საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, მოსწავლეების (კადეტების) და იუნკერების/მსმენელების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.12.2017 ძალადაკარგული 26.01.2024
ნომერი
№94
სარეგისტრაციო კოდი
120260010.22.026.016544
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (23)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №94

2017 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, მოსწავლეების (კადეტების) და იუნკერების/მსმენელების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სპეციალური წოდების მქონე პირთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძელზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, მოსწავლეების (კადეტების) და იუნკერების/მსმენელების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმები“ (დანართი №1).
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, მოსწავლეების (კადეტების) და მსმენელების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 30 ნოემბრის №936 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია