ქურთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 |
|
2023 წლის 9 იანვარი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ახალშობილ(ებ)ის ერთ-ერთი მშობლის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ ანგარიშზე.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ან მისმა ოჯახის უფლებამოსილმა წევრმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ბენეფიციარის ან/და უფლებამოსილი პირის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. ქურთის მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) გარდაცვლილი პირის დევნილის მოწმობის ასლი;
ე) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან დამადასტურებელი დოკუმენტი (ამ შემთხვევაში - ცნობა), რომლითაც დგინდება გარდაცვლილისა და განმცხადებლის ნათესაური კავშირი;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
არის 0-დან 18 წლამდე.
2. დახმარებისათვის მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. ბენეფიციარმა (მეურვემ/მზრუნველმა) ქურთის მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს;
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ბენეფიციარის დევნილობის მოწმობის ასლი;
ე) ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ(ფორმა N100)
ვ) ბენეფიციარის (მზრუნველის?მეურვის) საბანკო ანგარიში;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ბანკში გახსნილ ანგარიშზე ან მეურვის ანგარიშზე.
ა) დიალიზის პროგრამით მოსახრგებლე პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში;
2. დიალიზის პროგრამით მოსარგებლე პირმა ქურთის მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის დევნილობის მოწმობის ასლი;
დ) ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100)
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ბანკში გახსნილ ანგარიშზე.
ა) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში;
ბ) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში;
2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა (მეურვემ/მზრუნველმა) ქურთის მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის დევნილობის დამადასტურებელი- მოწმობის ასლი;
დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის- პირადობის მოწმობის ასლი;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) განმცხადებლის, მეურვის/მზრუნველის საბანკო ანგარიში;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ბანკში გახსნილ ანგარიშზე ან მეურვის ანგარიშზე.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე:
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნული იქნება, რომ პირს არ შეუძლია სავარძელი ეტლის გარეშე გადაადგილება.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე:
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნული იქნება, რომ პირს ესაჭიროება სასმენი აპარატი.
2. დედ-მამით ობოლ ბავშვის მეურვე/მზრუნველმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილობის მოწმობის ასლი;
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებიდან მეურვის ვინაობის შესახებ;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ბანკში გახსნილ მეურვის/მზრუნველის ანგარიშზე.
2. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილობის მოწმობის ასლი.
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ე) სტიქიური მოვლენის ან სხვა საგანგებო სიტუაციის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც გაცემულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ (მათ შორის, სახანძროსამაშველო სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ორგანოები);
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
4. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი,რომელიც ხელმძღვანელობს მოქმედი საბაზრო ფასებით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ, ოპერაციის ჩატარებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, და, ძმა, მეუღლე);
ბ) დახმარების მიმღების (პაციენტის) პირადობის მოწმობისა და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისგან - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების (პაციენტის) 2008 წლის აგვისტოს ომამდე ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ. (იმ შემთხვევაში, თუ დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტით არ დგინდება პირის მუდმივი მაცხოვრებლობის ფაქტი ქურთის მუნიციპალიტეტში);
ე) დახმარების მიმღებმა დამატებით უნდა წარმოადგინოს: მის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი, საბოლოო კალკულაცია და მიმართვა (სოციალური მომსახურების სააგენტოდან) -ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ვ) ბენეფიციარის ან/და მოსარგებლე პირის საბანკო ანგარიში;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დახმარების მიმღების ბანკში გახსნილ ანგარიშზე.
ა) განცხადება გამგებლის სახელზე (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, და, ძმა, მეუღლე);
ბ) დახმარების მიმღების (პაციენტი) პირადობის მოწმობისა და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილობის მოწმობის ასლები;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100) ან/და ცნობა შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებიდან (ცნობა გაცემული უნდა იყოს განცხადების წარდგენამდე არაუგვიანეს 3 თვისა);
დ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს დახმარების მიმღების ჯანმრთელობის მდგომარეობას;
ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისგან - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების (პაციენტის) 2008 წლის აგვისტოს ომამდე ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტით არ დგინდება პირის მუდმივი მაცხოვრებლობის ფაქტი ქურთის მუნიციპალიტეტში);
ვ) ბენეფიციარის ან/და მოსარგებლე პირის საბანკო ანგარიში;
2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დახმარების მიმღების ბანკში გახსნილ ანგარიშზე.
2. დახმარების მიმღებმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, და, ძმა, მეუღლე);
ბ) დახმარების მიმღების (პაციენტი) პირადობის მოწმობისა და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილობის მოწმობის ასლები;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100) ან/და ცნობა შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებიდან (ცნობა გაცემული უნდა იყოს განცხადების წარდგენამდე არაუგვიანეს 3 თვისა);
დ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს დახმარების მიმღების ჯანმრთელობის მდგომარეობას;
ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისგან - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების (პაციენტის) 2008 წლის აგვისტოს ომამდე ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტით არ დგინდება პირის მუდმივი მაცხოვრებლობის ფაქტი ქურთის მუნიციპალიტეტში);
ვ) ბენეფიციარის ან/და მოსარგებლე პირის საბანკო ანგარიში;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დახმარების მიმღების ბანკში გახსნილ ანგარიშზე.
2. დახმარება გაეწევათ სურსათის პაკეტის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა ოჯახებს.
2. ფულადი დახმარების მისაღებად დევნილთა ოჯახმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.
3. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ უშუალოდ, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მეორადი სტრუქტურული ერთეული ამზადებს დასკვნას, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.
4. ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მეორადი სტრუქტურული ერთეულის დასკვნა და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოხსენებითი ბარათი გაეგზავნება მუნიციპალიტეტის გამგებელს.
2. ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი უნდა დადასტურდეს:
ა) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის დამადასტურებელი მოწმობის ასლში ასახული ინფორმაციით.
ბ) ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის დასკვნით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საკრებულოს წევრები.
2. ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის დამდგენი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს წევრები, თვითმმართველი ერთეული ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები და გამგეობის სხვა თანამშრომელები.
3. სამუშაო ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისდ.
4. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად, ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
5. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს.
6. სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი, რომლის შედგენაზე პასუხისმგებელია მდივანი.
7. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოადგილე უძღვება სამუშაო ჯგუფის სხდომის მუშაობას.
8. ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის დამდგენი სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) სამუშაო ჯგუფის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციით, რომელიც საქმესთან არსებით კავშირშია;
გ) მინიმუმ ორი მოწმის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება ან ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის დამდგენი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტება, რომლითაც დასტურდება იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი.
9. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიიღება დასკვნა.
ქურთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დამტკიცების შესახებ
დამტკიცდეს ქურთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი (დანართი 1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქურთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 დეკემბრის №11 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 24/12/2021, 010250050.35.146.016207).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 01 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.ქურთას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თუთარაშვილი
დანართი №1ეს წესი განსაზღვრავს იმ იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მათ შორის, იმ პირების, რომლებიც ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თუმცა რეგისტრაცია აქვთ ცხინვალში და ქურთის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.თავი I
სოციალურის დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია