სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.03.2019 ბოლო ცვლილება 05.11.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№133
სარეგისტრაციო კოდი
470200000.10.003.021148
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/03/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (8 მუხლი)
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №133

2019 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

 

სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლისა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტისა და „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2019 წლის პროგრამა“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2019 წლის

პროგრამა

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ფარმაცევტული საქმიანობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. მკურნალობის პროცესში გამოყენებული ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხი, ეფექტიანობა და უსაფრთხოება ის მაჩვენებლებია, რომლებიც სხვა, ასევე მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად  განსაზღვრავენ მკურნალობის ხარისხს, ხანგრძლივობასა და, საბოლოო ჯამში,   სამედიცინო მომსახურების ხარისხს.

მუხლი 2. პროგრამის მიზანი და ამოცანა

1. პროგრამის მიზანია ფარმაცევტული ბაზრის დაცვა ფალსიფიცირებული, წუნდებული, გაუვარგისებული, ვადაგასული და საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე სამკურნალო საშუალებისაგან.

2. პროგრამის ამოცანაა ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეალიზატორების  შერჩევითი კონტროლის განხორციელებისას შესყიდული ნიმუშების, ასევე საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის დაშვების უზრუნველსაყოფად სარეგისტრაციო ნიმუშების ხარისხის სტანდარტებსა და სპეციფიკაციის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ანალიზის მეთოდების აღწარმოებულობის დადგენა.

მუხლი 3. პროგრამის ღონისძიებები და განხორციელების მეთოდოლოგია

1. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – წამლის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

2. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:

ა) ფარმაცევტული პროდუქტის სადისტრიბუციო ჯაჭვის ადმინისტრაციული კონტროლის განხორციელება, რა დროსაც მაკონტროლებელი ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორებისაგან შეისყიდის სამკურნალო საშუალების ნიმუშს და ადგენს შეფუთვა-მარკირების, ვარგისიანობის, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების, დისტრიბუციის უფლებისა და სხვა, კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მდგომარეობას;

ბ) სადისტრიბუციო ჯაჭვის იმ რგოლში, სადაც ვერ ხერხდება შესყიდვის განხორციელება, სააგენტო აწარმოებს   სინჯის აღებას;

გ) ფალსიფიკაციისა და გაუვარგისების მაღალი რისკის კრიტერიუმების არსებობისას, სააგენტო უზრუნველყოფს სადისტრიბუციო რგოლში შესყიდული ნიმუშის/აღებული სინჯის, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სარეგისტრაციო ნიმუშის შემდგომ ლაბორატორიულ კვლევას;

დ) სამკურნალო საშუალების ლაბორატორიული კონტროლი, ადგილობრივი ლაბორატორიის პარალელურად, შესაძლებელია, ჩატარდეს საზღვარგარეთ, ჯანმრთელობაზე ზრუნვის და სამკურნალო საშუალებების ხარისხის ევროპის დირექტორატის (EDQM) ოფიციალური სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლის (OMCL) ან/და  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ლაბორატორიის მიერ.  

3. სამკურნალო საშუალების ლაბორატორიული კვლევისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი მომსახურების მიმწოდებლებისაგან ლაბორატორიული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო ჯანმრთელობაზე ზრუნვის და სამკურნალო საშუალებების ხარისხის ევროპის დირექტორატის (EDQM) ოფიციალური სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლის (OMCL) ან/და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული საზღვარგარეთ არსებული ლაბორატორიებისგან შესაბამისი მომსახურების შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

მუხლი 4. დაფინანსების წესი და პროგრამის ბიუჯეტი

1. პროგრამის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.

2. „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად (პროგრამული კოდის − 27 01 02 03 ფარგლებში), პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება  150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარით.

 

სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის პროგრამა

თანხა (ლარებში)

 სამკურნალო საშუალებების ნიმუშების შესყიდვა

7 000

 მივლინების ხარჯები

10 000

 სამკურნალო საშუალების ხარისხის ლაბორატორიული  კვლევა

133 000

 სულ:

150 000

 

მუხლი 5. პროგრამის შედეგი

პროგრამა ხელს შეუწყობს ფარმაცევტული ბაზრის დაცვას გაუვარგისებული, უხარისხო და ფალსიფიცირებული ფარმაცევტული პროდუქტისაგან.

მუხლი 6. პროგრამის განხორციელების ვადები

პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.11.2019.
როდის იქნა მიღებული „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
„სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 15.03.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №133. სარეგისტრაციო კოდი — 470200000.10.003.021148.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 05.11.2019-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.11.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2019 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №133, 15.03.2019, სარეგისტრაციო კოდი 470200000.10.003.021148 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4511905/