სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №47 |
|
2022 წლის 1 თებერვალი ქ. თბილისი |
2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ (პროგრამული კოდი: 27 04) პროგრამით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
|
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა. მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები პროგრამის კომპონენტებია: ა) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის: ა.ა) ავტოპარკის განახლება (სპეციალიზებული ავტომანქანების შესყიდვა); ა.ბ) საპროექტო/სარემონტო სამუშაოების შესყიდვა; ბ) ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო/საექსპერტო/ სანებართვო სამუშაოების შესყიდვა; გ) სს „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად: გ.ა) საიჯარო, მიწისა და ქონების გადასახადის დაფინანსება; გ.ბ) საპროექტო/სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა; დ) წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის: დ.ა) რეაბილიტაცია; დ.ბ) აღჭურვა; ე) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ − ო. ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების (ქუთაისი) ჟანგბადის ბალონების სასაწყობო ნაგებობის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა; ვ) პროგრამის ადმინისტრირება. მუხლი 3. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია
ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 4. პროგრამის განხორციელება
1. ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი: 27 04) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში. 2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი. მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 31 000.0 ათასი ლარით:
|
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამამუხლი 1. პროგრამის მიზანი
სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა.
მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები
პროგრამის კომპონენტებია:
ა) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:
ა.ა) ავტოპარკის განახლება (სპეციალიზებული ავტომანქანების შესყიდვა);
ა.ბ) საპროექტო/სარემონტო სამუშაოების შესყიდვა;
ბ) ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო/საექსპერტო/ სანებართვო სამუშაოების შესყიდვა;
გ) სს „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად:
გ.ა) საიჯარო, მიწისა და ქონების გადასახადის დაფინანსება;
გ.ბ) საპროექტო/სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა;
დ) წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის:
დ.ა) რეაბილიტაცია;
დ.ბ) აღჭურვა;
ე) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ − ო. ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების (ქუთაისი) ჟანგბადის ბალონების სასაწყობო ნაგებობის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა;
ვ) პროგრამის ადმინისტრირება.
მუხლი 3. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია
ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 4. პროგრამის განხორციელება
1. ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი: 27 04) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.
2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი.
მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 31 000.0 ათასი ლარით:
№ კომპონენტის დასახელება ღირებულება (ათასი ლარი)1 სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის: 7 809.0 1.1. ავტოპარკის განახლება (სპეციალიზებული ავტომანქანების შესყიდვა) 5 000.0 1.2. საპროექტო/სარემონტო სამუშაოების შესყიდვა 2 809.02 ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო/ საექსპერტო/სანებართვო სამუშაოების შესყიდვა 1 128.03 სს „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად: 16 153.0 3.1. საიჯარო, მიწისა და ქონების გადასახადის დაფინანსება 853.0 3.2.საპროექტო/სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა 15 300.04 წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის: 5 600.0 4.1. რეაბილიტაცია 1 600.0 4.2. აღჭურვა 4 000.05 შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ – ო. ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების (ქუთაისი) ჟანგბადის ბალონების სასაწყობო ნაგებობის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა 60.06 პროგრამის ადმინისტრირება 250.0 სულ: 31 000.0 |