სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№619
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.025513
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (7 მუხლი)
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №619

2025 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-16 მუხლისა და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამა“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამა

 

მუხლი 1. პროგრამის მიზანი

„სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში – პროგრამა) მიზანია სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა.

 

მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები

პროგრამის კომპონენტებია:

ა) სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:

ა.ა) საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები;

ა.ბ) აღჭურვა;

ბ) ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების:

ბ.ა) საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები, მათ შორის:

ბ.ა.ა) შპს – თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსის  საპროექტო სამუშაოები;

ბ.ა.ბ) შპს – აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალი კორპუსის საპროექტო სამუშაოები;

ბ.ბ) აღჭურვა;

გ) პროგრამის ადმინისტრირება;

დ) მიუსაფართა დროებითი თავშესაფრების, ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების:

დ.ა) საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები;

დ.ბ) აღჭურვა;

ე) სს – საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების ფუნქციონირებისათვის:

ე.ა) საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები;

ე.ბ) აღჭურვა.

 

მუხლი 3. პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია 

ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვები განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

მუხლი 4. პროგრამის განხორციელება 

1. ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის „სამინისტროს სისტემაში შემავალი სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ (პროგრამული კოდი: 27 04) პროგრამით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.

2. პროგრამის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი.

 

მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი 

პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 30,000.0 ათასი ლარით:

პროგრამული კოდი

პროგრამის კომპონენტები

ღირებულება

(ათასი ლარი)

2704

 

 

1

სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფუნქციონირებისათვის:

3,700.0

1.1

საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები

1,500.0

1.2

აღჭურვა 

2,200.0

2

ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების:

22,400.0

2.1

საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები

17,000.0

2.1.1

შპს  – თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს ახალი კორპუსის  საპროექტო სამუშაოები

1,000.0

2.1.2

შპს  – აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალი კორპუსის საპროექტო სამუშაოები

1,500.0

2.2

აღჭურვა

5,400.0

3

პროგრამის ადმინისტრირება

500.0

4

მიუსაფართა დროებითი თავშესაფრების, ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების:

1,000.0

4.1

საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები

700.0

4.2

აღჭურვა

300.0

5

სს  – საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების ფუნქციონირებისათვის:

2,400.0

5.1

საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოები

400.0

5.2

აღჭურვა

2,000.0

 

სულ:

30,000.0.

 

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.12.2025.
როდის იქნა მიღებული „სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
„სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 30.12.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №619. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.10.003.025513.
რამდენი მუხლისგან შედგება „სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №619, 30.12.2025, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.025513 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6740933/