ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს’’ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის ახალციხის მერის სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 |
|
2026 წლის 29 იანვარი ქ. ახალციხე |
დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის ახალციხის მერის სტიპენდიის გაცემის წესი, დანართის შესაბამისად.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს “ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის ახალციხის მერის სტიპენდიის გაცემის წესი
ზოგადი დებულებანი
1. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის ახალციხის მერის სტიპენდიის გაცემის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარჩინებულ სტუდენტებზე სტიპენდიის გაცემის წესსა და პირობებს.
2. წესის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარჩინებული სტუდენტების წახალისება სტიპენდიის გაცემის გზით.
3. დაფინანსება ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) საგანმანათლებლო დაწესებულება – ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ჩამოყალიბებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
ბ) სტუდენტი – საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი (ბაკალავრი), რომელიც განცხადების შემოტანის მომენტისთვის, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
გ) წარჩინებული სტუდენტი – სტუდენტი, რომლის აკადემიური მოსწრება ფასდება ყველა საგანში არანაკლებ 97 ქულით, რომელიც გამოითვლება წინა სემესტრის სასწავლო კურსებში მოპოვებული კრედიტების საფუძველზე;
დ) სტიპენდია – ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ წარჩინებული სტუდენტისათვის გაცემული ფულადი სახით.
სტიპენდიის გაცემის ადმინისტრირება
სტიპენდიის გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური (შემდგომში – სამსახური), სტუდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ წესით დადგენილი პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად.
1. სტიპენდია შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმს:
ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
გ) არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
დ) სემესტრის განმავლობაში, სასწავლო კურსებში გავლილი კრედიტების საფუძველზე, ყველა საგანში მოპოვებული აქვს არანაკლებ 97 ქულა.
2. სტიპენდიის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) საბანკო რეკვიზიტები;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;
დ) ამონაწერი ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ;
ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ამონაწერი სტუდენტის აკადემიური სტატუსის ფლობის შესახებ.
3. სტიპენდიის ოდენობა ერთ წარჩინებულ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს 500.00 (ხუთასი) ლარს (დარიცხული).
4. სტუდენტს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი (დანართი 2).
1. წარჩინებულ სტუდენტს სტიპენდია გადაერიცხება წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
2. სტიპენდია გაიცემა სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სალექციო კურსის წინა სემესტრის შედეგების საფუძველზე, მომდევნო სემესტრში.