:

ა) I კატეგორია – 0 – 65 ქულა – მკვეთრად დამოკიდებული, საჭიროებს ინტენსიურ ზედამხედველობასა და დახმარებას მომვლელისა და შინმოვლის მრავალდარგობრივი გუნდის სხვა წევრებისაგან;

ბ) II კატეგორია – 70 – 80 ქულა – მნიშვნელოვნად დამოკიდებული, საჭიროებს დახმარებას მომვლელისა და შინმოვლის მრავალდარგობრივი გუნდის სხვა წევრებისაგან;

გ) III კატეგორია – 85 – 95 ქულა – ზომიერად დამოკიდებული, აქვს შეზღუდვები და საჭიროებს გარკვეულ დახმარებას.

3. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო განცხადების შემოტანის თარიღის შესაბამისად უზრუნველყოფს პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ყოველი თვის 5 რიცხვის ჩათვლით.

4. ბართელის სკალით შეფასების გადამოწმება ტარდება პროგრამაში ჩარიცხვიდან 6 თვეში ბართელის სკალის მიხედვით შესაბამისი დაწესებულების მიერ.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ღონისძიებების შესრულების ინდიკატორები

1. ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს ქალაქისა და სოფლის მოდელის შემთხვევაში:

ა) ქალაქის შემთხვევაში მულტიდისციპლინური გუნდის (კოორდინატორი, ექიმი, ექთანი, სოციალური მუშაკი და მომვლელი, საჭიროების შემთხვევაში, ოკუპაციური თერაპევტი, საყოფაცხოვრებო და ტექნიკური ასისტენტი, შშმ პირთა პერსონალური ასისტენტის ჩართვის შემთხვევაში სპეციალისტთა ვიზიტები გადანაწილდება საჭიროების შესაბამისად) მიერ მოსარგებლის სამედიცინო, სოციალური და საყოფაცხოვრებო-ტექნიკური საჭიროების დეტალურ შეფასებას, ინდივიდუალური გეგმის შედგენას და შინმოვლის მომსახურების მიწოდებას შინმოვლის სტანდარტის, პროგრამის და მოსარგებლის ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად;

ბ) სოფლის შემთხვევაში მომსახურებას აწვდის კოორდინატორი, ექთანი და მომვლელი შემდეგი პრინციპების დაცვით:

ბ.ა) შინმოვლის ინდივიდუალური გეგმის წარმოება კოორდინატორის მიერ და მომსახურების მიწოდების მონიტორიგნი და კოორდინაცია, რომელიც მოიცავს პროგრამით და მომსახურების სტანდარტით განსაზღვრულ ჩარევებს/მანიპულაციებს/პროცედურებს, რომლებიც შეესაბამება მოსარგებლის საჭიროებებს. საჭიროებები ფასდება შესაბამისი ინსტრუმეტების გამოყენებით (საექთნო და მოვლის პროცედურები, სოციალური და საყოფაცხოვრებო-ტექნიკური კითხვარი);

ბ.ბ) მოსარგებლის საექთნო მომსახურება – ექთნის ვიზიტები მოსარგებლესთან, ფიზიკური და მენტალური მდგომარეობის შეფასებას, მდგომარეობის გართულების პრევენციას, ზედამხედველობა, სასიცოცხლო პარამეტრების მონიტორინგი, გეგმის მიხედვით პროცედურების ჩატარება, გარემოს მუდმივი შეფასება, მედიკამენტების მიწოდება სიმპტომები და გვერდითი მოქმედების შეფასება და გეგმით განსაზღვრული ყველა სხვა მომსახურება;

ბ.გ) მოსარგებლის ძირეულ მოვლას და ყოველდღიურ საქმიანობებში მხარდაჭერას (ჰიგიენური პროცედურები (სხეულის დაბანა, სახის მოვლა, ფრჩხილების მოვლა, მობილიზაცია, გამოყოფა და სხვა საქმიანობების (მოვლის პროტოკოლების და შინმოვლის სტანდარტის შესაბამისად), გადაადგილება, ჩაცმა/გახდა, კვება;

ბ.დ) მოსარგებლისა და ოჯახის წევრებისთვის – თვითმოვლისა და მოვლის უნარ-ჩვევების სწავლება და რეკომენდაციების მიცემა მიწოდებული მომსახურების ხარისხის შენარჩუნების მიზნით.

2. ქალაქში მომსახურების მიწოდების შემთხვევაში დამატებით მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

ა) მოსარგებლის სოციალურ მხარდაჭერას, გარემოს, მდგომარეობისა და საჭიროებ(ებ)ის (მ.შ. საყოფაცხოვრებო-ტექნიკური) შეფასებას, ინფორმირებას, რესურსების მობილიზებას, დოკუმენტაციის მოწესრიგებაში დახმარებას, სხვა საჭირო მომსახურებებში რეფერირებას/მიღებაში დახმარებას, ადვოკატირებას, ფსიქოლოგიურ დახმარებას, განათლებას, მ.შ. ოჯახის წევრების;

ბ) მოსარგებლის ტექნიკურ დახმარებას (საჭიროების შეფასება, ბინაზე არსებული ტექნიკური პრობლემების მოგვარებას (მ.შ. შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარება), ფიზიკური გარემოს ადაპტაციას პროგრამით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში);

გ) მოსარგებლის საყოფაცხოვრებო დახმარებას (ბინის დალაგება, საკვების მომზადება, ჭურჭლის და სარეცხის გარეცხვა, საექთნო და პერსონალური მოვლისათვის საჭირო მასალებით უზრუნველყოფა, საჭიროებისამებრ, სხვა აქტივობას პროგრამით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში);

დ) საჭიროების შემთხვევაში პერსონალურ ასისტირებას (პერსონალური ასისტირების სტანდარტის და შეფასების კითხვარის მიხედვით, რომლის ფუნქციაც გადანაწილებულია მულტიდისციპლინური გუნდის წევრებს შორის მოსარგებლის საჭიროებების მიხედვით).

3. თვეში ვიზიტების რაოდენობა კატეგორიების შესაბამისად განისაზღვრება (ვიზიტის მინიმალური ხანგრძლივობით 30 წუთი), შემდეგნაირად:

I კატეგორია II კატეგორია III კატეგორია
ექიმი 2 1 1
კოორდინატორი/ექთანი 10 8 6
მომვლელი 12 8 6
სოციალური მუშაკი (ქალაქის შემთხვევაში) 4 2 2
ტექნიკოსი (ქალაქის შემთხვევაში) 3 2 2
საყოფაცხოვრებო ასისტენტი (ქალაქის შემთხვევაში) 5 4 2
  36 25 19

 

მუხლი 5. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 000 000 ლარით.

2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის, არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში. მოსარგებლის საჭიროებათა შეფასებისა და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის გადახედვის საფუძველზე, მატერიალიზებული ვაუჩერის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ავტომატურად წინა წელს ამავე ქვეპროგრამით მოსარგებლეებზე. შინმოვლის დაფინანსებული ლიმიტი ერთი მოსარგებლის შემთხვევაში ითვალისწინებს მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტების მომსახურებას მოსარგებლეთა კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირად:

დასახლების ტიპი

I

კატეგორია/ვაუჩერი

II

კატეგორია/ვაუჩერი

I I I კატეგორია/ვაუჩერი
ქალაქი 36 ვიზიტი, 860 ლარი 25 ვიზიტი, 690 ლარი 19 ვიზიტი, 556 ლარი
სოფელი 22 ვიზიტი, 541 ლარი 16 ვიზიტი, 449 ლარი 14 ვიზიტი, 399 ლარი
მოსარგებლეთა რაოდენობა კატეგორიების მიხედვით 100 150 150

3. არამატერიალიზებულ ვაუჩერში საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინებულია მოსარგებლეზე თვეში 25 ლარი მოვლის მასალების უზრუნველსაყოფად.

4. არამატერიალიზებული ვაუჩერი ფინანსდება არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ამოწურვამდე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მოსარგებლის მიერ წინა თვეში ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, წინა თვის განმავლობაში მიღებული მომსახურების სახეობების, ჯერადობისა და მომსახურების ჩატარების ადგილის მითითებით, რაც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით. დოკუმენტის ფორმას განსაზღვრავს ზრუნვის სააგენტო. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი არამატერიალიზებული ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

5. თუ მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ ვიზიტთა რაოდენობა ნახევარი ან მეტია, არამატერიალიზებული ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გამოიანგარიშება მოსარგებლის განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის ნამრავლით 24 ლარზე. 

6. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

7. ზედიზედ 60 დღის მანძილზე არამატერიალიზებული ვაუჩერის გამოუყენებლობა იწვევს არამატერიალიზებული ვაუჩერის ავტომატურად გაუქმებას, გარდა მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციონირების დროებით შეჩერების შემთხვევებისა, რაზეც მიმწოდებელი მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებს მოსარგებლეს/მხარდამჭერს/მის კანონიერ წარმომადგენელს, ზრუნვის სააგენტოს და სამინისტროს. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს მოსარგებლის პროგრამაში ხელახლა ჩართვა ყველა აუცილებელი პროცედურის გავლით. აღნიშნული შეზღუდვის, ისევე როგორც ქვეპროგრამაში მონაწილეობის სხვა პარამეტრებისა და ინდივიდუალური გეგმის შესახებ, მომსახურების მიღების მსურველი პირი/მხარდამჭერი/კანონიერი წარმომადგენელი ინფორმირებული უნდა იყოს მომსახურების მიმწოდებლის მიერ. არამატერიალიზებული ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტო.

8. ქვეპროგრამიდან ამორიცხვის საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) გამოჯანმრთელება (ბართელის ინდექსით შეფასების საფუძველზე);

ბ) გარდაცვალება;

გ) ჰოსპიტალიზაცია ან მოვლის დაწესებულებაში (მათ შორის, პალიატიური/ჰოსპისი) გადაყვანა 3 თვეზე მეტი ხნით; 

დ) მიმწოდებლის მხრიდან, მოსარგებლის მიმართ გამოთქმული დასაბუთებული უარის შემთხვევა, მომსახურების გაწევის გაგრძელების თაობაზე, რომელიც დადასტურებულია წერილობით განმახორციელებლის მიერ;

ე) მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის სურვილი;

ვ) მოსარგებლის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ისეთ გეოგრაფიულ არეალში, სადაც მომსახურება არ ხორციელდება.

9. ჰოსპიტალიზაციის ან მოვლის დაწესებულებაში (მათ შორის, პალიატიური/ჰოსპისი) გადაყვანის შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელი მოსარგებლის გადაყვანიდან 10 დღის ვადაში, აღნიშნულის შესახებ აცნობებს ზრუნვის სააგენტოს.

10. მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში არამატერიალიზებული ვაუჩერი კარგავს ძალას უფლებამოსილი უწყების მიერ ოფიციალურად დაფიქსირებული გარდაცვალების მომენტიდან.

11. არამატერიალიზებული ვაუჩერის გაცემა წარმოებს არაუმეტეს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებულ მიმწოდებელთა მომსახურების შესაძლებლობის ჯამური ლიმიტისა და ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული, ერთდროულად მოქმედი არამატერიალიზებული ვაუჩერების ლიმიტის შესაბამისად, შემდეგ საპილოტე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ (მუნიციპალურ) ერთეულში:

რეგიონი რაოდენობა
თბილისი 50
ქვემო ქართლი 30
შიდა ქართლი 40
სამცხე-ჯავახეთი 30
მცხეთა-მთიანეთი 20
კახეთი 30
იმერეთი 50
გურია 30
სამეგრელო – ზემო სვანეთი 40
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი 20
აჭარა 60
სულ 400

12. მომსახურების მიღების მსურველი ერთვება ქვეპროგრაში ბართელის სკალით შეფასების საფუძველზე სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზის ჩატარებაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ. შეფასების ასანაზღაურებელი თანხა ერთ დადებით შეფასებაზე შეადგენს 25 ლარს. თანხის ანაზღაურება ხორციელდება სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზის ჩატარებაზე უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ ზრუნვის სააგენტოში წარდგენილი შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე.

13. მომსახურების ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს ზრუნვის სააგენტო.

მუხლი 6. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი.

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

დანართი №2

ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა

 მუხლი 1. პროგრამის მიზანი

1. პროგრამის მიზანია შშმ ბავშვთა, ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა (შემდგომში – მოსარგებლე) უფლებების დაცვის ხელშეწყობა, ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის გზით, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება, ასევე 18-დან 21 წლამდე სახელმწიფო ზრუნვის მომსახურებებში მცხოვრები ან გასული ახალგაზდების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადება/ხელშეწყობა.

2. პროგრამის ამოცანაა „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ დებულებათა გათვალისწინებით უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით.

3. პროგრამის ძირითადი ეთიკური პრინციპები და ღირებულებები, რომლებიც მოსარგებლეთა უფლებების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს პროგრამით დადგენილ ღონისძიებათა აღსრულების პროცესში:

ა) ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინება;

ბ) ინდივიდუალური ავტონომიის, მათ შორის, თავისუფალი, ინფორმირებული არჩევანის გაკეთების ხელშეწყობა მომსახურების მიწოდების პროცესში;

გ) მოსარგებლეთა პირადი ცხოვრების პატივისცემა და კონფიდენციალობის დაცვა;

დ) ბავშვის მონაწილეობის უზრუნველყოფა, მის საზოგადოებაში დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის ხელშეწყობა;

ე) ექსპლუატაციისგან, ძალადობისგან, არასათანადო მოპყრობისა და დისკრიმინაციისგან დაცვა;

ვ) ოჯახის, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედის, განსაკუთრებით − ბავშვის აღზრდისა და კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი გარემოცვის, დაცვა, მხარდაჭერა და გაძლიერება.

4. პროგრამა ორიენტირებულია მიწოდებული მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე მომსახურების მიმწოდებლის მიერ პროგრამით განსაზღვრულ ღონისძიებათა აღსრულებისას, რაც ასევე მოიცავს:

ა) შესაბამისი ქვეპროგრამით და/ან სტანდარტით განსაზღვრული დოკუმენტაციის ხარისხიანად წარმოებას;

ბ) მომსახურებაში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნას და მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივ ზრუნვას.

მუხლი 2. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამები (კომპონენტები)

1. პროგრამა მოიცავს როგორც პრევენციულ, ისე მხარდაჭერით ქვეპროგრამებს, რომელთა განხორციელებისას გათვალისწინებულია ბავშვის საუკეთესო ინტერესი.

2. პროგრამით, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 53 550 000 ლარს, გათვალისწინებული ქვეპროგრამებია (კომპონენტებია):

დანართი N პროგრამის დასახელება ბიუჯეტი/ლარი
2.1 კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა 4 000 000
2.1.1 კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების კომპონენტი
2.1.2 ხელოვნური კვების საჭიროების მქონე ბავშვთა საკვები ვაუჩერით უზრუნველყოფის კომპონენტი
2.1.3 ფენილკეტონურის/ცელიაკიის საკვები ვაუჩერით უზრუნველყოფის კომპონენტი
2.2 ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა 7 000 000
2.3 ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა 12 000 000
2.4 დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (6-დან 18 წლამდე შშმ სტატუსის მქონე და არმქონე ბავშვები) ქვეპროგრამა 5 500 000
2.4.1 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური ინკლუზიის დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი
2.4.2 6-დან 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვების დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი
2.4.3 მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (6-დან 18 წლამდე შშმ სტატუსის მქონე ბავშვები) კომპონენტი
2.4.4 ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე მოზარდების დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი
2.4.5  სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების ფსიქოსოციალური კონსულტირების მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი

2.5

დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა 740 000
2.6 მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა 13 000 000
2.7 მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა 3 600 000
2.7.1 მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი
2.7.2  სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი
2.8 მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა 1 300 000
2.8.1 მობილური ჯგუფით მომსახურების უზრუნველყოფის კომპონენტი
2.8.2 მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი
2.8.3 მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრით მომსახურების უზრუნველყოფის კომპონენტი
2.9 განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა 2 000 000
2.9.1 შშმ ბავშვთა ბინაზე მოვლის კომპონენტი
2.9.2 7-დან 18 წლამდე ასაკის რთული ქცევის მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი
2.9.3 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულწლოვან პირთა ბინაზე ასისტენტით უზრუნველყოფის კომპონენტი
2.10 მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა 1 500 000
2.11 მზრუნველობამოკლებული ბავშვების რეინტეგრაციის ქვეპროგრამა 1 160 000
2.12 სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა 210 000
2.13 სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა 40 000
2.14 ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური ცენტრის მომსახურება 1 500 000
ჯამი 53 550 000

მუხლი 3. პროგრამის განხორციელების პრინციპები

1. პროგრამის დაფინანსების წყარო და დაფინანსების მექანიზმები:

ა) „ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – „ბავშვზე ზრუნვის პროგრამა“) დაფინანსების წყაროს წარმოადგენს „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი – 27 02 03) განსაზღვრული ასიგნება;

ბ) პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (შემდგომში – ზრუნვის სააგენტო). ასევე, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ზოგიერთი ქვეპროგრამის განმახორციელებელი შესაძლებელია იყოს მუნიციპალიტეტი;

გ) პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამების (კომპონენტების) დაფინანსება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან სამინისტროს მიერ დამტკიცებული და ზრუნვის სააგენტოს მიერ გაცემული ვაუჩერის მეშვეობით, რომელიც შეიძლება იყოს არამატერიალიზებული ან მატერიალიზებული, ამასთან:

გ.ა) მატერიალიზებული ვაუჩერი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს;

გ.ბ) ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში გამოყენებული მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

დ) „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №69 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის (შემდგომში – 2023 წლის პროგრამა) ანალოგიური ქვეპროგრამების (კომპონენტების) ფარგლებში 2023 წელს მოქმედი მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმები, აგრეთვე ამ პროგრამის ამოქმედებამდე „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში 2023 წელს გაცემული და 2024 წლის იანვრიდან მოქმედი მატერიალიზებული ვაუჩერები ანაზღაურდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული დაფინანსების ოდენობით;

ე) სოციალური დაცვის სისტემის რეფორმის ფარგლებში და განსაკუთრებული საჭიროებიდან გამომდინარე, რეაბილიტაციის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამებით (კომპონენტებით) განსაზღვრული გასაცემი ვაუჩერის ლიმიტების (მათ შორის, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით) ზემოთ მოსარგებლეთა ჩართვისა და დაფინანსების საკითხს განსაზღვრავს სამინისტრო, ზრუნვის სააგენტოს მიერ წარდგენილი წერილობითი დასაბუთების საფუძველზე;

ვ) ზრუნვის სააგენტომ უზრუნველყოს 2024 წლის პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში 2023 წლის პროგრამით განსაზღვრული იმ ღონისძიებების ღირებულების ანაზღაურება, რომლის ანაზღაურება 2023 წლის პროგრამის დაფინანსების პირობათა გათვალისწინებით ვერ განხორციელდება 2023 წლის ამოწურვამდე.

2. მომსახურების მიმწოდებლის რეგისტრაციის პროცედურა და მოთხოვნები:

ა) ინდივიდუალური ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, რომლებშიც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად (შემდგომში „მომსახურების მიმწოდებელი“) რეგისტრაციისათვის მსურველი პირი მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს განაცხადს და ინფორმაციას შეთავაზებული მომსახურების (საქონლის) შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს – სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ამასთან:

ა.ა) მარეგისტრირებელი ორგანო ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში პირის მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია;

ა.ბ) მარეგისტრირებელი ორგანო განიხილავს მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველი პირის განაცხადს და წარდგენილ ინფორმაციას კომისიური წესით და იღებს გადაწყვეტილებას ქვეპროგრამით (კომპონენტით) გათვალისწინებული მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად პირის რეგისტრაციის შესახებ რეგისტრაციის წესით დადგენილ ვადებში;

ა.გ) პირს, რომელიც ამ პროგრამის ამოქმედებამდე რეგისტრირებულია 2023 წლის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამის (კომპონენტის) მიმწოდებლად, რეგისტრაცია უგრძელდება ავტომატურად, თუ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ა.დ) რეგისტრირებული მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდება რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართვის თვის ამოწურვამდე, ასევე – მოსარგებლეთა გაფრთხილება შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების შეწყვეტის დაგეგმილი თარიღის თაობაზე, მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადების წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში;

ა.ე) მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გააუქმოს რეგისტრირებული მიმწოდებლის რეგისტრაცია ამ მიმწოდებლის მიერ რეგისტრაციის ან/და შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების პირობათა არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში შემთხვევაში ან მომსახურების მიმწოდებლის მოთხოვნის/განაცხადის საფუძველზე რეგისტრაციის წესის და ამ დანართის მე-6 მუხლის შესაბამისად;

ა.ვ) რეგისტრაციის გაუქმება არ ათავისუფლებს მიმწოდებელს შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიწოდების პერიოდში აღებული ვალდებულებების შესრულებისაგან;

ა.ზ) თუ მარეგისტრირებელი ორგანო არ არის ამავდროულად შესაბამისი ქვეპროგრამის განმახორციელებელი, მარეგისტრირებელი ორგანო მიმწოდებლის რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინფორმაციას აწვდის ქვეპროგრამის განმახორციელებელს, არაუგვიანეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღისა, ხოლო, თუ მარეგისტრირებელი ორგანო ამავდროულად არის შესაბამისი ქვეპროგრამის განმახორციელებელი, იგი მიმწოდებლის რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინფორმაციას აწვდის სამინისტროს, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

ბ) რეგისტრირებული მიმწოდებელი მის მიერ მიწოდებული მომსახურების (საქონლის) მახასიათებლების დაგეგმილი ცვლილების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს ცვლილების განხორციელებამდე სულ მცირე ერთი კალენდარული თვით ადრე, თუ 2024 წლის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამით (კომპონენტით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

გ) იმ ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, რომელშიც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, ეს დადგენილება, აგრეთვე შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტები და მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას ქვეპროგრამის (კომპონენტის) განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და, შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან (მათ შორის, ვაუჩერის ღირებულების ანაზღაურების კუთხით);

დ) შესაბამისი ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროდ განისაზღვროს „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“ (პროგრამული კოდი – 27 02 03) პროგრამა;

ე) იმ ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, რომლის განხორციელება დელეგირებულია მუნიციპალიტეტზე და რომელშიც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრაციის წესი მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 4. პროგრამის მოსარგებლეები

1. ამ დადგენილებით დამტკიცებული ქვეპროგრამების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, თუ ცალკეული ქვეპროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. ქვეპროგრამების მიზნებისათვის საქართველოს მოქალაქეში იგულისხმება საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მქონე მიუსაფარი/ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები. „მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის“, „მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამისა“ და „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მოსარგებლეები ასევე არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

მუხლი 5. პროგრამის მონიტორინგი და შეფასება

1. მიზანი:

ა) პროგრამის მოსარგებლის უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად, მიმწოდებელის მიერ მომსახურების (საქონლის) მიწოდებისთვის განსაზღვრული პირობების შესრულებაზე მონიტორინგს (მათ შორის სწრაფ ინსპექტირებას) ახორციელებს ზრუნვის სააგენტო კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) მონიტორინგის მიზანია პროგრამის მოსარგებლის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, რისთვისაც ზრუნვის სააგენტო ატარებს მომსახურების მიმწოდებლის მონიტორინგის დადგენილი წესით, სტანდარტით და მეთოდოლოგიით:

ბ.ა) გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასება (მოქმედ შიდა რეგულაციებთან) და პროგრამის მოსარგებლის უფლებრივი მდგომარეობის ანალიზი;

ბ.ბ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ პროგრამის ღონიძიებებისა და შესაბამისი სტანდარტის შესრულების შესაბამისობის დადგენა.

გ) საჭიროების შემთხვევაში, სწრაფი ინსპექტირება, რომლითაც ამოწმებს მომსახურების რაოდენობრივი ინდიკატორების შესრულებას (როგორიც არის მოსარგებლეთა მომსახურებაში დასწრება/მონაწილეობა და საქმიანობების განხორციელება წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად);

დ) პროგრამის ეფექტურობის და ზეგავლენის შეფასებას ახორციელებს სამინისტრო.

2. ჩატარების ვადები:

ა) მონიტორინგი ხორციელდება შერჩევითი შემოწმების გზით და საჭირო პერიოდულობით. ამასთან, აქტივობის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ქვეპროგრამის (კომპონენტის) დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ წელს;

ბ) „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტის“ მიმწოდებელი ორგანიზაციების მონიტორინგი ხორციელდება როგორც შერჩევითი, ასევე გეგმიური შემოწმემების გზით. გეგმიური შემოწმება უნდა განხორციელდეს არანაკლებ 6 თვეში ერთხელ;

გ) მომსახურების მიწოდების შეფასება სამინისტროს მიერ ხორციელდება არანაკლებ წელიწადში ერთხელ სამინისტროს მიერვე დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად.

3. დოკუმენტაციის შესწავლა:

ა) მონიტორინგისა და შეფასების განხორციელებისას ხორციელდება მომსახურების დოკუმენტაციის წარმოების ხარისხის შემოწმება;

ბ) სამინისტრო და ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასევე ახსნა-განმარტებები, საჭიროებისამებრ, განახორციელოს ქვეპროგრამის (კომპონენტის) მოსარგებლესთან, მის კანონიერ წარმომადგენელთან, ოჯახის წევრებთან (გარდა, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტის“ მოსარგებლის ოჯახის წევრებისა) და მიმწოდებლის პერსონალთან გასაუბრება.

4. მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები:

ა) მიმწოდებელი ვალდებულია:

ა.ა) პროგრამის განხორციელების დროს ითანამშრომლოს სამინისტროსთან და ზრუნვის სააგენტოსთან, მათ შორის, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში, ასევე გარე შემოწმების ჩატარების დროს;

ა.ბ) მოთხოვნისთანავე წარუდგინოს (ადგილზე იქონიოს) კანონონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია;

ა.გ) გაეცნოს, გაანალიზოს მონიტორინგისა და შეფასების შედეგების საფუძველზე მომზადებულ ოფიციალურ დოკუმენტს (ანგარიში/დასკვნა), უზრუნველყოს ყველა საჭირო რეკომენდაციის შესაბამისი პრევენციული და მაკორექტირებელი ღონისძიებები და მითითებულ ვადაში წარმოადგინოს წერილობითი უკუკავშირი მონიტორინგისა და შეფასების განმახორციელებელ სუბიექტთან რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.

5. მონიტორინგის და შეფასების ჩატარების წესი:

ა) შეფასება ტარდება სამინისტროს მიერ და გულისხმობს განსაზღვრული მეთოდოლოგიის მიხედვით მომსახურების მიმწოდებლის მიერ წინამდებარე პროგრამის ეფექტურობისა და გავლენის დადგენას;

ბ) მონიტორინგი (მათ შორის ინსპქტირების) ტარდება ზრუნვის სააგენტოს მიერ და გულისხმობს მომსახურების მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ქვეპროგრამებით და მისი კომპონენტებით განსაზღვრულ ღონისძიებათა შესაბამისობისა და ეფექტიანობის დადგენას სტანდარტით და პროგრამით დადგენილ ღონისძიებებთან;

გ) მონიტორინგის (მათ შორის ინსპექტირების) განხორციელებისას უფლებამოსილი წარმომადგენლი ადგენს მონიტორინგის აქტს სამინისტროს და/ან ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერენ აქტის შემდგენელი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა;

დ) მონიტორინგის (მათ შორის ინსპქტირების) აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს;

ე) მონიტორინგის ღონისძიებების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, სამინისტრო და ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია:

ე.ა) საჭიროების შემთხვევაში დაამტკიცოს პროგრამების მონიტორინგისა და ზედამხედველობისათვის საჭირო დამატებითი წესები, მეთოდოლოგია და პირობები;

ე.ბ) კოორდინირებულად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ერთად ჩაატარონ მონიტორინგის ღონისძიებები;

ე.გ) გაცვალოს მონიტორინგისა და შეფასების შედეგები და რეკომენდაციები ზეპირსიტვიერად და წერილობით საქართველოს კანონდებლობით დადგენილი პერსონალური მონაცემების დაცვის პრინციპების შესაბამისად;

ე.დ) საჭიროებისამებრ, ჩატარებული ღონისძიებების შედეგების განხილვის მიზნით ჩაატაროს მონიტორინგის საკოორდინაციო შეხვედრები;

ე.ე) საჭიროებისამებრ, გააკეთოს მომსახურების მიმწოდებლისთვის გაგზავნილი რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგი დადგენილ ვადებში.

მუხლი 6. სამინისტროსა და ზრუნვის სააგენტოს უფლებამოსილებები და ვალდებულებები

1. სამინისტრო უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს წინამდებარე პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებების შეფასება მომსახურებების პროგრამის ეფექტურობისა და გავლენის შესწავლის მიზნით;

ბ) ზრუნვის სააგენტოდან გამოითხოვოს, მიიღოს და დაამუშაოს პროგრამის მოსარგებლეთა პერსონალური მონაცემები და შესაბამისი დოკუმენტაცია;

გ) მიაწოდოს ინფორმაცია ზრუნვის სააგენტოს ველზე მუშაობის დროს გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ რეაგირებას და ზრუნვის სააგენტოს მიერ შემთხვევის შესწავლას.

2. ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული პროგრამის ქვეპროგრამის და/ან მისი კომპონენტის მიმდინარე ინსპექტირება და მონიტორინგი;

ბ) დაადგინოს დარღვევა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და განსაზღვროს საჯარიმო სანქციები თანაზომიერების პრინციპის დაცვით;

გ) ჩაატაროს მომსახურების მიმწოდებლის, მათ შორის, მაღალი რისკის მქონე ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გაწეული მომსახურების ბოლო 3 წლის შემოწმება. მომსახურების მიმწოდებელთა რისკები განისაზღვრება სააგენტოს მიერ ჩატარებული მონიტორინგის და მომსახურებების მიწოდებისას მიღებული მონაცემების საფუძველზე;

დ) სამინისტრო და ზრუნვის სააგენტო ვალდებულნი არიან:

დ.ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევების გარდა, არ გაამჟღავნონ ფიზიკური პირის შესახებ მათთან დაცული პერსონალური მონაცემები;

დ.ბ) საჭიროების შემთხვევაში გაცვალონ, მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია მონიტორინგის და შეფასების შედეგების შესახებ.

მუხლი 7. მონიტორინგის და შეფასების ჩატარების ეთიკური პრინციპები

1. მონიტორინგისა და შეფასების ჩატარების პროცესი:

ა) ემსახურება მომსახურებების მუდმივი გაუმჯობესების პრინციპს;

ბ) არის მიუკერძოებელი და არადისკრიმინაციული, დეკლარირებულია ინტერესთან შეუთავსებლობის ფაქტი პროცესში მონაწილე ყველა მხარის მიერ;

გ) ტარდება გამჭვირვალედ და თანამშრომლობის პრინციპის დაცვით;

დ) ეფუძნება ხარვეზების გამოვლენას, მაკორექტირებელი ზომების განსაზღვრას და პროცესების მუდმივ გაუმჯობესებას;

ე) მოპოვებული ინფორმაცია მოსარგებლისა და მომსახურების სპეციფიკური საკითხების შესახებ დაცულია კონფიდენციალურად, კანონით დადგენილი წესით;

ვ) საველე ვიზიტების დროს დაცულია მოსარგებლის პირადი ცხოვრება და კონფიდენციალობა;

ზ) მონიტორინგის და შეფასების პროცესი ეფუძნება პროცესში ჩართულ მხარეებს შორის თანამშრომლობას, ინფორმაციის გაცვლას.

2. მონიტორინგის დროს გამოვლენილი დარღვევების სანქცირება განისაზღვრება დარღვევის თანაზომიერად მე-8 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

მუხლი 8. მონიტორინგისას გამოვლენილი დარღვევების საჯარიმო სანქციები

1. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო მიმწოდებელს ზრუნვის სააგენტოს მიერ დაეკისრება საჯარიმო სანქცია გამოვლენილი დარღვევის პროპორციულად.

2. განსაზღვრული ქვეპროგრამის და შესაბამისი სტანდარტის მიხედვით მონიტორინგის ინსტრუმენტი მტკიცდება ზრუნვის სააგენტოს მიერ.

3. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად მიმწოდებელს ზრუნვის სააგენტოს მიერ ეკისრება საჯარიმო სანქცია გამოვლენილი დარღვევის პროპორციულად, განსაზღვრული ქვეპროგრამის და შესაბამისი სტანდარტის მიხედვით (რომელიც ამოქმედდება სამინისტროს მიერ შესაბამისი ქვეპროგრამების/კომპონენტებისთვის ინდივიდუალურად შემუშავებული მონიტორინგის ინსტრუმენტის დამტკიცების თვის, მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, მონიტორინგის ინსტრუმენტის არარსებობის შემთხვევაში მოქმედებს წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული სასანქციო პირობები):

ა) 81% > შესრულება – მიეცემა ხარვეზების გამოსწორებაზე სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციები და რეკომენდაციების შესრულების ვადა ხარვეზების გამოვლენიდან და შეტყობინებიდან გონივრულ ვადაში;

ბ) 51% – დან 80% – ჩათვლით შესრულება – მიეცემა ხარვეზების გამოსწორებაზე სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციები და რეკომენდაციების შესრულების ვადა ხარვეზების გამოვლენიდან და შეტყობინებიდან გონივრულ ვადაში. შეუსრულებლობის შემთხვევაში ფინანსური ჯარიმა გამოიწერება რემონიტორინგის თვის გადასარიცხი ჯამური თანხის დარღვევის პროპორციული ოდენობით;

გ) 30% – დან 51% – მდე შესრულება – დარღვევის პროპორციული ოდენობით განსაზღვრულ საჯარიმო სანქციასთან ერთად (თანხის დაკავება გაწეულ მომსახურებაზე და ან ანაზღაურებული თანხის დაბრუნება) მიეცემა გაფრთხილება დახურვაზე, ხარვეზების გამოსწორებაზე სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციები და რეკომენდაციების შესრულების ვადა, ხარვეზების გამოვლენიდან და შეტყობინებიდან გონივრულ ვადაში;

დ) 30 % < შესრულება – დარღვევის პროპორციული ოდენობით განსაზღვრულ საჯარიმო სანქციასთან ერთად (თანხის დაკავება გაწეულ მომსახურებაზე და/ან ანაზღაურებული თანხის დაბრუნება) გამოვლენილი ხარვეზების სიმძიმის მიხედვით, ასევე განიხილება მომსახურების მიმწოდებლის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი;

ე) მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს გაცემული რეკომენდაციის შესრულება განსაზღვრულ ვადაში. შემდგომი ვიზიტებისას ერთგვაროვანი ხარვეზების/ნაკლოვანებების იდენტიფიცირების შემთხვევაში, ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია სანქციის სახით გამოიყენოს ბოლო შემოწმების თვის მდგომარეობით დარღვევის პროპორციული ოდენობით განსაზღვრული საჯარიმო სანქცია;

დ) მოსარგებლეთა მომსახურებაში დასწრების/ვიზიტების ადგილზე არსებულ მდომარეობასთან შეუსაბამო აღრიცხვის შემთხვევაში, ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილი დააჯარიმოს მომსახურების მიმწოდებელი. აღნიშნულ შემთხვევაში უკავდება დარღვევის აღმოჩენის თვის კონკრეტული ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში ორგანიზაციისთვის თვის განმავლობაში ასანაზღურებელი თანხის სრული ოდენობა;

ე) გამოვლენილი ხარვეზების და განსაზღვრული სანქციების შესახებ ოფიციალური შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია ზრუნვის სააგენტოს და/ან სამინისტროს მიღებულ რეკომენდაციებთან და სანქციებთან დაკავშირებით მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია;

ვ) მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო მიმწოდებელს, საჯარიმო სანქციის სახით ეკისრება, გამოვლენილი კონკრეტული ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში შესაბამის თვე(ებ)ში ზედმეტად/არასწორად ანაზღაურებული მომსახურების (საქონლის) თანხის უკან დაბრუნება, რომლის ვადა აითვლება შესაბამისი საჯარიმო სანქციის დაკისრებაზე ან/და თანხის დაკავებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების (როგორც ქმედების) მიმწოდებლისთვის ოფიციალურად ჩაბარების მომენტიდან;

ზ) ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია საჯარიმო სანქციის სახით განსაზღვრული თანხა გამოაკლოს ვაუჩერით დასაფინანსებელი მომსახურების ასანაზღაურებელ თანხას;

თ) პროგრამიდან გასვლა ან პროგრამაში მონაწილეობაზე უარი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს საჯარიმო სანქციის შესრულებისაგან;

ი) პროგრამის (ქვეპროგრამის/კომპონენტის) პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ პირობების შესრულების შეფერხება ან ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორსმაჟორული გარემოების შედეგი. „ფორსმაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მხარეების შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც აქვთ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იყოს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, პანდემიით, კარანტინით, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით და სხვა. „ფორსმაჟორი“ დადასტურებული უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოს მიერ;

კ) ამ დანართის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს წინა წლების ქვეპროგრამ(ებ)ის (კომპონენტ(ებ)ის) მიმწოდებლის (ყოფილი მიმწოდებელი) მიერ გაწეულ მომსახურებაზე გამოვლენილ დარღვევებს, განმახორციელებლის მიერ განხორციელდება კონკრეტული ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში შესაბამის თვე(ებ)ში ზედმეტად/არასწორად ანაზღაურებული მომსახურების (საქონლის) თანხის უკან დაბრუნება და დამატებითი ფინანსური ჯარიმა – ზედმეტად/არასწორად ანაზღაურებული თანხის სამმაგი ოდენობით;

ლ) მხარეთა შეთანხმებით თანხის დაბრუნების ვადა აითვლება შესაბამისი აქტის გამოცემის მომენტიდან ან უფლებამოსილი პირის მიერ მსგავსი ქმედების განხორციელებიდან და დაბრუნდება ყოველ თვეში დასაბრუნებელი თანხის არანაკლებ 20%-ის ოდენობით, მის სრულ დაბრუნებამდე.

მუხლი 9. პროგრამის განხორციელების ვადა

პროგრამით განსაზღვრული ქვეპროგრამების განხორციელების ვადაა 2024 წლის პროგრამის ამოქმედებიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

დანართი №2.1

 

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება და ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა.

მუხლი 2. ქვეპროგრამის კომპონენტები და სამიზნე ჯგუფი

ქვეპროგრამის კომპონენტები და სამიზნე ჯგუფია:

ა) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების კომპონენტი, რომლის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება ბავშვიანი ოჯახი, რომლის კრიზისული მდგომარეობის იდენტიფიცირებაც მოხდა სოციალური მუშაკის ან/და ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლის შეფასების საფუძველზე, ხოლო დახმარების მიღების საჭიროება მოსარგებლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ დადასტურებულია წერილობითი თანხმობით და სოციალური მუშაკის ან/და ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლის მიერ შედგენილი დასკვნით;

ბ) ხელოვნური კვების საჭიროების მქონე ბავშვთა საკვები ვაუჩერით უზრუნველყოფის კომპონენტი, რომლის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება ბავშვთა ხელოვნური კვების საჭიროების მქონე ბავშვი ერთი წლის ასაკის შესრულების თვის ჩათვლით, ასევე, სამი წლის ასაკის შესრულების თვის ჩათვლით შშმ სტატუსის ან განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვი და ოჯახი რეინტეგრაციის შემწეობის მიმღებია ან ჩართულია მინდობითი აღზრდის (ნათესაური) ქვეპროგრამაში;

გ) ფენილკეტონურის/ცელიაკიის საკვები ვაუჩერით უზრუნველყოფის კომპონენტი, რომლის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება სპეციალური კვების საჭიროების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვი (18 წლის ასაკის შესრულების თვის ჩათვლით) და სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი შესაბამისი საჭიროების მქონე პირები, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) მითითებული აქვს ფენილკეტონურის/ცელიაკიის დიაგნოზი.

მუხლი 3. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ამ ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4 000 000 ლარით.

2. ამ ქვეპროგრამის განმახორციელებელს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, შეცვალოს ქვეპროგრამის თითოეული ღონისძიებისათვის განკუთვნილი საერთო თანხა, ქვეპროგრამის განხორციელებისთვის განკუთვნილი საერთო ბიუჯეტის ფარგლებში.

მუხლი 4. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ქვეპროგრამით გათვალისწინებული საქონლის მიმწოდებელია მეურვეობა-მზრუნველობის ქვეპროგრამის განმახორციელებელი ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამის მუნიციპალიტეტში სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

მუხლი 5. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ქვეპროგრამის განმახორციელებელია ზრუნვის სააგენტო ან/და შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტ(ებ)ი დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

დანართი №2.1.1

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

„ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება და ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებების შესრულების ინდიკატორები

ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს სამიზნე ჯგუფისათვის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას, რომელიც წარმოადგენს დამხმარე ღონისძიებას და ემსახურება ოჯახში კრიზისის შემცირებას.

მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. ამ კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება ბავშვიანი ოჯახი, რომლის კრიზისული მდგომარეობის იდენტიფიცირებაც მოხდა სოციალური მუშაკის ან/და ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლის შეფასების საფუძველზე, ხოლო დახმარების მიღების საჭიროება მოსარგებლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ დადასტურებულია წერილობითი თანხმობით და სოციალური მუშაკის ან/და ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლის მიერ შედგენილი დასკვნით, შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) მწვავე კრიზისის მდგომარეობით შეფასებული, მათ შორის, გასული წლების მოსარგებლე ბავშვიანი ოჯახი, რომელიც განმეორებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს;

ბ) სადაც დაგეგმილია რეინტეგრაციის განხორციელება;

გ) რომელიც ჩართულია რეინტეგრაციის პროგრამაში;

დ) რომელშიც იმყოფება ერთი ან მეტი შშმ ბავშვი;

ე) რომელშიც ცხოვრობს სამი ან მეტი ბავშვი;

ვ) სადაც ცხოვრობს მოსარგებლე (ბავშვიანი ოჯახი) და მასზე დამოკიდებული არასრულწლოვანი პირ(ებ)ი, რომლებმაც დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების მიზნით დატოვეს დედათა და ბავშვთა თავშესაფარი/ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი და დაწესებულების დატოვებიდან არ არის გასული 60 დღე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი კატეგორიებიდან ერთი და იმავე პრიორიტეტული კატეგორიების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ყოველი მომდევნო ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამიზნე ჯგუფს.

მუხლი 4. კომპონენტის დაფინანსება

1. კომპონენტით გათვალისწინებული ერთ ოჯახზე მისაწოდებელი საქონლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 600 ლარს.

2. კომპონენტის შესაბამისად მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად:

ა) გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის დაფინანსებისათვის;

ბ) საქონლის მიმწოდებელი მეურვეობა-მზრუნველობის ან ქვეპროგრამის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილ ორგანოს არაუგვიანეს საქონლის მიწოდების შემდეგი თვის 10 რიცხვის ჩათვლით წარუდგენს ვაუჩერს (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას საქონლის მიწოდების თვის შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, საქონლის მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით არაუმეტეს 5 სამუშაო დღით დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერების ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერები დაფინანსებას არ ექვემდებარება;

გ) ვაუჩერი გაიცემა სოციალური მუშაკის ან/და ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლის დასკვნის საფუძველზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ან ქვეპროგრამის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილი ორგანოს ტერიტორიული ერთეულის უფროსის გადაწყვეტილებით (არაუგვიანეს ზრუნვის სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღეში) მოსარგებლეზე/ მოსარგებლის კანონიერ წარმომადგენელზე, რომელიც უზრუნველყოფს ვაუჩერის მიღებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ჩათვლით მიმწოდებელთან ვაუჩერის განაღდებას. ამასთან, ერთ ოჯახზე ამ პროგრამის ფარგლებში ზრუნვის სააგენტოს მიერ შეიძლება გაიცეს ოჯახში მყოფი ბავშვების რაოდენობის მიხედვით არა უმეტეს ექვსი ვაუჩერისა;

დ) საქონლის მიმწოდებელი დასაქონლებული ვაუჩერით თითოეულ მოსარგებლეზე გაცემული კვების პროდუქტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და ღირებულების თაობაზე ინფორმაციას აწვდის მეურვეობა-მზრუნველობის ქვეპროგრამის განმახორციელებელ სხვა უფლებამოსილ ორგანოს არაუგვიანეს ვაუჩერის დასაქონლების თვის შემდეგი თვის 10 რიცხვის ჩათვლით;

ე) კვების ვაუჩერის თითო ტალონი ითვალისწინებს კვების პროდუქტების დაფინანსებას მოსარგებლის კანონიერ წარმომადგენელზე გაცემული კვების პროდუქტების ფაქტობრივი ჯამური ღირებულების შესაბამისად, არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით;

ვ) გაცემული ვაუჩერის გამოუყენებლობა მისი მიღებიდან 20 კალენდარული დღის ჩათვლით პერიოდში იწვევს ვაუჩერის ავტომატურ გაუქმებას.

3. ზრუნვის სააგენტო ან/და ქვეპროგრამის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ამ მუხლით გათვალისწინებული ვაუჩერის შესაბამის პირებზე გაცემასა და მათ ინფორმირებას რეგისტრირებული მიმწოდებლებისა და სარეალიზაციო პუნქტების ადგილმდებარეობის შესახებ.

დანართი №2.1.2

 

ხელოვნური კვების საჭიროების მქონე ბავშვთა საკვები ვაუჩერით უზრუნველყოფის კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება და ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებების შესრულების ინდიკატორები

ქვეპროგრამის ღონისძიებების ფარგლებში უზრუნველყოფილია კომპონენტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა.

მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

  1. კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება ბავშვთა ხელოვნური კვების საჭიროების მქონე ბავშვი ერთი წლის ასაკის შესრულების თვის ჩათვლით, ასევე, სამი წლის ასაკის შესრულების თვის ჩათვლით შშმ სტატუსის ან განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვი და ოჯახი რეინტეგრაციის შემწეობის მიმღებია ან ჩართულია მინდობითი აღზრდის (ნათესაური) ქვეპროგრამაში შემდეგი თანმიმდევრობის მიხედვით:

ა) რომელსაც აქვს წონის დეფიციტი, არასაკმარისი კვების გამო;

ბ) რომლის ოჯახი რეინტეგრაციის შემწეობის მიმღებია;

გ) რომელიც განთავსებულია ნათესაურ მინდობით აღზრდაში;

დ) რომლის მშობელი/მშობლები არიან შშმ სტატუსის მქონე პირები;

ე) რომლის მშობელი არის დედათა და ბავშვთა თავშესაფრის/ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის მოსარგებლე ან მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელი ან მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის მოსარგებლე და მასზე დამოკიდებული არასრულწლოვანი პირი, რომელმაც დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების მიზნით დატოვა დაწესებულება და ქვეპროგრამაში ჩართვის განაცხადით მიმართა ზრუნვის სააგენტოს მომსახურების შეწყვეტიდან 60 დღის განმავლობაში;

ვ) რომელიც არის შშმ სტატუსის ან განსხვავებული საჭიროების მქონე და ოჯახი რეინტეგრაციის შემწეობის მიმღებია ან ჩართულია მინდობითი აღზრდის (ნათესაური) ქვეპროგრამაში, კვების ვაუჩერი გაიცემა სამი წლის ასაკის შესრულების თვის ჩათვლით;

ზ) რომლის ოჯახი განცხადების შეტანის მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა.

2. ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტო ან ქვეპროგრამის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილი განმახორციელებელი ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მიერ ზრუნვის სააგენტოსთვის მიმართვის საფუძველზე. ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მიმართვას თან უნდა ერთოდეს იმ ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელიც ახორციელებს ბავშვის განვითარებაზე დინამიურ მეთვალყურეობას. ცნობაში მითითებული უნდა იყოს ბავშვის ხელოვნური კვების/ფენილკეტონურისა და ცელიაკიის დიაგნოზისათვის საჭირო სპეციალური საკვების საჭიროება. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) მითითებული უნდა იყოს, რომ წონის დეფიციტი გამოწვეულია არასაკმარისი კვების გამო.

3. სოციალური მუშაკის ან/და ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლის მიერ იდენტიფიცირებული ბავშვიანი ოჯახების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობა-მზრუნველობის ან ქვეპროგრამის სხვა განმახორციელებელი ორგანო, მოსარგებლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობისა და სოციალური მუშაკის ან/და ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რიგითობის დაცვით.

მუხლი 4. კომპონენტის დაფინანსება

1. კომპონენტით განსაზღვრული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად:

ა) გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის დაფინანსებისათვის და შედგება შესაბამისი თვეების ტალონებისაგან;

ბ) კვების ვაუჩერის თითო ტალონი ითვალისწინებს კვების პროდუქტების დაფინანსებას მოსარგებლის კანონიერ წარმომადგენელზე გაცემული კვების პროდუქტების ფაქტობრივი ჯამური ღირებულების შესაბამისად, თვეში არაუმეტეს 150 ლარის ოდენობით;

გ) საქონლის მიმწოდებლის მიერ მეურვეობა-მზრუნველობის ქვეპროგრამის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილი ორგანოსთვის არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის 20 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), წარდგენილი ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი ექვემდებარება ანაზღაურებას საქონლის მიწოდების თვის ამოწურვამდე. ამასთან, საქონლის მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით არაუმეტეს 5 სამუშაო დღით დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი კვების ვაუჩერის ტალონების ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი კვების ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება;

დ) კვების ვაუჩერის ტალონები გაიცემა მეურვეობა-მზრუნველობის ქვეპროგრამის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილ ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან 12 თვეზე, მაგრამ არაუმეტეს ბავშვის ერთი წლის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე, ასევე, რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები/მინდობით აღზრდის (ნათესაური) ქვეპროგრამით მოსარგებლე შშმ ან განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის არაუმეტეს 36 თვეზე ან საჭიროებიდან გამომდინარე თვეებზე;

ე) ვაუჩერი გაიცემა (არაუგვიანეს მეურვეობა-მზრუნველობის ქვეპროგრამის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილ ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თვიდან მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით) მოსარგებლის კანონიერ წარმომადგენელზე, რომელიც უზრუნველყოფს არაუგვიანეს ვაუჩერის მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით საქონლის მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.

2. გაცემული ვაუჩერის ზედიზედ 2 თვის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურ გაუქმებას.

3. ზრუნვის სააგენტო ან/და ქვეპროგრამის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ამ მუხლით გათვალისწინებული ვაუჩერის შესაბამის პირებზე გაცემასა და მათ ინფორმირებას რეგისტრირებული მიმწოდებლებისა და სარეალიზაციო პუნქტების ადგილმდებარეობის შესახებ.

დანართი №2.1.3

 

ფენილკეტონურის/ცელიაკიის საკვები ვაუჩერით უზრუნველყოფის კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტი „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება და ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებების შესრულების ინდიკატორები

კომპონენტის ღონისძიებების ფარგლებში 18 წლამდე ასაკის (18 წლის ასაკის შესრულების თვის ჩათვლით), მათ შორის სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი (ნათესაური მინდობით აღზრდა) ბავშვები, ასევე შესაბამისი საჭიროების მქონე 18 წლის ან მეტი ასაკის პირები, რომლებიც ირიცხებიან 24-საათიანი სახელმწიფო ზრუნვის მომსახურებებში, უზრუნველყოფილნი არიან საკვები პროდუქტებით.

მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება სპეციალური კვების საჭიროების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვი (18 წლის ასაკის შესრულების თვის ჩათვლით), მათ შორის სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი (ნათესაური მინდობით აღზრდა), ასევე შესაბამისი საჭიროების მქონე 18 წლის ან მეტი ასაკის პირები, რომლებიც ირიცხებიან 24-სათიანი სახელმწიფო ზრუნვის მომსახურებებში.

2. ფენილკეტონურის და ცელიაკიის დიაგნოზის მქონე სამიზნე ჯგუფისთვის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტო ან ქვეპროგრამის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილი განმახორციელებელი ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მიერ ზრუნვის სააგენტოსთვის მიმართვის საფუძველზე. ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მიმართვას თან უნდა ერთოდეს იმ ექიმ-სპეციალისტის (რომელიც ახორციელებს ბავშვის განვითარებაზე დინამიურ მეთვალყურეობას) მიერ გაცემული მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებულია ფენილკეტონურის/ცელიაკიის დიაგნოზი.

3. საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტო, შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებული მოსარგებლეები;

ბ) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახი;

გ) ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვი;

დ) რომლის მშობელი/მშობლები არიან შშმ სტატუსის მქონე პირები;

ე) რომლის ოჯახი განცხადების შეტანის მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 120 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა;

ვ) განცხადების თარიღის რიგითობის მიხედვით.

მუხლი 4. კომპონენტის დაფინანსება

1. კომპონენტის ფარგლებში:

ა) გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის დაფინანსებისათვის და შედგება შესაბამისი თვეების ტალონებისაგან;

ბ) საქონლის მიმწოდებლის მიერ მეურვეობა-მზრუნველობის ქვეპროგრამის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილი ორგანოსთვის არაუგვიანეს საქონლის მიწოდების მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), წარდგენილი ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი ექვემდებარება ანაზღაურებას საქონლის მიწოდების მომდევნო თვის ამოწურვამდე. ამასთან, საქონლის მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით არაუმეტეს 5 სამუშაო დღით დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი კვების ვაუჩერის ტალონების ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი კვების ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება;

გ) კვების ვაუჩერის ტალონები გაიცემა მეურვეობა-მზრუნველობის ქვეპროგრამის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან 12 თვეზე;

დ) ვაუჩერი გაიცემა (არაუგვიანეს მეურვეობა-მზრუნველობის ქვეპროგრამის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თვიდან მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით) მოსარგებლის კანონიერ წარმომადგენელზე, რომელიც უზრუნველყოფს არაუგვიანეს საქონლის მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით საქონლის მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას;

ე) კვების ვაუჩერის თითო ტალონი ითვალისწინებს კვების პროდუქტების დაფინანსებას მოსარგებლის კანონიერ წარმომადგენელზე გაცემული კვების პროდუქტების ფაქტობრივი ჯამური ღირებულების შესაბამისად, თვეში არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით.

2. გაცემული ვაუჩერის ზედიზედ 2 თვის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურ გაუქმებას.

დანართი №2.2

ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

1. ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება, შეზღუდული შესაძლებლობების განვითარების და მიტოვების პრევენცია.

2. ქვეპროგრამის ამოცანაა ადრეული ინტერვენციის მომსახურების მიწოდების გზით შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან ასეთი რისკის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება, სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ან ალტერნატიულ მომსახურებებში ჩართვისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

3. ადრეული ინტერვენციის პროცესი მოიცავს დაბადებიდან შვიდ წლამდე ასაკის განვითარების დარღვევის ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვების შეფასებას, მომსახურების დაგეგმვასა და ბუნებრივ გარემოში ან/და ცენტრში მიწოდებას. მისი მიზანია იდენტიფიცირებული ბავშვების კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური განვითარების ხელშეწყობა, განვითარების შეფერხების პრევენცია, მიტოვების პრევენცია, ასევე მათი მშობლების განათლება და გაძლიერება ბავშვის აღზრდა-განვითარების სფეროში.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

1. ქვეპროგრამის ძირითად ღონისძიებებში შედის:

ა) მაძიებლის შესახებ ბაზისური ინფორმაციის (სახელი, გვარი, მშობლების ვინაობა, საქმიანობა, საცხოვრებელი მისამართი, სოციალური სტატუსი, მომსახურებებში ჩართულობა და ა.შ.) მოპოვება, შეფასება და ამ მომსახურებით სარგებლობის საჭიროების განსაზღვრა;

ბ) ბავშვის კოგნიტური, მოტორული, სოციალური, ემოციური, შემეცნებითი, თვითმოვლისა და კომუნიკაციური უნარების განვითარებისთვის ბავშვსა და ოჯახზე მორგებული ინდივიდუალური გეგმის მომზადება, რომლის გადასინჯვა ხორციელდება 6 თვეში ერთხელ. გეგმა უნდა მოიცავდეს ბავშვისა და ოჯახის საჭიროებებზე მორგებულ გრძელვადიან და მოკლევადიან გაზომვად მოსალოდნელ შედეგებსა და მიზნებს;

გ) მულტიდისციპლინური გუნდის ერთი ან რამდენიმე პროფესიონალის (ადრეული განვითარების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ მომსახურების გაწევა, რომლის მიზანია ბავშვის განვითარების სფეროების (ფიზიკური, კოგნიტური, სოციალური, ემოციური კომუნიკაცია, ადაპტური ქცევა) სტიმულირება, მშობელთა ცნობიერებისა და ინფორმირებულობის გაზრდა, მხარდაჭერა, ბავშვის განვითარების პროცესში ჩართვა/განათლება. საჭირო პროფესიონალების ჩართულობა და ჯერადობა განისაზღვრება შეფასებიდან გამომდინარე და ასახულია ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალურ გეგმაში. მომსახურებაში ჩართული ყველა მოსარგებლისათვის, დაფინანსებული მომსახურების (ვიზიტის) მაქსიმალური რაოდენობა თვეში შეადგენს 8-ს. ამასთან, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობები ვრცელდება ამ პროგრამის ამოქმედებამდე, მათ შორის, წინა წლებში მომსახურებაში ჩართულ მოსარგებლეზეც.

2. ქვეპროგრამის ფარგლებში გასაწევი მომსახურება გულისხმობს:

ა) 3 წლამდე ასაკის (3 წლის შესრულების თვის ჩათვლით) ბავშვების მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან/ძირითად მზრუნველებთან/ მინდობით აღმზრდელთან მუშაობას ბუნებრივ (უპირატესად სახლი ან/და ბაგა-ბაღი) გარემოში ინდივიდუალური ვიზიტების განხორციელებას და ინდივიდუალური ვიზიტების ფარგლებში შემდეგ ღონისძიებებს:

ა.ა) ინდივიდუალურ მომსახურებას ბუნებრივ გარემოში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორგანიზაციას დაგეგმილი აქვს ბავშვებთან და მათ მშობლებთან ჯგუფური მუშაობა, არაუმეტეს 2 ჯგუფური მუშაობა თვეში;

ა.ბ) მშობლობის უნარ–ჩვევების განვითარებას შემდეგ საკითხებში: ბავშვის მოვლა, ჰიგიენა, კვება, ძილი, თამაში და სხვა რუტინულ აქტივობებში, პოზიტიური მშობლობა (ორმხრივი ინტერაქცია, მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება, მშობლის და ბავშვის ემოციური რეგულაცია), ბავშვის ჰოლისტური განვითარების ხელშეწყობას (განვითარების ყველა სფეროს თანაბარი და ფუნქციური განვითარება), ოჯახის ჯანსაღი ფუნქციონირების ხელშეწყობას (ოჯახის წევრებს შორის პოზიტიური კომუნიკაცია, ერთმანეთის მხარდაჭერა);

ა.გ) საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის დამატებითი დიაგნოსტირების საჭიროებაზე მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების/ძირითადი მომვლელების/მინდობით აღმზრდელების ინფორმირებას და გადამისამართებას;

ა.დ) საჭიროების შემთხვევაში სხვა ხელმისაწვდომ პროგრამებში ჩართვის ხელშეწყობას (რეაბილიტაციის პროგრამა, აუტიზმის პროგრამა და ა. შ.);

ა.ე) მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების/ძირითადი მომვლელების/მინდობით აღმზრდელების ინფორმირებას ძალადობის ფორმებსა და ბავშვთა უფლებებზე, საჭიროების შემთხვევაში დროული რეაგირების უზრუნველყოფას (მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების/ძირითადი მომვლელების/მინდობით აღმზრდელების და სპეციალისტის მხრიდან);

ა.ვ) მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების/ძირითადი მომვლელების/მინდობით აღმზრდელების მხარდაჭერას სტრესთან გამკლავებაში;

ა.ზ) მშობიარობის შემდგომი სტრესის აღმოჩენას, ბავშვის დიაგნოზთან შეგუების მიღებაში მხარდაჭერასა და საჭიროების შემთხვევაში რეფერირებას შესაბამის სერვისებში (გადამისამართება ფსიქოთერაპევტთან ან სხვ.);

ა.თ) ბავშვის ბაგა-ბაღში შეყვანამდე 6 თვით ადრე ტრანზიციის პროცესის დაწყებას;

ა.ი) ბავშვის ბაგა-ბაღში სრულფასოვანი ჩართულობის და ინკლუზიის მხარდაჭერას სპეციალისტის ადგილზე ვიზიტების, ბავშვის ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების შესახებ აღმზრდელების ინფორმირებას, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობასა და ბავშვის ჯგუფურ აქტივობებში ჩართულობის ხელშეწყობით, საჭიროების შემთხვევაში ბაღის პერსონალსა და მშობლებს/კანონიერი წარმომადგენლებს/ძირითადი მომვლელებს/მინდობით აღმზრდელებს შორის კომუნიკაციის ფასილიტაციას;

ა.კ) იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი სხვადასხვა მომსახურებაშია ჩართული, სერვისებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფას;

ა.ლ) 3 წლამდე ასაკის (3 წლის შესრულების თვის ჩათვლით) ბავშვებთან ინდივიდუალური, ბუნებრივ გარემოში ვიზიტების გარდა, შესაძლებელია საჭიროების გათვალისწინებით დაგეგმილი პერიოდულობით განხორცილდეს მცირე ჯგუფებში მუშაობა, სადაც მშობლის მონაწილეობა სავალდებულოა (არაუმეტეს 2 ჯგუფური მუშაობისა თვეში);

ა.მ) ჯგუფში ბავშვებისა და მშობლების წყვილთა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს ხუთს, რომლებთანაც მუშაობს, სულ ცოტა, 2 პროფესიონალი ან პროფესიონალი და პარაპროფესიონალი, ჯგუფური ვიზიტების დაგეგმვისა და განხორციელებისას აუცილებელია ბავშვის განვითარების და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება, თუმცა ჯგუფში ჩართული ბავშვების ასაკებს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.

ბ) 3 წლიდან 7 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვების შემთხვევაში, მუშაობას ბუნებრივ (უპირატესად სახლი ან/და ბაგა-ბაღი) გარემოში, ინდივიდუალური ვიზიტების განხორციელებას ან/და მოსარგებლეების ვიზიტებს ცენტრში (მომსახურების მიმწოდებლის მიერ შესაძლებლო და მოსარგებლის მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის/ძირითადი მზრუნველის/მინდობით აღმზრდელის სურვილის გათვალისწინებით) ინდივიდუალური ვიზიტების ფარგლებში შემდეგ ღონისძიებებს:

ბ.ა) 3 წლიდან 7 წლის ჩათვლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას, ბავშვისა და ოჯახის საჭიროებებიდან გამომდინარე. ინდივიდუალურ მომსახურებას ბუნებრივ გარემოში ან ცენტრში, ასევე ბავშვებთან ჯგუფურ მუშაობას, რომელიც შეადგენს თვეში არაუმეტეს 4 ვიზიტს;

ბ.ბ) მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების/ძირითადი მომვლელების/მინდობით აღმზრდელების მხარდაჭერას ბავშვის პოზიტიური ქცევის ფორმირებაში, მისი ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას, ბავშვის წინასასკოლო და აკადემიური მზაობის, სოციალური და თვითორგანიზების უნარების განვითარების, სხვადასხვა წრეში ან სპორტულ აქტივობაში ჩართვის მიზნით;

ბ.გ) საჭიროებიდან გამომდინარე, მცირე ჯგუფებში მუშაობას. ჯგუფური მუშაობის პროცესში მშობლის მონაწილეობა არ არის სავალდებულო, რათა მოხდეს ბავშვის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა (არაუმეტეს 4 ჯგუფური მუშაობისა თვეში). ჯგუფურ მუშაობაში მშობლების მონაწილეობის საჭიროების შემთხვევაში მშობელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს. ამასთან, მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის/ძირითადი მზრუნველის/მინდობით აღმზრდელის მხარდაჭერისა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სასურველია თვეში 1 ჯგუფური მუშაობა ჩატარდეს ქვეპროგრამაში ჩართული მოსარგებლეების მშობლებისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის/ძირითადი მზრუნველისთვის/მინდობით აღმზრდელებისთვის;

ბ.დ) ჯგუფში ბავშვების მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს ხუთს, რომლებთანაც მუშაობს, სულ ცოტა, 2 პროფესიონალი/სპეციალისტი ან პროფესიონალი/სპეციალისტი და პარაპროფესიონალი. ჯგუფური ვიზიტების დაგეგმვისა და განხორციელებისას აუცილებელია ბავშვის განვითარებისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება, თუმცა ჯგუფში ჩართული ბავშვების ასაკებს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.

