ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს’’ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის ახალციხის მერის სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 |
|
2023 წლის 25 დეკემბერი ქ.ახალციხე |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს’’ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის ახალციხის მერის სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 იანვრის ის №4 დადგენილება.
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 01 იანვრიდან.
|
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს’’ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის ახალციხის მერის სტიპენდიის გაცემის წესი
1. ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს’’ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის ახალციხის მერის სტიპენდიის გაცემის წესი’’ (შემდგომში-წესი) განსაზღვრავს ახალციხის მუნიციპალიტეტის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარჩინებულ სტუდენტებზე სტიპენდიის გაცემის პირობებსა და წესს.
2. წესის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარჩინებული სტუდენტების წახალისება სტიპენდიის გაცემის გზით.
3. დაფინანსება ხორციელდება ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.
ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საგანმანათლებლო დაწესებულება – ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამივე საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ჩამოყალიბებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
ბ) სტუდენტი – საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი (ბაკალავრი), რომელიც განცხადების შემოტანის მომენტისთვის, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
გ) წარჩინებული სტუდენტი – სტუდენტ ი, რომლის აკადემიური მოსწრება ფასდება 97 ქულით, რომელიც გამოითვლება წინა სემესტრში სასწავლო კურსებში მოპოვებული კრედიტების საფუძველზე მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით;
დ) სტიპენდია – ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ახალციხის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს’’ (კოდი 04 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ წარჩინებული სტუდენტისათვის გაცემული ფულადი თანხა;
ე) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი – რომელსაც გავლილი აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი სხვა საფუძვლით.
სტიპენდიის გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური (შემდგომში-სამსახური), სტუდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ წესით დადგენილი პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად.
1. სტიპენდია შეიძლება გაიცეს სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმს:
ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
გ) არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
დ) სემესტრის განმავლობაში სასწავლო კურსებში მოპოვებული კრედიტების საფუძველზე მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულით უგროვდება არანაკლებ 97 ქულა;
ე) სტუდენტი ჩართულია სამეცნიერო საქმიანობაში, მონაწილეობს სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში;
დ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.
2. სტიპენდიის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) საბანკო რეკვიზიტები;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;
დ) არანაკლებ ერთ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ამონაწერი ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ.
3. სტიპენდიის ოდენობა ერთ წარჩინებულ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს 500.00 (ხუთასი) ლარს (დარიცხული).
4. სტუდენტს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი (დანართი 2).
2. სტიპენდია გაიცემა სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს ორჯერ, სალექციო კურსის წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით.