„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, მოსწავლეების (კადეტების) და იუნკერების/მსმენელების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №94 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
120260010.22.026.017041
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/01/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №1

2023 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, მოსწავლეების (კადეტების) და იუნკერების/მსმენელების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №94 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, მოსწავლეების (კადეტების) და იუნკრების/მსმენელების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №94 ბრძანებაში (ვებგვერდი, 18/12/2017, სარეგისტრციო კოდი: 120260010.22.026.016544) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის:

1. ოფიცერთა შემადგენლობის 1/1 ნორმის:

ა) საველე აღჭურვილობის მე-11 გრაფა ამოღებულ იქნეს;

ბ) საველე აღჭურვილობას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 გრაფა:

19

მათარა შალითით

ცალი

2

5 წელი

 ";

გ) შენიშვნის მე-3 პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) შენიშვნის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ" ქვეპუნქტი:

,,მ) წყლის ზურგჩანთა - 1 ცალი 5 წლით.”;  

ე) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

,,8. ოფიცერთა შემადგენლობაზე, რომლებსაც ტაბელით გათვალისწინებული აქვთ პისტოლეტი, დამატებით გაიცემა პისტოლეტის კაბურა 1 ცალი 5 წლით.“.

2. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა შემადგენლობის 2/1 ნორმის:

ა) საველე აღჭურვილობის მე-11 გრაფა ამოღებულ იქნეს;

ბ) საველე აღჭურვილობას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე გრაფა:

21

მათარა შალითით

ცალი

2

4 წელი

                                                                                                                                                                           ";

გ) შენიშვნის მე-3 პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) შენიშვნის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ" ქვეპუნქტი:

,,ნ) წყლის ზურგჩანთა - 1 ცალი 4 წლით.“;

ე) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

,,10. საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა შემადგენლობაზე, რომლებსაც ტაბელით გათვალისწინებული აქვთ პისტოლეტი, დამატებით გაიცემა პისტოლეტის კაბურა 1 ცალი 4 წლით.“.

3. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა 9/1 ნორმის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

,,6. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შემადგენლობაზე, რომლებსაც ტაბელით გათვალისწინებული აქვთ პისტოლეტი, დამატებით გაიცემა პისტოლეტის კაბურა 1 ცალი 5 წლით.“.

4. ავიაციის ოფიცერთა 10/1 ნორმის:

ა) საველე აღჭურვილობის მე-8 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,

8

მათარა შალითით

ცალი

2

5 წელი

 ";

ბ) საველე აღჭურვილობის მე-10 გრაფა ამოღებულ იქნეს;

გ) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

,,8. საჭიროებიდან გამომდინარე, თავდაცვის ძალების მეთაურის გადაწყვეტილებით, დამატებით გაიცემა წყლის ზურგჩანთა - 1 ცალი 5 წლით.

9. ავიაციის ოფიცერთა შემადგენლობაზე, რომლებსაც ტაბელით გათვალისწინებული აქვთ პისტოლეტი, დამატებით გაიცემა პისტოლეტის კაბურა - 1 ცალი 5 წლით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე