ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს’’ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის ახალციხის მერის სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 |
|
2024 წლის 20 დეკემბერი ქ. ახალციხე |
|
დანართი 1
2. წესის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარჩინებული სტუდენტების წახალისება სტიპენდიის გაცემის გზით.
3. დაფინანსება ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.
ა) საგანმანათლებლო დაწესებულება – ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ჩამოყალიბებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
ბ) სტუდენტი – საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი (ბაკალავრი), რომელიც განცხადების შემოტანის მომენტისთვის, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
გ) წარჩინებული სტუდენტი – სტუდენტი, რომლის აკადემიური მოსწრება ფასდება 97 ქულით, რომელიც გამოითვლება წინა სემესტრში სასწავლო კურსებში მოპოვებული კრედიტების საფუძველზე მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით;
დ) სტიპენდია – ახალციხის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს“ (კოდი 04 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ წარჩინებული სტუდენტისათვის გაცემული ფულადი თანხა;
ე) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი – რომელსაც გავლილი აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი სხვა საფუძვლით.
ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
გ) არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
დ) სემესტრის განმავლობაში სასწავლო კურსებში მოპოვებული კრედიტების საფუძველზე მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულით უგროვდება არანაკლებ 97 ქულა;
ე) სტუდენტი ჩართულია სამეცნიერო საქმიანობაში, მონაწილეობს სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში;
დ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.
2. სტიპენდიის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) საბანკო რეკვიზიტები;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;
დ) არანაკლებ ერთ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ამონაწერი ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ.
3. სტიპენდიის ოდენობა ერთ წარჩინებულ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს 500.00 (ხუთასი) ლარს (დარიცხული).
4. სტუდენტს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი (დანართი 2).
2. სტიპენდია გაიცემა სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სალექციო კურსის წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით.