სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2020 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №262 |
|
2020 წლის 24 აპრილი ქ. თბილისი |
|
2. პროგრამის ამოცანაა ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეალიზატორების შერჩევითი კონტროლის განხორციელებისას შესყიდული ნიმუშების, ასევე საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის დაშვების უზრუნველსაყოფად სარეგისტრაციო ნიმუშების ხარისხის სტანდარტებსა და სპეციფიკაციის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ანალიზის მეთოდების აღწარმოებულობის დადგენა.
2. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:
ა) ფარმაცევტული პროდუქტის სადისტრიბუციო ჯაჭვის ადმინისტრაციული კონტროლის განხორციელება, რა დროსაც მაკონტროლებელი ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორებისაგან შეისყიდის სამკურნალო საშუალების ნიმუშს და ადგენს შეფუთვა-მარკირების, ვარგისიანობის, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების, დისტრიბუციის უფლებისა და სხვა, კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მდგომარეობას;
ბ) სადისტრიბუციო ჯაჭვის იმ რგოლში, სადაც ვერ ხერხდება შესყიდვის განხორციელება, სააგენტო აწარმოებს სინჯის აღებას;
გ) ფალსიფიკაციისა და გაუვარგისების მაღალი რისკის კრიტერიუმების არსებობისას, სააგენტო უზრუნველყოფს სადისტრიბუციო რგოლში შესყიდული ნიმუშის/აღებული სინჯის, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ნიმუშის შემდგომ ლაბორატორიულ კვლევას.
3. სამკურნალო საშუალების ლაბორატორიული კვლევისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი მომსახურების მიმწოდებლებისაგან ლაბორატორიული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
1. პროგრამის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
2. „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად (პროგრამული კოდის – 27 01 02 03 ფარგლებში), პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარით.
|
სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2020 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2020 წლის პროგრამა მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. პროგრამის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
2. „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად (პროგრამული კოდის – 27 01 02 03 ფარგლებში), პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარით.
სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის პროგრამა
თანხა (ლარებში)
სამკურნალო საშუალებების ნიმუშების შესყიდვა
7 000
მივლინების ხარჯები
10 000
სამკურნალო საშუალების ხარისხის ლაბორატორიული კვლევა
133 000
სულ:
150 000
მუხლი 5.
პროგრამის შედეგი
პროგრამა ხელს შეუწყობს ფარმაცევტული ბაზრის დაცვას გაუვარგისებული, უხარისხო და ფალსიფიცირებული ფარმაცევტული პროდუქტისაგან.
მუხლი 6.
განხორციელების ვადები
პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
|