„საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის იაპონური გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება

მიღების თარიღი 15.12.2022
ძალაში შესვლა 04.01.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №57/35
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016710
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/01/2023
matsne.gov.ge 4,420 სიტყვა · ~22 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.12.2022 მიღება
04.01.2023 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თეიმურაზ ლეჟავა საქართველოს საგანგებო  და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში იმამურა აკირა  იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება 1. ტრანზაქცია 94% 22.07.2020 „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 100’000’000 (ასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება 1. ტრანსაქცია 92% 15.12.2014 „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 500’000’000 (ხუთასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით შეთანხმება 1. ტრანსაქცია 91% 10.03.2015 „საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის იაპონური გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 29.12.2022 იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 500 000 000 (ხუთასი მილიონი) იაპონური იენის ოდენობის არასაპროექტო გრანტის შესახებ ნოტების გაცვლის გზით გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული გრანტის მიმღები ორგანოს განსაზღვრის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 82% 01.04.2015

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის იაპონური გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის იაპონური გრანტის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება 2022 წლის 15 დეკემბერი ტოკიო თქვენო აღმატებულებავ, მაქვს პატივი, გაცნობოთ თქვენი აღმატებულების დღევანდელი დღით დათარიღებული ნოტის მიღების შესახებ, სადაც ვკითხულობთ: „მაქვს პატივი, მოვიხსენიო უკანასკნელ ხანებში საქართველოს მთავრობისა (შემდგომში მოხსენიებული როგორც „მიმღები“) და იაპონიის მთავრობის წარმომადგენლებს შორის გამართული განხილვები, რომლებიც ეხებოდა საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითრების მიზნით იაპონიასთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელებას, და იაპონიის მთავრობის სახელით შემოგთავაზოთ შემდეგი შეთანხმება: 1. ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამის განსახორციელებლად (შემდგომში მოხსენიებული როგორც „პროგრამა“) მიმღების მცდელობების ხელშეწყობის მიზნით, იაპონიის მთავრობა, იაპონიის შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების და საბიუჯეტო ასიგნებების შესაბამისად, საქართველოს მთავრობას გამოუყოფს გრანტს ხუთასი მილიონი იაპონური იენის (500,000,000 იაპონური იენი) ოდენობით (შემდგომში მოხსენიებული როგორც “გრანტი“). 2. (1) მიმღები გამოიყენებს გრანტს და მასზე დარიცხულ პროცენტს სათანადოდ და ექსკლუზიურად მხოლოდ ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის ორმხრივად შეთანხმებული სიით განსაზღვრული პროდუქციის და/ან მომსახურების (შემდგომში შესაბამისად მოხსენიებული, როგორც „პროდუქცია“ და „მომსახურება“) შესყიდვისათვის, ასევე პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო გადასახდელების დასაფარად, იმ პირობით, რომ ეს პროდუქცია წარმოებულია მისაღებ ქვეყანაში და მომსახურება მოწოდებულია მისაღები ქვეყნების მოქალაქეების მიერ. (2) მაღლა მოცემულ ქვეპარაგრაფ (1)-ით განსაზღვრულ სიაში შესაძლოა ცვლილებების შეტანა, რაც უნდა შეთანხმდეს ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის. (3) მაღლა მოცემული ქვეპარაგრაფ (1)-ით განსაზღვრული მისაღები ქვეყნები შეთანხმდება ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის. 3. (1) მიმღები მიმღების სახელით გახსნის იენის ჩვეულებრივ სადეპოზიტო ანგარიშს (შემდგომში მოხსენიებული როგორც „ანგარიში“) იაპონიის ბანკში წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან ორი თვის განმავლობაში და წერილობით აცნობებს იაპონიის მთავრობას ანგარიშის გახსნის პროცედურის დასრულების შესახებ ანგარიშის გახსნიდან თოთხმეტი დღის განმავლობაში.  (2) ანგარიშის გახსნის ერთადერთი მიზანია იაპონიის მთავრობისგან იაპონურ იენაში თანხის მიღება მე-4 პარაგრაფის შესაბამისად; ასევე პროდუქციის და/ან მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო თანხის გადახდა, და, ასევე, სხვა ისეთი გადახდების განხორციელება, რომლებიც შესაძლოა შეთანხმდეს ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის. იოშიმასა ჰაიაში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი 4. იაპონიის მთავრობა გასცემს გრანტს თანხის ანგარიშზე გადარიცხვით იაპონურ იენაში, 1 პარაგრაფით განსაზღვრული ოდენობით იმ პერიოდში, რომელიც იწყება მე-3 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული წერილობითი შეტყობინების მიღების თარიღიდან და გრძელდება 2023 წლის 31 მარტამდე. ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელთა შეთანხმების საფუძველზე 5. (1) მიმღები მიიღებს შესაბამის ზომებს: (ა) რათა უზრუნველყოს გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის სრულად ჩამორიცხვა ანგარიშიდან საქონლის და/ან მომსახურების შესყიდვისთვის და პარაგრაფ 2-ის (1) ქვეპარაგრაფში მოცემული გადასახდელების გადახდისთვის გრანტის გაცემის თარიღიდან თორმეტი თვის განმავლობაში, თუ ეს პერიოდი არ გაგრძელდება ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელთა შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, და განახორციელებს იაპონიის მთავრობისთვის ანგარიშზე დარჩენილი თანხის უკან დაბრუნებას პროგრამის დასრულების შემდეგ; (ბ) რომ საბაჟო მოსაკრებლები, შიდა გადასახადები და სხვა ფისკალური მოსაკრებლები, რომლებიც შესაძლოა დაწესებულ იქნეს მიმღების ქვეყანაში პროდუქციისა და/ან მომსახურების შესყიდვაზე, დაიფარება უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ გრანტის თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენების გარეშე; (გ) გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენებისთვის სათანადო მნიშვნელობას მიანიჭებს გარემოსდაცვითი და სოციალურ საკითხებს; (დ) იაპონიის მთავრობისათვის მისაღები ფორმით, იაპონიის მთავრობას დაუყოვნებლივ წარუდგინოს ანგარიში წერილობით, ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ კონტრაქტების ასლებთან, ვაუჩერებთან და სხვა დოკუმენტებთან ერთად, რომლებიც ეხება შესაბამის ოპერაციებს, მას შემდეგ, როდესაც გრანტი და მასზე დარიცხული პროცენტი სრულად იქნება გამოყენებული პარაგრაფი 2-ის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციის და/ან მომსახურების შესყიდვისთვის, და გადასახდელების გადასახდელად ან იაპონიის მთავრობის თხოვნისთანავე; (ე) უზრუნველყოფს, რომ პროდუქცია და/ან მომსახურება გამოყენებულია სათანადოდ და ეფექტიანად პროგრამის განხორციელების მიზნებისთვის და არ გამოყენებულა სამხედრო მიზნებისთვის; (ვ) უზრუნველყოფს, რომ პროდუქცია და/ან მომსახურება მოხმარდა ძირითადად საბოლოო მიმღებს, მათ შორის მიმღების ჩათვლით, არაკომერციული მიზნებისთვის; (ზ) უზრუნველყოს საჭირო მიწ(ები)ა პროგრამის განხორციელებისთვის და გაათავისუფლოს ადგილ(ებ)ი; (თ) უზრუნველყოს ელექტროენერგიის, წყალმომარაგების და დრენაჟის და სხვა დაკავშირებული საშუალებების მოწოდება, რაც საჭიროა პროგრამის განხორციელებისთვის; (ი) უზრუნველყოფს პროდუქციის სწრაფ ატვირთვას, საბაჟო კონტროლს და შიდა ტრანსპორტირებას მიმღების ქვეყანაში;  (კ) მიანიჭებს იაპონიის ფიზიკურ პირებს და/ან მესამე ქვეყნის ფიზიკურ პირებს, რომელთა მომსახურებაც შესაძლოა საჭირო გახდეს პროდუქციის და/ან მომსახურების მოწოდებისას, ისეთ შესაძლებლობებს, რაც შესაძლოა საჭირო გახდეს მათი მიმღების ქვეყანაში შემოსვლისთვის და იქ დასარჩენად სამუშაოს განსახორციელებლად; (ლ) უზრუნველყოფს პროგრამის განხორციელებაში ჩართული პირების უსაფრთხოებას მიმღების ქვეყანაში; (მ) დაფარავს პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო ყველა ხარჯს, გარდა იმ ხარჯისა, რაც იფარება გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტიდან; და (ნ) მიაწოდებს იაპონიის მთავრობას საბოლოო ანგარიშს პროგრამაზე მისი დასრულებისთანავე. (2) თხოვნის საფუძველზე, მიმღები უზრუნველყოფს იაპონიის მთავრობას გრანტთან და მასზე დარიცხულ პროცენტთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციით. (3) პროდუქციის გადაზიდვის და საზღვაო დაზღვევასთან დაკავშირებით, მიმღები თავს შეიკავებს ნებისმიერი შეზღუდვების დაკისრებისგან, რაც ხელს შეუშლის ღია და თავისუფალ კონკურენციას გადაზიდვის და საზღვაო დაზღვევის კომპანიებს შორის. (4) გრანტით და მასზე დარიცხული პროცენტით შესყიდული საქონელი არ იქნება მიმღების ქვეყნიდან რეექსპორტირებული. 6. ამ შეთანხმების განსახორციელებლად საჭირო შემდგომი პროცედურული დეტალები შეთანხმდება ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელთა შორის კონსულტაციების შედეგად. 7. ორი მთავრობა გამართავს ერთმანეთთან კონსულტაციებს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ შეთანხმებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მაქვს პატივი, გამოვთქვა იმედი, რომ ეს ნოტა და [თქვენი აღმატებულების/თქვენი] საპასუხო ნოტა, რომელიც მიმღების სახელით დაადასტურებს ზემოხსენებულ შეთანხმებას, გახდება ორ მთავრობას შორის შეთანხმება, რომელიც ძალაში შევა საქართველოს მთავრობის მხრიდან იაპონიის მთავრობისთვის წერილობითი შეტყობინების შემდეგ, რომ ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები დასრულებულია. კიდევ ერთხელ ვსარგებლობ შემთხვევით და გამოვხატავ ჩემს ღრმა პატივისცემას თქვენი აღმატებულების/თქვენ მიმართ.“                მაქვს პატივი, საქართველოს მთავრობის სახელით დავადასტურო ზემოხსენებული შეთანხმება და დავეთანხმო, რომ თქვენი აღმატებულების ნოტა და ეს საპასუხო ნოტა გახდება ორ მთავრობას შორის შეთანხმება და ძალაში შევა საქართველოს მთავრობის მხრიდან იაპონიის მთავრობისთვის წერილობითი შეტყობინების შემდეგ, რომ ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები დასრულებულია. ვსარგებლობ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ გამოვხატავ თქვენი აღმატებულების მიმართ დიდ პატივისცემას. ილია დარჩიაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პროცედურულ დეტალებზე შეთანხმებული ოქმი საქართველოს მთავრობასა (შემდგომში მოხსენიებული როგორც „მიმღები“) და იაპონიის მთავრობას შორის 2022 წლის 15 დეკემბერს ხელმოწერილ ნოტების გაცვლის დოკუმენტთან მიმართებით (შემდგომში მოხსენიებული როგორც „ნოტების გაცვლა“), რომელიც ეხება საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობას, მიმღების და იაპონიის მთავრობის წარმომადგენლები გამოთქვამენ სურვილს, წერილობით გააფორმონ ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელთა შორის შეთანხმებული შემდეგი პროცედურული დეტალები: 1. ნებადართული პროდუქციის და/ან მომსახურების და მისაღები ქვეყნების სია ნოტების გაცვლის მე-2 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფში მითითებული პროდუქცია და/ან მომსახურება (შემდგომში მოხსენიებული როგორც „პროდუქცია“ და „მომსახურება“) და მისაღები ქვეყნები, რომლებიც მითითებულია ნოტების გაცვლის მე-2 პარაგრაფის (3) ქვეპარაგრაფში არის ისინი, რაც ჩამოთვლილია I დანართში. 2. შესყიდვები (1) გრანტი, რომელიც მითითებულია ნოტების გაცვლის პირველ პარაგრაფში (შემდგომში მოხსენიებული როგორც „გრანტი“) და მასზე დარიცხული პროცენტი გამოყენებული იქნება პროდუქციის და/ან მომსახურების შესასყიდად, ასევე ისეთი გადასახდელებისთვის, რაც საჭიროა პროგრამის განსახორციელებლად. (2) ასეთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, საჭიროა მიმღებმა დაიქირავოს დამოუკიდებელი და კომპეტენტური აგენტი პროდუქციისა და/ან მომსახურების შესყიდვისთვის. მიმღები ამ მიზნით ნოტათა გაცვლის ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში გააფორმებს დაქირავების კონტრაქტს Crown Agents Japan Limited (შემდგომში მოხსენიებული როგორც „აგენტი“), რომელიც იმოქმედებს მიმღების სახელით აგენტის მომსახურების სფეროს ფარგლებში, როგორც განსაზღვრულია II დანართით.  (3) აღნიშნული დაქირავების კონტრაქტი ძალაში შევა იაპონიის მთავრობის მიერ წერილობით დადასტურების შემდეგ.  (4) პროდუქციისა და/ან მომსახურების შესყიდვისთვის კონტრაქტები გაფორმდება იაპონურ იენაში აგენტსა და იაპონიის მოქალაქეებს შორის, თუ სხვაგვარად არ შეთანხმდება ორი მთავრობის უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის (ტერმინი „იაპონიის მოქალაქეები“ წინამდებარე პროცედურულ დეტალებზე შეთანხმების ოქმში გულისხმობს იაპონიის მოქალაქე ფიზიკურ პირს ან იაპონიის იურიდიულ პირს, რომელსაც აკონტროლებს იაპონიაში რეგისტრირებული ფიზიკური პირი).  (5) პროდუქციისა და/ან მომსახურების შესყიდვა განხორციელდება იაპონიის მთავრობის მიერ განსაზღვრული შესყიდვების სახელმძღვანელოს შესაბამისად, რაც მათ შორის მოიცავს ტენდერის პროცედურებს, გარდა იმ შემთხვევისა, სადაც ასეთი პროცედურები არ გამოიყენება ან არ არის შესაბამისი. (6) მიმღები მიიღებს საჭირო ზომებს გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენების დასაჩქარებლად, მათ შორის, არსებული საიმპორტო პროცედურების ხელშესაწყობად. (7) მიმღები უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი ოფიციალური პირი მიმღების მხრიდან არ განახორციელებს პროდუქციისა და/ან მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით იაპონიის მოქალაქეების და/ან მესამე ქვეყნების მოქალაქეების გასაკეთებელი სამუშაოს არცერთ ნაწილს (ტერმინი „მესამე ქვეყნების მოქალაქეები“ წინამდებარე პროცედურულ დეტალებზე შეთანხმების ოქმში გულისხმობს მესამე ქვეყნების ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს). 3. კომიტეტი (1) ნოტების გაცვლის ძალაში შესვლის თარიღიდან ორი მთავრობა დანიშნავს საკუთარ წარმომადგენლებს, რომლებიც იქნებიან საკონსულტაციო კომიტეტის წევრები (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „კომიტეტი“), რომლის ფუნქციაც იქნება ნოტების გაცვლის დოკუმენტიდან ან მასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი საკითხის განხილვა. დაქირავების კონტრაქტის დამტკიცების შემდეგ, რაც მითითებულია ზემოთ პარაგრაფ 3-ის ქვეპარაგრაფში 2, აგენტი დანიშნავს საკუთარ წარმომადგენელს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს კომიტეტის შეხვედრებში მრჩევლის სტატუსით. (2) კომიტეტს თავმჯდომარეობას გაუწევს მიმღების წარმომადგენელი. აგენტის გარდა, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიძლება მიწვეულ იქნენ კომიტეტის შეხვედრებზე რჩევების მისაწოდებლად. (3) კომიტეტის კომპეტენცია განისაზღვრება V დანართით. (4) კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართება იაპონიის მთავრობის მიერ დაქირავების კონტრაქტის დადასტურების შემდეგ, რაც მითითებულია ზემოთ, პარაგრაფ 3-ის ქვეპარაგრაფში 2, ორ მთავრობას შორის ნოტების გაცვლის ძალაში შესვლიდან შესაძლებლად მოკლე დროში. შემდგომი შეხვედრები გაიმართება იაპონიის მთავრობის ან მიმღების მოთხოვნის შემთხვევაში. აგენტს შეუძლია ურჩიოს ორ მთავრობას კომიტეტის სხდომის გამართვის საჭიროების შესახებ. 4. ჩამორიცხვის პროცედურა გრანტიდან და მასზე დარიცხული პროცენტიდან პროდუქციის და/ან მომსახურების შესყიდვისთვის, ასევე აგენტის მომსახურებისთვის თანხის გადახდისთვის თანხების ჩამორიცხვის პროცედურა არის შემდეგი: (1) მიმღები (ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი) და ნოტების გაცვლის მე-3 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული იაპონიის ბანკი (შემდგომში მოხსენიებული როგორც „ბანკი“) დადებენ შეთანხმებას თანხების გადაცემის შესახებ, რომლის მიხედვითაც მიმღები დანიშნავს აგენტს, როგორც წარმომადგენელს, რომელიც იმოქმედებს მიმღების სახელით იმ ურთიერთობებისას, რომლებიც ეხება აგენტისათვის თანხების გადაცემას. (2) აგენტი ბანკს წარუდგენს თანხების გადაცემის შესახებ მოთხოვნებს, რათა დაფაროს ხარჯები, რომლებიც საჭიროა ნებადართული პროდუქციის და/ან მომსახურების შესასყიდად, ასევე II დანართით განსაზღვრული აგენტის მომსახურებასთან დაკავშირებულ ანაზღაურებასთან. თითოეულ მოთხოვნას თან უნდა ერთვოდეს იმ ხარჯების დეტალური გაანგარიშება, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს გადარიცხული თანხით, ასევე ამ დოკუმენტის მე-2 პარაგრაფის (3) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული იაპონიის მთავრობის მიერ დაქირავების კონტრაქტის დადასტურების ასლი. მოთხოვნისა და ხარჯთაღრიცხვის ასლები ამავე დროს უნდა გაეგზავნოს მიმღებს. (3) ზევით განსაზღვრული (2) ქვეპარაგრაფის მიხედვით აგენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკი შეატყობინებს მიმღებს აგენტის მიერ წარდგენილი მოთხოვნის შესახებ. ბანკი გადაუხდის აგენტს თანხას ნოტების გაცვლის მე-3 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული ანგარიშიდან (შემდგომში „ანგარიში“), თუ მიმღები არ იქნება ასეთი გადახდის წინააღმდეგი და არ აცნობებს ბანკს ამის შესახებ ბანკის შეტყობინების მიღების თარიღიდან ათი სამუშაო დღის განმავლობაში. აგენტი გადაუხდის პროდუქციისა და/ან მომსახურების მიმწოდებლებს (შემდგომში „ავანსი“) მათთან დადებული კონტრაქტების საფუძველზე მიღებული თანხიდან. ასეთი გადახდების განხორციელების შემდეგ აგენტს შეუძლია გამოიყენოს ავანსების დარჩენილი თანხა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სხვა ნებადართული პროდუქციისა და/ან მომსახურების შესყიდვისთვის ამ თანხების ანგარიშზე უკან გადარიცხვის გარეშე. (4) როდესაც აგენტის ანგარიშზე დარჩენილი ჯამური თანხა (შემდგომში მოხსენიებული როგორც „დარჩენილი თანხა“) გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის ოდენობის 3%-ზე ნაკლებია, მიმღებს შეუძლია მოსთხოვოს აგენტს, რომ დაუბრუნოს დარჩენილი თანხა მიმღებს, მიმღების მიერ იმ პროდუქციის და/ან მომსახურების შესყიდვისთვის უკვე განხორციელებული გადახდებისთვის, რაც არ დაფარულა გრანტიდან და მასზე დარიცხული პროცენტიდან იმ პირობით, რომ ასეთი გადახდები განხორციელდა ნოტების გაცვლის ძალაში შესვლის დღეს ან ძალაში შესვლის შემდეგ. როცა აგენტი ჩათვლის, რომ მიმღების მოთხოვნა მისაღებია და დარჩენილი თანხის ნებადართული შესყიდვის სერტიფიკატი, სერტიფიცირებული მიმღების და აგენტის მხრიდან გაცემულია IV დანართით განსაზღვრული ფორმის მიხედვით, აგენტი დაუბრუნებს დარჩენილ თანხას მიმღებს.  (5) ნოტების გაცვლის მე-5 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფის (ა) პუნქტის შესაბამისად, ანგარიშიდან თანხების გადარიცხვები არ განხორციელდება აღნიშნული ქვეპარაგრაფის ვადის გასვლის შემდეგ, თუ სხვაგვარად არ შეთანხმდება ორი მთავრობის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის. 5. დარჩენილი თანხის უკან დაბრუნება ნოტების გაცვლის მე-5 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფის (ა) პუნქტის შესაბამისად, როდესაც საბოლოო ანგარიშის მიღების შემდეგ, იაპონიის მთავრობა გაარკვევს, რომ გრანტი და მასზე დარიცხული პროცენტი სრულად არის გამოყენებული, ის შეატყობინებს მიმღებს დარჩენილი თანხის უკან ანგარიშზე დაბრუნების პროცედურას და დარჩენილი თანხის ოდენობას. მიმღები აუნაზღაურებს იაპონიის მთავრობას ასეთ თანხას დაგვიანების გარეშე ზემოთ შეტყობინებით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით. ტოკიო, 15 დეკემბერი, 2022 თეიმურაზ ლეჟავა საქართველოს საგანგებო  და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში  იმამურა აკირა იაპონიის საგანგებო  და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დანართი I დასაშვები პროდუქტებისა და/ან სერვისების სია და დასაშვები წარმოშობის ქვეყნები 1. დასაშვები პროდუქტები და/ან სერვისები (1) დასაშვები პროდუქტები 1. 081 ცხოველების საკვები (დაუმუშავებელი მარცვლეულის გამოკლებით); 2. 232 ნატურალური რეზინის ლატექსი; ნატურალური რეზინი და მსგავსი ბუნებრივი ფისი; 3. 233 სინთეტიკური რეზინის ლატექსი; სინთეტიკური რეზინი და გადამუშავებული რეზინი; დაუმუშავებელი რეზინის ნარჩენები; 4. 244 კორპი, ბუნებრივი, ნედლი და ნარჩენი (მათ შორის ბუნებრივი კორპის ბლოკები ან ფილები); 5. 245 შეშა (ხის ნარჩენების გარდა) და ხის ნახშირი; 6. 246 ხის მორი (ნაფოტებისა და ხის ნარჩენების ჩათვლით); 7. 247 სხვა ხე ან კვადრატული ფორმის ხე; 8. 248 ხე, უბრალოდ დამუშავებული და რკინიგზის ხის შპალი; 9. 251 მერქნის ქაღალდი და მაკულატურა;  გარდა:  251.1 მაკულატურა და მუყაო; ქაღალდის ნაფლეთები ან მუყაო გამოყენებული მხოლოდ ქაღალდის წარმოებაში. 10. 263 ბამბა; 11. 264 ჯუთისა და სხვა ტექსტილის თოკის ბოჭკოები, სხვაგან არ არის მითითებული ნედლი ან დამუშავებული, მაგრამ არა დახვეული; საბუქსირე თოკი და ნარჩენები (დაჭიმული ან დახეული ნაწიბურების ან თოკების ჩათვლით); 12. 265 მცენარეული ქსოვილის ბოჭკოები (ბამბის და ჯუთის გარდა) და მსგავსი ბოჭკოების ნარჩენები; 13. 266 დაწვნისთვის შესაფერისი სინთეტიკური ბოჭკოები; 14. 267 სხვა ხელოვნური ბოჭკოები შესაფერისი დაწვნისთვის და ხელოვნური ბოჭკოების ნარჩენები; 15. 268 მატყლი და სხვა ცხოველების ბეწვი (გარდა შალის ძაფის რგოლის); 16. 271 სასუქები, ნედლი; 17. 277 ბუნებრივი აბრაზივი, სხვაგან არ არის მოხსენიებული (მათ შორის სამრეწველო ბრილიანტები); 18. 278 სხვა ნედლი წიაღისეული; 19. 281 რკინის მადანი და კონცენტრატები; 20. 287 ფერადი ლითონების მადნები და კონცენტრატები; 21. 288 ფერადი ძირითადი ლითონების ნარჩენები და ჯართი; 22. 322 ქვანახშირი, მურა ნახშირი და ტორფი; 23. 323 ბრიკეტი(აგური დაპრესილი მასალისგან); ნახშირის კოქსი და ნახევრად კოქსი, მურა ნახშირი ან ტორფი; რეტორტი; 24. 333 ნავთობის ზეთები, ნედლი ნავთობი და ბიტუმიანი მინერალებისგან მიღებული ნედლი ნავთობი; 25. 334 ნავთობპროდუქტები, რაფინირებული; 26. 335 ნარჩენი ნავთობპროდუქტები, და მასთან დაკავშირებული მასალები; 27. 341 გაზი, ბუნებრივი და წარმოებული; 28. 511 ნახშირწყალბადები, და მათი ჰალოგენირებული, სულფონირებული, ნიტრატირებული ან ნიტროზირებული ნაწარმი; 29. 512 ალკოჰოლი, ფენოლები (კარბოლის მჟვავა), ფენოლ-ალკოჰოლი და მათი ჰალოგენირებული, სულფონირებული, ნიტრატირებული ან ნიტროზირებული ნაწარმი; 30. 513 კარბოქსილის მჟავები და მათი ანჰიდრიდები, ჰალოიდები, პეროქსიდები და პერაციდები და მათი ჰალოგენირებული, სულფონირებული, ნიტრატირებული ან ნიტროზირებული ნაწარმი; 31. 514 აზოტის ფუნქციური ნაერთები; 32. 515 ორგანულ-არაორგანული და ჰეტეროციკლური ნაერთები; 33. 516 სხვა ორგანული ქიმიკატები; 34. 522 არაორგანული ქიმიური ელემენტები, ოქსიდები და ჰალოგენური მარილები; 35. 523 სხვა არაორგანული ქიმიკატები; ორგანული და ძვირფასი ლითონების არაორგანული ნაერთები; 36. 531 სინთეზური ორგანული საღებავები და სხვ. ბუნებრივი ინდიგო და ფერადი საღებავი ლაქები; 37. 532 საღებარი და სათრიმლავი ექსტრაქტები და სინთეზური სათრიმლავი მასალები; 38. 533 პიგმენტები, საღებავები, ლაქები და მასთან დაკავშირებული მასალები; 39. 562 სასუქი, წარმოებული; 40. 582 კონდენსაცია, პოლიკონდენსაცია და პოლიდამატების პროდუქტები, მიუხედავად იმისა, თუ არის თუ არა მოდიფიცირებული ან პოლიმერიზებული და ან არის თუ არა წრფივი (მაგ., ფენოპლასტები, ამინოპლასტები, ალკიდები, პოლიალილის ეთერები და სხვა უჯერი პოლიესტერები, სილიკონები); 41. 583 პოლიმერიზაცია და კოპოლიმერიზაციის პროდუქტები (მაგალითად, პოლიეთილენი, პოლიტეტრაჰალოეთილენები, პოლიიზობუტილენი, პოლისტირონი, პოლივინილ ქლორიდი, პოლივინილის აცეტატი, პოლივინილი ქლოროაცეტატი და სხვა პოლივინილი წარმოებულები, პოლიაკრილი და პოლიმეტაკრილის წარმოებულები, კუმარინის მჟავის გუმფისები); 42. 584 რეგენერირებული ცელულოზა; ცელულოზის ნიტრატი, ცელულოზის აცეტატი და სხვა ცელულოზის ეთერები, ცელულოზის ეთერები და ცელულოზის სხვა ქიმიური ნაწარმი, პლასტიზირებული ან არა (მაგ., კოლოდიონები, ცელულოიდი); ვულკანიზებული ბოჭკოვანა; 43. 585 სხვა ხელოვნური ფისები და პლასტმასის მასალები; 44. 592 სახამებელი, ინულინი და ხორბლის წებოვანა; ალბუმინოიდული ნივთიერებები; წებოები; 45. 598 სხვადასხვა ქიმიური პროდუქტები; 46. 612 ტყავი ან კომპოზიციური ტყავი; აღკაზმულობა და აღჭურვილობა, ფეხსაცმლის ნაწილები; 47. 621 რეზინის მასალები (მაგ., პასტები, ფირფიტები, ფურცლები, წნელები, ძაფი, მილები, რეზინი); 48. 625 რეზინის საბურავები, საბურავების ქეისები, ურთიერთშენაცვლებადი – საბურავის გარე ნაწილი, შიდა მილები და საბურავების ნაკეცი, ყველა სახის ბორბლებისთვის; გარდა: (1) 625.1.2 საბურავები, პნევმატური, ახალი, რეზინის, რბოლის მანქანებისთვის განკუთვნილი (2) 625.4 საბურავები, პნევმატური, ახალი, ნებისმიერი რაც გამოიყენება მოტოციკლებზე (მათ შორის ძარიან სკუტერებზე) და სხვა ველო ტრანსპორტზე. 49. 628 რეზინის ნაწარმი; 50. 633 კორპის წარმოება; 51. 634 ვინირები, ფანერი, "გაუმჯობესებული" ან კვლავწარმოებული ხე და სხვა ხის მასალა; 52. 635 ხის ნაწარმი; 53. 641 ქაღალდი და მუყაო; 54. 651 ტექსტილის ნართი; 55. 653 ქსოვილები, ნაქსოვი, ხელოვნური ბოჭკოებისგან (ვიწრო ან სპეციალური ქსოვილების გამოკლებით); 56. 657.51 ბაწარი, ტაკელაჟი, თოკები და კაბელები, ნაქსოვი ან არა ნაქსოვი; 57. 657.52.10 ბადეები, სათევზაო, ბამბის ძაფებისაგან, ბაწრისგან, ტაკელაჟისგან ან თოკისგან დამზადებული (თევზსაჭერი ჩოგაბანდეს გარდა); 58. 657.52.11 ბადეები, სათევზაო, სინთეტიკური ან რეგენერირებული ტექსტილის ნართის, ძაფებისგან, ბაწრისგან ან თოკისგან დამზადებული (თევზსაჭერი ჩოგაბანდეს გარდა); 59. 657.52.12 ბადეები, სათევზაო, ნართისგან, ბაწრისგან, ძაფებისგან ან თოკისგან დამზადებული (თევზსაჭერი ჩოგანბადეს გარდა); 60. 657.52.13 ბადეები, სათევზაო, სათევზაო ქისისებრი ბადე; 61. 658.1 ტომრები და ჩანთები დამზადებული ტექსტილის მასალებისგან ან მასალისგან, რომელიც გამოიყენება საქონლის შესაფუთად; 62. 661 კირქვა, ცემენტი და მზა სამშენებლო მასალები (გარდა მინის და თიხის მასალები); 63. 662 თიხის სამშენებლო მასალები და ცეცხლგამძლე სამშენებლო მასალები; 64. 664 მინა; 65. 671 თუჯი, სარკისებრი თუჯი, ღრუბლოვანი რკინა, რკინის ან ფოლადის ტყვია-წამალი; საფანტი; და ფეროშენადნობები; 66. 672 ჯოხები და სხვა პირველადი ფორმები, რკინის ან ფოლადი; 67. 673 რკინისა და ფოლადის გისოსები, ღეროები, კუთხეები, ფორმები და სექციები (მწკრივების ჩათვლით); 68. 674 უნივერსალი, დაფები და ფირფიტები, რკინისგან ან ფოლადისგან; 69. 675 რგოლი და ზოლები, რკინის ან ფოლადისგან, ცხლად ან ცივად დაპრესილი; 70. 676 ლიანდაგების და სარკინიგზო ლიანდაგის მშენებლობისთვის მასალა, რკინა ან ფოლადი; 71. 677 რკინის ან ფოლადის მავთული (მავთულის ღეროს გარდა), დაფარული და დაუფარავი, მაგრამ არაიზოლირებული; 72. 678 მილები, სადენი და არმატურა, რკინის ან ფოლადის; 73. 679 რკინისა და ფოლადის ჩამოსხმა, სამჭედლო და შტამპები, დაუმუშავებელ მდგომარეობაში; 74. 682 სპილენძი; 75. 683 ნიკელი; 76. 684 ალუმინი; 77. 685 ტყვია; 78. 686 თუთია; 79. 687 კალა/ თუნუქი; 80. 689 სხვადასხვა ფერადი ძირითადი ლითონები, რომელიც გამოიყენება მეტალურგიაში და მეტალოკერამიკაში; 81. 691 კონსტრუქციები და ნაგებობების ნაწილები, რკინის, ფოლადის ან ალუმინის; 82. 692 ლითონის კონტეინერი დასაწყობებისა და ტრანსპორტირებისთვის; 83. 693 მავთულის პროდუქტები (გარდა იზოლირებული ელექტროგაყვანილობისა) და შემოსაღობი გისოსები; 84. 694 ლურსმნები, ხრახნები, ქანჩები, ჭანჭიკები, მოქლონები და რკინის, ფოლადის ან სპილენძის მსგავსი ნაწარმი; 85. 695 ხელსაწყოები ხელით ან მანქანებში გამოსაყენებლად; 86. 711 ორთქლის და სხვა ორთქლის წარმომქმნელი ქვაბები, ზედმეტად გაცხელებული წყლის ქვაბები და დამხმარე აღჭურვილობა მათ გამოსაყენებლად; და მისი ნაწილები; 87. 712 ორთქლის ან სხვა ორთქლის ენერგიის ერთეული, მიუხედავად იმისა არის თუ არა შემაერთებელი ქვაბები (მათ შორის მობილური ძრავები, მაგრამ არა ორთქლის ტრაქტორები, ორთქლის ლილვები ან ორთქლი სარკინიგზო ორთქმავლები); და მისი ნაწილები; 88. 713 შიგაწვის დგუშის ძრავები და მისი ნაწილები. გარდა: (1) 713.1 შიდა წვის დგუშიანი ძრავები თვითმფრინავისთვის და მისი ნაწილები; (2) 713.2.5 ძრავები, დგუში, შიგაწვა, ჯავშანტექნიკისთვის და საბრძოლო მანქანებისთვის; (3) 713.3 შიდა წვის დგუშის ძრავები, საზღვაო ძრავა. 89. 716 მბრუნავი ელექტრო დანადგარები და მისი ნაწილები 90. 718 ელექტროენერგიის გამომუშავების სხვა სახის დანადგარები და მისი ნაწილები; გარდა: 718.7 ბირთვული რეაქტორებისა და მისი ნაწილების; 91. 721 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა (გარდა ტრაქტორებისა) და მათი ნაწილები; 92. 722 ტრაქტორი (გარდა 744.11 და 783.2 ნახსენები ტრაქტორებისა), მიუხედავად იმისა აღჭურვილია თუ არა დენის წყაროსგან, ჯალამბარებისგან ან საბურავებისგან; 93. 723 სამშენებლო და კონტრაქტორების დანადგარები და აღჭურვილობა და მათი ნაწილები; 94. 724 ტექსტილისა და ტყავის დანადგარები და მისი ნაწილები; 95. 725 ქაღალდის და რბილობი დანადგარები; ქაღალდის საჭრელი მანქანები და სხვა მანქანა ქაღალდის წარმოებისთვის და მისი ნაწილები; 96. 726 ბეჭდვისა და წიგნის ასაკინძი მანქანები და მისი ნაწილები; 97. 727 სურსათის გადამამუშავებელი დანადგარები (გარდა შიდა მოხმარების) და მისი ნაწილები; 98. 728 სხვა მანქანები და მოწყობილობა სპეციალიზირებულია კონკრეტული ინდუსტრიებისთვის, და მისი ნაწილები; 99. 736 ჩარხები ლითონის ან ლითონის დასამუშავებლად კარბიდები და ნაწილები და აქსესუარები; 100. 737 ლითონის დასამუშავებელი დანადგარები (გარდა ჩარხებისა) და მათი ნაწილები; 101. 741 გათბობისა და გაგრილების მოწყობილობები და ნაწილები; გარდა: (1) 741.31.10 ელექტროპლიტა, დასხივებული ბირთვული საწვავის გამოყოფისთვის ან გადამუშავებისთვის ან რადიოაქტიური ნარჩენების დასამუშავებლად; (2) 741.31.38 ელექტროღუმელები, დასხივებული ბირთვული საწვავის გამოყოფისთვის ან გადამუშავებისთვის ან რადიოაქტიური ნარჩენების დასამუშავებლად; (3) 741.32.14 ღუმელები, არაელექტრული, დასხივებული ბირთვული საწვავის გამოყოფის ან გადამუშავებისთვის ან რადიოაქტიური ნარჩენების დასამუშავებლად; (4) 741.32.34 ღუმელები, არაელექტრული, დასხივებული ბირთვული საწვავის გამოყოფის ან გადამუშავებისთვის ან რადიოაქტიური ნარჩენების დასამუშავებლად; (5) 741.5 კონდიცირების აპარატები, თვითკმარი, რომელიც შედგება ძრავით მომუშავე ვენტილატორისგან და ელემენტებს, ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის შესაცვლელად, და მისი ნაწილები; 102. 742 ტუმბოები (ძრავიანი და ტურბო ტუმბოების ჩათვლით) სითხეებისთვის, მიუხედავად იმისა მორგებულია თუ არა საზომი მოწყობილობები; სითხის ამწე კალათით, ჯაჭვით, ხრახნით, ზოლით და მსგავსი სახეობებით; ნაწილებით; 103. 743 ტუმბოები (სითხეებისთვის გამოსაყენებელი ტუმბოს გარდა) და კომპრესორები; ვენტილატორები; ცენტრიფუგები; ფილტრაციისა და გაწმენდის აპარატურა; და მისი ნაწილები; გარდა: (1) 743.5.1 ცენტრიფუგა ურანის იზოტოპების განცალკევებისთვის; (2) 743.5.2 ცენტრიფუგა დასხივებული ბირთვული საწვავის განცალკევებისთვის და გადამუშავებისთვის ან რადიოაქტიური ნარჩენები გადამუშავებისთვის; 104. 744 მექანიკური დამუშავების მოწყობილობა და ნაწილები; 105. 745 სხვა არაელექტრომანქანები, ხელსაწყოები და მექანიკური აპარატურა და ნაწილები; გარდა: 745.24 ავტომატური სავაჭრო მანქანებისა (მაგ., ბეჭდის, სიგარეტის, შოკოლადის და კვების მანქანები), არა სათამაშო მანქანებისა და მისი ნაწილებისა; 106. 749 მანქანების არაელექტრო ნაწილები და აქსესუარები; 107. 771 ელექტროენერგეტიკული დანადგარები (გარდა 716-ში აღწერილი მბრუნავი ელექტრო დანადგარისა), და მისი ნაწილები; 108. 772 ელექტრომოწყობილობა ელექტრული სქემების დასამზადებლად და გასაწყვეტად, ელექტრული სქემების დასაცავად, ელექტრული სქემებთან ან მათში შეერთების დასამყარებლად (მაგ., ჩამრთველი, გადამრთველი, დამცველები, ელვისებური დამჭერები, დენის ჩახშობა, ჩამრთველები, ნათურები და შეერთების ყუთები); წინაღობები, ფიქსირებული ან ცვლადი (მათ შორის პოტენციომეტრები), გარდა გათბობის წინაღობებისა; ბეჭდური მიმოცვლისა; კომუტატორები (ტელეფონის კომუტატორების გარდა) და მართვის პანელები, ზემოაღნიშნულის აპარატის ნაწილები; გარდა: 772.3.3 რეოსტატი, განათება, თეატრი; 109. 773. ელექტროენერგიის გამანაწილებელი მოწყობილობა; 110. 776.3.4 კამერები, მზის; 111. 778 ელექტრომოწყობილობა და აპარატურა; გარდა: 778.85 ნაწილაკების ამაჩქარებლები და მისი ნაწილები; 112. 782 სატრანსპორტო საშუალება; საქონლის ან მასალების ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები და სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებები; გარდა: (1) 782.1.1 სასწრაფო დახმარების მანქანები, ძრავიანი; (2) 782.1.6 კატაფალკა, ძრავიანი; (3) 782.1.25 ფურგონები, ადგილზე მიწოდების სერვისი, ძრავიანი; (4) 782.1.26 ფურგონები, ავეჯი, ძრავიანი; (5) 782.1.27 ფურგონები, ციხე, ძრავიანი; (6) 782.1.28 ფურგონები, მოძრავი (მობილური), ძრავიანი; (7) 782.2 სპეციალური დანიშნულების სატვირთო მანქანები და ფურგონები (როგორიცაა ავარიული სატვირთო მანქანები, ხანძარსაწინააღმდეგო მანქანები, სახანძრო მანქანები, საგზაო საწმენდი მანქანები, თოვლის გუთნავები, მფრქვეველი სატვირთო მანქანები, ამწე სატვირთო მანქანები, პროჟექტორები, მობილური სახელოსნოები და მობილური რადიოლოგიური დანადგარები), მაგრამ რომელიც არ მოიცავს ავტომობილებს , რომელიც მოხსენიებულია 781, 782.1 და 783.1 დასათაურებაში (გარდა მანქანებისა, ამწეებისა, ძრავიანი მანქანის (782.2.34), ძრავიანი წყლის ტრანსპორტის (782.2.42), მოძრავი მოტორიზებული მანქანებისა (782.2.43)); 113. 782.2.6 სახანძრო მანქანები, ძრავიანი; 114. 783 საგზაო ავტოტრანსპორტი; 115. 784 ნაწილები და აქსესუარები იმ სატრანსპორტო საშუალებების, რომლებიც მიეკუთვნება 722, 781, 782 ან 783 ნაწილს; 116. 786 ტრაილერი და სხვა სატრანსპორტო საშუალებები, არამოტორიზებული და სპეციალურად შექმნილი და აღჭურვილი სატრანსპორტო კონტეინერები; გარდა: (1) 786.12.2 მოძრავი- ბიბლიოთეკა; (2) 786.12.3 საარტილერიო ეტლი, საბრძოლო მასალისთვის ჯავშნიანი ან არაჯავშნიანი; (3) 786.12.9 ტრაილერი, ექსპონატი; (4) 786.12.13 ტრაილერი, ავეჯის გადაადგილებისთვის; (5) 786.81 სხვა მანქანები, არა მექანიკურად მოძრავი; 117. 791.52 სარკინიგზო და ტრამვაის სატვირთო ფურგონები, სატვირთო ვაგონები და სატვირთო მანქანები, არა მექანიკურად მოძრავი; 118. 791.99 რკინიგზისა და ტრამვაის ლოკომოტივებისა და მოძრავი შემადგენლობის ნაწილები, რომლებიც მოიაზრება 791.1-დან 791.5-მდე პოზიციებში; 119. 812 სანტექნიკა, გათბობის და განათების მოწყობილობები და არმატურა; გარდა: 1. 812.2 ნიჟარები, პირსაბანი, ბიდეები, წყლის ხონჩა აბაზანები და მსგავსი სანიტარული მოწყობილობები, კერამიკული მასალებისგან; (2) 812.4 განათების მოწყობილობები და არმატურა, ნათურები და ფარნები და ნაწილები (არ მოიცავს ელექტრო ნაწილებს); 120. 873 მრიცხველები და მთვლელები; 121. 874 ინსტრუმენტებისა და აპარატების გაზომვა, შემოწმება, ანალიზი და კონტროლი 873 და 874 ჯგუფების ინსტრუმენტებისა და აპარატების ნაწილები და აქსესუარები; გარდა: 874.52 ინსტრუმენტები, აპარატურა ან მოდელები, რომლებიც შექმნილია მხოლოდ საჩვენებელი მიზნებისთვის (მაგ. განათლება ან გამოფენა), უვარგისია სხვა გამოყენებისთვის; 122. 899.19.7 კაფსულები, გაუმაგრებელი ჟელატინი, მსუბუქი საწვავისა ან ფარმაცევტული საშუალებებისთვის (2) დასაშვები სერვისები პირველ ნაწილში აღნიშნული პროდუქციის შესყიდვისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო მომსახურება. 2. დასაშვები ქვეყნები დასაშვები ქვეყანა იქნება იაპონია, თუ სხვა რამ არ არის გადაწყვეტილი ორმხრივი თანხმობით ორი მთავრობის შესაბამის ორგანოებს შორის. დანართი II აგენტის მომსახურებათა სფერო კომიტეტის სხდომების ინფორმაციითა და კონსულტაციებით უზრუნველყოფა. უზრუნველყოფა იმისა, რომ მიმღებსა და საბოლოო მომხმარებლებს სრულად ესმოდეთ გამოსაყენებელი პროცედურები, საჭიროების შემთხვევაში. (1) მიმღებისთვის პროდუქციის და/ან მომსახურების სპეციფიკაციების მომზადება, მათ შორის, როდესაც ეს აუცილებელია, საბოლოო მომხმარებლებთან დეტალური განხილვების მოწყობის ჩათვლით. (2) შესასყიდი პროდუქციის და/ან მომსახურების ტიპისა და ღირებულების შესაბამისი შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადება. (3) შესყიდვების რეკლამირება, თუ საჭიროა, სად და როგორ უნდა განხორციელდეს შესყიდვა უნდა შეთანხმდეს ორ მთავრობას შორის. (4) შეთავაზებების შეფასება როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით. (5) მიმღებისთვის რეკომენდაციების წარდგენა მომწოდებლებისთვის შეკვეთის მიცემის დამტკიცების თაობაზე. 4. ავანსების მიღება და გამოყენება თანახმად მიმღებთან გაფორმებული დასაქმების კონტრაქტისა, რომელიც მოხსენიებულია „საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ოქმის“ მე-2 პარაგრაფის (2) ქვეპარაგრაფში. 5. მოლაპარაკებები და კონტრაქტების დადება მომწოდებლებთან, დამაკმაყოფილებელ გადახდასთან, ტრანსპორტირებასთან და ინსპექტირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩათვლით. 6. მიწოდების პროცესის შემოწმება ადგილზე მიტანის ვადების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. 7. მიმღებისა და საბოლოო მომხმარებლებისთვის მიწოდება დოკუმენტებისა, რომლებიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას შეკვეთების შესრულების მსვლელობის, მიცემული შეკვეთების თაობაზე შეტყობინებების, კონტრაქტების ცვლილებების, ადგილზე მიტანასთან დაკავშირებული ინფორმაციის, სატრანსპორტო დოკუმენტებისა და სხვათა შესახებ. 8. მომწოდებლებისთვის თანხის გადახდა ავანსებიდან. 9. ორი მთავრობისთვის შემდეგი ინფორმაციის მიწოდება: (1) დასაშვები შესყიდვის სერტიფიკატი III დანართის მიხედვით. (2) წინასწარი ანგარიშ-ფაქტურა. 10. ორი მთავრობისთვის პროექტის მიმდინარეობის შესახებ ყოველკვარტალური ანგარიშების მომზადება, რომელიც მოიცავს ინფორმაციას შემოსული შეკითხვების, შეკვეთების, შეკვეთების მდგომარეობის, ღირებულებისა და ადგილზე მიტანის შესახებ. 11. ორი მთავრობისთვის ყოველკვარტალურად ანგარიშების მიწოდება, რომლებშიც დეტალურად იქნება ასახული გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის ბალანსი და ყველა ჩამორიცხული თანხა მოცემული კვარტალისთვის. 12. იაპონიის მთავრობისთვის საერთო შეფასებითი ანგარიშის მიწოდება, რომელშიც შევა ყველა ტრანსპორტირებულ პროდუქციას და/ან მომსახურებასთან, წარმოშობის ქვეყანასთან, ადგილზე მიტანის თარიღთან, პროდუქციის და/ან მომსახურების ღირებულებასთან (შესაბამისი გადასახდელების ჩათვლით) და ჩამორიცხულ და დარჩენილ მთლიან თანხებთან დაკავშირებული დეტალები. დანართი III დასაშვები შესყიდვის სერტიფიკატი თარიღი : სარეგისტრაციო # : ვისაც ეს შეიძლება ეხებოდეს: თანდართული წინასწარი ანგარიშ-ფაქტურის მითითებით, ამით ვადასტურებთ, რომ შესყიდვა შეესაბამება იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „ნოტათა გაცვლის“ (დათარიღებული 2022 წლის 15 დეკემბრით) და ორი ქვეყნის მთავრობას შორის „საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ოქმის“ (დათარიღებული 2022 წლის 15 დეკემბრით) ყველა შესაბამის ვადებსა და პირობებს. ქვემოთ მოყვანილია შესყიდვასთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპები: 2. შესყიდვის მეთოდი (ჩასვით X სათანადო ადგილას) ა.   _______ : საერთაშორისო ტენდერი ბ.  _______ : შეზღუდული საერთაშორისო ტენდერი გ.  _______ : საერთაშორისო ბაზარზე შესყიდვა დ. _______ : პირდაპირი კონტრაქტების დადება 2.  პროდუქცია და/ან მომსახურება ა.  პროდუქციის და/ან მომსახურების სახელწოდება: ბ.  SITC კოდი (მეორე შესწორება) ნომერი: გ. წარმომავლობა: 3. პროდუქციის და/ან მომსახურების ღირებულება ა.  ტრანსპორტირების ღირებულება: გ.  საზღვაო დაზღვევა: დ.  აგენტის ჰონორარები: ე. სულ (ა + ბ + გ + დ) 4. მომწოდებელი სახელი: მისამართი: მოქალაქეობა: (ქვეყანა, სადაც მომწოდებელი რეგისტრირებულია და სარგებლობს იურიდიული უფლებებით) 5. ტვირთის მიმღები: სახელი: მისამართი: (ხელმოწერა) აგენტი სახელი, თანამდებობა დანართი IV დასაშვები შესყიდვის სერტიფიკატი დარჩენილი თანხისთვის (ანაზღაურების პროცედურა) თარიღი : სარეგისტრაციო # : საგადასახადო დავალების მითითებით, ქვემორე ხელის მომწერი ამით ადასტურებს, რომ აღნიშნულ საგადასახადო დავალებასთან დაკავშირებული ქვემოთ მოყვანილი შესყიდვა შეესაბამება იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის „ნოტათა გაცვლის“ 2022 წლის 15 დეკემბრით) და ორი ქვეყნის მთავრობას შორის „საპროცედურო დეტალების შეთანხმებული ოქმის“ (დათარიღებული 2022 წლის 15 დეკემბრით) ყველა შესაბამის ვადებსა და პირობას. მიმღების წარმომადგენელი, გარდა ამისა, ადასტურებს, რომ მიმღებს ადრე არც „ნოტათა გაცვლის“ მიხედვით, და არც ოფიციალური დახმარების სხვა წყაროებთან დადებული დაფინანსების შესახებ შეთანხმებათა მიხედვით, არ მოუთხოვია ანაზღაურება საგადასახადო დავალებაში შემავალ რომელიმე იმ თანხასთან მიმართებაში, რომელთა ანაზღაურებაც მოთხოვნილია. ქვემოთ მოყვანილია შესყიდვასთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპები. დანართი V კომიტეტის კომპეტენციის სფერო 1. განრიგის შედგენა გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის სწრაფი და ეფექტიანი გამოყენებისთვის; 2. მოსაზრებათა გაცვლა გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის განაწილების თაობაზე, და აგრეთვე პოტენციური საბოლოო მომხმარებლების თაობაზე; 3. იმ პრობლემათა გამოვლენა, რომლებსაც გრანტისა და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენების შეფერხება შეუძლიათ, და ამგვარი პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზების შესწავლა; 4. მოსაზრებების გაცვლა გრანტის და მასზე დარიცხული პროცენტის გამოყენების გასაჯაროების თაობაზე; 5. ნებისმიერი იმ სხვა საკითხის განხილვა, რომელიც „ნოტათა გაცვლის“ შედეგად ან მასთან დაკავშირებით შეიძლება წარმოიქმნას. განხილვების ოქმი საქართველოს მთავრობას (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მიმღები“) და იაპონიის მთავრობას შორის გაფორმებული ნოტათა გაცვლის დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც დათარიღებულია 2022 წლის 15 დეკემბრით და რომელიც ეხება იაპონიის ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითრების მხარდასაჭერად (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ნოტათა გაცვლა“), იაპონიის დელეგაციისა და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები გამოთქვამენ სურვილს, რომ წერილობით დააფიქსირონ შემდეგი: 4. ნოტების გაცვლის მე-2 პარაგრაფის გათვალისწინებით იაპონიის დელეგაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, იაპონიის მთავრობას ესმის, რომ: (ა) მიმღები განახორციელებს საჭირო ზომებს, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი შეთავაზების, საჩუქრის ან გადახდის, საზღაურის ან სარგებელის მიღება სტიმულის ან ჯილდოს სახით, რაც შესაძლოა მიჩნეული იქნეს, როგორც კორუფციული პრაქტიკა საქართველოში და რაც შეიძლება დაკავშირებული იმ კონტრაქტებთან, რომლებიც დადებული იქნება ნოტათა გაცვლის პროცედურულ დეტალებზე შეთანხმების ოქმის მე-2 პარაგრაფის (2) ქვეპარაგრაფით განსაზღვრული აგენტის მიერ „ნოტათა გაცვლის“ მე-2 პარაგრაფით განსაზღვრული პროდუქციისა და/ან მომსახურების შესყიდვის მიზნით. (ბ) მიმღები, როცა ზემოთ ქვეპარაგრაფში (ა) მოცემული კორუფციის შემთხვევა დაფიქსირდება, დაუბრუნებს იაპონიის მთავრობას გაცვლითი ნოტების პარაგრაფში 1 მოცემული გრანტის თანხის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „გრანტი“) ეკვივალენტს იმ ოდენობით, რაც აღნიშნული კორუფციული შემთხვევისას გაიხარჯა, და რამდენსაც განსაზღვრავს იაპონიის მთავრობა. 5. ნოტების გაცვლის მე-5 პარაგრაფის (2) ქვეპარაგრაფის გათვალისწინებით იაპონიის დელეგაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იაპონიის მთავრობას ესმის, რომ: (ა) საჭირო ინფორმაცია მოიცავს ინფორმაციას გრანტთან დაკავშირებულ კორუფციულ პრაქტიკასთან; და (ბ) მიმღები უზრუნველყოფს ასეთი ინფორმაციის წყაროს სანდოობას. 6. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს დელეგაციას არაფერი აქვს იაპონიის დელეგაციის წარმომადგენლის ზევით აღნიშნული განცხადების საწინააღმდეგო. ტოკიო, 15 დეკემბერი, 2022 თეიმურაზ ლეჟავა საქართველოს საგანგებო  და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში იმამურა აკირა  იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში  (გამოცემის თარიღი) საბანკო ანგარიშის გახსნის და ეკონომიკური და სოციალური განვითრების პროგრამისთვის გრანტის გადახდების თხოვნის შესახებ შეტყობინება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გამოხატავს პატივისცემას საქართველოში იაპონიის საელჩოს მიმართ და აქვს პატივი მოიხსენიოს იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის 2022 წლის 15 დეკემბრით დათარიღებული ნოტების გაცვლა (სამრეწველო პროდუქციით მომარაგება), იაპონიის ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითრების მხარდასაჭერად. სამინისტროს კიდევ ერთხელ აქვს პატივი, მიაწოდოს ინფორმაცია საელჩოს, რომ აღნიშნულ ნოტათა გაცვლის დოკუმენტის მე-3 პარაგრაფის (1) ქვეპარაგრაფში მითითებული ანგარიში გახსნილია და სთხოვოს იაპონიის მთავრობას გააკეთოს გადახდები ნოტების გაცვლაში მითითებული გრანტიდან ქვემოთ ინფორმაციის საფუძველზე: ბანკის სახელი: მისამართი: ანგარიშის სახელი: ანგარიშის ნომერი: ანგარიშის ტიპი: გადასახდელი თანხა:  (უფლებამოსილი ხელმოწერა)  სახელი  თანამდებობა  საქართველოს მთავრობა/  საქართველოს ფინანსთა სამინისტრო  საქართველო