„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №409 |
|
2024 წლის 10 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №558 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2023, 280120000.10.003.024391) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ბიუჯეტი შეადგენს 80 037 972 ლარს.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („სოციალური რეაბილიტაციის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა“): ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამები (კომპონენტები) პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 21 535 477 ლარს. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამები და კომპონენტებია:
ბ) №1.1 დანართის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (შშმ პირები) ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი 1. ქვეპროგრამის ბიუჯეტია 3 257 294 ლარი. 2. ქვეპროგრამის კომპონენტების ბიუჯეტი განისაზღვრება: ა) დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (შშმ პირები) კომპონენტის შემთხვევაში − 3 152 784 ლარით; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდამჭერი საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების კომპონენტის შემთხვევაში − 104 510 ლარით.“; გ) №1.1.1 დანართის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (შშმ პირები) კომპონენტი“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 152 784 ლარით.“; დ) №1.1.2 დანართის („შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდამჭერი საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების კომპონენტი“) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. კომპონენტის ბიუჯეტი კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 104 510 ლარით.“; ე) №1.2 დანართის („დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 7 578 679 ლარით.“; ვ) №1.2.4 დანართის („სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 740 529 ლარით.“; ზ) №1.2.5 დანართის („ყრუ და სმენისარმქონე შშმ პირთა ვიდეოკონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებით (სმარტფონი) უზრუნველყოფის კომპონენტი“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 28 500 ლარით.“; თ) №1.3 დანართის („ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 76 500 ლარით.“; ი) №1.4 დანართის („სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 9 757 894 ლარით.“; კ) №1.5 დანართის („ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 19 682 ლარით.“; ლ) №1.6 დანართის („პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 478 626 ლარით.“; მ) №1.7 დანართის („შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 366 802 ლარით.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის („ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა“): ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამით, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 58 502 495 ლარს, გათვალისწინებული ქვეპროგრამებია (კომპონენტებია):
ბ) №2.1 დანართის („კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა“) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4 054 997 ლარით.“; გ) №2.2 დანართის („ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 8 969 701 ლარით.“; დ) №2.3 დანართის („ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 15 657 156 ლარით.“; ე) №2.4 დანართის („დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (6-დან 18 წლამდე შშმ სტატუსის მქონე და არმქონე ბავშვები) ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 5 497 927 ლარით.“; ვ) №2.5 დანართის („დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 806 778 ლარით.“; ზ) №2.6 დანართის („მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 14 126 740 ლარით.“; თ) №2.7 დანართის („მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ქვეპროგრამის ბიუჯეტი ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 817 545 ლარით.“; ი) №2.8 დანართის („მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ქვეპროგრამის ბიუჯეტი ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 144 297 ლარით.“; კ) №2.10 დანართის („მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 746 574 ლარით.“; ლ) №2.11 დანართის („მზრუნველობამოკლებული ბავშვების რეინტეგრაციის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 605 860 ლარით.“; მ) №2.12 დანართის („სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 183 120 ლარით.“; ნ) №2.13 დანართის („სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 560 ლარით.“; ო) №2.14 დანართის („ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური ცენტრის მომსახურების ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 788 240 ლარით.“. |
|