2022-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ე.წ. სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციაში ხელშეწყობის თაობაზე რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის დადებული „შეთანხმებისა“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილებების უკანონოდ ცნობის თაობაზე

მიღების თარიღი 11.01.2023
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ნომერი №1-რს
სარეგისტრაციო კოდი 480140030.31.060.016029
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/01/2023
matsne.gov.ge 262 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ოკუპირებულ აფხაზეთში 2022 წლის 12 მარტს ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება 84% 18.03.2022 „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების“ რატიფიცირების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 77% 15.05.2024 „საქართველოსა და ევროკავშირს შორის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში (2021–2027) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 77% 22.12.2021 სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021 − 2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021 − 2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 77% 13.07.2021 ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-2020 წლებისთვის) დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 75% 17.04.2018

დოკუმენტის ტექსტი

2022-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ე.წ. სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციაში ხელშეწყობის თაობაზე რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის დადებული „შეთანხმებისა“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილებების უკანონოდ ცნობის თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება №1-რს 2023 წლის 11 იანვარი ქ. თბილისი 2022-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ე.წ. სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციაში ხელშეწყობის თაობაზე რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის დადებული „შეთანხმებისა“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილებების უკანონოდ ცნობის თაობაზე მუხლი 1🔗 რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის 2022 წლის 4 აგვისტოს დაიდო „შეთანხმება“ 2022-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ე.წ. სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციაში ხელშეწყობის თაობაზე. 2022 წლის წლის 30 ნოემბერს რუსულმა მხარემ, ხოლო 29 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მისი „რატიფიცირება“ მოახდინეს. ე.წ. შეთანხმებას არაფერი აქვს საერთო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, აფხაზი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვასთან. აღნიშნული დოკუმენტი სინამდვილეში წარმოადგენს რუსეთის სამართლებრივ სივრცეში აფხაზეთის მოქცევისკენ, ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის წამყვანი დარგების, მსხვილი ეკონომიკური ობიექტების უკანონოდ ხელში ჩაგდებისკენ, ძალოვან სტრუქტურებზე კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერებისკენ, საბოლოო ჯამში კი, ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ სახიფათო ნაბიჯს.  2022-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ე.წ. სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციაში ხელშეწყობის შესახებ მოსკოვსა და სოხუმს შორის დადებული „შეთანხმება“ ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას, გაეროს პაქტს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ, ისე საქართველოს კანონმდებლობას, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციასა და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონს. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, უმაღლესი საბჭო ადგენს: უკანონოდ იქნეს ცნობილი 2022-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ე.წ. სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციაში ხელშეწყობის თაობაზე რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის დადებული „შეთანხმება“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილებები. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეჯემალ გამახარია