დუშეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2025 წლის 25 აპრილი ქ. დუშეთი |
|
1. წინამდებარე წესი არეგულირებს წარმატებული სპორტმენების და მათი მწვრთნელების წახალისების და სპორტის განვითარების ხელშეწყობისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი ასიგნების გაცემის პირობებს, მიმღებთა კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და სხვა.
2. დაფინანსების საბიუჯეტო პროგრამის დასრულების ვადაა 2025 წლის 31 დეკემბერი.
1. წახალისების მიზნით ფულადი ჯილდო გადაეცემათ შემდეგი კატეგორიის სპორტსმენებს შემდეგი ოდენობით:
ა) სპორტსმენი, რომელიც 2025 წელს გამართულ საქართველოს ჩემპიონატში დაიკავებს:
ა.ა) პირველ ადგილს – 1000 (ათასი) ლარი;
ა.ბ) მეორე ადგილს – 800 (რვაასი) ლარი;
ა.გ) მესამე ადგილს – 600 (ექვსასი) ლარი;
ბ) სპორტსმენი, რომელიც 2025 წელს სპორტის შესაბამის სახეობაში საქართველოს ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირზე (გრანპრი, გრანდსლემი და ა.შ.) დაიკავებს
ბ.ა) პირველ ადგილს – 1300 (ათას სამასი) ლარი;
ბ.ბ) მეორე ადგილს – 1100 (ათას ასი) ლარი;
ბ.გ) მესამე ადგილს – 900 (ცხრაასი) ლარი;
გ) სპორტსმენი, რომელიც 2025 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე დაიკავებს:
გ.ა) პირველ ადგილს – 1500 (ათას ხუთასი) ლარი;
გ.ბ) მეორე ადგილს – 1200 (ათას ორასი) ლარი;
გ.გ) მესამე ადგილს – 1000 (ათასი) ლარი;
დ) სპორტსმენი, რომელიც 2025 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე დაიკავებს:
დ.ა) პირველ ადგილს – 2000 (ორი ათასი) ლარი;
დ.ბ) მეორე ადგილს – 1700 (ათას შვიდასი) ლარი;
დ.გ) მესამე ადგილს – 1500 (ათას ხუთასი) ლარი;
2. ფულადი ჯილდო გადაეცემა ასევე ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ სპორტსმენთა ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებაში“ დასაქმებულ პირად მწვრთნელებს, სპორტსმენთათვის განსაზღვრული ფულადი ჯილდოს 20% -ის ოდენობით. მწვრთნელის დასაქმების დამადასტურებელ ცნობას გასცემს ორგანიზაციის დირექტორი.
3. ფულადი ჯილდო გაიცემა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ აღიარებული ფედერაციის ცნობის საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თითოეული კატეგორიის სპორტულ შეჯიბრებაზე არაუმეტეს ერთხელ, დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სპორტსმენებზე და ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებაში“ დასაქმებულ პირად მწვრთნელებზე. მათ შორის, ფულადი ჯილდო გაიცემა იმ სპორტსმენებზეც (და მათს მწვრთნელებზე), რომლებმაც ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საპრიზო ადგილი დაიკავეს 2025 წელს, წინამდებარე დადგენილების ამოქმედებამდე.
1. ერთჯერადი ფულადი ჯილდოს მიღების მსურველმა სპორტსმენმა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს განცხადება, სახელმწიფოს მიერ აღიარებული ფედერაციის ცნობა, რომლითაც დასტურდება ნაჩვენები სპორტული შედეგი და დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო გამარჯვებული სპორტსმენის პირადმა მწვრთნელმა – განცხადება და ცნობა ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებიდან“ გამარჯვებული სპორტსმენის პირადი მწვრთნელობის თაობაზე.
2. გადაწყვეტილებას ფულადი ჯილდოს გაცემის თაობაზე იღებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების გამოცემის გზით.
3. წარმოდგენილი განცხადების/დოკუმენტაციის შესწავლას და მერის შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას უზრუნველყოფს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.