გ) ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის განსახორციელებლად მშობლის/მინდობით აღმზრდელის მომზადებას (მათ შორის – შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარება და სპეციფიკური ზრუნვის სწავლება);

დ) მომსახურების გაგრძელების, შეწყვეტის ან ბავშვის სხვა მომსახურებაში გადამისამართების მიზნით ბავშვისა და მისი გარემოს ხელახალ შეფასებას ადრეული ინტერვენციის სტანდარტით განსაზღვრულ ვადებში. შეფასებიდან გამომდინარე დასკვნას ინახება მოსარგებლის პირად საქმეში;

ე) ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერას, რათა მათ მარტივად დატოვონ ადრეული განვითარების პროგრამა და ჩაერთონ სკოლამდელი აღზრდის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან სხვა ალტერნატიულ სერვისში სტანდარტით განსაზღვრულ ვადაში. გადასვლის გეგმის შემუშავება უნდა განხორციელდეს ოჯახთან და ახალი მომსახურების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით;

ვ) პროფესიულ ზედამხედველობას და მხარდაჭერას, რომელსაც ახორციელებს ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის მიმწოდებელ ორგანიზაციაში დასაქმებული ან/და მოწვეული შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტ(ებ)ი, ვისთანაც ორგანიზაციას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება:

ვ.ა) პროფესიული ზედამხედველის სამუშაო მოიცავს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტის პროფესიულ მხარდაჭერას, მისი მუშაობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. თვის განმვალობაში ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარმოდგენილია ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ფორმატით. პროფესიული ზედამხედველობა ხორციელდება წინასწარ შედგენილი განრიგის მიხედვით და გულისხმობს სხვადსხვა ფორმით განხორციელებული პროფესიული ზედამხედველობიდან მინიმუმ ერთ – ერთს ყოველთვიურად:

ვ.ა.ა) ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში ან/და მომსახურების მისამართზე მისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მომუშავე სპეციალისტის მუშაობაზე დაკვირვებას და სპეციალისტისთვის უკუკავშირის მიცემას, ხოლო დისტანციურად ჩატარებული პროფესიული ზედამხედველობის შემთხვევაში − ბავშვთან/ოჯახთან მუშაობის პროცესში ჩართვას ან ვიდეოჩანაწერის განხილვას;

ვ.ა.ბ) მოსარგებლის ინდივიდუალური შემთხვევის, პირადი საქმისა და მასში შემავალი დოკუმენტაციის შემოწმებასა და სრულყოფილად წარმოების ხელშეწყობას;

ვ.ა.გ) პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მომუშავე სპეციალისტებთან ჯგუფური შეხვედრების ორგანიზებას შემთხვევების განხილვის, უკუკავშირის, პროფესიული ზრდისა და დატრენინგების მიზნით, ასევე, სპეციალისტებთან ან მოსარგებლე ოჯახებთან სატელეფონო კონსულტაციას.

3. პროფესიული ზედამხედველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) მაგისტრის ან ბაკალავრის ხარისხი ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მიმართულებაში: ფსიქოლოგია, ბავშვის განვითარება, ოკუპაციური თერაპია, ენისა და მეტყველების თერაპია, განათლების მეცნიერებები (პედაგოგი, სპეციალური მასწავლებელი), სოციალური მუშაობა, რეაბილიტაცია/ფიზიკური თერაპია, პედიატრია ან სამედიცინო ინსტიტუტის 5-წლიანი დიპლომი;

ბ) ბავშვებთან პროფესიული მუშაობის, სულ მცირე, 5-წლიანი გამოცდილება, აქედან უწყვეტად უკანასკნელი 2 წელი ადრეული ინტერვენციის პროგრამაში;

გ) ბავშვთა ადრეული ინტერვენციის/განვითარების ადგილობრივი ან საერთაშორისო კურსის დასრულების ადგილობრივი ან საერთაშორისო სერტიფიკატი/დიპლომი (ადგილობრივი სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციის მიერ, რომელიც შეთანხმებულია სამინისტროსთან);

დ) ადგილობრივი ან საერთაშორისო სერტიფიკატი სუპერვიზიაში (ადგილობრივი სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს ორგანიზაციის მიერ, რომელსაც სატრენინგო მოდული შეთანხმებული აქვს სამინისტროსთან).

 მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან დაბადებიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები (შვიდი წლის შესრულების თვის ჩათვლით, ამასთანავე, შვიდი წლის შესრულებამდე (გარდა გასული 12 თვის მოსარგებლეებისა) დარჩენილი უნდა იყოს, სულ მცირე, 8 თვე), რომლებსაც აქვთ ბავშვთა პედიატრის/ოჯახის ექიმის, ნევროლოგის ან სხვა ექიმ-სპეციალისტის მიერ გამოვლენილი განვითარების ეტაპების დაყოვნება (მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, კომუნიკაციისა და მეტყველების, სოციალურ-ემოციური და კოგნიტური სფეროების განვითარებისა და ადაპტური ქცევის პრობლემა), შეზღუდული შესაძლებლობა ან ამ მხრივ რისკი, რაც დადასტურებულია ამ პროგრამის №2.15 დანართში მოცემული ICD-10-ის დიაგნოზებით. ერთი თვის განმავლობაში ფინანსდება არაუმეტეს 38 344 ვიზიტისა, ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიმიტების შესაბამისად, მოსარგებლის საცხოვრებელი ადგილისა და ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, თანდართული ცხრილის თანახმად. ამასთანავე მოსარგებლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია, ვაუჩერის ანაზღაურება იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც გაიცა ან/და რომელიც მითითებული აქვს მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას რეგისტრაციის დროს. ასევე, გეოგრაფიული არეალის მითითების შემთხვევაში, საჭიროა ორგანიზაციამ მიუთითოს ლიმიტი არა მხოლოდ მოსარგებლთა საერთო რაოდენობის შესახებ, არამედ თითოეულ მუნიციპალიტეტში/სოფელში მოსარგებლების რაოდენობის შესახებ, რომლებსაც ერთდროულად გაუწევენ მომსახურებას.

 

N ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული

ერთი თვის განმავლობაში 

განსაზღვრული ვიზიტების 

რაოდენობა

1 თბილისი ქ. თბილისი 11904
2 იმერეთი ქ. ქუთაისი 6176
ხარაგაული 480
ზესტაფონი 1440
ჭიათურა -
ტყიბული 120
თერჯოლა 80
ბაღდათი -
სამტრედია -
ხონი -
ვანი -
საჩხერე -
წყალტუბო -
3 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი ქ. ამბროლაური 160
ონი -
ცაგერი -
ლენტეხი -
4 გურია ქ. ოზურგეთი 1040
ლანჩხუთი 800
ჩოხატაური 528
5 სამეგრელო-ზემო სვანეთი ქ. ზუგდიდი 1248
აბაშა -
წალენჯიხა -
სენაკი 320
ხობი -
მარტვილი -
ჩხოროწყუ -
მესტია 80
ქ. ფოთი 360
6 კახეთი ქ. თელავი 1960
ახმეტა -
ყვარელი -
გურჯაანი 640
სიღნაღის -
დედოფლისწყარო 120
ლაგოდეხი 160
საგარეჯო 160
7 სამცხე-ჯავახეთი ქ. ახალციხე 160
ახალქალაქი 320
ასპინძა -
ადიგენი -
ბორჯომი 960
ნინოწმინდა -
8 მცხეთა-მთიანეთი ქ. მცხეთა -
თიანეთი -
დუშეთი -
ყაზბეგი -
9 შიდა ქართლი ქ. გორი 3840
ხაშური 720
ქარელი -
კასპი -
10 ქვემო ქართლი ქ. რუსთავი 1280
დმანისი 160
თეთრიწყარო 160
წალკა 120
ბოლნისი 240
გარდაბანი 200
მარნეული 640
11 აჭარის ა/რ ქ. ბათუმი 840
ქობულეთი 928
ქედა -
შუახევი -
ხულო -
ხელვაჩაური -
  ჯამი   38344

 

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

ა) პირის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

ბ) კანონიერი წარმომადგენლობის შემთხვევაში – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და ცნობის ასლი (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV- 100/ა);

ე) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით, კანონიერი წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და ცნობის ასლი (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომლითაც დასტურდება, რომ მშობელი/მშობლები არის/არიან თანდაყოლილი სიყრუის მქონე პირ(ებ)ი და რომელიც გაცემულია განცხადების შეტანიდან არაუმეტეს ერთი წლისა (ცნობის დედანი უბრუნდება განცხადებელს).

3. ქვეპროგრამის მომსახურების მიღების მაძიებლების რეესტრი (ამ ქვეპროგრამაში შემდგომში – მაძიებლების რეესტრი) არის ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურებაში მოთავსების მსურველ პირთა ერთიანი ცენტრალიზებული საინფორმაციო ბაზა, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეთა შერჩევასა და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტო.

5. ზრუნვის სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მაძიებლების რეესტრის რიგითობის მიხედვით, შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები;

ბ) მინდობით აღზრდაში ან სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი ბავშვები, თუკი ამ დაწესებულების მიერ არ ხდება ადრეული განვითარების მომსახურების მიწოდება;

გ) ბავშვები, რომლებიც განცხადების შეტანის დროს ამ მომსახურებით სარგებლობდნენ გასული 12 თვის განმავლობაში (მიუხედავად მომსახურებით სარგებლობის ვადისა);

დ) ბავშვები, რომელთა ასაკი განცხადების შეტანის დღისთვის არ აღემატება 3 წელს;

ე) იმპლანტირებული სასმენი (კოხლეარული) მოწყობილობის მქონე ბავშვები;

ვ) ბავშვები, რომლებსაც ჰყავთ თანდაყოლილი სიყრუის მქონე მშობლები;

ზ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 120 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვები, რომელთა ოჯახებს სარეიტინგო ქულა ყველაზე უფრო დაბალი აქვთ განცხადების წარდგენის დღისთვის;

თ) განცხადების თარიღის რიგითობის მიხედვით;

ი) ამ პუნქტის ქვეპუნქტებში არსებული ერთი და იმავე პრიორიტეტული კატეგორიების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმავე პუნქტში ჩამოთვლილ მომდევნო ქვეპუნქტს.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 7 000 000 ლარით.

2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის და შედგება შესაბამისი თვეების ტალონებისაგან.

3. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მოსარგებლის მიერ გასულ თვეში ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის მონაცემები გასული თვის განმავლობაში მიღებული მომსახურების სახეობების, ჯერადობისა და მომსახურების ჩატარების ადგილის მითითებით, რაც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით. ასევე ზრუნვის სააგენტოს უნდა წარუდგინოს მომსახურების გაწევის თვის ტალონები. ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ამოწურვამდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა, წარდგენილი ვაუჩერის ტალონების ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

4. ვაუჩერის ტალონები გაიცემა ზრუნვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მითითებით, გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან 12 თვეზე, მაგრამ არაუმეტეს ბავშვის 7 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე ან საჭიროებიდან გამომდინარე თვეებზე.

5. ვაუჩერი გაიცემა მხოლოდ იმ რეგიონ(ებ)ში/მუნიციპალიტეტ(ებ)ში, რომელ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულშიც არის რეგისტრირებული მიმწოდებელი ორგანიზაცია.

6. ვაუჩერი გაიცემა (არაუგვიანეს ზრუნვის სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით) მოსარგებლისკანონიერ წარმომადგენელზე/მინდობით აღმზრდელზე, რომელიც უზრუნველყოფს არაუგვიანეს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 15 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.

7. ვაუჩერის ერთი თვის ტალონი ანაზღაურდება ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით, თვეში განხორციელებული მომსახურების (ვიზიტის) შესაბამისად, ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირობის გათვალისწინებით. ამასთან, ერთი მომსახურების (ვიზიტის) ღირებულებაა 25 ლარი.

8. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

9. ზედიზედ 2 თვის ვაუჩერის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურად გაუქმებას, გარდა შესაბამისი დაწესებულების ფუნქციონირების დროებით შეჩერების შემთხვევებისა, რაზეც მიმწოდებელი მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებს მოსარგებლის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, ზრუნვის სააგენტოსა და სამინისტროს. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტო.

10. იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლის მიერ არ განხორციელდა 1 თვის ვაუჩერის ტალონის გამოყენება, ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი სამსახური მოსარგებლის მონაცემებს აგზავნის მეურვეობა-მზრუნველობის სოციალური მუშაკის ჩართვის მიზნით. სოციალური მუშაკი იკვლევს ვაუჩერის გამოუყენებლობის მიზეზებს და ახორციელებს შესაბამის პროცედურებს მოსარგებლისათვის მომსახურების მიწოდების ან ვაუჩერის გაუქმების მიზნით.

11. მოსარგებლის მხრიდან არასაპატიო (რომელიც არ არის დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტით) მიზეზით, ზედიზედ 2 ვიზიტის გაცდენის შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელი აცნობებს მოსარგებლის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, რომ კიდევ 2 ვიზიტის გაცდენის შემთხვევაში გაუუქმდება ვაუჩერი, ხოლო ზედიზედ 4 ვიზიტის გაცდენის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელი წერილობით (სადაც აღწერილია, რის გამო ვერ განხორციელდა ვიზიტი) აცნობებს ზრუნვის სააგენტოს, რაც იწვევს ვაუჩერის გაუქმებას. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტო, რომელიც გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას აცნობებს მოსარგებლის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს.

12. ამ მუხლის მე-5 პუნქტი არ ვრცელდება გასული 12 თვის მოსარგებლე მოსარგებლეებზე.

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №2 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

დანართი №2.3

ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა 

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანები

ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ბავშვის სოციალური განვითარების ხელშემწყობი ქვეპროგრამაა, რომლის მიზანია ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება, ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური ფუნქციური პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება, ზოგადი ჯანმრთელობის, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და ინკლუზიური განვითარების პროცესის ხელშეწყობა.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ღონისძიებები ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის შემთხვევაში მოიცავს:

ა) შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული რეაბილიტაცია/აბილიტაციის გუნდის მიერ ბავშვის ინდივიდუალური რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმის შედგენა. ამასთანავე, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით განსაზღვრულ, თერაპიულ ინტერვენციაში შემავალი სეანსების ტიპების/სახეებისა და მათი რაოდენობის განსაზღვრას საერთო ლიმიტის ფარგლებში ახდენს რეაბილიტაცია/აბილიტაციის გუნდი. აღნიშნული გეგმა დასტურდება გუნდის ყველა სპეციალისტისა და მოსარგებლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით;

ბ) თერაპიული ინტერვენცია, რომლის ძირითადი პაკეტი მოიცავს: ფიზიკურ თერაპიას, ოკუპაციურ თერაპიას, მეტყველების და ენის თერაპიას, ფსიქოლოგიურ დახმარებას;

გ) საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია ჩაატაროს ასევე: ქცევითი თერაპია, აკვათერაპია, ხელოვნებით თერაპია, პელოიდოთერაპია (სამკურნალო ტალახი), სპეციალური მასწავლებლის მომსახურება, მშობელთა, მინდობით აღმზრდელთა, სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილ პირთა ან კანონიერ წარმომადგენელთა განათლებისა და ტრენინგის სეანსები, გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად;

დ) მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოსარგებლის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, შეარჩიოს თერაპიული ინტერვენციების სახეობა და მათი ერთობლიობა. ამავე დროს არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი თერაპიული ინტერვენცია, ძირითადი პაკეტით გათვალისწინებული თერაპიული ინტერვენციების ჩათვლით, არც ერთობლივად და არც ცალ-ცალკე არ ატარებს სავალდებულო ხასიათს;

ე) ექიმის მეთვალყურეობა (სეანსი), რაც მოიცავს შეფასებას, თერაპიული პროცესის დაგეგმვას, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას, ინტერდისციპლინური გუნდის მუშაობის კოორდინაციას;

ვ) საჭიროების შემთხვევაში – ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ფსიქოლოგიური დახმარება (სეანსი).

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება:

ა) პროგრამის №2.16 დანართში მოცემული დიაგნოზების მქონე 3 წლისა და მეტი ასაკის (მათ შორის, მინდობით აღზრდაში/სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი) შშმ ბავშვები, აგრეთვე ამავე მდგომარეობების მქონე 3 წლამდე ასაკის ბავშვები;

ბ) თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვის და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე, ასევე, სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი, რომელსაც არა აქვს შშმ სტატუსი და დიაგნოზი შეესაბამება პროგრამის №2.16 დანართში მოცემულ დიაგნოზებს.

2. ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების მიღების/მიწოდების მიზნებისათვის:

ა) სამიზნე ჯგუფის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

ა.ბ) კანონიერი წარმომადგენლობის შემთხვევაში – დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი, სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის შემთხვევაში – დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვა;

ა.გ) დაბადების მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

ა.დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) (წინა წლის მომსახურების მოსარგებლე მოსარგებლისათვისაღნიშნული ფორმის წარდგენა არ არის სავალდებულო, გარდა R62.0 (განვითარების ეტაპების დაყოვნება) დიაგნოზის შემთხვევებისა;

ა.ე) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა (გარდა 3 წლამდე ასაკის ბავშვისა) და მისი ასლი;

ა.ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებით თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვის და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე, ასევე, სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ბ) ზრუნვის სააგენტო დოკუმენტაციის საფუძველზე განსაზღვრავს პირის მომსახურებაში ჩართვის მიზანშეწონილობას და იღებს გადაწყვეტილებას პროგრამაში ჩართვის შესახებ, რეესტრის რიგითობის მიხედვით, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამასთან, რეესტრში რჩება ყველა არსებული ინფორმაცია იმ მაძიებლების შესახებ, რომლებიც უკვე აღრიცხულნი არიან რეესტრში;

გ) ზრუნვის სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მაძიებლების რეესტრის რიგითობის მიხედვით, შემდეგი თანმიმდევრობით:

გ.ა) გადაუდებელი საჭიროების მქონე ბავშვები (ორთოპედიული ოპერაციის შემდგომი პერიოდი, რომელიც არ უნდა სცდებოდეს 1 წელს);

გ.ბ) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები;

გ.გ) მინდობით აღზრდაში ან სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი ბავშვები, თუკი ამ დაწესებულების მიერ არ ხდება ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება;

გ.დ) ბავშვები, რომლებიც ამ მომსახურებით სარგებლობდნენ 2023 წლის განმავლობაში (მიუხედავად მომსახურებით სარგებლობის ვადისა);

გ.ე) ბავშვები, რომელთა ასაკი განცხადების შეტანის დღისთვის არ აღემატება 5 წელს;

გ.ვ) განცხადების წარდგენის დღისთვის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 120 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვები;

გ.ზ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადების თარიღის რიგითობის მიხედვით, ხოლო ერთი და იმავე თარიღის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ყველაზე უფრო დაბალი აქვთ განცხადების წარდგენის დღისთვის;

გ.თ) ამ პუნქტის „გ.ა“-„გ.ზ“ ქვეპუნქტებში მოცემული ერთი და იმავე პრიორიტეტული კატეგორიების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმავე პუნქტში ჩამოთვლილ მომდევნო ქვეპუნქტს.

დ) მოსარგებლემ მომსახურების მიმწოდებელს უნდა მიმართოს გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. მომსახურების მიმწოდებელთან ამ ვადის დარღვევით გამოცხადების შემთხვევაში მოსარგებლის მომსახურებაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება უქმდება. ამ შემთხვევაში მოსარგებლის პროგრამაში ხელახლა ჩართვა უნდა მოხდეს ყველა აუცილებელი პროცედურის გავლით;

ე) მოსარგებლისათვის გაცემული ვაუჩერის გაუქმების საფუძველია:

ე.ა) მოსარგებლის მომსახურების მიმწოდებელთან გამოუცხადებლობა, ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში;

ე.ბ) მოსარგებლის/მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სურვილი, რომელიც დადასტურებულია შესაბამისი განცხადებით;

ე.გ) გუნდის და მისი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) საფუძველზე სხვადახვა მიზეზით (სამედიცინო, ასაკობრივი და ა.შ);

ე.დ) ამ მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების შეუსაბამობა;

ე.ე) თუ თვის მანძილზე გამოყენებულია ერთი თვისთვის განსაზღვრული სეანსების მაქსიმალური რაოდენობის 10%-ზე ნაკლები (გარდა ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა).

ვ) მოსარგებლისათვის გაცემული ვაუჩერი არ გაუქმდება, თუ გაცდენა:

ვ.ა) გამოწვეულია მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რაც დასტურდება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტით;

ვ.ბ) გამოწვეულია მოსარგებლის აქტიური სოციალური სტატუსის ხელშეწყობის მიზეზით (კურორტული დასვენება, კულტურული, შემეცნებითი და სპორტული გასვლები);

ვ.გ) მიზანშეწონილად მიჩნეულია მიმწოდებელის მიერ;

ვ.დ) გამოწვეულია მიმწოდებელი დაწესებულების ფუნქციონირების დროებითი შეჩერების გამო.

ზ) ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომსახურების მიმწოდებელი ახდენს ქვეპროგრამის განმახორციელებლის ინფორმირებას შესაბამისი განცხადებით;

თ) მოსარგებლის ქვეპროგრამიდან გასვლის შემთხვევაში, მისი ქვეპროგრამაში ხელახალი ჩართვა ხორციელდება ამ წესით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნისა და პროცედურის გავლით.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 12 000 000 ლარით.

2. ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის.

3. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მოსარგებლის მიერ გასულ თვეში ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის მონაცემები. ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ამოწურვამდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა, წარდგენილი ვაუჩერის ტალონების ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი დოკუმენტი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

4. ვაუჩერი გაიცემა ზრუნვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, გადაწყვეტილების მიღების თვიდან 12 თვეზე, მაგრამ არაუმეტეს ბავშვის 18 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე ან საჭიროებიდან გამომდინარე თვეებზე.

5. მოსარგებლის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს მიეწოდება ინფორმაცია ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მიმწოდებლისათვის შესაბამისი თვის ვაუჩერის შესახებ ინფორმაციის გადაცემას.

6. ერთი თვის მომსახურება ანაზღაურდება ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით, თვეში განხორციელებული მომსახურების (სეანსების) შესაბამისად.

7. მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 16 სეანსის ჩატარებას და უნდა მოიცავდეს ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად. ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა გამოიანგარიშება ჩატარებული სეანსების რაოდენობის ნამრავლით 17 ლარზე.

8. წლის განმავლობაში სეანსების ჯამური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 750 000 სეანსს, ხოლო ერთ მოსარგებლეზე წელიწადში 192 სეანსს.

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

 

დანართი №2.4

დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (6-დან 18 წლამდე შშმ სტატუსის მქონე და არმქონე ბავშვები) ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამა წარმოადგენს „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერ ღონისძიებას, რომლის მიზანია ბავშვის ინსტიტუციონალიზაციის/ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, მშობლობის უნარ-ჩვევების გაძლიერება, სოციალური ინკლუზია, რთული ქცევის მართვა, ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა.

მუხლი 2. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფები

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებს განეკუთვნებიან:

ა) 6-დან 18 წლამდე ასაკის მქონე ბავშვები;

ბ) 6-დან 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვები;

გ) 6-დან 18 წლამდე ასაკის მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე, ასევე, ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით გამოხატული სხვა გონებრივი ჩამორჩენის მქონე შშმ ბავშვები. ასევე „მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამის“ მოსარგებლეები;

დ) ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 8-18 წლის მოზარდები;

ე) სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებული ფსიქოსოციალური კონსულტირების საჭიროების მქონე ბავშვები;

ვ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამიზნე ჯგუფის მოსარგებლეებს არ შეუძლიათ ერთდროულად ისარგებლონ ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისთვის გათვალისწინებული მომსახურებით.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 5 500 000 ლარით.

2. ქვეპროგრამის დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებით.

3. N2.4.2 და N2.4.3 დანართებით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფის მოსარგებლეებს არ შეუძლიათ ერთდროულად ისარგებლონ ორივე დანართით გათვალისწინებული მომსახურებით ერთდროულად.

4. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურება ხორციელდება შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და ლიმიტების გათვალისწინებით:

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები 6-დან 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვები 6-დან 18 წლამდე ასაკის მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვები ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 8-18 წლის მოზარდები
1 თბილისი ქ. თბილისი 205 294 24 22
2 იმერეთი ქ. ქუთაისი 50 83 16 15
ხარაგაული - - - -
ზესტაფონი 15 50 - -
ჭიათურა 45 30 - -
ტყიბული - - - -
თერჯოლა - 26 - -
ბაღდათი - 30 - -
სამტრედია - 16 - -
ხონი - 13 - -
ვანი - 10 - -
საჩხერე - 18 - -
წყალტუბო 24 - - -
3 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი ქ. ამბროლაური - 20 - -
ონი - - - -
ცაგერი - - - -
ლენტეხი - - - -
4 გურია ქ. ოზურგეთი 30 55 - -
ლანჩხუთი 24 - - -
ჩოხატაური - 20 - -
5 სამეგრელო-ზემო სვანეთი ქ. ზუგდიდი 20 34 - -
აბაშა - 15 - -
წალენჯიხა - 15 - -
სენაკი - 15 - -
ხობი - - - -
მარტვილი - - - -
ჩხოროწყუ - 30 15 -
მესტია - 10 - -
ქ. ფოთი - 28 - -
6 კახეთი ქ. თელავი - 35 - -
ახმეტა - - - -
ყვარელი - - - -
გურჯაანი - 14 - -
სიღნაღის - - - -
ქ. წნორი - 19 - -
დედოფლის-წყარო - - - -
ლაგოდეხი - 20 - -
საგარეჯო - 15 - -
7 სამცხე-ჯავახეთი ქ. ახალციხე - - - -
ახალქალაქი - - - -
ასპინძა - - - -
ადიგენი - - - -
ბორჯომი - 30 - -
ნინოწმინდა 30 - - -
8 მცხეთა-მთიანეთი ქ. მცხეთა - 49 - -
თიანეთი - - - -
დუშეთი - - - -
ყაზბეგი - - - -
9 შიდა ქართლი ქ. გორი 60 30 - -
ხაშური 25 20 - -
ქარელი 10 23 - -
კასპი - 20 - -
10 ქვემო ქართლი ქ. რუსთავი 35 28 - -
დმანისი - - - -
თეთრიწყარო - - - -
წალკა - - - -
ბოლნისი - 39 - -
გარდაბანი - - - -
მარნეული - 19 - -
11 აჭარის ა/რ ქ. ბათუმი 70 30 - -
ქობულეთი - - - -
ქედა - - - -
შუახევი - 15 - -
ხულო - - - -
ხელვაჩაური 30 - - -
  ჯამი   673 1218 55 37

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №2 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

დანართი №2.4.1

 

6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური ინკლუზიის დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტი წარმოადგენს „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერ ღონისძიებას, რომლის მიზანია ბავშვის ინსტიტუციონალიზაციის/ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, მშობლობის უნარ-ჩვევების გაძლიერება, სოციალური ინკლუზია, რთული ქცევის მართვა, ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები

სამიზნე ჯგუფებისთვის კომპონენტის ღონისძიებებში შედის:

ა) ყოველდღიური (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა), 6-საათიანი მომსახურება. მოსარგებლეებისათვის ცენტრში გატარებული მინიმალური დრო არ უნდა იყოს 3 საათზე ნაკლები. გამოვლენილი საჭიროების შემთხვევაში (რომელიც დასტურდება ინდივიდუალური მომსახურების მოკლევადიანი გეგმით), 6 საათამდე მომსახურებისას უნდა მოხდეს მოსარგებლეთა უზრუნველყოფა ორჯერადი ჯანსაღი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი, ხოლო 3 საათამდე მომსახურებისას ერთჯერადი სამკომპონენტიანი სადილით;

ბ) ასაკის გათვალისწინებით მოსარგებლეთა საჭიროებების (შემეცნებითი, ემოციური და ფიზიკური) გამოვლენა და მათი დაკმაყოფილება;

გ) მოსარგებლეთა საყოფაცხოვრებო და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;

დ) მოსარგებლეების კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფა;

ე) საჭიროების შემთხვევაში – პირველადი გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება;

ვ) მოსარგებლის სურვილის შემთხვევაში, ბავშვთა მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს ბავშვის მიერ ნებაყოფლობით და უანგაროდ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას;

ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოხალისეობრივ საქმიანობად ჩაითვლება საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობა, არასამეწარმეო (არაკომერციული) ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ განხორციელებულ ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც განეკუთვნებიან ადამიანის უფლებების დაცვის, გენდერული თანასწორობის, სოციალური დაცვის, განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, ბავშვთა უფლებების, ძალადობისგან დაცვისა და მავნე ზეგავლენისგან დაცვის, მასობრივი სპორტის ხელშეწყობის, გარემოსა და ცხოველთა უფლებების დაცვის საკითხებს;

თ) მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მოხალისეობრივი საქმიანობის ფარგლებში ბავშვ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შინაარსის, ვადის, საქმიანობის სპეციფიკისა და სხვა საკითხების შესახებ მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვამდე ინფორმაცია მიაწოდოს ბავშვ(ებ)ის კანონიერ წარმომადგენელს.

მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფები

1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება:

ა) 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვი, რომელიც:

ა.ა) არ განეკუთვნება შშმ ბავშვის კატეგორიას, რომლის ოჯახიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და დღის ცენტრის მომსახურებაში ბავშვის ჩართვის შესახებ განცხადების წარდგენის დღისთვის ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს;

ა.ბ) არ განეკუთვნება შშმ ბავშვთა კატეგორიას და რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან ნათესაურ მინდობით აღზრდაში;

ა.გ) არის №2.8 დანართის „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში უფლებამოსილი პირის მიერ იდენტიფიცირებული მიუსაფარ ბავშვად;

ა.დ) ამ პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები სარგებლობენ დღის ცენტრში ჩარიცხვის უპირატესობით;

ა.ე) ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 673-ს.

2. კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეთა შერჩევასა და შესაბამის გადაწყვეტილებას სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე იღებს ზრუნვის სააგენტო.

მუხლი 4. კომპონენტის დაფინანსება

1. ქვეპროგრამის დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებით.

2. დღის ცენტრების მომსახურების მისაღებად მოსარგებლისათვის განკუთვნილი ვაუჩერის ტალონები გაიცემა მომსახურების მიღების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან 12 თვეზე ან საჭიროებიდან გამომდინარე თვეებზე, მაგრამ არაუმეტეს ბავშვის 18 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე.

3. დღის ცენტრში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომსახურების მისაღებად მოსარგებლისათვის განკუთვნილი ვაუჩერი გადაეცემა მოსარგებლის ან მის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.

4. ვაუჩერის ერთ ტალონზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს დღეში 12 ლარს, რომელიც გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვეში მოსარგებლის მიერ მიღებული მომსახურების დღეების (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გამოკლებით, ასევე გარდა არდადეგებისა) რაოდენობაზე. ამასთანავე:

ა) მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მოსარგებლის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რაც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით. ასევე, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს უნდა წარუდგინოს მომსახურების გაწევის წინა თვის ტალონები. ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ბოლომდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით არა უმეტეს 5 სამუშაო დღით დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება;

ბ) დღის ცენტრის მომსახურება მოსარგებლებს სტაბილურად მიეწოდებათ ყოველდღიურად შაბათ კვირისა და უქმე დღეების გარდა. ასევე, დასაშვებია მუშაობის დროებითი წყვეტა არდადეგების სახით – წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთდროულად 30 კალენდარული დღისა. მიმწოდებლის მიერ გამოცხადებული არდადეგების დღეები არ ანაზღაურდება;

გ) ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით;

დ) დღის ცენტრის მომსახურების მიმწოდებელმა ორგანიზაციამ ზრუნვის სააგენტოს უნდა აცნობოს თითოეული კონკრეტული ისეთი შემთხვევის თაობაზე, როდესაც მოსარგებლზე გაცემული ვაუჩერი წარდგენილ იქნა მოსარგებლის მიერ, მაგრამ შესაბამისი მომსახურებით არ უსარგებლია იმავე პერიოდში. ორგანიზაციის შეტყობინების საფუძველზე სოციალურმა მუშაკმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს საქმის შესწავლა, რომლის დასკვნის შესაბამისად განიხილება ვაუჩერის შეჩერების/გაუქმების საკითხი. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტო, ვაუჩერი ავტომატურად გაუქმებას ექვემდებარება 1 თვის ტალონის გამოუყენებლობის შემთხვევაში.

5. ვაუჩერის გაცემა წარმოებს არაუმეტეს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებულ მიმწოდებელთა მომსახურების შესაძლებლობის ჯამური ლიმიტისა და ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული, ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, რომელთა ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს ზრუნვის სააგენტო. ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ (მუნიციპალურ) ერთეულში, რომელშიც იქნა იგი გაცემული. ამასთან, მოსარგებლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია ვაუჩერის გაცემა იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისთვის, რომლისთვისაც იქნა იგი მოთხოვნილი. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ვაუჩერის გაცემის დროს პრიორიტეტი ენიჭებათ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ მოსარგებლებს, რომელშიც ხორციელდება დღის ცენტრებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა.

 

დანართი №2.4.2

6-დან 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვების დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

ქვეპროგრამა წარმოადგენს „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერ ღონისძიებას, რომლის მიზანია ბავშვის ინსტიტუციონალიზაციის/ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, მშობლობის უნარ-ჩვევების გაძლიერება, სოციალური ინკლუზია, რთული ქცევის მართვა, ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები

1. სამიზნე ჯგუფისთვის კომპონენტის ღონისძიებებში შედის:

ა) ყოველდღიური (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა), 6-საათიანი მომსახურება. მოსარგებლებისათვის ცენტრში გატარებული მინიმალური დრო არ უნდა იყოს 3 საათზე ნაკლები. გამოვლენილი საჭიროების შემთხვევაში (რომელიც დასტურდება ინდივიდუალური მომსახურების მოკლევადიანი გეგმით), შშმ ბავშვების დღის ცენტრის მომსახურების მიღების პირველ თვეს (მაგრამ არაუმეტეს 2 თვისა) შესაძლებელია ცენტრში გატარებული დრო იყოს 3 საათზე ნაკლები. 6 საათამდე მომსახურებისას უნდა მოხდეს მოსარგებლთა უზრუნველყოფა ორჯერადი ჯანსაღი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი, ხოლო 3 საათამდე მომსახურებისას ერთჯერადი სამკომპონენტიანი სადილით;

ბ) ასაკის გათვალისწინებით მოსარგებლთა საჭიროებების (შემეცნებითი, ემოციური და ფიზიკური) გამოვლენა და მათი დაკმაყოფილება;

გ) მოსარგებლთა საყოფაცხოვრებო და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;

დ) მოსარგებლების კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფა;

ე) საჭიროების შემთხვევაში – პირველადი გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება;

ვ) მოსარგებლის სურვილის შემთხვევაში, ბავშვთა მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს ბავშვის მიერ ნებაყოფლობით და უანგაროდ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას;

ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოხალისეობრივ საქმიანობად ჩაითვლება საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობა, არასამეწარმეო (არაკომერციული) ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ განხორციელებულ ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც განეკუთვნებიან ადამიანის უფლებების დაცვის, გენდერული თანასწორობის, სოციალური დაცვის, განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, ბავშვთა უფლებების, ძალადობისგან დაცვისა და მავნე ზეგავლენისგან დაცვის, მასობრივი სპორტის ხელშეწყობის, გარემოსა და ცხოველთა უფლებების დაცვის საკითხებს;

თ) მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მოხალისეობრივი საქმიანობის ფარგლებში ბავშვ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შინაარსის, ვადის, საქმიანობის სპეციფიკისა და სხვა საკითხების შესახებ მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვამდე ინფორმაცია მიაწოდოს ბავშვ(ებ)ის კანონიერ წარმომადგენელს;

ი) იმ დღის ცენტრებში, რომლებშიც შესაძლებელია მოსარგებლთა ასაკობრივ ჯგუფებად დაყოფა (6-დან 10 წლამდე, 10-დან-15 წლამდე, 15-დან 18 წლამდე), მათთვის ამავე მუხლით განსაზღვრული მომსახურების ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად მიწოდების უზრუნველყოფა (ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ცალკეული ასაკობრივი ჯგუფის მოსარგებლთა რაოდენობა არ აღემატება სამ პირს, მაშინ მათი განთავსება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მოსაზღვრე ასაკობრივ ჯგუფში);

კ) ექვსთვიანი ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენა მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომლის შედგენაში ჩართული არიან: პედაგოგი ან/და ფსიქოლოგი ან/და ოკუპაციური თერაპევტი, ასისტენტი და მოსარგებლე/მისი კანონიერი წარმომადგენელი (მიუხედავად მომსახურების მიმწოდებლის შესაძლო ცვლილებისა), გეგმის განხორციელება და განახლება;

ლ) დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარებისა და სოციალური ინკლუზიის განვითარების ხელშეწყობა, ინკლუზიური პროფესიული განათლების მხარდამჭერი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება;

მ) მოსარგებლეთა ფუნქციური, აკადემიური უნარების განვითარება;

ნ) საგანმანათლებლო, განმავითარებელი აქტივობების ხელშეწყობა;

ო) ფიზიკური გარემოს ადაპტირებასა და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა (მათ შორის, ადაპტური ავეჯი/ნივთები);

პ) მოსარგებლთა ცენტრებში მიყვანისა და შინ დაბრუნების ორგანიზება;

ჟ) მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობის გეგმის შედგენა-განხორციელება;

რ) სოციალური მუშაკის ჩართვის მიზნით, მეურვეობა-მზრუნვველობის ტერიტორიული ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდება, იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და განვითარება იძლევა შესაძლებლობას მიიღოს განათლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და ის, მიუხედავად ამისა, არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში.

2. შშმ ბავშვთა დღის ცენტრში რთული ქცევის მქონე მოსარგებლეთათვის მულტიდისციპლინური გუნდის (რომლის შემადგენლობაში შედიან ფსიქოლოგი, განვითარების სპეციალისტი/სპეციალური პედაგოგი, ექიმი-პედიატრი, ხოლო მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების დღის ცენტრის შემთხვევაში, დამატებით ოკუპაციური თერაპევტი) მიერ გამოვლენილი საჭიროებების შემთხვევაში, რომელიც დადასტურებულია მულტიდისციპლინური გუნდის წევრების ხელმოწერილი დასკვნით, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია უფლებამოსილია, გაუფორმოს ხელშეკრულება შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამის მოსარგებლეზე საჭიროების შესაბამისი ზრუნვის განხორციელებას (ერთი მზრუნველის შემთხვევაში არაუმეტეს 3 მოსარგებლისა).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზრუნვის დრო და ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს შრომის კანონმდებლობას და გაწერილი უნდა იყოს ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, საჭიროების შემთხვევაში, ზედამხედველობას უწევს კონსულტანტი რთული ქცევის მართვის საკითხებში, რომელიც არის პროფესიით ფსიქოლოგი, აქვს დამოუკიდებელი პრაქტიკა, რთული ქცევის მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან და მეთოდოლოგიურად ეყრდნობა ქცევის გამოყენებით ანალიზს და შეუძლია რთული ქცევის მართვაზე პროფესიული ზედამხედველობის განხორციელება.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კონსულტანტის განსახორციელებელი ღონისძიებები მოიცავს:

ა) ბავშვთან/მოზარდთან მომუშავე მულტიდიციპლინარული გუნდის (კანონიერი წარმომადგენელი, შემთხვევის მართვის მენეჯერი, განვითარების სპეციალისტები და/ან ქცევითი თერაპევტი) და პროგრამის ხელმძღვანელის კონსულტირებას რთული ქცევის ფუნქციურ შეფასებაში;

ბ) ქცევის ფუნქციური ანალიზისთვის საჭირო ჩანაწერების ფორმების შემუშავებაში პროგრამის სპეციალისტების კონსულტირებას;

გ) ქცევის ფუნქციური ანალიზის გაკეთებას ბავშვთან/მოზარდთან მომუშავე სპეციალისტების ჩანაწერების საფუძველზე;

დ) პროგრამის სპეციალისტების (ფსიქოლოგი/განვითარების სპეციალისტი/ქცევითი თერაპევტი) მიერ ბავშვის/მოზარდის განვითარების საფეხურის საფუძველზე პროგრამის ხელმძღვანელისა და შემთხვევის მართვის მენეჯერის კონსულტირებას კრიზისული ინტერვენციის გეგმის შემუშავებაში.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კონსულტანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) რთული ქცევის მქონე ბავშვებთან/მოზარდებთან მინიმუმ 4-წლიანი მუშაობის გამოცდილება ბუნებრივ გარემოში (სკოლა, სახლი, დღის ცენტრი), ქცევის გამოყენებითი ანალიზის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით;

ბ) ბავშვების/მოზარდების ოჯახებთან მუშაობისა და პირველადი ფსიქოსოციალური დახმარების გაწევის გამოცდილება;

გ) ოჯახის წევრებისა და ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების სუპერვიზიისა და სწავლების გამოცდილება ქოუჩინგის მეთოდით.

მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფები

1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება:

ბ) 6-დან 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვები, მათ შორის:

ბ.ა) რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში და არიან წინა წლების დღის ცენტრების ქვეპროგრამის მოსარგებლეები;

ბ.ბ) რომლებიც არიან „მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ან „მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამის“ მოსარგებლეები;

ბ.გ) იმყოფებიან მინდობით აღზრდაში და არ არიან წინა წლების დღის ცენტრებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის მოსარგებლეები და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასების ფორმის რეკომენდაციის ნაწილში მითითებული აქვთ დღის ცენტრის მომსახურების მიღების საჭიროება;

ბ.დ) ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1218-ს.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეთა შერჩევასა და შესაბამის გადაწყვეტილებას სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე იღებს ზრუნვის სააგენტო.

მუხლი 4. კომპონენტის დაფინანსება

1. ქვეპროგრამის დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებით.

3. დღის ცენტრების მომსახურების მისაღებად მოსარგებლისათვის განკუთვნილი ვაუჩერის ტალონები გაიცემა მომსახურების მიღების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან 12 თვეზე საჭიროებიდან გამომდინარე, თვეებზე, მაგრამ არაუმეტეს ბავშვის, მათ შორის, შშმ ბავშვის 18 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე, შშმ სტატუსის მოქმედების ვადის გათვალისწინებით.

4. დღის ცენტრში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომსახურების მისაღებად მოსარგებლისათვის განკუთვნილი ვაუჩერი გადაეცემა მოსარგებლეს ან მის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.

5. ვაუჩერის ერთ ტალონზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 420 ლარს, ამასთანავე:

ა) თუ მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ (გარდა არდადეგებისა) დღეთა რაოდენობა 12 ან მეტია, ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გამოიანგარიშება მოსარგებლის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით 20 ლარზე, ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება მოსარგებლის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით დღიური ანაზღაურების ოდენობაზე;

ბ) მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მოსარგებლის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რაც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით. ასევე, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს უნდა წარუდგინოს მომსახურების გაწევის წინა თვის ტალონები. ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ბოლომდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით, არაუმეტეს 5 სამუშაო დღით დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება;

გ) დღის ცენტრის მომსახურება მოსარგებლეებს სტაბილურად მიეწოდება ყოველდღიურად შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა. ასევე, დასაშვებია მუშაობის დროებითი წყვეტა არდადეგების სახით – წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთდროულად 30 კალენდარული დღისა. მიმწოდებლის მიერ გამოცხადებული არდადეგების დღეები არ ანაზღაურდება;

დ) კომპონენტის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით;

ე) ზედიზედ 2 თვის ვაუჩერის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურად გაუქმებას, გარდა შესაბამისი დაწესებულების ფუნქციონირების დროებით შეჩერების შემთხვევებისა, რაზეც მიმწოდებელი მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებს მოსარგებლის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, ზრუნვის სააგენტოსა და სამინისტროს. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტო.

6. ვაუჩერის გაცემა წარმოებს არაუმეტეს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებულ მიმწოდებელთა მომსახურების შესაძლებლობის ჯამური ლიმიტისა და ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული, ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, რომელთა ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს ზრუნვის სააგენტო. ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ (მუნიციპალურ) ერთეულში, რომელშიც იქნა იგი გაცემული. ამასთან, მოსარგებლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია ვაუჩერის გაცემა იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისთვის, რომლისთვისაც იქნა იგი მოთხოვნილი. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ვაუჩერის გაცემის დროს პრიორიტეტი ენიჭება იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ მოსარგებლეებს, რომელშიც ხორციელდება დღის ცენტრებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა.

7. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ზრუნვის განმახორციელებელი ერთი პირის ანაზღაურება შეადგენს საათში 10 ლარს (არაუმეტეს დღეში 6 საათისა), მომსახურება ანაზღაურდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით მომდევნო თვის 10 რიცხვამდე ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი ანგარიშის შესაბამისად.

8. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კონსულტანტის მიერ შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით, რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი წარუდგენს ზრუნვის სააგენტოს ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული პროფესიული ზედამხედველობის შესაბამისად. ამასთან, ერთი მოსარგებლისათვის პროფესიული ზედამხედველობა, რომელიც შეადგენს თვეში ერთ საათს ფინანსდება საათში 100 ლარით.

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №2 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

დანართი №2.4.3

მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (6-დან 18 წლამდე შშმ სტატუსის მქონე ბავშვები) კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

ქვეპროგრამა წარმოადგენს ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერ ღონისძიებას, რომლის მიზანია ბავშვის ინსტიტუციონალიზაციის/ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, მშობლობის უნარ-ჩვევების გაძლიერება, სოციალური ინკლუზია, რთული ქცევის მართვა, ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები

1. კომპონენტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:

ა) ყოველდღიური (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა), 6-საათიანი მომსახურება. მოსარგებლეებისათვის ცენტრში გატარებული მინიმალური დრო არ უნდა იყოს 3 საათზე ნაკლები. გამოვლენილი საჭიროების შემთხვევაში (რომელიც დასტურდება ინდივიდუალური მომსახურების მოკლევადიანი გეგმით), შშმ ბავშვების, მათ შორის, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების, დღის ცენტრის მომსახურების მიღების პირველ თვეს (მაგრამ არაუმეტეს 2 თვისა) შესაძლებელია, ცენტრში გატარებული დრო იყოს 3 საათზე ნაკლები. 6 საათამდე მომსახურებისას უნდა მოხდეს მოსარგებლეთა უზრუნველყოფა ორჯერადი ჯანსაღი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი, ხოლო 3 საათამდე მომსახურებისას ერთჯერადი სამკომპონენტიანი სადილი;

ბ) ასაკის გათვალისწინებით მოსარგებლთა საჭიროებების (შემეცნებითი, ემოციური და ფიზიკური) გამოვლენა და მათი დაკმაყოფილება;

გ) მოსარგებლთა საყოფაცხოვრებო და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;

დ) მოსარგებლების კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფა;

ე) საჭიროების შემთხვევაში – პირველადი გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება;

ვ) მოსარგებლის სურვილის შემთხვევაში ბავშვთა მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს ბავშვის მიერ ნებაყოფლობით და უანგაროდ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას;

ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოხალისეობრივ საქმიანობად ჩაითვლება საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობა, არასამეწარმეო (არაკომერციული) ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ განხორციელებულ ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც განეკუთვნებიან ადამიანის უფლებების დაცვის, გენდერული თანასწორობის, სოციალური დაცვის, განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, ბავშვთა უფლებების, ძალადობისგან დაცვისა და მავნე ზეგავლენისგან დაცვის, მასობრივი სპორტის ხელშეწყობის, გარემოსა და ცხოველთა უფლებების დაცვის საკითხებს;

თ) მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მოხალისეობრივი საქმიანობის ფარგლებში ბავშვ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შინაარსის, ვადის, საქმიანობის სპეციფიკისა და სხვა საკითხების შესახებ მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვამდე ინფორმაცია მიაწოდოს ბავშვ(ებ)ის კანონიერ წარმომადგენელს;

ი) იმ დღის ცენტრებში, რომლებშიც შესაძლებელია, მოსარგებლთა ასაკობრივ ჯგუფებად დაყოფა (6-დან 10 წლამდე, 10-დან-15 წლამდე, 15-დან 18 წლამდე), მათთვის ამავე მუხლით განსაზღვრული მომსახურების ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად მიწოდების უზრუნველყოფა (ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ცალკეული ასაკობრივი ჯგუფის მოსარგებლთა რაოდენობა არ აღემატება სამ პირს, მაშინ მათი განთავსება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მოსაზღვრე ასაკობრივ ჯგუფში);

კ) ექვსთვიანი ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენა მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომლის შედგენაში ჩართული არიან: პედაგოგი ან/და ფსიქოლოგი ან/და ოკუპაციური თერაპევტი, ასისტენტი და მოსარგებლე/მისი კანონიერი წარმომადგენელი (მიუხედავად მომსახურების მიმწოდებლის შესაძლო ცვლილებისა), გეგმის განხორციელება და განახლება;

ლ) დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარებისა და სოციალური ინკლუზიის განვითარების ხელშეწყობა, ინკლუზიური პროფესიული განათლების მხარდამჭერი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება;

მ) მოსარგებლთა ფუნქციური, აკადემიური უნარების განვითარება;

ნ) საგანმანათლებლო, განმავითარებელი აქტივობების ხელშეწყობა;

ო) ფიზიკური გარემოს ადაპტირება და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა (მათ შორის ადაპტური ავეჯი/ნივთები);

პ) მოსარგებლთა ცენტრებში მიყვანისა და შინ დაბრუნების ორგანიზებას;

ჟ) მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობის გეგმის შედგენა-განხორციელებას;

რ) სოციალური მუშაკის ჩართვის მიზნით, მეურვეობა-მზრუნვველობის ტერიტორიული ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდება, იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და განვითარება იძლევა შესაძლებლობას, მიიღოს განათლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და ის მიუხედავად ამისა არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში;

ს) მოსარგებლის ფსიქომოტორული განვითარებისა და სოციალური უნარების შეფასება სპეციალური მეთოდოლოგიით, რომელიც მოიცავს შეფასების ინსტრუმენტსა და ბავშვთან მუშაობის გზამკვლევს;

ტ) მოსარგებლთა ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობა;

უ) თვითმომსახურების უნარ-ჩვევების შეძენა-განვითარება;

ფ) მოსარგებლის დახმარება კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში;

ქ) მოსარგებლთა ქცევითი დარღვევების შეფასება და ქცევის მართვის სპეციალიზებული გეგმის შემუშავება და განხორციელება;

ღ) ბავშვის ქცევის სწორად მართვის მიზნით მშობლებისთვის/კანონიერი წარმომადგენლისათვის/მინდობით აღმზრდელისათვის/ძირითადი მომვლელისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებას (რთული ქცევის მართვის პროგრამაში მონაწილეობენ დღის ცენტრის თანამშრომლები, მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები/მინდობით აღმზრდელი/ძირითადი მომვლელი, მოსარგებლის განვითარების პროცესში ჩართული სხვა პირები. რთული ქცევის მართვის პროგრამა დგება ქცევის გამოვლენიდან 30 დღეში. პროგრამის გადასინჯვა ხორციელდება 3 თვეში ერთხელ);

ყ) 6-დან 15 წლამდე მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შშმ ბავშვების შემთხვევაში – განვითარების სტიმულირებასა და ფუნქციურ-აკადემიური უნარების განვითარება;

შ) 15-დან 18 წლამდე მოსარგებლთა მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მოსარგებლეებისთვის აქცენტი კეთდება დამოუკიდებლად ცხოვრებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაზე.

2. მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შშმ ბავშვების, დღის ცენტრში რთული ქცევის მქონე მოსარგებლთათვის მულტიდისციპლინური გუნდის (რომლის შემადგენლობაში შედიან ფსიქოლოგი, განვითარების სპეციალისტი/სპეციალური პედაგოგი, ექიმი-პედიატრი, ხოლო მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შშმ ბავშვების, დღის ცენტრის შემთხვევაში, დამატებით ოკუპაციური თერაპევტი) მიერ გამოვლენილი საჭიროებების შემთხვევაში, რომელიც დადასტურებულია მულტიდისციპლინური გუნდის წევრების ხელმოწერილი დასკვნით. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია უფლებამოსილია, გაუფორმოს ხელშეკრულება შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამის მოსარგებლეებზე საჭიროების შესაბამისი ზრუნვის განხორციელებას (ერთი მზრუნველის შემთხვევაში არაუმეტეს 3 მოსარგებლისა).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზრუნვის დრო და ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს შრომის კანონმდებლობას და გაწერილი უნდა იყოს ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, საჭიროების შემთვევაში, ზედამხედველობას უწევს კონსულტანტი რთული ქცევის მართვის საკითხებში, რომელიც არის პროფესიით ფსიქოლოგი, აქვს დამოუკიდებელი პრაქტიკა, რთული ქცევის მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან და მეთოდოლოგიურად ეყრდნობა ქცევის გამოყენებით ანალიზს და შეუძლია რთული ქცევის მართვაზე პროფესიული ზედამხედველობის განხორციელება.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კონსულტანტის განსახორციელებელი ღონისძიებები მოიცავს:

ა) ბავშვთან/მოზარდთან მომუშავე მულტიდიციპლინური გუნდის (კანონიერი წარმომადგენელი, შემთხვევის მართვის მენეჯერი, განვითარების სპეციალისტები და/ან ქცევითი თერაპევტი) და პროგრამის ხელმძღვანელის კონსულტირებას რთული ქცევის ფუნქციურ შეფასებაში;

ბ) ქცევის ფუნქციური ანალიზისთვის საჭირო ჩანაწერების ფორმების შემუშავებაში პროგრამის სპეციალისტების კონსულტირებას;

გ) ქცევის ფუნქციური ანალიზის გაკეთებას ბავშვთან/მოზარდთან მომუშავე სპეციალისტების ჩანაწერების საფუძველზე;

დ) პროგრამის სპეციალისტების (ფსიქოლოგი/განვითარების სპეციალისტი/ქცევითი თერაპევტი) მიერ ბავშვის/მოზარდის განვითარების საფეხურის საფუძველზე პროგრამის ხელმძღვანელისა და შემთხვევის მართვის მენეჯერის კონსულტირებას კრიზისული ინტერვენციის გეგმის შემუშავებაში.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კონსულტანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) რთული ქცევის მქონე ბავშვებთან/მოზარდებთან მინიმუმ 4-წლიანი მუშაობის გამოცდილება ბუნებრივ გარემოში (სკოლა, სახლი, დღის ცენტრი) ქცევის გამოყენებითი ანალიზის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით;

ბ) ბავშვების/მოზარდების ოჯახებთან მუშაობისა და პირველადი ფსიქოსოციალური დახმარების გაწევის გამოცდილება;

გ) ოჯახის წევრებისა და ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების სუპერვიზიისა და სწავლების გამოცდილება ქოუჩინგის მეთოდით.

მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფები

1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფებს განეკუთვნებიან:

ა) 6-დან 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვები, მათ შორის:

ა.ა) რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში და არიან წინა წლების დღის ცენტრების ქვეპროგრამის მოსარგებლეები;

ა.ბ) რომლებიც არიან „მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ან „მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამის“ მოსარგებლეები;

ა.გ) იმყოფებიან მინდობით აღზრდაში და არ არიან წინა წლების დღის ცენტრებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის მოსარგებლები და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასების ფორმის რეკომენდაციის ნაწილში მითითებული აქვთ დღის ცენტრის მომსახურების მიღების საჭიროება;

ა.დ) ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1218-ს.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეთა შერჩევასა და შესაბამის გადაწყვეტილებას სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე იღებს ზრუნვის სააგენტო.

მუხლი 4. კომპონენტის დაფინანსება

1. კომპონენტის დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებით.

2. დღის ცენტრების მომსახურების მისაღებად მოსარგებლისათვის განკუთვნილი ვაუჩერის ტალონები გაიცემა მომსახურების მიღების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან 12 თვეზე (ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 8-18 წლის მოზარდების მომსახურების შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების თვიდან) ან, საჭიროებიდან გამომდინარე, თვეებზე, მაგრამ არაუმეტეს ბავშვის, მათ შორის, შშმ ბავშვის 18 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე, შშმ სტატუსის მოქმედების ვადის გათვალისწინებით. ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 8 – 18 წლის მოზარდების დღის ცენტრის შემთხვევაში, ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელი, მულტიდისციპლინური გუნდის რეკომენდაციის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას მომსახურებაში ჩართვის ვადის თაობაზე.

3. დღის ცენტრში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომსახურების მისაღებად მოსარგებლისათვის განკუთვნილი ვაუჩერი გადაეცემა მოსარგებლეს ან მის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.

4. ვაუჩერის ერთ ტალონზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შშმ ბავშვთა დღის ცენტრში – თვეში 735 ლარს. დაფინანსება გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვეში მოსარგებლის მიერ მიღებული მომსახურების დღეების (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გამოკლებით) რაოდენობაზე, ამასთანავე:

ა) თუ მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ (გარდა არდადეგებისა) დღეთა რაოდენობა 12 ან მეტია, ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გამოიანგარიშება მოსარგებლის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით 35 ლარზე მოსარგებლის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით დღიური ანაზღაურების ოდენობაზე;

ბ) მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მოსარგებლის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რაც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით. ასევე, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს უნდა წარუდგინოს მომსახურების გაწევის წინა თვის ტალონები. ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ბოლომდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით არა უმეტეს 5 სამუშაო დღით დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერის ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღით დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება;

გ) დღის ცენტრის მომსახურება მოსარგებლეებს სტაბილურად მიეწოდებათ ყოველდღიურად შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა. ასევე, დასაშვებია მუშაობის დროებითი წყვეტა არდადეგების სახით – წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთდროულად 30 კალენდარული დღისა. მიმწოდებლის მიერ გამოცხადებული არდადეგების დღეები არ ანაზღაურდება;

დ) ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით;

ე) ზედიზედ 2 თვის ვაუჩერის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურად გაუქმებას, გარდა შესაბამისი დაწესებულების ფუნქციონირების დროებით შეჩერების შემთხვევებისა, რაზეც მიმწოდებელი მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებს მოსარგებლის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, ზრუნვის სააგენტოსა და სამინისტროს. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტო.

5. ვაუჩერის გაცემა წარმოებს არაუმეტეს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებულ მიმწოდებელთა მომსახურების შესაძლებლობის ჯამური ლიმიტისა და ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული, ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, რომელთა ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს ზრუნვის სააგენტო. ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ (მუნიციპალურ) ერთეულში, რომელშიც იქნა იგი გაცემული. ამასთან, მოსარგებლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია ვაუჩერის გაცემა იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისთვის, რომლისთვისაც იქნა იგი მოთხოვნილი. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ვაუჩერის გაცემის დროს პრიორიტეტი ენიჭებათ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ მოსარგებლეებს, რომელშიც ხორციელდება დღის ცენტრებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა.

6. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზრუნვის განმახორციელებელი ერთი პირის ანაზღაურება შეადგენს საათში 10 ლარს (არაუმეტეს დღეში 6 საათისა), მომსახურება ანაზღაურდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით მომდევნო თვის 10 რიცხვამდე ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი ანგარიშის შესაბამისად.

7. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კონსულტანტის მიერ შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით, რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი წარუდგენს ზრუნვის სააგენტოს ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული პროფესიული ზედამხედველობის შესაბამისად. ამასთან, ერთი მოსარგებლისათვის პროფესიული ზედამხედველობა, რომელიც შეადგენს თვეში ერთ საათს ფინანსდება საათში 100 ლარით.

დანართი №2.4.4

ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე მოზარდების დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტი წარმოადგენს ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერ ღონისძიებას, რომლის მიზანია ბავშვის ინსტიტუციონალიზაციის/ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, მშობლობის უნარ-ჩვევების გაძლიერება, სოციალური ინკლუზია, რთული ქცევის მართვა, ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები

კომპონენტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:

ა) კვირაში 3-ჯერ (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა), 3-საათიანი მომსახურება;

ბ) სასიცოცხლო და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;

გ) სოციალური უნარების გაძლიერებაში მხარდაჭერა;

დ) არასრულწლოვნისა და ოჯახის ბიო-ფსიქო-სოციალურ-ეკონომიკური შეფასება;

ე) არასრულწლოვნის მაკრო- და მიკროსოციალური გარემოს ანალიზი, ინტერვენცია, სოციალურ-საგანმანათლებლო მხარდაჭერა და ზრუნვა;

ვ) ფსიქოლოგიურ მხარდაჭერა და ზრუნვა, საჭიროებებზე ორიენტირებული კონსულტაციები;

ზ) შემოქმედებით საქმიანობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მხარდაჭერი;

თ) არასრულწლოვნის ქცევითი დარღვევების შეფასება და მართვა;

ი) სოციალური პედაგოგის, ფსიქოკონსულტანტის ან ფსიქოთერაპევტის მომსახურება;

კ) სხვადასხვა სახის ხელოვნებითი და/ან შრომითი თერაპია; 

ლ) საჭიროების შესაბამისად მოწვეული სპეციალისტების (ფსიქიატრი, ნარკოლოგი, სექსოლოგი და სხვა) მომსახურება;

მ) ფსიქოლოგის კონსულტირება.

მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება:

ა) ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 8-18 წლის მოზარდები:

ა.ა) რომლებიც არიან „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მოსარგებლეები;

ა.ბ) რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში;

ა.გ) რომლებიც არიან „მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მოსარგებლეები;

ა.დ) რომელთაც არ აქვთ საშუალო და ღრმა გონებრივი ჩამორჩენა;

ა.ე) ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 37-ს.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეთა შერჩევასა და შესაბამის გადაწყვეტილებას სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე იღებს ზრუნვის სააგენტო.

მუხლი 4. კომპონენტის დაფინანსება

1. ქვეპროგრამის დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებით.

2. დღის ცენტრების მომსახურების მისაღებად მოსარგებლისათვის განკუთვნილი ვაუჩერის ტალონები გაიცემა მომსახურების მიღების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თვიდან, არაუმეტეს ბავშვის 18 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე. ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელი, მულტიდისციპლინური გუნდის რეკომენდაციის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას მომსახურებაში ჩართვის ვადის/პერიოდის თაობაზე.

3. დღის ცენტრში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომსახურების მისაღებად მოსარგებლისათვის განკუთვნილი ვაუჩერი გადაეცემა მოსარგებელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.

4. ვაუჩერის ერთ ტალონზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს დღეში – 60 ლარს, ამასთანავე:

ა) ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გამოიანგარიშება მოსარგებლის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით 60 ლარზე, ამასთანავე, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 8-18 წლის მოზარდების დღის ცენტრის რეგისტრირებული მომსახურების მიმღები მოსარგებლეების ლიმიტით განსაზღვრული ადგილები თავისუფალ სამუშაო დღეებზე ანაზღაურდება 20 ლარით;

ბ) მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მოსარგებლის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რაც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით. ასევე, მეურვეობა მზრუნველობის ორგანოს უნდა წარუდგინოს მომსახურების გაწევის წინა თვის ტალონები. ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ბოლომდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით არაუმეტეს 5 სამუშაო დღით დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერის ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება;

გ) დღის ცენტრის მომსახურება მოსარგებლეებს სტაბილურად მიეწოდებათ ყოველდღიურად შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა. ასევე, დასაშვებია მუშაობის დროებითი წყვეტა არდადეგების სახით – წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთდროულად 30 კალენდარული დღისა. მიმწოდებლის მიერ გამოცხადებული არდადეგების დღეები არ ანაზღაურდება;

დ) ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით;

ე) ზედიზედ 2 თვის ვაუჩერის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურად გაუქმებას, გარდა შესაბამისი დაწესებულების ფუნქციონირების დროებით შეჩერების შემთხვევებისა, რაზეც მიმწოდებელი მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებს მოსარგებლის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, ზრუნვის სააგენტოსა და სამინისტროს. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტო.

5. ვაუჩერის გაცემა წარმოებს არაუმეტეს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებულ მიმწოდებელთა მომსახურების შესაძლებლობის ჯამური ლიმიტისა და ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული, ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, რომელთა ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს ზრუნვის სააგენტო. ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ (მუნიციპალურ) ერთეულში, რომელშიც იქნა იგი გაცემული. ამასთან, მოსარგებლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია ვაუჩერის გაცემა იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისთვის, რომლისთვისაც იქნა იგი მოთხოვნილი. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ვაუჩერის გაცემის დროს პრიორიტეტი ენიჭებათ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ მოსარგებლეებს, რომელშიც ხორციელდება დღის ცენტრებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა.

 

დანართი № 2.4.5

 

სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების ფსიქოსოციალური კონსულტირების მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტი წარმოადგენს ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული ბავშვის მხარდამჭერ ღონისძიებას, რომლის მიზანია სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებული ბავშვის ფსიქო-ემოციური გაძლიერება და მხარდაჭერა, ასევე, ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებისას ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდება, ბავშვის განვითარების სტიმულირებას, სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ან ალტერნატიულ მომსახურებებში ჩართვისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები

  1. კომპონენტის ძირითად ღონისძიებები:

ა) მომსახურების მიმწოდებლის მიერ შეფასების შედეგად ჩარევის გეგმის შემუშავება, რომელშიც განსაზღვრული იქნება ბავშვის საჭიროებების შესაბამისად, თერაპიული ვიზიტების რაოდენობა, პასუხისმგებელი სპეციალისტი/სპეციალისტები;

ბ) სპეციალისტთა გუნდის ერთი ან რამდენიმე პროფესიონალის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ქცევის თერაპევტი, და ა.შ., რომელიც შესაძლებელია იყოს მოწვეულიც) მიერ მომსახურების გაწევა, რომლის მიზანია ბავშვის განვითარების სფეროების სტიმულირება, ემოციური და ქცევითი პრობლემების მართვა და ფსიქიკური აშლილობების პრევენცია;

გ) ბავშვის სოციალურ მუშაკთან მუდმივი კომუნიკაცია, ამ მიზნით, ყოველი თვის ბოლოს, ბავშვის სოციალურ მუშაკთან ბავშვის მდგომარეობის, გამოვლენილი საჭიროებებისა თუ მიღწეული პრეოგრესის და რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

დ) საჭიროების შემთხვევაში, სოციალური მუშაკის მიერ, მომსახურების მიმწოდებლის რეკომენდაციების საფუძველზე, ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება (ვიზიტები სკოლაში, ოჯახში და ა.შ.);

ე) საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის სოციალური მუშაკის კოორდინაციით შემთხვევის კონფერენციის გამართვა, რომელშიც მონაწილეობას იღებს ბავშვთან მომუშავე ყველა შესაბამისი სპეციალისტი/სპეციალისტები;

ვ) სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვის შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მულტიდისცლინური გუნდის წევრთა მიერ თერაპიული მომსახურება;

ზ) პრევენციაზე ორიენტირებული (მიზანმიმართულ და სელექციურ პრევენციაზე) რამდენიმე ტრანსდიაგნოსტიკური პროგრამის განხორციელება;

თ) სტრესთან და ტრავმასთან დაკავშირებულ პრობლემებთან მუშაობა (stress and trauma related disorders);

ი) ნებისმიერი ტიპის ძალადობის გამოცდილების შედეგების მართვა.

2. კომპონენტის ფარგლებში გასაწევი მომსახურება ხორციელდება, მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის დროს ორგანიზაციის მიერ მითითებული ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისად.

მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან დაბადებიდან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც სასამართლოს მიერ ბიოლოგიური ოჯახებისაგან განცალკევებულები არიან მინიმუმ 3 თვის ვადით, თავსდებიან სახელმწიფო ზრუნვის მომსახურებაში და ზრუნვის სააგენტოს ფსიქოლოგის/სოციალური მუშაკის მიერ განხორციელებულია მათი პირველადი შეფასება.

2. სახელმწიფო ზრუნვაში ბავშვის განთავსებიდან ერთი თვის ვადაში, ზრუნვის სააგენტოს ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის მიერ ხორციელდება ბავშვის პირველადი შეფასება, რომელშიც ასახულია მოსარგებლის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, სახელმწიფო ზრუნვაში განთავსების საფუძველი, ინფორმაცია ბიოლოგიური ოჯახის, გარემოს, პირველადი შეფასებით გამოკვეთილი საჭიროებების შესახებ.

3. კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი მიმართავს მომსახურების მიმწოდებელს ბავშვის სოციალური მუშაკის/ფსიქოლოგის დასკვნის საფუძველზე.

4. მომსახურების მომწოდებლის მხრიდან მომსახურების მიწოდების შესაძლებლობის დადასტურების შემდეგ, ზრუნვის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის მომსახურებაში ჩართვის შესახებ.

მუხლი 4. კომპონენტის დაფინანსება

1. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის.

2. კომპონენტის განსაზღვრული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მოსარგებლის მიერ გასულ თვეში ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის მონაცემები გასული თვის განმავლობაში მიღებული მომსახურების სახეობების, ჯერადობისა და მომსახურების ჩატარების ადგილის მითითებით, რაც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით. ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ამოწურვამდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა, წარდგენილი ვაუჩერის ტალონების ანაზღაურებისას, ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

3. ვაუჩერი გაიცემა ზრუნვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, გადაწყვეტილების მიღებისთანავე, ერთდროულად არაუმეტეს 3 თვისა, ასევე, არაუმეტეს 18 წლის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე.

4. ვაუჩერის ერთი თვის ტალონი ანაზღაურდება ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით, თვეში განხორციელებული მომსახურების (ვიზიტის) შესაბამისად, ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირობის გათვალისწინებით. ამასთან, ერთი მომსახურების (ვიზიტის) ღირებულებაა 80 ლარი.

5. წლის განმავლობაში ფინანსდება არაუმეტეს 12 ვიზიტისა, მოსარგებლის საცხოვრებელი ადგილისა და ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით. გამონაკლის შემთხვევებში (მაგ: რთული ქცევის), მოსარგებლის საჭიროებებიდან გამომდინარე. ბავშვთან მომუშავე ორგანიზაციის შესაბამისი სპეციალისტის დასაბუთებული დასკვნის საფუძველზე, შეიძლება დაფინანსდეს როგორც დამატებითი ვიზიტები, ისე დამატებითი სპეციალისტის მომსახურება.

დანართი №2.5

დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამა ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის ამოცანაა ბავშვთა ინსტიტუციონალიზაციის პრევენცია და ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის გაძლიერება.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:

ა) 24-საათიანი თავშესაფრით უზრუნველყოფას;

ბ) უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფას;

გ) კვების პროდუქტებით, ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;

დ) პროფესიული და არაფორმალური განათლების ხელშეწყობას;

ე) გადაუდებელ შემთხვევაში ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას;

ვ) ფსიქოლოგის მომსახურებას;

ზ) მომსახურების განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა დამატებითი საჭიროებებით უზრუნველყოფას;

თ) ბავშვის/ბავშვების და დედის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას თავშესაფარში მოთავსებიდან 30 დღის განმავლობაში და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფას არაუმეტეს 6 თვეში ერთხელ (მომსახურების გეგმა ბავშვთან მიმართებით დაფუძნებული უნდა იყოს სოციალური მუშაკის მიერ შემუშავებულ ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმაზე);

ი) მეურვეობა-მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და განვითარება იძლევა შესაძლებლობას, მიიღოს განათლება სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და მიუხედავად ამისა, მოსარგებლე არ არის ჩართული სასწავლო პროცესში;

კ) დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ფუნქციონირების პროგრამის (კურიკულუმის) წარმოებას;

ლ) კონფლიქტების არაძალადობრივი მეთოდებით მოგვარების უნარ-ჩვევების, პიროვნული განვითარების, გარემოსთან ადაპტაციის, სოციალური ინტეგრაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა-განვითარებას, მათ შორის, შშმ მოსარგებლის შემთხვევაში, ინკლუზიურ-პროფესიული განათლების ხელშეწყობას;

მ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სკრინინგის პროგრამებში მოსარგებლეთა ჩართვის ხელშეწყობას;

ნ) მოსარგებლეებთან მუშაობას თანადგომის ქსელის მოძიებაზე წერილობითი თანხმობის მოპოვების მიზნით და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალურ მუშაკთან თანამშრომლობას რეინტეგრაციაზე მუშაობის პროცესში.

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება:

ა) სხვადასხვა პრობლემის მქონე დედა, არასრულწლოვან შვილ(ებ)თან ერთად, თუკი ერთ-ერთი შვილი მაინც არის 10 წლამდე ასაკის და ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან;

ბ) სხვადასხვა პრობლემის მქონე ქალი, რომელიც ორსულობის არანაკლებ 26-ე კვირაში იმყოფება (მათ შორის, არასრულწლოვან შვილებთან ერთად, თუკი ერთ-ერთი შვილი მაინც არის 10 წლამდე ასაკის და ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან).

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 740 000 ლარით.

2. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების ერთდროულად მიმღებ მოსარგებლეთა რაოდენობა არ აღემატება 30 პირს ქ. ქუთაისში, 63 პირს − ქ. თბილისში და 10 პირს − ქ. ხაშურში.

3. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფრით მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომლის დღიური დაფინანსების ოდენობა შეადგენს 28 ლარს, ხოლო შშმ ბავშვისა და შშმ დედის შემთხვევაში – 38 ლარს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის (28 ლარის) ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (დედათა და ბავშვთა თავშესაფარში მოსარგებლის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ მოსარგებლის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე). მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მოსარგებლის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ლიმიტით განსაზღვრული, შეუვსებელი ადგილები ანაზღაურდება დღეში 14 ლარით, მაგრამ არაუმეტეს ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი არამატერიალიზებული ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

5. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №2 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

 

დანართი №2.6

მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა

 მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამა ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშემწყობი ღონისძიებაა, რომლის მიზანია მზრუნველობამოკლებული ბავშვების მინდობით აღმზრდელთან განთავსების გზით ოჯახურ გარემოში აღზრდის უზრუნველყოფა, მინდობით აღზრდის ქვეპროგრამით მოსარგებლე პირების მხარდაჭერა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებისა და განათლების უფლების რეალიზებაში ხელშეწყობის მიზნით, ასევე, 18 წელს ზემოთ შშმ პირებისათვის ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და სოციალური ინტეგრაცია.

მუხლი 2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული კომპონენტები

ქვეპროგრამით გათვალისწინებული კომპონენტებია:

ა) 21 წლამდე მოსარგებლეების მინდობით აღზრდის კომპონენტი;

ბ) 18 წელს ზემოთ შშმ პირთა ოჯახური მზრუნველობის კომპონენტი.

მუხლი 3. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ქვეპროგრამის ღონისძიებებია:

ა) 21 წლამდე მოსარგებლეების მინდობით აღზრდის კომპონენტის შემთხვევაში:

ა.ა) ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვების/ახალგაზდების ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში განვითარების ხელშეწყობა;

ა.ბ) ბავშვის/ახალგაზრდის ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, მის ინდივიდუალურ განვითარებასა და საჭიროებებზე ორიენტირებული ზრუნვის უზრუნველყოფა;

ა.გ) ბავშვის/ახალგაზრდის ფსიქოსოციალური მხარდაჭერისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების ხელშეწყობა;

ა.დ) ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან კონტაქტის გაძლიერებისა და ხელშეწყობის უზრუნველყოფა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს;

ა.ე) ყოველდღიური, ყოფითი უნარების სწავლება (თვითმოვლა, საოჯახო აქტივობებში ჩართვა, ასაკისა და სქესის შესაბამისად განვითარების თავისებურებებზე (მათ შორის, სქესობრივ განვითარებაზე) და სხვ.) ინფორმაციის მიწოდება;

ა.ვ) პროფესიული და სახელობო უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა ბავშვის/ახალგაზრდის ინტერესების, მიდრეკილებებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით;

ა.ზ) აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ხელშეწყობა და ბავშვის/ახალგაზრდის თავისუფალი დროის სწორი და მიზნობრივი ორგანიზება;

ა.თ) კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფა;

ა.ი) მოსარგებლის სურვილის შემთხვევაში, ბავშვების/ახალგაზრდების მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობა.

ბ) 18 წელს ზემოთ შშმ პირთა ოჯახური მზრუნველობის კომპონენტის შემთხვევაში:

ბ.ა) ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში ცხოვრების უზრუნველყოფა;

ბ.ბ) მხარდაჭერის საჭიროების მქონე პირის მხარდამჭერად დანიშვნის მიზნით შესაბამისი პროცედურების განხორციელება;

ბ.გ) შშმ პირის ფსიქოსოციალური მხარდაჭერასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების ხელშეწყობა;

ბ.დ) შშმ პირის ინდივიდუალური და საჭიროებებზე მორგებული ზრუნვის უზრუნველყოფა;

ბ.ე) სამედიცინო დაწესებულებაში შშმ პირის დინამიკური მეთვალყურეობის უზრუნველყოფა (რაც დასტურდება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ) გადაუდებელი/გეგმური ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გაუთვალისწინებელი მომსახურების) მიღების ორგანიზება;

ბ.ვ) პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა (მოსარგებლეების ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და სურვილის გათვალისწინებით – ხელობის შერჩევის, სწავლების და პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა);

ბ.ზ) შშმ პირის ოჯახთან (ასეთის არსებობის შემთხვებაში) კონტაქტის გაძლიერებისა და ხელშეწყობის უზრუნველყოფა მისი ოჯახში დაბრუნების მიზნით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს.

მუხლი 4. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება:

ა) 21 წლამდე მოსარგებლეების მინდობით აღზრდის კომპონენტის შემთხვევაში ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში მცხოვრები ან ჩასარიცხი 18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული ბავშვები, რომელთა ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება ვერ ხერხდება, ასევე, მინდობით აღსაზრდელი, რომელიც სარგებლობს ამ ქვეპროგრამის მომსახურებით, გახდა სრულწლოვანი და არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოსწავლე, პროფესიული, საგანმანათლებლო დაწესებულების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან დარეგისტრირებულია პროფესიულ/უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხ კანდიდატად, მაგრამ არაუმეტეს 21 წლის ასაკის მიღწევისა;

ბ) 18 წელს ზემოთ შშმ პირთა ოჯახური მზრუნველობის კომპონენტის შემთხევაში მინდობით აღზრდის ქვეპროგრამით მოსარგებლე 18 წელს მიღწეული შშმ პირები, რომლებიც მინიმუმ ორი წელია იმყოფებიან მინდობით აღზრდაში, ვერ ბრუნდებიან ბიოლოგიურ ოჯახში და საჭიროებენ სახელმწიფო ზრუნვას, რაც დასტურდება სოციალური მუშაკის დასკვნით:

ბ.ა) კომპონენტით სარგებლობისათვის საჭიროა მინდობით აღმზრდელისა და აღსაზრდელის თანხმობა, რომელიც ფორმდება ორმხრივი ხელშეკრულებით ზრუნვის სააგენტოსა და მინდობით აღმზრდელს (ან/და მინდობით აღმზრდელს, რომელიც ამასთანავე არის მოსარგებლის მხარდამჭერი) შორის ან/და სამმხრივი ხელშეკრულებით, შშმ პირი მონაწილეობით.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დარეგულირებული მინდობით აღზრდის პროცედურების შესაბამისად.

მუხლი 5. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 13 000 000 ლარით.

2. მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა და პრინციპები განისაზღვრება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების შესაბამისად, კერძოდ:

ა) ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის – თვეში 230 ლარით;

ბ) რეგულარულ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის – ერთი კალენდარული დღისათვის 25 ლარით;

გ) ნათესაურ მინდობით აღზრდაში განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – თვეში 400 ლარით;

დ) სპეციალიზებულ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – ერთი კალენდარული დღისათვის 35 ლარით;

ე) გადაუდებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისთვის – ერთი კალენდარული დღისათვის 35 ლარით;

ვ) ჩამნაცვლებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის – ერთი კალენდარული დღისათვის 35 ლარით;

ზ) 2 წლამდე ასაკის ბავშვისთვის (2 წლის შესრულების თვის ჩათვლით) − ერთი კალენდარული დღისათვის 35 ლარით;

თ) „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მინდობით აღზრდაში განთავსებული პირისათვის მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა შეადგენს ერთი კალენდარული დღისთვის 20 ლარს, ხოლო განსხვავებული საჭიროების მქონე პირისთვის ერთ კალენდარულ დღეზე – 35 ლარს;

ი) 18 წელს ზემოთ შშმ პირისთვის, რომელიც მინიმუმ ორი წელია იმყოფება მინდობით აღზრდაში, ვერ ბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახში, საჭიროებს სახელმწიფო მზრუნველობაში დარჩენას, სახელმწიფო მზრუნველობაში ყოფნის ანაზღაურება, რომელიც მიეცემა ფაქტობრივ მზრუნველს, სპეციალიზებული მინდობით აღზრდიდან განთავსებული მოსარგებლის შემთხვევაში, შეადგენს სრულ თვეზე 600 ლარს, ნათესაური მინდობით აღზრდიდან განთავსებული მოსარგებლის შემთხვევაში – 200 ლარს. სპეციალიზებული მინდობით აღზრდიდან განთავსებული მოსარგებლის შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება ფორმდება თვის ნებისმიერი რიცხვიდან ან/და წყდება თვის დასრულებამდე, ასანაზღაურებელი თანხა ერთი კალენდარული დღისთვის შეადგენს – 20 ლარს, ხოლო ნათესაური მინდობით აღზრდიდან განთავსებული მოსარგებლის შემთხვევაში, თვის ანაზღაურება გაიცემა სრულად.

მუხლი 6. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

1. ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირების რეგისტრირება, შერჩევა და სხვა თანმდევი საკითხები რეგულირდება მინდობით აღზრდის პროცედურების შესაბამისად, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.

2. 18 წელს ზემოთ შშმ პირთა ოჯახური მზრუნველობის კომპონენტის შემთხევაში, მომსახურების მიმწოდებელია მინდობით აღმზრდელი, რომელიც არსებული კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია მინდობით აღმზრდელად და რომელთანაც არანაკლებ 2 წელია ცხოვრობს შშმ ბავშვი. 18 წელს ზემოთ შშმ პირთა ოჯახური მზრუნველობის კომპონენტის განხორციელების სხვა საკითხები რეგულირდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.

მუხლი 7. ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ქვეპროგრამის განმახორციელებელია ზრუნვის სააგენტო, რომელიც ამ დანართით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად და პროგრამის (მათ შორის, სოციალური სამუშაოს) ადმინისტრირების მიზნებისთვის განახორციელებს შტატგარეშე მოსამსახურეების აყვანას (არაუმეტეს 90 ერთეულისა), საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ლიმიტის ფარგლებში, სამინისტროსთან შეთანხმებული რაოდენობითა და შრომის ანაზღაურების განაკვეთით.

დანართი №2.7

 

მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანები

ქვეპროგრამა ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია მზრუნველობამოკლებული ბავშვების ოჯახთან მიახლოებულ გარემოში განთავსების გზით ოჯახთან მიახლოებულ პირობებში აღზრდის უზრუნველყოფა, მხარდაჭერა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებისა და საშუალო განათლების მიღებაში ხელშეწყობის მიზნით. ასევე, ანტისოციალური და დელინქვენტური ქცევების მქონე მზრუნველობამოკლებული არასრულწლოვნების რეაბილიტაცია და სოციალიზაციის ხელშეწყობა.

მუხლი 2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული კომპონენტები

ქვეპროგრამით გათვალისწინებული კომპონენტებია:

ა) მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

ბ) სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში რთული ქცევის მართვის მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი, რომელიც დაფუძნებულია ახალგაზრდების ძლიერი მხარეებისა და უნარების აღმოჩენასა და გაძლიერებაზე.

მუხლი 3. ქვეპროგრამის ბიუჯეტი

ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 600 000 ლარით.

მუხლი 4. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №2 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

დანართი № 2.7.1

მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი

 მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

ქვეპროგრამა ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია მზრუნველობამოკლებული ბავშვების ოჯახთან მიახლოებულ გარემოში განთავსების გზით ოჯახთან მიახლოებულ პირობებში აღზრდის უზრუნველყოფა, მხარდაჭერა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებისა და საშუალო განათლების მიღებაში ხელშეწყობის მიზნით. ასევე, ანტისოციალური და დელინქვენტური ქცევების მქონე მზრუნველობამოკლებული არასრულწლოვნების რეაბილიტაცია და სოციალიზაციის ხელშეწყობა.

მუხლი 2. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. მომსახურების სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება:

ა) ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში მცხოვრები ან ჩასარიცხი 6-დან 18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული ბავშვები, მათ შორის, შშმ ბავშვები, რომელთა ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება, შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდაში განთავსება ვერ ხერხდება;

ბ) ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრები 18 წლის ასაკს გადაცილებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები.

2. კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

3. ჩარიცხვის გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება მომსახურების განმახორციელებელ ორგანიზაციას.

4. ჩარიცხვის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში მომსახურების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ ხორციელდება არასრულწლოვნის გაცნობა, მასთან კონტაქტის დამყარება, არასრულწლოვნის თანხმობით მომსახურებაში ვიზიტი და ამის შემდეგ მისი გადაყვანა მომსახურებაში.

5. გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი პირი ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში.

6. ამ კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში ერთ სახლში შესაძლებელია ერთდროულად არაუმეტეს 10 მოსარგებლის განთავსება.

მუხლი 3. კომპონენტის ღონისძიებები

კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებები მოიცავს:

ა) 24-საათიანი მომსახურების მიწოდებას მცირე საოჯახო ტიპის სახლში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) მინიმუმ ოთხჯერად კვებას, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;

გ) ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;

დ) ბავშვის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავებასა და მისი შესრულებისა და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფას;

ე) ყოველდღიურ, ყოფითი უნარების სწავლებას (თვითმოვლა, საოჯახო აქტივობებში ჩართვა, ასაკისა და სქესის შესაბამისად განვითარების თავისებურებებზე (მათ შორის, სქესობრივ განვითარებაზე) ინფორმაციის მიწოდება და სხვ.);

ვ) პროფესიული და სახელობო უნარ-ჩვევების განვითარებაში დახმარება, ბავშვის ინტერესების, მიდრეკილებებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით;

ზ) აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ხელშეწყობასა და ბავშვის თავისუფალი დროის სწორი და მიზნობრივ ორგანიზებას;

თ) კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას;

ი) საჭიროების შემთხვევაში – ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზებას;

კ) პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში ბავშვის დინამიკური მეთვალყურეობის უზრუნველყოფას (რაც დასტურდება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ) და საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გაუთვალისწინებელი მომსახურების) მიღების ორგანიზებას;

ლ) ბავშვის ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში აღზრდის უზრუნველყოფას, სოციალური მუშაკების მიერ პერიოდული ვიზიტებისა და ბავშვის მდგომარეობასა და განვითარებაზე შესაბამისი მეთვალყურეობის დაწესების მეშვეობით;

მ) ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის ხელშეწყობას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს;

ნ) საქართველოს კურორტებზე ან/და დიდი ქალაქებიდან მოშორებულ სარეკრეაციო ზონაში მდებარე დასახლებებში წელიწადში არანაკლებ ერთდროულად 3 დღისა და ჯამურად არანაკლებ 12 დღის განმავლობაში 10 ბავშვზე არანაკლებ 2 მომვლელის თანხლებით ჯგუფური დასვენების უზრუნველყოფას, რომელიც მოიცავს:

ნ.ა) შესაბამის კურორტამდე ან/და დიდი ქალაქებიდან მოშორებულ სარეკრეაციო ზონაში მდებარე დასახლებებამდე და უკან ტრანსპორტირებას, ასევე, დასვენების ადგილზე კეთილმოწყობილი და ადაპტირებული საცხოვრებლით უზრუნველყოფას;

ნ.ბ) მინიმუმ ოთხჯერად კვებას, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;

ნ.გ) სპორტულ-გამაჯანსაღებელ და კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებში ჩართვას;

ნ.დ) საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას;

ო) შშმ ბავშვის შემთხვევაში საოჯახო ტიპის სახლის მომსახურება დამატებით მოიცავს:

ო.ა) ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფას;

ო.ბ) დამატებითი პერსონალის (მომვლელის) მიერ მოსარგებლის დახმარებას კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში;

ო.გ) შშმ ბავშვთა ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას;

პ) მოსარგებლის სურვილის შემთხვევაში ბავშვთა მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობას;

ჟ) ამ პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოხალისეობრივ საქმიანობად ჩაითვლება არასამეწარმეო (არაკომერციული) ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ განხორციელებულ ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც განეკუთვნებიან ადამიანის უფლებების დაცვის, გენდერული თანასწორობის, სოციალური დაცვის, განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, ბავშვთა უფლებების, ძალადობისგან დაცვისა და მავნე ზეგავლენისგან დაცვის, მასობრივი სპორტის ხელშეწყობის, გარემოსა და ცხოველთა უფლებების დაცვის საკითხებს;

რ) მიმწოდებელი ვალდებულია, ამ პუნქტის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოხალისეობრივი საქმიანობის ფარგლებში ბავშვ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შინაარსის, ვადის, საქმიანობის სპეციფიკისა და სხვა საკითხების შესახებ მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვამდე ინფორმაცია მიაწოდოს ბავშვ(ებ)ის კანონიერ წარმომადგენელს.

მუხლი 4. კომპონენტის დაფინანსება

1. კომპონენტის დაფინანსების წესი განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილების შესაბამისად.

2. ამასთანავე, №2.7.1 დანართით გათვალისწიენებული მომსახურების მოსარგებლისათვის დაფინანსების ოდენობა შშმ ბავშვებისათვის შეადგენს დღეში 38 ლარს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არმქონე ბავშვებისთვის – დღეში 33 ლარს, ხოლო მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსების ოდენობა – დღეში 120 ლარს.

3. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (მცირე საოჯახო ტიპის სახლში მოსარგებლის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ მოსარგებლის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე), მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მოსარგებლის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად მცირე საოჯახო ტიპის სახლში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 16 ლარით, მაგრამ არაუმეტეს ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

5. კომპონენტის ფარგლებში გაწეული მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

6. მცირე საოჯახო ტიპის სახლში განთავსებულ მოსარგებლე 18 წლის ასაკის მიღწევის თვეს უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი მომსახურება იმავე ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებლისგან, რომლისგანაც იღებდა მომსახურებას წინა თვეს. ამასთან, თუ მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრები მოსარგებლე, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი, არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე, მას უფლება აქვს, მიიღოს მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების თვის ჩათვლით პერიოდში იმავე ქვეპროგრამის მიმწოდებლისგან, რომლისგანაც იღებდა მომსახურებას 18 წლის ასაკის მიღწევის თვეს.

7. მცირე საოჯახო ტიპის სახლში მომსახურების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება რეგიონული საბჭოების მიერ არაუმეტეს ქვემოთ ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 289-ს. 

N ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ლიმიტი
1 თბილისი ქ. თბილისი 88
2 იმერეთი ქ. ქუთაისი 33
ხარაგაული
ზესტაფონი 8
ჭიათურა
ტყიბული  -
თერჯოლა  -
ბაღდათი  
სამტრედია
ხონი 8
ვანი  
საჩხერე  
წყალტუბო  
3 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი ქ. ამბროლაური 8
ონი  
ცაგერი  
ლენტეხი  
4 გურია ქ. ოზურგეთი 8
ლანჩხუთი 8
ჩოხატაური  
5 სამეგრელო-ზემო სვანეთი ქ. ზუგდიდი  
აბაშა  
წალენჯიხა 16
სენაკი  
ხობი  
მარტვილი  
ჩხოროწყუ  
მესტია  
ქ. ფოთი  
6 კახეთი ქ. თელავი 18
ახმეტა  
ყვარელი  
გურჯაანი  
სიღნაღი  
დედოფლისწყარო  
ლაგოდეხი 10
საგარეჯო  
7 სამცხე-ჯავახეთი ქ. ახალციხე  
ახალქალაქი  
ასპინძა  
ადიგენი  
ბორჯომი  
ნინოწმინდა  
8 მცხეთა-მთიანეთი ქ. მცხეთა 20
თიანეთი  
დუშეთი  
ყაზბეგი  
9 შიდა ქართლი ქ. გორი 10
ხაშური 20
ქარელი  
კასპი  
10 ქვემო ქართლი ქ. რუსთავი 7
დმანისი  
თეთრიწყარო  
წალკა  
ბოლნისი  
გარდაბანი 18
მარნეული  
11 აჭარის ა/რ ქ. ბათუმი 9
ქობულეთი  
ქედა  
შუახევი  
ხულო  
ხელვაჩაური  
  ჯამი   289

დანართი №2.7.2

სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი

 მუხლი 1. კომპონენტის ამოცანები

ქვეპროგრამა ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია მზრუნველობამოკლებული ბავშვების ოჯახთან მიახლოებულ გარემოში განთავსების გზით ოჯახთან მიახლოებულ პირობებში აღზრდის უზრუნველყოფა, მხარდაჭერა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებისა და საშუალო განათლების მიღებაში ხელშეწყობის მიზნით. ასევე, ანტისოციალური და დელინქვენტური ქცევების მქონე მზრუნველობამოკლებული არასრულწლოვნების რეაბილიტაცია და სოციალიზაციის ხელშეწყობა.

მუხლი 2. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება ანტისოციალური და დელინქვენტური ქცევების მქონე (მათ შორის, მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენის მქონე) 8 წლიდან 18 წლამდე მზრუნველობამოკლებული არასრულწლოვნები (ერთ სახლში ჩარიცხულ მოსარგებლეებს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს სამ წელზე მეტი):

ა) რომლებიც სოციალური მუშაკის რეკომენდაციის საფუძველზე შეფასებული არიან მულტიდისციპლინური გუნდის (რომლის შემადგენლობაშია ფსიქოლოგი (სასურველია ქცევითი თერაპევტი), ფსიქიატრი და ბავშვის ინდივიდუალური შემთხვევიდან გამომდინარე შესაბამისი სპეციალისტი) მიერ და აქვთ დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ დადებითი დასკვნა;

ბ) არასრულწლოვანს აქვს ანტისოციალური ქცევა, რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის არასრულწლოვნის ფსიქოსოციალურ განვითარებას, მის ან სხვა ადამიანების უსაფრთხოებას, კეთილდღეობას ან მართლწესრიგს, სისტემატურად ვლინდება რთული ქცევა არანაკლებ 6 თვის განმავლობაში და სახელმწიფო ზრუნვის მომსახურებას, სადაც ირიცხება არასრულწლოვანი, ქცევის მართვის სირთულეების გამო არ შესწევს უნარი გაუმკლავდეს ასეთ ქცევას;

გ) მულტიდისციპლინური გუნდი ფუნქციონირებს ზრუნვის სააგენტოს ფარგლებში. ჯგუფის თავმჯდომარესა და წევრებს ნიშნავს ზრუნვის სააგენტოს დირექტორი. მულტიდისციპლინურმა გუნდმა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სხვა პირების მოსმენის შესახებ.

2. კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება:

ა) „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად;

ბ) მულტიდისციპლინური გუნდის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, კომპონენტში ჩარიცხვა განხორციელდება მეურვეობა-მზრუნველობის საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ ზრუნვის სხვა ტიპის დაწესებულებაში ვერ მოხდა არასრულწლოვნისთვის შესაბამისი მომსახურების შეთავაზება და ვერ განხორციელდა მისი რეაბილიტაცია/სოციალიზაცია. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სოციალური მუშაკის მიერ განხორციელებული არასრულწლოვნის ბიოფსიქოსოციალური შეფასების შედეგებიც. მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასება და მომსახურებაში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება უნდა განხორციელდეს სოციალური მუშაკის მიმართვის დღიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში (საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს ერთ თვემდე).

3. ჩარიცხვის გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება მომსახურების განმახორციელებელ ორგანიზაციას.

4. ჩარიცხვის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში მომსახურების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ ხორციელდება არასრულწლოვნის გაცნობა, მასთან კონტაქტის დამყარება, არასრულწლოვნის თანხმობით მომსახურებაში ვიზიტი და ამის შემდეგ მისი გადაყვანა მომსახურებაში.

5. გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი პირი ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში.

6. კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში, ერთ სახლში შესაძლებელია ერთდროულად არაუმეტეს 3 მოსარგებლის განთავსება.

მუხლი 3. კომპონენტის ღონისძიებები

კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს:

ა) 24-საათიანი მომსახურების მიწოდებას;

ბ) შესაბამისი პერსონალით უზრუნველყოფას:

ბ.ა) მენეჯერით, რომელიც მუშაობს გარედან, პერიოდულად მიდის სახლში, ხვდება თანამშრომლებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მენეჯერის სამუშაო საათები არ არის შეზღუდული, მოქნილია და მორგებულია სახლის სიტუაციურ საჭიროებებს, იგი ანგარიშვალდებულია ორგანიზაციის დირექტორთან;

ბ.ბ) სამი ახალგაზრდული ლიდერით:

ბ.ბ.ა) თითო ლიდერი მუშაობს ერთ მოზარდთან, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა, დილის 9:00 საათიდან 19:00 საათამდე;

ბ.ბ.ბ) თავის მოსარგებლეებს შეახსენებს მასთან ერთად დაგეგმილ დღის განრიგს;

ბ.ბ.გ) მოსარგებლესთან ერთად ჩართულია ფორმალურ თუ არაფორმალურ მეცადინეობებზე, სპორტულ თუ სახელოვნებო წრეებში და სხვა ღონისძიებებში;

ბ.ბ.დ) მოსარგებლეს უწესებს მკაფიო ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც მიეწოდება მას მომსახურება;

ბ.ბ.ე) მუშაობს მენეჯერთან და სოციალურ მუშაკთან, საჭიროების შემთხვევაში, მოწვეულ სპეციალისტთან ერთად გაწერილი განრიგის და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის მიხედვით;

ბ.ბ.ვ) ახალგაზრდული ლიდერი ანგარიშვალდებულია მენეჯერთან;

ბ.გ) ორი ღამის მორიგე აღმზრდელით, რომლიც:

ბ.გ.ა) მუშაობენ ყოველ მეორე დღეს 19:00 საათიდან დილის 9:00 საათამდე და შაბათს ან კვირას 24 საათი - დილის 9:00 საათიდან მეორე დილის 9:00 საათამდე;

ბ.გ.ბ) ანგარიშვალდებული არიან ახალგაზრდულ ლიდერთან;

ბ.დ) დიასახლისით, რომელიც:

ბ.დ.ა) მუშაობს კვირაში ექვსი დღე, დილის 9:00 საათიდან 14 :00 საათამდე;

ბ.დ.ბ) ზრუნავს სახლის სისუფთავეზე, მოზარდების პირადი ტანსაცმლის, თეთრეულის, საყოფაცხოვრებო ნივთების მოწესრიგებაზე, სადილების მომზადებასა და სხვა საჭიროებებზე;

ბ.დ.გ) დიასახლისი ანგარიშვალდებულია ახალგაზრდულ ლიდერთან;

გ) მინიმუმ ოთხჯერად კვებას, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;

დ) ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;

ე) ბავშვის მომსახურების მოკლევადიანი და გრძელვადიანი ინდივიდუალური გეგმის შემუშავებასა და მისი შესრულების და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფას;

ვ) შესაბამისი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას;

ზ) მულტიდისციპლინური გუნდის (რომლის შემადგენლობაშია ფსიქოლოგი (სასურველია ქცევითი თერაპევტი), სოციალური მუშაკის პროფესიული ზედამხედველი, ფსიქიატრი და, ბავშვის ინდივიდუალური შემთხვევიდან გამომდინარე, შესაბამისი სპეციალისტი) მომსახურებით უზრუნველყოფას;

თ) ფსიქოსოციალური რეაბილიტაციით უზრუნველყოფას;

ი) ყოველდღიური, ყოფითი უნარების სწავლებას (თვითმოვლა, საოჯახო აქტივობებში ჩართვა, ასაკისა და სქესის შესაბამისად განვითარების თავისებურებებზე (მათ შორის სქესობრივ განვითარებაზე) ინფორმაციის მიწოდება და სხვ.) და თვითგამოხატვის ხელშეწყობას (პოზიტიური ქცევის წახალისება, ბრაზის მართვა, რუტინის, ქცევის წესების შემუშავება და სხვა);

კ) ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში ტრანზიციის ხელშეწყობას;

ლ) საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტით უზრუნველყოფას;

მ) 14 წლიდან პროფესიული, სახელობო უნარ-ჩვევების განვითარებაში დახმარება და დასაქმების ხელშეწყობას, ბავშვის ინტერესების, მიდრეკილებებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით;

ნ) აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ხელშეწყობას და ბავშვის თავისუფალი დროის სწორ და მიზნობრივ ორგანიზებას;

ო) პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში ბავშვის დინამიკური მეთვალყურეობის უზრუნველყოფას (რაც დასტურდება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ), საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გაუთვალისწინებელი მომსახურების) მიღების ორგანიზებას;

პ) ბავშვის ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში აღზრდის უზრუნველყოფას, ბავშვის მდგომარეობასა და განვითარებაზე შესაბამისი მეთვალყურეობის დაწესების მეშვეობით;

ჟ) ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის ხელშეწყობას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს;

რ) ალტერნატიული ზრუნვის ადგილის მომზადებაში ხელშეწყობას, რათა, დაწესებულების დატოვების შემდეგ (რეინტეგრაცია, მინდობით აღზრდა და სხვ.) არასრულწოვნისათვის განსაზღვრული იყოს მის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული საცხოვრებელი ადგილი;

ს) წელიწადში ორჯერ მომსახურების ხარისხის გარე მონიტორინგს (პროფესიული ზედამხედველობა 3 საათი);

ტ) ჩარიცხვიდან არაუგვიანეს ექვსი კვირის შემდეგ საკუთარი პოზიციის შესაფასებლად, მოსარგებლის, მულტიდისციპლინური გუნდის წევრების და მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით შეხვედრის ორგანიზებას.

მუხლი 4. კომპონენტის დაფინანსება

1. კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსების წესი განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილების შესაბამისად.

2. კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსების ოდენობა შეადგენს დღეში 120 ლარს.

3. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი.

4. ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (მცირე საოჯახო ტიპის სახლში მოსარგებლის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ მოსარგებლის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე), მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მოსარგებლის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად მცირე საოჯახო ტიპის სახლში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 60 ლარით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

5. კომპონენტის ფარგლებში გაწეული მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

6. კომპონენტის მოსარგებლეს 18 წლის ასაკის მიღწევის თვეს უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი მომსახურება იმავე ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებლისგან, რომლისგანაც იღებდა მომსახურებას წინა თვეს. ამასთან, თუ მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრები მოსარგებლე, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი, არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე, მას უფლება აქვს, მიიღოს მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების თვის ჩათვლით პერიოდში იმავე ქვეპროგრამის მიმწოდებლისგან, რომლისგანაც იღებდა მომსახურებას 18 წლის ასაკის მიღწევის თვეს.

დანართი №2.8

მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამა ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია მიუსაფარ ბავშვთა მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და ინტეგრაცია, ასევე, უსაფრთხო საცხოვრებლით (თავშესაფრით) უზრუნველყოფა.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ქვეპროგრამის ღონისძიებებია:

ა) მობილური ჯგუფის (ფსიქოლოგი, მძღოლი, თანასწორ-განმანათლებელი) მომსახურებით უზრუნველყოფა;

ბ) დღის ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფა;

გ) სადღეღამისო თავშესაფრის მომსახურება.

მუხლი 3. ქვეპროგრამის ბიუჯეტი

ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 300 000 ლარით.

მუხლი 4. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ამ დანართით განსაზღვრული ღონისძიებების მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №2 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

 დანართი №2.8.1

მობილური ჯგუფით მომსახურების უზრუნველყოფის კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

ქვეპროგრამა ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია მიუსაფარ ბავშვთა მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და ინტეგრაცია, ასევე, უსაფრთხო საცხოვრებლით (თავშესაფრით) უზრუნველყოფა.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები

კომპონენტის ღონისძიებებია:

ა) მობილური ჯგუფის (ფსიქოლოგი, მძღოლი, თანასწორ-განმანათლებელი) მომსახურებით უზრუნველყოფა:

ა.ა) არაუმეტეს კვირაში 40 საათისა, სამიზნე ჯგუფის ბავშვების პოტენციური ყოფნის/მუშაობის ადგილებში ვიზიტების განხორციელება;

ა.ბ) სამიზნე ჯგუფის ბავშვების შესახებ შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება/ვიზიტების განხორციელება;

ა.გ) ბავშვებთან კონტაქტში შესვლა, ბავშვის საჭიროებების იდენტიფიცირება, კონსულტირება;

ა.დ) საჭიროების შემთხვევაში – ამბულატორიული ან სტაციონარული მომსახურების ორგანიზება;

ა.ე) ბავშვის პირადი ჰიგიენის ნივთებით უზრუნველყოფა და მისი დაცვის ხელშეწყობა;

ა.ვ) საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიური მომსახურება;

ა.ზ) ბავშვის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაციის მოძიება/მოწესრიგება;

ა.თ) ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის მოძიება და სოციალური გარემოს შეფასება, ასეთის არსებობის შემთხვევაში:

ა.თ.ა) ბიოლოგიური ოჯახის საჭიროებების შეფასების მიზნით მეურვეობა-მზრუნველობის სოციალურ მუშაკთან ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალურ მუშაკთან გადამისამართება.

ა.ი) №2.8 დანართის მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №2 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირის მიერ მობილური ჯგუფის ავტომობილით გადაადგილების უზრუნველყოფა;

ა.კ) მობილური ჯგუფის საქმიანობას კოორდინაციას უწევს ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკი.

მუხლი 3. მეურვეობისა და მზრუნველობის ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროსი სოციალური მუშაკის უფლებამოსილებები

მეურვეობისა და მზრუნველობის ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროსი სოციალური მუშაკის უფლებამოსილებებია:

ა) შეაფასოს იდენტიფირებული ბავშვის ოჯახის საჭიროებები;

ბ) ოჯახის გაძლიერების მიზნით გადაამისამართოს მოსარგებლე საჭირო მომსახურებებში/უწყებებში;

გ) ჩაატაროს სოციალური მუშაობა, მიაწოდოს ინფორმაცია ძალადობის ფორმების შესახებ;

დ) მოსარგებლების მშობლებს/მზრუნველებს დაეხმაროს მშობლობის უნარ-ჩვევების შეძენა/განვითარებაში;

ე) საჭიროების შესაბამისად, მოსარგებლეები/მშობლები/მზრუნველები ჩართოს სხვადასხვა პროგრამაში/ქვეპროგრამაში;

ვ) იმ შემთხვევაში, თუ მაძიებლის ანკეტის გახსნიდან 12 თვის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს მიუხედავად, ბავშვი კვლავ იმყოფება ქუჩაში, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროს სოციალურ მუშაკთან კოორდინაციით მიმართოს სასამართლოს მშობლის უფლებების შეზღუდვის/ჩამორთმევის მიზნით და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით განუსაზღვროს მას მზრუნველობის შესაბამისი ფორმა.

მუხლი 4. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით იდენტიფიცირებული 18 წლამდე ასაკის მიუსაფარი ბავშვები, ასევე ამ კომპონენტის მოსარგებლეები, რომლებსაც შეუსრულდათ 18 წელი, იღებენ ზოგად განათლებას და არიან არასრული საშუალო ან საშუალო განათლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები (მე-9 და მე-12 კლასები) სასწავლო წლის დასრულების მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე.

მუხლი 5. კომპონენტის დაფინანსება

1. მომსახურების მიმწოდებელი მობილური ჯგუფები ფინანსდებიან გლობალური ბიუჯეტის პრინციპით. ერთი მობილური ჯგუფის მომსახურებისთვის თვეში ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 4 000 ლარს, იმ შემთხვევაში, თუ მობილური ჯგუფი თვის განმავლობაში ფუნქციონირებს არასრული შემადგენლობით, მომსახურების ანაზღაურება ხდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ფაქტობრივი ხარჯის შესაბამისად, მაგრამ კალენდარულ წელიწადში არაუმეტეს 2 შემთხვევისა და ერთჯერადად ზედიზედ არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონკრეტული მობილური ჯგუფისთვის მომსახურება ანაზღაურებას არ ექვემდებარება. მომსახურების მიმწოდებელმა მობილური ჯგუფის არასრული შემადგენლობით მომსახურების მიწოდების მიზეზების შესახებ ინფორმაცია წერილობით უნდა აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. მომსახურება მიმწოდებელს აუნაზღაურდება მომსახურების მიწოდების შემდეგი თვის 10 რიცხვამდე. ამასთან, მობილური ჯგუფის მომსახურების ანაზღაურების აუცილებელი პირობაა მიმწოდებლის მიერ არაუგვიანეს მიწოდების თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოში ანგარიშის წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით. ამასთან, მობილური ჯგუფის მიერ თვის განმავლობაში გაწეული მომსახურების ანაზღაურებისას მიმწოდებლის მიერ ზრუნვის სააგენტოში ანგარიშის წარდგენის ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, მობილური ჯგუფის მიერ შესაბამისი თვის განმავლობაში გაწეული მომსახურება ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

2. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ყოველთვიურად ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

მუხლი 6. კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

სამიზნე ჯგუფთან მომუშავე მობილური ჯგუფები განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) ქ. თბილისში – 4 მობილური ჯგუფი;

ბ) ქ. რუსთავში – 1 მობილური ჯგუფი;

გ) ქ. ქუთაისში – 2 მობილური ჯგუფი;

დ) ქ. ბათუმში – 2 მობილური ჯგუფი.

დანართი №2.8.2

მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტი ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია მიუსაფარ ბავშვთა მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და ინტეგრაცია, ასევე, უსაფრთხო საცხოვრებლით (თავშესაფრით) უზრუნველყოფა.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები

კომპონენტის ღონისძიებებია:

ა) დღის ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს:

ა.ა) ყოველდღიურ მომსახურებას ორჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;

ა.ბ) საჭიროების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას, ასევე ამბულატორიული ან სტაციონარული მომსახურების ორგანიზებას;

ა.გ) პირადი ჰიგიენის დაცვის ხელშეწყობას;

ა.დ) ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდებას/ორგანიზებას;

ა.ე) კრიზისული სიტუაციების მართვას;

ა.ვ) მოსარგებლეთათვის მომსახურების ინდივიდუალური გეგმების შემუშავებას/განხორციელებას;

ა.ზ) მოსარგებლთა აკადემიური საჭიროებების გამოვლენისა და მათი დაკმაყოფილების ხელშეწყობას (ფორმალურ საგანამანათლებლო პროცესში ჩართვის ხელშეწყობას);

ა.თ) არაფორმალური განათლების მიწოდებას;

ა.ი) მოსარგებლის კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფას;

ა.კ) მოსარგებლეებისათვის დროის სწორი ორგანიზების, ეფექტური კომუნიკაციის, არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და კონფლიქტების არაძალადობრივი გზით მოგვარებისა და სხვა ყოფითი უნარ-ჩვევების სწავლებას;

ა.ლ) მოსარგებლის სურვილის შემთხვევაში, ბავშვთა მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობას;

ა.მ) მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების დღის ცენტრში ტრანზიციის ხელშეწყობას.

მუხლი 3. მეურვეობისა და მზრუნველობის ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის უფლებამოსილებები

მეურვეობისა და მზრუნველობის ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის უფლებამოსილებებია:

ა) შეაფასოს იდენტიფირებული ბავშვის ოჯახის საჭიროებები;

ბ) ოჯახის გაძლიერების მიზნით გადაამისამართოს მოსარგებლა საჭირო მომსახურებებში/უწყებებში;

გ) ჩაატაროს სოციალური მუშაობა, მიაწოდოს ინფორმაცია ძალადობის ფორმების შესახებ;

დ) მოსარგებლეების მშობლებს/მზრუნველებს დაეხმაროს მშობლობის უნარ-ჩვევების შეძენა/განვითარებაში;

ე) საჭიროების შესაბამისად, მოსარგებლეები/მშობლები/მზრუნველები ჩართოს სხვადასხვა პროგრამაში/ქვეპროგრამაში;

ვ) იმ შემთხვევაში, თუ მაძიებლის ანკეტის გახსნიდან 12 თვის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს მიუხედავად, ბავშვი კვლავ იმყოფება ქუჩაში, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროს სოციალურ მუშაკთან კოორდინაციით მიმართოს სასამართლოს მშობლის უფლებების შეზღუდვის/ჩამორთმევის მიზნით და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით განუსაზღვროს მას მზრუნველობის შესაბამისი ფორმა.

მუხლი 4. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით იდენტიფიცირებული 18 წლამდე ასაკის მიუსაფარი ბავშვები.

2. კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

მუხლი 5. კომპონენტის დაფინანსება

1. კომპონენტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი. ვაუჩერზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვეში მოსარგებლის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე. ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ბოლომდე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლისა და უფლებამოსილი უფროსი სოციალური მუშაკის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მონაცემები მომსახურების თვეში დაწესებულების მომსახურებით მოსარგებლეების რაოდენობის შესახებ. დოკუმენტის ფორმას განსაზღვრავს ზრუნვის სააგენტო. ამასთან, წარდგენილი ვაუჩერის ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

2. ერთ მოსარგებლეზე გათვალისწინებული დღიური ანაზღაურების ოდენობა შეადგენს 15 ლარს, ამასთან, მომსახურების თვეში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 7 ლარით, მაგრამ არაუმეტეს შესაბამისი მომსახურების ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა. ამავდროულად, მიმწოდებლის მიერ მიწოდებული მომსახურებისთვის დღეში ასანაზღაურებელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს:

ა) ქ. თბილისში – თითოეულ დღის ცენტრში არაუმეტეს 20 მოსარგებლის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას;

ბ) ქ. ქუთაისში – თითოეულ დღის ცენტრში არაუმეტეს 20 მოსარგებლის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას;

გ) ქ. რუსთავში – თითოეულ დღის ცენტრში არაუმეტეს 22 მოსარგებლის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას;

დ) ქ. ბათუმში – თითოეულ დღის ცენტრში არაუმეტეს 30 მოსარგებლის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას.

3. კომპონენტის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ყოველთვიურად ზრუნვის სააგენტოში წარდგენა ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

დანართი №2.8.3

მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრით მომსახურების უზრუნველყოფის კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტის „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია მიუსაფარ ბავშვთა მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და ინტეგრაცია, ასევე, უსაფრთხო საცხოვრებლით (თავშესაფრით) უზრუნველყოფა.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები

კომპონენტის ღონისძიებებია:

ა) სადღეღამისო თავშესაფრის მომსახურება, რაც მოიცავს:

ა.ა) ბავშვის საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებას (კვება, ჰიგიენა, უსაფრთხოება, თავშესაფარი, განათლება, ჯანმრთელობა, მზრუნველი გარემო);

ა.ბ) პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გაუთვალისწინებელი მომსახურების) მიღების ორგანიზებას;

ა.გ) ყოველდღიურ მომსახურებას არანაკლებ ოთხჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;

ა.დ) კრიზისული სიტუაციების მართვას – სპეციფიკური საჭიროებების გამოვლენა, კრიზისის რისკების დაძლევაში დახმარება, ბავშვის ფსიქოსოციალური მდგომარეობის სტაბილიზაცია;

ა.ე) მოსარგებლეთათვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ღონისძიებების (შესაბამისი სპეციალისტების ჩართვით) დაგეგმვას/განხორციელებასა და მომზადებას სხვა ალტერნატიულ გარემოში (მათ შორის, ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან/მზრუნველთან) მათ განსათავსებლად;

ა.ვ) ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;

ა.ზ) ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ჩართვის ხელშეწყობას;

ა.თ) ყოველდღიური, ყოფითი უნარების სწავლებას (თვითმოვლა და სხვადასხვა აქტივობებში ჩართვას);

ა.ი) ფსიქოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფას;

ა.კ) ბავშვის ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შემუშავებას, მისი შესრულებისა და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფას;

ა.ლ) ბავშვის ინტერესების, მიდრეკილებებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით პროფესიული და სახელობო უნარ-ჩვევების განვითარებაში დახმარებას, სამუშაოს მოძიებისა და დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას;

ა.მ) კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას;

ა.ნ) ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის ხელშეწყობას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს;

ა.ო) მოსარგებლის სურვილის შემთხვევაში, ბავშვთა მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობას;

ა.პ) მოსარგებლთა ჯგუფურ დასვენებას საქართველოს კურორტებზე ან/და დიდი ქალაქებიდან მოშორებულ სარეკრეაციო ზონაში მდებარე დასახლებებში, წელიწადში არანაკლებ ერთდროულად 3 დღისა და ჯამურად არანაკლებ 12 დღის განმავლობაში;

ა.ჟ) მინდობით აღზრდის ქვეპროგამაში/მცირე საოჯახო ტიპის სახლში ტრანზიციის ხელშეწყობა.

მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით იდენტიფიცირებული 18 წლამდე ასაკის მიუსაფარი ბავშვები, ასევე ამ ქვეპროგრამის მოსარგებლები, რომლებსაც შეუსრულდათ 18 წელი, იღებენ ზოგად განათლებას და არიან არასრული საშუალო ან საშუალო განათლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები (მე-9 და მე-12 კლასები) სასწავლო წლის დასრულების მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.

მუხლი 4. კომპონენტის დაფინანსება

1. კომპონენტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი. ვაუჩერზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვეში მოსარგებლის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე. ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ბოლომდე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს – არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლისა და უფლებამოსილი უფროსი სოციალური მუშაკის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მონაცემები მომსახურების თვეში დაწესებულების მომსახურებით მოსარგებლე მოსარგებლეთა რაოდენობის შესახებ. დოკუმენტის ფორმას განსაზღვრავს ზრუნვის სააგენტო. ამასთან, წარდგენილი ვაუჩერის ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

2. მომსახურებისთვის ერთ მოსარგებლზე გათვალისწინებული დღიური ანაზღაურების ოდენობა შეადგენს 38 ლარს.

3. შშმ სტატუსის ან განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის, რომელიც განსაზღვრულია „მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანების №2 დანართით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად – 43 ლარს.

4. ამასთან, მომსახურების თვეში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 18 ლარით, მაგრამ არაუმეტეს შესაბამისი მომსახურების ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა.

5. ამავდროულად, მიმწოდებლის მიერ მიწოდებული მომსახურებისთვის დღეში ასანაზღაურებელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს:

ა) ქ. თბილისში მოქმედ თითოეულ თავშესაფარში – არაუმეტეს 15;

ბ) ქ. ქუთაისში მოქმედ თითოეულ თავშესაფარში – არაუმეტეს 10;

გ) ქ. რუსთავში მოქმედ თითოეულ თავშესაფარში – არაუმეტეს 15;

დ) ქ. ბათუმში მოქმედ თითოეულ თავშესაფარში − არაუმეტეს 10 მოსარგებლის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას.

6. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ყოველთვიურად ზრუნვის სააგენტოში წარდგენა ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

დანართი №2.9

 

განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია განვითარების მძიმე და ღრმა (ფიზიკური/ ინტელექტუალური/ფსიქიკური) შეფერხების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, მათი ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ოჯახის მხარდაჭერა.

მუხლი 2. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. 7-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას და, ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია/შეუსაბამოა მათი სკოლაში სიარული ან დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა.

2. 7-დან 18 წლამდე ასაკის რთული ქცევის მქონე ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას და ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია/შეუსაბამოა მათი სკოლაში სიარული ან დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა.

3. შშმ პირი, რომელსაც აქვს ნერვული სისტემის დაავადებებით გამოწვეული თანდაყოლილი ფიზიკური შეზღუდვა და საჭიროებს ასისტენტის მომსახურებას.

მუხლი 3. ქვეპროგრამის ბიუჯეტი

ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 000 000 ლარით.

მუხლი 4. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი 

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №2 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

 დანართი №2.9.1

 

შშმ ბავშვთა ბინაზე მოვლის კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტი „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია განვითარების მძიმე და ღრმა (ფიზიკური/ ინტელექტუალური/ფსიქიკური) შეფერხების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, მათი ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ოჯახის მხარდაჭერა.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები

ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:

ა) მოსარგებლის ჩარიცხვიდან 30 დღის განმავლობაში ინდივიდუალური მომსახურების გეგმის (გრძელვადიანი და მოკლევადიანი გაზომვადი მიზნებით) შედგენა, რომელიც ბავშვის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით უნდა მოიცავდეს მოსარგებლისთვის/მშობლისათვის მორალური და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას, სოციალური, თვითმოვლის და კომუნიკაციური უნარების გაძლიერებას და სოციალურ ინტეგრაციაში ხელშეწყობას;

ბ) ბავშვის შეფასება და მომსახურების მიწოდება ბინაზე ან საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შემუშავებული ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შესაბამისად ყველა შემთხვევაში ითვალისწინებს მომვლელისა და განვითარების სპეციალისტის მომსახურებას (გარდა რთული ქცევის მქონე მოსარგებლეებისა). საჭიროების შემთხვევაში გეგმის შესაბამისად განსაზღვრული მულტიდისციპლინური გუნდის სათანადო სპეციალისტ(ებ)ის (მათ შორის, საჭიროებისამებრ: ოკუპაციური თერაპევტის, ფიზიკური თერაპევტის, მეტყველების სპეციალისტის, ფსიქოლოგის, პედიატრის) მომსახურებას. თვეში მომსახურება გულისხმობს არაუმეტეს 44 საათს. ამასთან, მომსახურების ფარგლებში:

ბ.ა) განვითარების სპეციალისტი მულტიგუნდთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს:

ბ.ა.ა) მოსარგებლის შეფასებას და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შემუშავებას/განხორციელებას;

ბ.ა.ბ) მოსარგებლთა ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობას;

ბ.ა.გ) მოსარგებლის და ოჯახის წევრებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებას და მხარდაჭერას;

ბ.ა.დ) ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით საჭირო უნარების განვითარებას და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერას;

ბ.ა.ე) ბავშვის და ოჯახის წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას.

ბ.ბ) მომვლელი მულტიგუნდთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს:

ბ.ბ.ა) ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს;

ბ.ბ.ბ) მოსარგებლის მოვლას და დახმარება სკვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში.

მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება ბავშვი, რომელიც საჭიროებს სხვა პირის მუდმივ დახმარებას და, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია/შეუსაბამოა მისი სკოლაში სიარული ან დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა, თანდართული ლიმიტების გათვალისწინებით, ამ პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეების, რომლებიც ერთდროულად იღებენ მომსახურებას, რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 130-ს:

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ლიმიტი
ქ. თბილისი 80
თელავის მუნიციპალიტეტი 10
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 10
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი 10
ქ. ბორჯომი 10
მარნეულის მუნიციპალიტეტი 10

2. კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, სამიზნე ჯგუფის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს, რომელსაც თან უნდა ერთოდეს:

ა) კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

ბ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი − ფორმა №IV-50/2, რომელშიც დიაგნოზის პუნქტში (15.1 ან 15.2) აღნიშნული უნდა იყოს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD10)-ით განსაღვრული ის ნოზოლოგი(ებ)ი, რომლის საფუძველზეც აღინიშნება ორგანოთა სისტემ(ებ)ის მაღალი ხარისხის ფუნქციური დარღვევები და რომელიც იწვევს განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხებას. ამასთან, „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-17 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრული აქვს სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროება). მომსახურებაში ჩართვისათვის პირველადად მიმართვის შემთხვევაში, თუ შშმ ბავშვს აღნიშნული სტატუსი ერთჯერადად 18 წლამდე გადამოწმების გარეშე დადგენილი აქვს წელიწადზე მეტი ხანგრძლივობის ვადით ადრე და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტში − ფორმა №IV-50/2 არსებული ჩანაწერი დიაგნოზისა და მომსახურების საჭიროების დასაბუთების შესახებ, არ არის საკმარისი ამ ქვეპროგრამის მომსახურებაში ჩასართავად, აღნიშნულ ფორმასთან ერთად შესაძლებელია წარმოდგენილი იქნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებული იქნება ყველა ის მოთხოვნა, რაც განსაზღვრულია სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის − ფორმა №IV-50/2 -სთვის ამავე ქვეპუნქტის შესაბამისად. ამასთან, შესაბამის დიაგნოზთან (შარდის ან/და განავლის შეუკავებლობა) ერთად ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს ბავშვის ერთჯერადი შემწოვი საფენების საჭიროება (რომელიც ინახება ორგანიზაციაში), ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემიდან ამონაწერი. 

3. მიმწოდებელი უზრუნველყოფს:

ა) პირველად შეფასებას და ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისადმი კუთვნილების დადგენას;

ბ) პირველადი შეფასების ზრუნვის სააგენტოში წარდგენას არაუგვიანეს პირის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის/უფლებამოსილი პირის მიერ მიმწოდებლისთვის მიმართვისა და ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღისა, ზრუნვის სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით.

4. ზრუნვის სააგენტო უზრუნველყოფს სოციალური მუშაკის მომართვის და დასკვნის საფუძველზე, პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ყოველი თვის 5 რიცხვის ჩათვლით. ქვეპროგრამაში ჩართვის უპირატესობით სარგებლობენ მომსახურების მაძიებლები შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები;

ბ) მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები;

გ) განცხადების წარდგენის დღისთვის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 120 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვები;

დ) განცხადების თარიღის რიგითობის მიხედვით.

მუხლი 4. კომპონენტის დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის, არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში და არაუმეტეს ბავშვის 18 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ მოსარგებლის საჭიროებათა შეფასებისა და ბავშვის ინდივიდუალური მომსახურების გეგმის გადახედვის საფუძველზე, მატერიალიზებული ვაუჩერის მოქმედების ვადა შეიძლება, გაგრძელდეს ავტომატურად, მათ შორის, წინა წელს ამავე ქვეპროგრამით მოსარგებლე მოსარგებლებზე. ამასთან, კომპონენტის ფარგლებში, ბინაზე მოვლის დაფინანსებული მომსახურების ლიმიტი ერთი მოსარგებლისთვის თვეში ყველა შემთხვევაში ითვალისწინებს მომვლელისა და განვითარების სპეციალისტისა და, საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტ(ებ)ის (მათ შორის, საჭიროებისამებრ: ოკუპაციური თერაპევტის, ფიზიკური თერაპევტის, მეტყველების სპეციალისტის, ფსიქოლოგის, პედიატრის) მომსახურებას, სულ – არაუმეტეს 44 საათისა.

2. ვაუჩერი ფინანსდება არაუგვიანეს მომსახურების გაწევის შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტო წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მოსარგებლის მიერ წინა თვეში ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, წინა თვის განმავლობაში მიღებული მომსახურების სახეობების, ჯერადობისა და მომსახურების ჩატარების ადგილის მითითებით, რაც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით. დოკუმენტის ფორმას განსაზღვრავს ზრუნვის სააგენტო. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

3. მომსახურება ანაზღაურდება ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით. ამასთანავე, ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა გამოიანგარიშება ჩატარებული საათების რაოდენობის ნამრავლით 10 ლარზე, მაგრამ არაუმეტეს 440 ლარისა. ერთჯერადი შემწოვი საფენების საჭიროების დასაბუთების შემთხვევაში, თითოეული მოსარგებლის ამ პროდუქტით უზრუნველყოფა საფენების ღირებულებისა და რაოდენობის შესაბამისად, ანაზღაურდება დამატებით, მაგრამ არაუმეტეს 60 ლარისა.

