ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის (კოდი 04 03 01) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 |
|
2023 წლის 1 მარტი ქ. ოზურგეთი |
|
2. წესის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული სტუდენტების წახალისება სტიპენდიის გაცემის გზით.
3. დაფინანსება ხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის (კოდი 04 03 01) ფარგლებში.
ა) აკრედიტებული საგანმანათლებლო დაწესებულება – „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ჩამოყალიბებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
ბ) სტუდენტი – პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აგრონომიულ, ვეტერინარულ და სასურსათო ფაკულტეტებზე ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად და განცხადების შემოტანის მომენტისთვის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში;
გ) წარჩინებული სტუდენტი – სტუდენტი, რომელსაც სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 95 ქულა;
დ) სტიპენდია – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ოზურგეთის მერის სტიპენდიები წარჩინებულ სტუდენტებს“ (კოდი 04 03 01) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ წარმატებული სტუდენტისათვის გაცემული ფულადი თანხა;
ე) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელსაც გავლილი აქვს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და /ან არ აქვს შეჩერებული სტუდენტის სტატუსი სხვა საფუძვლით.
ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) განცხადების შემოტანის მომენტისთვის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში;
გ) არის აკრედიტებულ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი (ბაკალავრი) და ეუფლება შემდეგ საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამებს : აგრონომია, სასურსათო, ვეტერინარია;
დ) სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 95 ქულა;
ე) აქტიურად არის ჩართული საუნივერსიტეტო/საინსტიტუტო შემოქმედებით, ტექნიკურ, სპორტულ აქტივობებში;
ვ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.
2. სტიპენდიის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) საბანკო რეკვიზიტები;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;
დ) საინფორმაციო ბარათი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის შესახებ.
3. სტიპენდიის ოდენობა ერთ წარმატებულ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს 500 ლარს (625 დარიცხული).
4. სტუდენტს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
2. სტიპენდია გაიცემა სემესტრულად, სასწავლო წლის განმავლობაში სალექციო კურსის წინა სემესტრის ქულების გათვალისწინებით.
2. სტიპენდიის გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის/მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.