„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის №495 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №370 |
|
2025 წლის 22 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის №495 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2024, 280120000.10.003.024890) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის“:
1. №1 დანართის („სოციალური რეაბილიტაციის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა“): ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამები (კომპონენტები) პროგრამით, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 29 550 000 ლარს, გათვალისწინებული ქვეპროგრამებია (კომპონენტებია):
ბ) №1.4 დანართის („სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 10 700 000 ლარით.“; გ) №1.6 დანართის („პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 500 000 ლარით, მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში.“; დ) №1.7 დანართის („შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის: დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რეაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 750 000 ლარით.“; დ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. შინმოვლის დაფინანსებული ლიმიტი, ერთი მოსარგებლის შემთხვევაში, ითვალისწინებს მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტების მომსახურებას მოსარგებლეთა კატეგორიების მიხედვით, შემდეგნაირად:
დ.გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. არამატერიალიზებული ვაუჩერი გაიცემა განსაზღვრული ლიმიტების მიხედვით, მუნიციპალიტეტების შესაბამისად:
2. №2 დანართის („ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა“):
ა) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პროგრამით, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 65 450 000 ლარს, გათვალისწინებული ქვეპროგრამებია (კომპონენტებია):
ბ) №2.6 დანართის („მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამა“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 14 700 000 ლარით.“; გ) №2.10 დანართის („მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 850 000 ლარით.“; დ) №2.14 დანართის („ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური ცენტრის მომსახურების ქვეპროგრამა“) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, მზრუნველობამოკლებული ბავშვი, რომელსაც გარდა მზრუნველისა, ესაჭიროება ხანგრძლივი კვალიფიციური სამედიცინო/ საექთნო მოვლა, ამასთან, აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, სულ ცოტა, ორ პუნქტს: ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია (ტრაქეოსტომიით), დიალიზი, ჟანგბადზე დამოკიდებული 24 სთ-ის განმავლობაში, სრული პარენტერალური კვება, მხოლოდ ზონდით კვება, ტრაქეოსტომის არსებობა, იმუნოდეფიციტი, ბოლო 6 თვის განმავლობაში ყოველდღიური მორეციდივე გულყრა-კრუნჩხვები, რომელიც საჭიროებს მედიკამენტოზურ ჩარევას, თუ ბავშვის სასიცოცხლო ფუნქციების უზრუნველყოფა შეუძლებელია არასამედიცინო პირობებში და ბავშვის ზრუნვის დაწესებულებაში დატოვება მის სიცოცხლეს/ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.“. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის №495 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის №495 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.08.2025.
- როდის იქნა მიღებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის №495 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის №495 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.08.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №370. სარეგისტრაციო კოდი — 280120000.10.003.025260.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის №495 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის №495 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის №495 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.08.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის №495 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №370, 22.08.2025, სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.025260 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6610889/