4. კომპონენტის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

5. ზედიზედ 60 დღის მანძილზე ვაუჩერის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურად გაუქმებას, გარდა მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციონირების დროებით შეჩერების შემთხვევებისა, რაზეც მიმწოდებელი მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებს მოსარგებლის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, ზრუნვის სააგენტოს და სამინისტროს. ამ შემთხვევაში, უნდა მოხდეს მოსარგებლის პროგრამაში ხელახლა ჩართვა ყველა აუცილებელი პროცედურის გავლით. აღნიშნული შეზღუდვის, ისევე როგორც ქვეპროგრამაში მონაწილეობის სხვა პარამეტრებისა და ინდივიდუალური გეგმის შესახებ, მოსარგებლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი ინფორმირებული უნდა იყოს მომსახურების მიმწოდებლის მიერ. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტო.

6. 18 წლის ასაკის მიღწევამდე მომსახურება წყდება, თუკი:

ა) მოხდა ბავშვის ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში (გარდა შინ სწავლების შემთხვევისა) ან დღის ცენტრის პროგრამაში – დღის ცენტრის ვაუჩერის მოქმედების თვიდან;

ბ) ბავშვი გადავიდა პალიატიურ ზრუნვაში – აღნიშნულ ზრუნვაში გადასვლის დღიდან ან იმყოფება სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ზედიზედ 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით, 30 დღის გასვლის შემდეგ;

გ) ბავშვი გადავიდა სააღმზრდელო დაწესებულებაში – დაწესებულებაში გადასვლის დღიდან;

დ) კანონიერი წარმომადგენლის სურვილით;

ე) საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიზეზით, როდესაც ახალი საცხოვრებელი სცილდება მომსახურების არეალს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების თაობაზე, მიმწოდებელი დაუყოვნებლივ ატყობინებს ზრუნვის სააგენტოს.

დანართი №2.9.2

7-დან 18 წლამდე ასაკის რთული ქცევის მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია განვითარების მძიმე და ღრმა (ფიზიკური/ ინტელექტუალური/ფსიქიკური) შეფერხების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, მათი ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ოჯახის მხარდაჭერა.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები

კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს:

ა) რთული ქცევის მქონე მოსარგებლებისათვის, N1.4 დანართის მე-5 მუხლის შესაბამისად, შექმნილი მულტიდისციპლინური გუნდის მიერ გამოვლენილი საჭიროებების შემთხვევაში, ასევე მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რომ მიმწოდებელ ორგანიზაციას შესაძლებლობა აქვს ხელშეკრულება გაუფორმოს შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს (გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ერთდროულად 2 ინდივიდუალური მზრუნველისა), რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამის მოსარგებლებზე ინდივიდუალური ზრუნვის განხორციელებას. ინდივიდუალურ მზრუნველად არ შეიძლება შეირჩნენ მომსახურების მიმღები პირის მშობლები, და-ძმები ან/და მომსახურების მიმღებ პირთან ერთად მუდმივად მცხოვრები პირები, ასევე სასამართლოს მიერ დანიშნული მხარდამჭერი;

ბ) ინდივიდუალური ზრუნვის/დახმარების დრო და ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს შრომის კანონმდებლობას და გაწერილი უნდა იყოს ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში;

გ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ზედამხედველობას უწევს შემთხვევის მართვის მენეჯერი, რომელიც არის დამოუკიდებელი ქცევის თერაპევტი რთული ქცევის მართვის საკითხებში, პროფესიით ფსიქოლოგი, აქვს დამოუკიდებელი პრაქტიკა რთული ქცევის მქონე ბავშვებთან და მეთოდოლოგიურად ეყრდნობა ქცევის გამოყენებით ანალიზს და შეუძლია რთული ქცევის მართვაზე პროფესიული ზედამხედველობის განხორციელება;

დ) შემთხვევის მართვის მენეჯერი უზრუნველყოფს:

დ.ა) რთული ქცევის ფუნქციურ შეფასებას;

დ.ბ) რთული ქცევის შეფასებას;

დ.გ) მოსარგებლის განვითარების შეფასებასა და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენას;

დ.დ) მოსარგებლის ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობას;

დ.ე) მოსარგებლთან მომუშავე სპეციალისტებისთვისა და ოჯახის წევრებისთვის რეკომენდაციების მიწოდებასა და მხარდაჭერას;

დ.ვ) ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით საჭირო უნარების განვითარებას და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერას;

დ.ზ) ბავშვის და ოჯახის წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას;

დ.თ) ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირების ჩართვის საჭიროების განსაზღვრას;

დ.ი) ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირების სამუშაო საათების დადგენას;

დ.კ) ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირების სუპერვიზიას;

დ.ლ) ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირებისთვის სამუშაო რეკომენდაციების გაცემას; სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიისა და ტექნიკების მონიტორინგს.

ე) კონსულტანტი უზრუნველყოფს:

ე.ა) ბავშვთან/მოზარდთან მომუშავე მულტიდიციპლინარული გუნდის (კანონიერი წარმომადგენელი, შემთხვევის მართვის მენეჯერი, განვითარების სპეციალისტები და/ან ქცევითი თერაპევტი) და პროგრამის ხელმძღვანელის კონსულტირებას რთული ქცევის ფუნქციურ შეფასებაში;

ე.ბ) ქცევის ფუნქციური ანალიზისთვის საჭირო ჩანაწერების ფორმების შემუშავებაში პროგრამის სპეციალისტების კონსულტირებას;

ე.გ) ქცევის ფუნქციური ანალიზის გაკეთება ბავშვთან/მოზარდთან მომუშავე სპეციალისტების ჩანაწერების საფუძველზე;

ე.დ) პროგრამის სპეციალისტების (ფსიქოლოგი/განვითარების სპეციალისტი/ქცევითი თერაპევტი) მიერ ბავშვის/მოზარდის განვითარების საფეხურის საფუძველზე პროგრამის ხელმძღვანელისა და შემთხვევის მართვის მენეჯერის კონსულტირება კრიზისული ინტერვენციის გეგმის შემუშავებაში.

ვ) კონსულტანტი, რომლის საჭიროებას და, ინდივიდუალურ შემთხვევაში, სამუშაო საათების რაოდენობას განსაზღვრავს №1.4 დანართის მე-5 მუხლის შესაბამისად შექმნილი მულტიდისციპლინური გუნდი, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ვ.ა) რთული ქცევის მქონე ბავშვებთან/მოზარდებთან მინიმუმ 4-წლიანი მუშაობის გამოცდილება ბუნებრივ გარემოში (სკოლა, სახლი, დღის ცენტრი) ქცევის გამოყენებითი ანალიზის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით;

ვ.ბ) ბავშვების/მოზარდების ოჯახებთან მუშაობისა და პირველადი ფსიქო-სოციალური დახმარების გაწევის გამოცდილება;

ვ.გ) ოჯახის წევრებისა და ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების სუპერვიზიისა და სწავლების გამოცდილება ქოუჩინგის მეთოდით;

ვ.დ) BCBA (The Board Certified Behavior Analyst) -ის ხარისხი ან BCBA-ის სასერტიფიკატო კურსის მონაწილე, რომელიც ამჟამად ახორციელებს პრაქტიკას BCBA-ის სუპერვიზიით;

ზ) საჭიროებისა და შესაბამისი დიაგნოზის (შარდისა და/ან განავლის შეუკავებლობა) არსებობის შემთხვევაში – ერთჯერადი შემწოვი საფენებით უზრუნველყოფა.

მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. კომოპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება 7-დან 18 წლამდე ასაკის რთული ქცევის მქონე ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას და, ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია/შეუსაბამოა მათი სკოლაში სიარული ან დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა. მათი ქვეპროგრამაში ჩართვა ხორციელდება მოსარგებლის კანონიერი წარმომადგენლის ზრუნვის სააგენტოში მიმართვისა და დანართ 1.4-ის მე-5 მუხლის შესაბამისად შექმნილი მულტიდისციპლინური გუნდის მიერ გამოვლენილი საჭიროების საფუძველზე. შესაბამისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ქცევის თერაპევტი) მიერ არგუმენტირებული დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელია მოსარგებლს მომსახურება გაუგრძელდეს 18 წლის შესრულების თვიდან არაუმეტეს 25 თვის განმავლობაში. ამ პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეების, რომლებიც ერთდროულად იღებენ მომსახურებას, რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40-ს.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამიზნე ჯგუფის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს, რომელსაც თან უნდა ერთოდეს:

ა) კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

ბ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა);

ვ) ქვეპროგრამის მიმწოდებლის წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ N1.4 დანართის მე-5 მუხლის შესაბამისად შექმნილი მულტიდისციპლინური გუნდის მიერ გამოვლენილია ინდივიდუალური მზრუნველის საჭიროება.

3. მიმწოდებელი უზრუნველყოფს:

ა) პირველად შეფასებას და ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისადმი კუთვნილების დადგენას;

ბ) პირველადი შეფასების ზრუნვის სააგენტოში წარდგენას არაუგვიანეს პირის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის/უფლებამოსილი პირის მიერ მიმწოდებლისთვის მიმართვისა და ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღისა, ზრუნვის სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით.

4. ზრუნვის სააგენტო უზრუნველყოფს სოციალური მუშაკის მომართვის და დასკვნის საფუძველზე, პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ყოველი თვის 5 რიცხვის ჩათვლით. ქვეპროგრამაში ჩართვის უპირატესობით სარგებლობენ მომსახურების მაძიებლები შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები;

ბ) მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები;

გ) განცხადების წარდგენის დღისთვის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 120 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვები;

დ) განცხადების თარიღის რიგითობის მიხედვით.

მუხლი 4. კომპონენტის დაფინანსება

1. ვაუჩერი ფინანსდება არაუგვიანეს მომსახურების გაწევის შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს – არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტო წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მოსარგებლის მიერ წინა თვეში ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, წინა თვის განმავლობაში მიღებული მომსახურების სახეობების, ჯერადობისა და მომსახურების ჩატარების ადგილის მითითებით, რაც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით. დოკუმენტის ფორმას განსაზღვრავს ზრუნვის სააგენტო. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

2. ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი ერთი პირის ანაზღაურება შეადგენს სამუშაო დღეებში საათში 10 ლარს (არაუმეტეს დღეში 18 საათისა), ხოლო არასამუშაო დღეებში – საათში 12 ლარს (არაუმეტეს დღეში 18 საათისა). მომსახურება ანაზღაურდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით მომდევნო თვის 10 რიცხვამდე ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი ანგარიშის შესაბამისად.

3. შემთხვევის მართვის მენეჯერისა და კონსულტანტის მიერ შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით, რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი წარუდგენს ზრუნვის სააგენტოს ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოს შესაბამისად. ამასთან, ერთი მოსარგებლისათვის შემთხვევის მართვის მენეჯერის მიერ შესრულებული სამუშაო, რომელიც შეადგენს თვეში ოთხ საათს, ფინანსდება საათში 80 ლარით, ხოლო კონსულტანტის მიერ განხორციელებული პროფესიული ზედამხედველობა, რომელიც შეადგენს თვეში ოთხ საათს, ფინანსდება საათში 100 ლარით.

4. მომსახურება წყდება, თუკი:

ა) მოხდა ბავშვის ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში (გარდა შინ სწავლების შემთხვევისა) ან დღის ცენტრის პროგრამაში – დღის ცენტრის ვაუჩერის მოქმედების თვიდან;

ბ) ბავშვი გადავიდა პალიატიურ ზრუნვაში – აღნიშნულ ზრუნვაში გადასვლის დღიდან ან იმყოფება სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ზედიზედ 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით, 30 დღის გასვლის შემდეგ;

გ) ბავშვი გადავიდა სააღმზრდელო დაწესებულებაში – დაწესებულებაში გადასვლის დღიდან;

დ) კანონიერი წარმომადგენლის სურვილით;

ე) საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიზეზით, როდესაც ახალი საცხოვრებელი სცილდება მომსახურების არეალს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების თაობაზე, მიმწოდებელი დაუყოვნებლივ ატყობინებს ზრუნვის სააგენტოს.

დანართი №2.9.3

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულწლოვან პირთა ბინაზე ასისტენტით უზრუნველყოფის კომპონენტი

მუხლი 1. კომპონენტის ამოცანა

კომპონენტის ამოცანაა ნერვული სისტემის დაავადებებით გამოწვეული თანდაყოლილი ფიზიკური შეზღუდვის მქონე მოსარგებლების ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ოჯახის მხარდაჭერა.

მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები

კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს:

ა) მიმწოდებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რომ მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას შესაძლებლობა აქვს, გაუფორმოს ხელშეკრულება შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს (გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ერთდროულად 2 ასისტენტის), რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამის მოსარგებლეებზე ინდივიდუალური დახმარების განხორციელებას. ასისტენტად არ შეიძლება შეირჩნენ მომსახურების მიმღები პირის მშობლები, და-ძმები ან/და მომსახურების მიმღებ პირთან ერთად მუდმივად მცხოვრები პირები, ასევე სასამართლოს მიერ დანიშნული მხარდამჭერი;

ბ) კომპონენტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ზრუნვის/დახმარების დრო და ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს შრომის კანონმდებლობას და გაწერილი უნდა იყოს ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში;

გ) განმახორციელებლის მიერ პირის პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მომსახურების მიმღები პირის (შესაბამის შემთხვევაში, მხარდამჭერის დახმარებით)/მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ გაკეთებული მიმართვის საფუძველზე, არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში ახორციელებს მისი ცხოვრების სტილის, გარემოსა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის, სასურველი აქტივობების განხორციელებისა და მათთან დაკავშირებული საჭიროებების, დახმარების საჭირო საათების ოდენობისა და მომსახურების სახეების განსაზღვრასა და საჭიროების შემთხვევაში, გადახედვას, რომელიც ხორციელდება თავად მაძიებელი/მომსახურების მიმღები პირის (შესაბამის შემთხვევაში მხარდამჭერის დახმარებით)/მისი კანონიერი წარმომადგენლის/ მხარდამჭერის აქტიური მონაწილეობით;

დ) მოსარგებლის განვითარების შეფასებასა და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენას;

ე) მოსარგებლთან მომუშავე სპეციალისტებისთვისა და ოჯახის წევრებისთვის რეკომენდაციების მიწოდებასა და მხარდაჭერას;

ვ) მოსარგებლის საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას;

ზ) ინდივიდუალური დახმარების განმახორციელებელი პირების ჩართვის საჭიროების განსაზღვრას;

თ) ინდივიდუალური დახმარების განმახორციელებელი პირების სუპერვიზიას;

ი) ინდივიდუალური დახმარების განმახორციელებელი პირებისთვის სამუშაო რეკომენდაციების გაცემას;

კ) სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმებას თავად მიმწოდებელს, მომსახურების მიმღებ პირს (შესაბამის შემთხვევაში – მხარდამჭერის დახმარებით)/მის კანონიერ წარმომადგენელსა და ასისტენტს შორის;

ლ) უზრუნველყოფს ასისტენტის უფლებებისა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვას;

მ) უზრუნველყოფს მომსახურების მიმღები პირის ინდივიდუალური საჭიროებისა და სურვილის მიხედვით, რაც უნდა მოიცავდეს კვების, ჩაცმის, სახლის საქმის, საყიდლებზე სიარულის, მობილობისა და კომუნიკაციის, პირადი ჰიგიენის მოწესრიგებაში მხარდაჭერის, მუშაობისა და დასვენების, დღის დაგეგმვის ან/და სხვა აქტივობებში დახმარების, რაც არ არღვევს ასისტენტის შრომით და სხვა უფლებებს, ხოლო რთული ქცევის მქონე მოსარგებლების შემთხვევაში, გამოვლენილი საჭიროების შესაბამისად, დამატებით ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებულ მომსახურებას;

ნ) საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების მიმღებ პირთან შეთანხმებით თანამშრომლობს მასთან დაკავშირებულ სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო, სამედიცინო და სხვა სფეროს სპეციალისტთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და უზრუნველყოფს არსებული ინდივიდუალური განვითარების გეგმების მიზნების შესაბამისად მომსახურების მიმღები პირის დანიშნული პროცედურების/დავალებების შესრულებაში, უნარების განვითარებაში დახმარებას.

მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი

1. კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება შშმ სრულწლოვანი პირი (არაუმეტეს 5 მოსარგებლისა), რომელსაც აქვს ნერვული სისტემის დაავადებებით გამოწვეული თანდაყოლილი ფიზიკური შეზღუდვა და საჭიროებს ასისტენტის მომსახურებას.

2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამიზნე ჯგუფით განსაზღვრული პირი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს, რომელსაც თან უნდა ერთოდეს:

ა) პირადობის დამადასტურებელი საბუთი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

ბ) კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;

გ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა);

ვ) ქვეპროგრამის მიმწოდებლის წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ N1.4 დანართის მე-5 მუხლის შესაბამისად შექმნილი მულტიდისციპლინური გუნდის მიერ გამოვლენილია ასისტენტის საჭიროება.

3. ზრუნვის სააგენტო უზრუნველყოფს სოციალური მუშაკის მომართვის და დასკვნის საფუძველზე, პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ყოველი თვის 5 რიცხვის ჩათვლით. ქვეპროგრამაში ჩართვის უპირატესობით სარგებლობენ მომსახურების მაძიებლები შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) მინდობით აღზრდაში მყოფი სრულწოვანი შშმ მოსარგებლე;

ბ) განცხადების წარდგენის დღისთვის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 120 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები შშმ პირი;

გ) განცხადების თარიღის რიგითობის მიხედვით.

მუხლი 4. კომპონენტის დაფინანსება

1. კომპონენტით გათვალისწინებული ინდივიდუალური დახმარების განმახორციელებელი ერთი პირის ანაზღაურება შეადგენს დღეში 60 ლარს.

2. მომსახურება წყდება, თუ:

ა) მოსარგებლე გადავიდა პალიატიურ ზრუნვაში – აღნიშნულ ზრუნვაში გადასვლის დღიდან ან იმყოფება სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ზედიზედ 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით, 30 დღის გასვლის შემდეგ;

ბ) მოსარგებლის სურვილით;

გ) საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიზეზით, როდესაც ახალი საცხოვრებელი სცილდება მომსახურების არეალს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების თაობაზე, მიმწოდებელი დაუყოვნებლივ ატყობინებს ზრუნვის სააგენტოს.

დანართი №2.10

 

მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ბავშვის ოჯახთან მიახლოებულ გარემოში აღზრდის ღონისძიებაა, რომლის მიზანია მზრუნველობამოკლებული მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების ოჯახთან მიახლოებულ გარემოში განთავსების გზით ოჯახთან მიახლოებულ პირობებში მოვლისა და აღზრდის უზრუნველყოფა.

მუხლი 2. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება:

ა) სახელმწიფო ზრუნვის მომსახურებებში მცხოვრები მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, რომელთა ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება, შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდაში განთავსება ვერ ხერხდება;

ბ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვები, რომელთა ბიოლოგიურ ოჯახში შენარჩუნება, შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდაში განთავსება ვერ ხერხდება.

მუხლი 3. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ქვეპროგრამის ღონისძიებებია:

ა) 24-საათიანი მომსახურების მიწოდება სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) სათანადო კვებით უზრუნველყოფა;

გ) ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფა;

დ) მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომელშიც შედიან ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, პედიატრი, ბავშვის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავება და მისი შესრულებისა და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფა;

ე) მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, ყოველდღიური ზრუნვა და შესაძლებლობის გათვალისწინებით, სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და შესაბამისი უნარების განვითარება;

ვ) სათანადო სამედიცინო ზრუნვის განხორციელება;

ზ) საჭიროების შემთხვევაში – ჯანდაცვის დაწესებულებაში ბავშვის დინამიკური მეთვალყურეობის უზრუნველყოფა და საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გაუთვალისწინებელი მომსახურების) მიღების ორგანიზება;

თ) ბავშვის ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში აღზრდის უზრუნველყოფა და ბავშვის მდგომარეობასა და განვითარებაზე შესაბამისი მეთვალყურეობის დაწესება;

ი) ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის ხელშეწყობა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს;

კ) საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფა;

ლ) მოსარგებლის დახმარება კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 500 000 ლარით.

2. სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლში მოსარგებლის მომსახურების დაფინანსების ოდენობა შეადგენს დღეში 73 ლარს.

3. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლში მოსარგებლის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ მოსარგებლის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე). მიმწოდებელი ვალდებულია, არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს − არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მოსარგებლის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად მცირე საოჯახო ტიპის სახლში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 37 ლარით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

5. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

6. სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლში მოსარგებლის ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება რეგიონული საბჭოების მიერ არაუმეტეს ქვემოთ ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა: ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 28-ს.

  ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ლიმიტი
1 ქ. თბილისი 7
2 ქ. ქუთაისი 7
3 ქ. ჩხოროწყუ 7
4 ქ. თელავი 7

 

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №2 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

 

დანართი №2.11

 

მზრუნველობამოკლებული ბავშვების რეინტეგრაციის ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამა ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებისა და ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშემწყობი ღონისძიებაა, რომლის მიზანია სახელმწიფო ზრუნვის, 24-საათიანი სხვადასხვა მომსახურებიდან (მინდობით აღზრდა, ლიცენზირებული სააღმზრდელო დაწესებულება) არასრულწლოვნების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება და ოჯახის გაძლიერება.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ქვეპროგრამის ღონისძიებებია:

ა) ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდის ხელშეწყობა;

ბ) ბავშვის ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, მის ინდივიდუალურ განვითარებასა და საჭიროებებზე ორიენტირებული ზრუნვის უზრუნველყოფა;

გ) ბავშვის ფსიქოსოციალური მხარდაჭერასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების ხელშეწყობა;

დ) ბიოლოგიური ოჯახის მხარდაჭერა, კანონიერი წარმომადგენლის მიერ ბავშვის ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით;

ე) ძალადობისაგან დაცვის უზრუნველყოფა;

ვ) ინდივიადუალური განვითარების გეგმით გათვალისწინებული სხვა აქტივობების განხორციელება.

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება სახელმწიფო ზრუნვის სისტემის სხვადასხვა მომსახურებებიდან (მინდობით აღზრდა, ლიცენზირებული სააღზრდელო დაწესებულება) ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებული 18 წლამდე ასაკის (18 წლის შესრულების თვის ჩათვლით) ბავშვი.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 160 000 ლარით.

2. რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა და პრინციპები განისაზღვრება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების შესაბამისად. კერძოდ, ბავშვისათვის – თვეში 100 ლარით, განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – თვეში 160 ლარით, ამასთან, ბავშვისათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის/დაკარგვის ან ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, როდესაც ის აღარ აკმაყოფილებს ან დაექვემდებარება „მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანების №2 დანართით დადგენილ სპეციალიზებული მინდობით აღზრდის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრისათვის საჭირო კრიტერიუმებს, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ამ პუნქტის შესაბამისად, რეგიონული საბჭებოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და გაიცემა გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

3. რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და გაცემის საკითხები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესითა და პირობებით.

დანართი №2.12

სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანა

ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ამ კატეგორიის ახალგაზრდების დამოუკიდებელ ცხოვრებას უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობით. ახალგაზრდა მომავალი ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით უზრუნველყოფილია სტაბილური, უსაფრთხო საცხოვრებლით, აქვს შესაძლებლობა მიიღოს პროფესიული/უმაღლესი განათლება, შეძლოს კარიერული განვითარება, რათა კონკურენტუნარიანი გახდეს შრომის ბაზარზე.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს მომსახურების მიმწოდებლის მიერ შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას:

ა) უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფა ერთ ოთახში ერთად არაუმეტეს 3 მოსარგებლისათვის, ხოლო ერთ შენობაში არაუმეტეს 6 მოსარგებლისა;

ბ) 25 მოსარგებლზე ერთი მომსახურების სოციალური მუშაკის/ახალგაზრდული მუშაკის/სოციალური პედაგოგის მომსახურებით უზრუნველყოფა;

გ) საჭიროების შემთხვევაში – ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება;

დ) ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლება;

ე) სოციალური უნარების განვითარების ხელშეწყობა;

ვ) მოტივაციისა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერება, ნებელობითი ფუნქციების, კომუნიკაციის უნარებისა და ემოციური ინტელექტის განვითარების ხელშეწყობა;

ზ) პროფესიული კონსულტირება, კარიერის დაგეგმვის, სამუშაოს ძიებისა და დასაქმების უნარების განვითარების (CV-ის და სამოტივაციო წერილის დაწერა, გასაუბრებისთვის მომზადება) ხელშეწყობა;

თ) დროის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის დაგეგმვის ტექნიკის სწავლება;

ი) მოსარგებლის ჩართულობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებიდან გამომდინარე, ინდივიდუალური გეგმის მომზადება;

კ) წახალისების მექანიზმის დანერგვა;

ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელშეწყობა;

მ) ყოველდღიური ხარჯებისათვის ჯიბის ფულით (ახალგაზრდის მიერ კვების, ტრანსპორტირების, ჰიგიენური საშუალებებისა და ყოველდღიური საჭიროებებით დაკმაყოფილების მიზნით) უზრუნველყოფა;

ნ) ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;

ო) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გამოყოფილი საცხოვრებლის ინვენტარითა და ტექნიკით უზრუნველყოფა;

პ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, კომუნალური ხარჯებით უზრუნველყოფა.

2. მოსარგებლის მომსახურების ადგილზე არყოფნის შემთხვევაში (დასასვენებლად ქალაქგარეთ გასვლა, ექსკურსია და სხვ.) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მომსახურების მიმწოდებლის მიერ:

ა) მოსარგებლის სამგზავრო ხარჯებით უზრუნველყოფა;

ბ) დასვენებისათვის/ქალაქგარეთ გასვლისათვის საჭირო ხარჯებით, მათ შორის, კვების, ყოველდღიური და საცხოვრებლის დაქირავებისათვის თანხით უზრუნველყოფა.

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული (სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი სკოლა-პანსიონი, მცირე საოჯახო ტიპის სახლები, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარები. ჩარიცხვის დროს პრიორიტეტი ენიჭება მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მოსარგებლეებს, ასევე, მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის მოსარგებლე (ან/და მომსახურებიდან გასული) რომელიც არის იმ უმაღლესი ან პროფესიული სასწავლებლის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელიც არ მდებარეობს მინდობით აღმზრდელის საცხოვრებელ ქალაქში) 18-იდან 21 წლამდე (21 წლის შესრულების თვის ჩათვლით) ახალგაზრდა. იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლს არ შესრულებია 21 წელი და დაასრულა სწავლა, მომსახურება უგრძელდება არაუმეტეს 3 თვის ვადისა, ხოლო მოსარგებლეს, რომელსაც შეუსრულდა 21 წელი და არ დაუსრულებია სწავლა სასწავლო წლის დასრულებამდე, შეწყვეტის/ დასრულების თვის ჩათვლით.

2. ქვეპროგრამაში ჩართვისათვის ახალგაზრდა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში იმყოფებოდა მინიმუმ 1 (ერთი) წლის განმავლობაში და მომსახურების დატოვებიდან არ არის გასული 24 თვეზე მეტი;

ბ) არ არსებობს ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების შესაძლებლობა (უსახლკარობა, საფრთხის შემცველი საცხოვრისი, მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებული მშობლები/ოჯახის წევრი, ოჯახში ძალადობა და სხვ);

გ) აქვს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარები და განათლების მიღების მოტივაცია. აქვს ქვეპროგრამაში ჩართვაზე ზრუნვის სააგენტოს უფლებამოსილი პირის – სოციალური მუშაკის და მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის ადმინისტრაციის რეკომენდაცია შესაბამისი ფორმით, რომელიც მტკიცდება ზრუნვის სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

დ) არის უმაღლესი ან პროფესიული სასწავლებლის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, ან არის აბიტურიენტი (აქვს შესაბამისი დოკუმენტი ან/და სოციალური მუშაკის დასკვნა, რითაც დასტურდება, რომ მოსარგებლე ემზადება უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებელში ჩასაბარებლად).

3. ქვეპროგრამაში ჩარიცხვის/ამორიცხვის/ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭო, სოციალური მუშაკის დასკვნისა და მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე.

4. მოსარგებლის ქვეპროგრამაში ჩართვისთანავე ფორმდება სამმხრივი ხელშეკრულება 6 თვის ვადით, სადაც გაწერილია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციისა და მოსარგებლის მოვალეობები, ასევე, ქვეპროგრამით სარგებლობის დამატებითი პირობები. ხელშეკრულების ფორმას ამტკიცებს ზრუნვის სააგენტო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. მოსარგებლისათვის მომსახურების:

ა) მიწოდება წყდება შემდეგ შემთხვევებში:

ა.ა) მიაღწია ქვეპროგრამით განსაზღვრულ ზღვრულ ასაკს;

ა.ბ) საკუთარი სურვილით წყვეტს ხელშეკრულებას;

ა.გ) გაუჩინარების შემთხვევაში (არაუმეტეს 20 დღისა);

ა.დ) შექმნა ოჯახი;

ა.ე) შეუჩერდა (ერთ სემესტრზე მეტი ვადით)/შეუწყდა სტუდენტის სტატუსი შეწყვეტის სემესტრის თვის დასრულებისთანავე;

ა.ვ) დაარღვია ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და მიმწოდებელი ორგანიზაცია იძლევა რეკომენდაციას მომსახურების მიწოდების შეწყვეტის თაობაზე;

ა.ზ) თუ მოსარგებლემ თვითნებურად დატოვა მომსახურება, უარს აცხადებს დაბრუნებაზე და გასულია 2 თვე;

ა.თ) არსებობს სხვა გარემოება (მაგ.: სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა და სხვ.);

ბ) ანაზღაურების გაცემა ჩერდება შემდეგ შემთხვევებში:

ბ.ა) თუ მოსარგებლემ თვითნებურად დატოვა მომსახურება და უარს აცხადებს დაბრუნებაზე;

ბ.ბ) თუ მოსარგებლე საზღვარგარეთ იქნა გაყვანილი სასწავლებლად ან სამკურნალოდ 2 კვირაზე მეტი ვადით;

ბ.გ) თუ მოსარგებლე სხვადასხვა მიზეზით არ იმყოფება მომსახურებაში 2 კვირა და არ არსებობს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლები;

ბ.დ) თუ მოსარგებლე იმყოფება წინასწარ პატიმრობაში.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ.ა“ – „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების შემთხვევაში, მოსარგებლის მიერ მომსახურების დატოვებიდან 2 კვირის გასვლის შემდეგ, „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მოსარგებლის დაკავების შესახებ მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიულ ორგანოში ინფორმაციის მიღებისთანავე, სოციალური მუშაკი ამზადებს დასკვნას მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭოზე/საბჭოს თავმჯდომარისთვის წარდგენის მიზნით. სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭო/საბჭოს თავმჯდომარე აჩერებს მომსახურების ანაზღაურების გაცემას სოციალური მუშაკის დასკვნის წარდგენის თარიღიდან.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრისას მოსარგებლის მომსახურებაში დაბრუნების შემთხვევაში, აღდგება მომსახურების ანაზღაურების გაცემა სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე (წარდგენის თარიღიდან), მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭოს/საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების შესაბამისად,

8. შეჩერების პერიოდში მომსახურებისათვის გათვალისწინებული თანხა არ გაიცემა. აღდგენის შემთხვევაში, შეჩერების პერიოდში მიუღებელი თანხა გაცემას არ ექვემდებარება.

9. მოსარგებლისათვის მომსახურების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭო, მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოსათვის მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიწოდებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების დადგომიდან არაუგვიანეს 14 დღის გამავლობაში.

10. მომსახურება წყდება მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღიდან.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 210 000 ლარით.

2. მომსახურებაში მოსარგებლის დაფინანსების ოდენობა შშმ პირისათვის (ახალგაზრდისათვის) შეადგენს თვეში 900 ლარს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არმქონე პირისათვის – თვეში 600 ლარს.

3. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომლის მიმღებია სამინისტროს მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული ორგანიზაცია.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის წესი და პირობები დგინდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (მოსარგებლის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ მოსარგებლის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე). ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გამოიანგარიშება მოსარგებლის მიერ თვის განმავლობაში მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით 30 ლარზე – შშმ პირის შემთხვევაში, 20 ლარზე – შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არმქონე პირის შემთხვევაში. მიმწოდებელი ვალდებულია, არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მოსარგებლის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

6. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

დანართი №2.13

სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანები

ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია სახელმწიფო ზრუნვის მომსახურებებიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა.

მუხლი 2. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ქვეპროგრამის ღონისძიებებია სამიზნე ჯგუფის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა.

მუხლი 3. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება:

ა) 18-21 წლამდე ახალგაზრდა (21 წლის შესრულების თვის ჩათვლით), რომელიც სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში იმყოფებოდა მინიმუმ 1 (ერთი) წლის განმავლობაში და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების მიზნით სახელმწიფო ზრუნვის მომსახურებას ტოვებს ან/და მომსახურების დატოვებიდან არ არის გასული 36 თვეზე მეტი;

ბ) პროგრამის №2.12 დანართით („სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა“) მოსარგებლე სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდა, რომელიც აღარ არის პროგრამის №2.12 დანართით განსაზღვრული მომსახურების მიმღები, ჯერ არ შესრულებია 21 წელი, იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას.

2. კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის უფროსი, მოსარგებლის მიმართვის საფუძველზე. ვაუჩერი შესაძლებელია, გაიცეს 6-ჯერ (არაუმეტეს ერთჯერადად 2 თვის ვაუჩერისა).

3. ტერიტორიული ერთეულის უფლებამოსილი პირი ამოწმებს მოსარგებლის სახელმწიფო ზრუნვაში ცხოვრებასთან დაკავშირებულ და სხვა საჭირო ინფორმაციას.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 40 000 ლარით.

2. ამ ქვეპროგრამის ფარგლებში ერთ მოსარგებლეზე მისაწოდებელი საქონლის (კვების პროდუქტების) ღირებულება ერთჯერადად არ უნდა აღემატებოდეს 200 ლარს (2 თვის ვაუჩერი).

3. მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად:

ა) გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის დაფინანსებისათვის;

ბ) საქონლის მიმწოდებელი ზრუნვის სააგენტოს არაუგვიანეს საქონლის მიწოდების შემდეგი თვის 10 რიცხვის ჩათვლით წარუდგენს ვაუჩერს (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას საქონლის მიწოდების თვის შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, საქონლის მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით არაუმეტეს 5 სამუშაო დღით დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერების ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერები დაფინანსებას არ ექვემდებარება;

გ) ვაუჩერი გაიცემა მოსარგებლეზე, რომელიც უზრუნველყოფს ვაუჩერის მიღებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ჩათვლით მიმწოდებელთან ვაუჩერის განაღდებას. ამასთან, ერთ მოსარგებლზე ამ პროგრამის ფარგლებში ზრუნვის სააგენტოს მიერ შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 6 ვაუჩერი;

დ) საქონლის მიმწოდებელი დასაქონლებული ვაუჩერით თითოეულ მოსარგებლეზე გაცემული კვების პროდუქტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და ღირებულების თაობაზე ინფორმაციას აწვდის ზრუნვის სააგენტოს არაუგვიანეს ვაუჩერის დასაქონლების თვის შემდეგი თვის 10 რიცხვის ჩათვლით;

ე) ერთი ვაუჩერი ითვალისწინებს საკვები პროდუქტების დაფინანსებას მოსარგებლეზე გაცემული კვების პროდუქტების ფაქტობრივი ჯამური ღირებულების შესაბამისად, არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით;

ვ) გაცემული ვაუჩერის გამოუყენებლობა მისი მიღებიდან 20 კალენდარული დღის ჩათვლით პერიოდში იწვევს ვაუჩერის ავტომატურ გაუქმებას;

ზ) ვაუჩერი გაიცემა სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ტერიტორიული ერთეულის უფროსის გადაწყვეტილებით (არაუგვიანეს ზრუნვის სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თვიდან მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით) მოსარგებლეზე, რომელიც უზრუნველყოფს არაუგვიანეს საქონლის მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით საქონლის მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას;

თ) საქონლის მიმწოდებელი დასაქონლებული ვაუჩერით თითოეულ მოსარგებლეზე გაცემული კვების პროდუქტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და ღირებულების თაობაზე ინფორმაციას აწვდის ზრუნვის სააგენტოს არაუგვიანეს ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის დასაქონლების თვის 15 რიცხვის ჩათვლით;

ი) საქონლის მიმწოდებელია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში ამ დადგენილების №2 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი საქონლის მიმწოდებლად რეგისტრირებული პირ(ებ)ი;

კ) კვების მატერიალიზებული ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება ამ დადგენილების №2 დანართის №2.1 დანართით („კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა“) გათვალისწინებულ მიმწოდებლებთან;

ლ) საქონლის მიმწოდებელი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს არაუგვიანეს საქონლის მიწოდების შემდეგი თვის 10 რიცხვის ჩათვლით წარუდგენს ვაუჩერს, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას საქონლის მიწოდების თვის შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, საქონლის მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით არაუმეტეს 5 კალენდარული დღით დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერების ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერები დაფინანსებას არ ექვემდებარება;

მ) საქონლის მიმწოდებელი დასაქონლებული ვაუჩერით თითოეულ მოსარგებლეზე გაცემული კვების პროდუქტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და ღირებულების თაობაზე ინფორმაციას აწვდის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს არაუგვიანეს ვაუჩერის დასაქონლების თვის შემდეგი თვის 10 რიცხვის ჩათვლით;

ნ) გაცემული ვაუჩერის გამოუყენებლობა მისი მიღებიდან 20 კალენდარული დღის ჩათვლით პერიოდში იწვევს ვაუჩერის ავტომატურ გაუქმებას.

დანართი №2.14

ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური ცენტრის მომსახურების ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის ამოცანები

ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური ცენტრის მომსახურების ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ბავშვის სოციალური განვითარების ხელშემწყობი ქვეპროგრამაა, რომლის მიზანია დაკმაყოფილდეს იმ ბავშვების კომპლექსური მოთხოვნილებები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალიზებულ, ხანგრძლივ, კომპლექსურ სამედიცინო მოვლას და სოციალურ მხარდაჭერას.

მუხლი 2. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება ზრუნვის სააგენტოს ფილიალში ჩარიცხული მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, რომელებსაც გარდა მზრუნველისა, ესაჭიროებათ ხანგრძლივი კვალიფიციური სამედიცინო/საექთნო მოვლა, ამასთან, უნდა აკმაყოფილებდნენ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან სულ ცოტა ორ პუნქტს: ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია (ტრაქეოსტომიით), დიალიზი, ჟანგბადზე დამოკიდებული 24 სთ განმავლობაში, სრული პარენტერალური კვება, მხოლოდ ზონდით კვება, ტრაქეოსტომის არსებობა, იმუნოდეფიციტი, ბოლო 6 თვის განმავლობაში ყოველდღიური მორეციდივე გულყრა-კრუნჩხვები, რომელიც საჭიროებს მედიკამენტოზურ ჩარევას, თუ ბავშვის სასიცოცხლო ფუნქციების უზრუნველყოფა შეუძლებელია არასამედიცინო პირობებში და ბავშვის ზრუნვის დაწესებულებაში დატოვება მის სიცოცხლეს/ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

მუხლი 3. ქვეპროგრამის ღონისძიებები

ქვეპროგრამის ძირითად ღონისძიებებში შედის:

ა) 24-საათიანი მომსახურების მიწოდება, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) სათანადო კვებით უზრუნველყოფა;

გ) ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფა;

დ) ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით ფსიქოლოგიური, განვითარების, განათლების, სოციალური და სხვა საჭირეობების დაკმაყოფილება;

ე) მოვლის მომსახურება, დაავადების (ნოზოლოგიის) და ფუნქციონალური შესაძლებლობების, პერსონალური (ასაკი, სქესი, ეროვნება და სხვა), ფსიქოლოგიური, სოციალური და ფინანსური მახასიათებლების, ასევე, პიროვნების წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ჩვევების გათვალისწინებით;

ვ) სტიგმის თავის არიდების მიზნით, მოსარგებლის/ინდივიდის ღირსებისა და თვითგანვითარების წახალისება;

ზ) მულტიდისციპლინური გუნდის (ცენტრის ექიმი-პედიატრი, ექთანი-მენეჯერი, ექთანი, ოკუპაციური თერაპევტი, ცენტრისა და მეურვეობა მზრუნველობის ორგანოს სოციალური მუშაკი, ბავშვის მომვლელი/ძიძა, საჭიროებისამებრ: ფიზიკური თერაპევტი/რეაბილიტოლოგი, მეტყველების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, დიეტოლოგი და სხვა მოწვეული სპეციალისტი, მათ შორის ზრუნვის დაწესებულების წარმომადგენელი) მიერ მოვლის დაგეგმვის, გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელების პროცესში ჩართვა;

თ) რეაბილიტაცია, ფიზიკური თერაპია, თამაშის თერაპია, ასევე, სხვა მომსახურებები, რომელთაგანაც მნიშვნელოვანია პალიატიური ზრუნვა და საგანმანათლებლო მომსახურება, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო, სათამაშო და სხვადასხვა თერაპიებს;

ი) მოსარგებლის საჭიროებების გათვალისწინებით, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ინდივიდუალური მოვლის გეგმის შემუშავება, მომსახურებაში ჩარიცხვიდან ერთი კვირის ვადაში და მინიმუმ 3 თვეში ერთხელ მისი გადახედვა, ბავშვის ასაკისა და საჭიროებების გათვალისწინებით, შესაძლოა ინდივიადუალური მოვლის გეგმის გადახედვა მოხდეს უფრო ხშირად;

კ) ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის ხელშეწყობა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს;

ლ) საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფა;

მ) მოსარგებლის დახმარება კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში.

მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 500 000 ლარით.

2. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების ღირებულება შეადგენს თითოეულ მოსარგებლზე დღეში 180 ლარს.

3. მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი.

4. ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (მომსახურებაში გადაყვანის ან გამოყვანის თვეს – შესაბამის თვეში ამ მოსარგებლის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე), მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მოსარგებლის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.

5. გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.

6. მომსახურებაში მოსარგებლის გადაყვანის/გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება რეგიონული საბჭოების მიერ მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე.

მუხლი 5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.

დანართი №2.15

 

ბავშვთა ადრეული ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრისთვის საჭირო კრიტერიუმები (დიაგნოზების კოდები ICD-10-ის მიხედვით):

კლასი 1. ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული დაავადებები:

A81.1 ქვემწვავე მასკლეროზირებელი პანენცეფალიტი

კლასი 2. სიმსივნეები:

C71.6 ნათხემის ავთვისებიანი სიმსივნე

კლასი 3. სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები და იმუნური მექანიზმით მიმდინარე ზოგიერთი დარღვევები

D53.0 ცილა დეფიციტური ანემიები

D82.1 დი ჯორჯის სინდრომი

კლასი 4. ენდოკრინული სისტემის, კვლევებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოვლენილი დაავადებები

E00.0 თანდაყოლილი იოდდეფიციტური სინდრომი, ნევროლოგიური ფორმა

E00.1 თანდაყოლილი იოდდეფიციტური სინდრომი, მიქსედემური ფორმა

E00.2 თანდაყოლილი იოდდეფიციტური სინდრომი, შერეული ფორმა

E00.9 თანდაყოლილი იოდდეფიციტური სინდრომი, დაუზუსტებელი

E03.0 თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი დიფუზური ჩიყვით

E03.1 თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი ჩიყვის გარეშე

E22.0 აკრომეგალია და ჰიპოფიზური გიგანტიზმი

E23.0 ჰიპოპიტუიტარიზმი

E26.8 ჰიპერალდოსტერონიზმის სხვა ფორმები

E34.8 სხვა დაზუსტებული ენდოკრინული მოშლილობები

E70.0 კლასიკური ფენილკეტონურია

E70.2 თიროზინის მეტაბოლიზმის დარღვევები

E71.0 „ნეკერჩხლის სიროფის” ავადმყოფობა

E71.1 განშტოებულჯაჭვიანი ამინომჟავების მეტაბოლიზმის სხვა დარღვევები

E71.3 ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმის დარღვევები

E72.0 ამინომჟავების ტრანსპორტის დარღვევები

E72.1 გოგირდშემცველი ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევები

E72.2 შარდოვანას ციკლის მეტაბოლიზმის დარღვევები

E72.3 ლიზინისა და ჰიდროქსილიზინის მეტაბოლიზმის დარღვევები

E72.5 გლიცინის მეტაბოლიზმის დარღვევები

E74.0 გლიკოგენის დაგროვების ავადმყოფობა

E74.2 გალაქტოზის მეტაბოლიზმის დარღვევები

E75.0 GM2 განგლიოზიდოზი

E75.1 სხვა განგლიოზიდოზები

E75.2 სხვა სფინგოლიპიდოზები

E75.3 სფინგოლიპიდოზი, დაუზუსტებელი

E75.4 ნეირონების ლიპოფუსცინოზი

E75.5 ლიპიდების დაგროვებით მიმდინარე სხვა ავადმყოფობები

E76.3 მუკოპოლისაქარიდოზი, დაუზუსტებელი

E77.0 ლიზოსომური ფერმენტების პოსტტრანსლაციური მოდიფიკაციის დეფექტები

E77.1 გლიკოპროტეინის დაშლის დეფექტები

E78.8 ლიპოპროტეინების მეტაბოლიზმის სხვა დარღვევები

E79.1 ლეშ-ნიჰენის სინდრომი

E83.0 სპილენძის მეტაბოლიზმის დარღვევები.

კლასი 5. ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები

F70- F79 გონებრივი ჩამორჩენილობა

F80 – F89 ფსიქოლოგიური განვითარების დარღვევები

F90-F98 ბავშვთა და მოზარდთა ასაკში დაწყებული ქცევისა და ემოციური აშლილობანი.

კლასი 6. ნერვული სისტემის დაავადებები

G11.8 სხვა მემკვიდრული ატაქსიები

G12.0 ბავშვთა სპინური კუნთოვანი ატროფია, ტიპი I (ვერდნიგ-ჰოფმანის)

G24.1 იდიპათიური ოჯახური დისტონია

G24.8 სხვა დისტონიები

G31.8 ნერვული სისტემის სხვა დაზუსტებული დეგენერაციული ავადმყოფობები

G40.1 ლოკალიზებული (ადგილობრივი) (პარციული) სიმპტომური ეპილეფსია და ეპილეფსიური სინდრომები მარტივი პარციული გულყრებით

G40.2 ლოკალიზებული (კეროვანი) (პარციული) სიმპტომურიეპილეფსია და ეპილეფსიური სინდრომები რთული პარციული გულყრებით

G40.3 გენერალიზებული იდიოპათიური ეპილეფსია და ეპილეფსიური სინდრომები

G40.4 გენერალიზებული ეპილეფსიისა და ეპილეფსიური სინდრომების სხვა ფორმები

G40.8 ეპილეფსიის სხვა დაზუსტებული ფორმები

G40.9 ეპილეფსია, დაუზუსტებელი

G60.0 მემკვიდრული მოტორული და სენსორული ნეიროპათია

G70.0 Myasthenia gravis

G71.0 კუნთოვანი დისტროფია

G71.1 მიოტონიური დაზიანებები

G71.2 თანდაყოლილი მიოპათიები

G80.0 სპასტიური ცერებრული დამბლა

G80.1 სპასტიური დიპლეგია

G80.2 ბავშვთა ჰემიპლეგია

G80.8 ბავშვთა ცერებრული დამბლის სხვა სახეები

G80.9 ბავშვთა ცერებრული დამბლა, დაუზუსტებელი

G81.9 ჰემიპლეგია, დაუზუსტებელი

G82.2 პარაპლეგია

G82.5 კვადრიპლეგია

G83.0 ზედა კიდურების დიპლეგია

G83.1 ქვედა კიდურის მონოპლეგია

G83.2 ზედა კიდურის მონოპლეგია

G83.8 დამბლის სხვა დაზუსტებული პარალიზური სინდრომები

G83.9 დამბლის სინდრომი, დაუზუსტებელი

G90.1 ოჯახური დისავტონომია (რაილი-დეის)

G91 ჰიდროცეფალია (G91.0- G91.9)

G92 ტოქსიკური ენცეფალოპათია

G93.1 თავის ტვინის ანოქსიური დაზიანება, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებშიG93.4 ენცეფალოპათია, დაუზუსტებელი

G93.8 თავის ტვინის სხვა დაზუსტებული დაზიანებები

G95.0 სირინგომიელია და სირინგობულბია

კლასი 7. თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები

H47.0 მხედველობის ნერვის ავადმყოფობები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში

კლასი 8. სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები

I61 ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა (I61.0- I61.9)

კლასი 9. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

K44.9 დიაფრაგმული თიაქარი გაუვალობის ან განგრენის გარეშე

K91.2 პოსტოპერაციული მალაბსორბცია, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში კლასი

კლასი 10. კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები

L91.8 კანის სხვა ჰიპერტროფიული დაზიანებები

კლასი 11. ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები

M08. იუვენილური ართრიტები (M08.0 – M08.4)

M21.1 ვარუსული დეფორმაცია, რომელიც არ არის კლასიფიცირებული სხვა რუბრიკებში

M21.5 შეძენილი ბრჭყალისებრი მტევანი, ხელმრუდობა, ღრუიანი (მაღალი თაღით) ტერფი და ტერფმრუდობა

M61.0 მაოსიფიცირებელი მიოზიტი, ტრავმული

M61.1 მაოსიფიცირებელი მიოზიტი, პროგრესული

კლასი 12. პერინატალურ პერიოდში განვითარებული ზოგიერთი მდგომარეობები

P02.8 ნაყოფისა და ახალშობილის დაზიანებები, გამოწვეული

ქორიონისა და ამნიონის სხვა ანომალიებით

P02.9 ნაყოფისა და ახალშობილის დაზიანებები, გამოწვეული ქორიონისა და ამნიონის ანომალიებით, დაუზუსტებელი

P04.3 ნაყოფისა და ახალშობილის დაზიანებები, გამოწვეული დედის მიერ ალკოჰოლის გამოყენების გამო

P14.0 ერბის დამბლა, გამოწვეული სამშობიარო ტრავმით

P14.1 კლუმპკეს დამბლა, გამოწვეული სამშობიარო ტრავმით

P14.3 მხრის წნულის სხვა სამშობიარო ტრავმები

P35.1 თანდაყოლილი ციტომეგალოვირუსული ინფექცია

P52.2 ნაყოფის და ახალშობილის პარკუჭშიდა (არატრავმული) სისხლჩაქცევა, III ხარისხის

P91.2 ახალშობილთა ცერებრული ლეიკომალაცია

P91.9 ახალშობილთა ტვინის დარღვევა, დაუზუსტებელი

P94.2 თანდაყოლილი ჰიპოტონუსი

P96.1 წამლისმიერი აბსტინენციის სიმპტომები ახალშობილებში, განპირობებული დედის ნარკომანიით P96.2 აბსტინენციის სიმპტომები ახალშობილებისთვის სამკურნალწამლო საშუალებების შეყვანის შემდეგ

კლასი 13. თანდაყოლილი მანკები, დეფორმაციები და ქრომოსომული დარღვევები

Q00.0 ანენცეფალია

Q01 ენცეფალოცელე (Q01.0- Q01.9)

Q02 მიკროცეფალია

Q03.1 მაჟანდისა და ლუშკას ხვრელის ატრეზია

Q03.9 თანდაყოლილი ჰიდროცეფალია, დაუზუსტებელი

Q04.0 კორძიანი სხეულის თანდაყოლილი ანომალია

Q04.2 ჰოლოპროზენცეფალია

Q04.3 თავის ტვინის სხვა რედუქციული დეფორმაციები

Q04.4 სეპტურ-ოპტიკური დისპლაზია

Q04.6 თანდაყოლილი ცერებრული კისტები

Q04.9 თავის ტვინის თანდაყოლილი ანომალია, დაუზუსტებელი

Q05 Spina bifida (Q05.0- Q05.9)

Q06.2 დიასტემატომიელია

Q07.0 არნოლდ-კიარის სინდრომი

Q07.9 ნერვული სისტემის თანდაყოლილი ანომალია, დაუზუსტებელი

Q11.1 ანოფთალმის სხვა სახე

Q11.2 მიკროფთალმი

Q14.0 მინისებრი სხეულის თანდაყოლილი ანომალია

Q15.8 თვალის სხვა დაზუსტებული თანდაყოლილი ანომალიები

Q26.8 მსხვილი ვენების სხვა თანდაყოლილი ანომალიები

Q35.1 მაგარი სასის ნაპრალი, ცალმხრივი

Q35.3 რბილი სასის ნაპრალი, ცალმხრივი

Q35.5 მაგარი სასის ნაპრალი რბილი სასის ნაპრალით, ცალმხრივი

Q35.7 ნაქის ნაპრალი

Q35.9 სასის ნაპრალი, დაუზუსტებელი, ცალმხრივი

Q36.0 ტუჩის ნაპრალი, ორმხრივი

Q36.1 ტუჩის ნაპრალი, შუა

Q36.9 ტუჩის ნაპრალი, ცალმხრივი

Q37. სასის ნაპრალი ტუჩის ნაპრალთან ერთად (Q37.00 Q37.9)

Q43.0 მეკელის დივერტიკული

Q66.8 ტერფების სხვა თანდაყოლილი დეფორმაციები

Q67.3 პლაგიოცეფალია

Q68.8 სხვა დაზუსტებული თანდაყოლილი ძვალ-კუნთოვანი დეფორმაციები

Q71.6 კიბორჩხალის მარწუხისებრი ხელი

Q71.0 ზედა კიდურ(ებ)ის თანდაყოლილი სრული არარსებობა

Q72.0 ქვედა კიდურ(ებ)ის თანდაყოლილი სრული არარსებობა

Q73.0 დაუზუსტებელი კიდურ(ებ)ის თანდაყოლილი არარსებობა

Q73.1 ფოკომელია, დაუზუსტებელი, კიდურ(ებ)ის

Q73.8 დაუზუსტებელი კიდურ(ებ)ის სხვა რედუქციული დეფექტები

Q74.3 თანდაყოლილი მრავლობითი ართროგრიპოზი

Q74.8 კიდურ(ებ)ის სხვა დაზუსტებული თანდაყოლილი ანომალიები

Q75.1 ქალა-სახის დიზოსტოზი

Q75.4 სახე-ქვედა ყბის დიზოსტოზი

Q76.4 ხერხემლის სხვა თანდაყოლილი ანომალიები, რომლებიც არ არის დაკავშირებული სკოლიოზთან

Q77.0 აქონდროგენეზია

Q77.1 სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაბალი აღნაგობა

Q77.3 წერტილოვანი ქონდროდისპლაზია

Q77.4 აქონდროპლაზია

Q77.5 დისტროფიული დისპლაზია

Q77.8 სხვა ოსტეოქონდროდისპლაზია ლულოვანი ძვლებისა და ხერხემლის ზრდა-განვითარების დეფექტებით

Q77.9 ოსტეოქონდროდისპლაზია ლულოვანი ძვლებისა და ხერხემლის ზრდა-განვითარების დეფექტებით, დაუზუსტებელი

Q78.0 არასრული ოსტეოგენეზი

Q78.1 პოლიოსტური ფიბროზული დისპლაზია

Q78.9 ოსტეოქონდროდისპლაზია, დაუზუსტებელი

Q79.0 თანდაყოლილი დიაფრაგმული თიაქარი

Q79.3 გასტროშიზი

Q79.4 „ჩამოვარდნილი მუცლის” სინდრომი

Q79.6 ელერს-დანლოს სინდრომი

Q80.4 ნაყოფის იქთიოზი [„ნაყოფი-არლეკინი”]

Q80.8 სხვა თანდაყოლილი იქთიოზი

Q82.1 პიგმენტური ქსეროდერმა

Q85.0 ნეიროფიბრომატოზი (არაავთვისებიანი)

Q85.1 ტუბეროზული სკლეროზი

Q85.8 სხვა ფაკომატოზები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში

Q86.0 ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი (დიზმორფია)

Q87.0 თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები უპირატესად სახის დაზიანებით

Q87.1 თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები დაკავშირებული უპირატესად ქონდარა ზრდასთან

Q87.2 თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები უპირატესად კიდურების დაზიანებით

Q87.3 თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები, გამოხატული გიგანტიზმით

Q87.4 მარფანის სინდრომი

Q87.8 სხვა დაზუსტებული თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში

Q89.7 მრავლობითი თანდაყოლილი ანომალიები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში

Q89.8 სხვა დაზუსტებული თანდაყოლილი ანომალიები

Q89.9 თანდაყოლილი ანომალიები, დაუზუსტებელი

Q90 დაუნის სინდრომი (Q90.0- Q90.9)

Q91 ედვარდსის სინდრომი და პატაუს სინდრომი (Q91.0 – Q91.7)

Q92 აუტოსომბის ნაწილობრივი ტრისომიები და სხვა ტრისომიები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q92.0- Q92.9)

Q93 აუტოსომების მონოსომიები და დელეციები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q93.0- Q93.9)

Q95 ბალანსირებული გარდაქმნები და სტრუქტურული მარკერები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q95.0 – Q95.9)

Q96 ტერნერის სინდრომი (Q96.0 – Q96.9)

Q97 სასქესო ქრომოსომების სხვა დარღვევები, ქალის ფენოტიპი, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q97.0 – Q97.9)

Q98 სასქესო ქრომოსომების სხვა დარღვევები, კაცის ფენოტიპი, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q98.0 – Q98.9)

Q99 სხვა ქრომოსომული დარღვევები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q99.0 – Q99.9)

კლასი 14. სიმპტომები, ნიშნები და ნორმიდან გადახრილი კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში

R47.0 დისფაგია და აფაზია

R56.0 კონვულსიები ცხელების დროს

R56.8 დაუდგენელი და სხვა კონვულსიები

R62.0 განვითარების ეტაპების დაყოვნება

R62.8 მოსალოდნელი ნორმული ფიზიოლოგიური განვითარების სხვა დარღვევები

R62.9 მოსალოდნელი ნორმული ფიზიოლოგიური განვითარების დარღვევა, დაუზუსტებელი

კლასი 15. დაზიანება, მოწამვლა და გარე მიზეზების ზემოქმედებები

S12.0 კისრის პირველი მალის მოტეხილობა

S12.1 კისრის მეორე მალის მოტეხილობა

S12.2 კისრის სხვა დაზუსტებული მალის მოტეხილობა

S12.8 კისრის სხვა ნაწილების მოტეხილობა

S12.9 კისრის მოტეხილობა, დაუზუსტებელი ნაწილი

S14.3 მხრის წნულის ტრავმა

S14.1 ზურგის ტვინის კისრის ნაწილის სხვა და დაუზუსტებელი ტრავმებ

S22.0 გულმკერდის მალის მოტეხილობა ხერხემლის გულმკერდის ნაწილის მოტეხილობა, რომელიც სხვაგვარად არ არის დაზუსტებული

S24.1 ზურგის ტვინის გულმკერდის ნაწილის სხვა და დაუზუსტებელი ტრავმა

S32.0 წელის მალის მოტეხილობა

S32.1 გავის მოტეხილობა

S32.2 კუდუსუნის მოტეხილობა

S34.1 ზურგის ტვინის წელის ნაწილის სხვა ტრავმა

Z45.3 იმპლანტირებული სასმენი (კოხლეარული) მოწყობილობის დაყენება და რეგულაცია.

 

დანართი №2.16

 

ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრისთვის საჭირო კრიტერიუმები (დიაგნოზების კოდები ICD-10-ის მიხედვით):

-განვითარების ზოგადი აშლილობანი F84

F84.2 რეტის სინდრომი

-ბავშვთა ცერებრული დამბლა G 80

G 80.0 სპასტიური ცერებრული დამბლა

G 80.1 სპასტიური დიპლეგია

G 80.2 ბავშვთა ჰემიპლეგია

G 80.3 დისკინეზური ცერებრული დამბლა

G 80.4 ატაქსიური ცერებრული დამბლა

G 80.8 ბავშვთა ცერებრული დამბლის სხვა სახეები (შერეული სინდრომები)

G 80.9 ბავშვთა ცერებრული დამბლა დაუზუსტებელი.

სპინური კუნთოვანი ატროფიისა და მასთან დაკავშირებული სინდრომები G12.

G 12.0 ბავშვთა სპინური კუნთოვანი ატროფია, ტიპი I (ვერდნიგ-ჰოფმანის)

G 12.1 სხვა მემკვიდრული სპინური კუნთოვანი ატროფიები:

-ბავშვთა პროგრესული ბულბარული დამბლა (ფაციო-ლონდეს)

სპინური კუნთოვანი ატროფია:

- მოზრდილთა ფორმა,

- ბავშვთა ფორმა, ტიპი II

- დისტალური

- იუვენალური ფორმა ტიპი III (კუგელბერგ-ველანდერის)

- სკაპალურ-პერონეული ფორმა

G 12.2 მოტორული ნეირონის ავადმყოფობა:

მოტორული ნეირონის ოჯახური ავადმყოფობა

გვერდითი სკლეროზი:

- ამიოტროფული

- პირველადი

- პროგრესული

- ბულბარული დამბლა

- სპინური კუნთოვანი ატროფია:

G 12.8 სხვა სპინური კუნთოვანი ატროფიები და მონათესავე სინდრომები

G 12.9 სპინური კუნთოვანი ატროფია, დაუზუსტებელი.

-კუნთების პირველადი დაზიანებები G 71

G 71.0 კუნთოვანი დისტროფია

G 71.1 მიოტონური დაზიანებები

G 71.2 თანდაყოლილი მიოპათიები

G 71.9 დაუზუსტებელი

-ჰემიპლეგია G 81

G 81.0 დუნე ჰემიპლეგია

G 81.1 სპასტიკური ჰემიპლეგია

G 81.9 ჰემიპლეგია დაუზუსტებელი

-პარა და ტეტრაპლეგია, G 82

G 82.0 დუნე პარაპლეგია

G 82.1 სპასტიკური პარაპლეგია

G 82.2 პარაპლეგია დაუზუსტებელი

G 82.3 დუნე ტეტრაპლეგია

G 82.4 სპასტიკური ტეტრაპლეგია

G 82.5 ტეტრაპლეგია დაუზუსტებელი

 

-ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი ავადმყოფობების შედეგები G 09

გამოიყენება იმ მდგომარეობათა შემთხვევებში, როდესაც „შედეგი“ მოიცავს მოგვიანებით ეფექტებს ან დაავადების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ განვითარებულ მდგომარეობებს.

-სისხლძარღვოვანი დაავადებების შედეგები I69

I69.0 სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის შედეგები

I69.1 ინტრაცერებრული სისხლჩაქცევის შედეგები

I69.2 სხვა არატრამვული ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევის შედეგები

I69.3 ტვინის ინფარქტის შედეგები

I69.4 ინსულტის შედეგები

I69.8 სხვა დაუზუსტებელი ცერებროვასკულარული ავადმყოფობის შედეგები.

ანთებითი პოლინეიროპათიები G 61

G 61.0 გიიენ-ბარეს სინდრომი

G 61.1 შრატისმიერი ნეირიპათია

G 61.8 სხვა ანთებითი პოლინეიროპათიები

G 61.9 ანთებითი პოლინეიროპათია, დაუზუსტებელი

-პერიფერიული ნერვული სისტემის სამშობიარო ტრავმის შედეგები P14

P14.0 ერბის დამბლა, გამოწვეული სამშობიარო ტრავმით

P14.1 კლიმპკეს დამბლა, გამოწვეული სამშობიარო ტრავმით

P14.2 დიაფრაგმის ნერვის დამბლა, გამოწვეული სამშობიარო ტრავმით

P14.3 მხრის წნულის დამბლა, გამოწვეული სამშობიარო ტრავმით

P14.8 პერიფერიული ნერვული სისტემის სხვა ნაწილების სამშობიარო ტრავმა

P14.9 პერიფერიული ნერვული სისტემის სამშობიარო ტრავმა, დაუზუსტებელი

R62.0 განვითარების ეტაპების დაყოვნება.